განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2019
საქმის ნომერი
330100119003076129
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2969-19 (№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ---- ჟ----–---–--ე

სტაჟიორ-პროკურორი - თ-------- ტ-------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- გ------ის ძე გ------ე - დაბადებული 1--- წლის 7-------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე; რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ნ-----–------------------------------------------ში

 

ადვოკატი - ზ----- ს--–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

გ------- გ------ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თავის სხეულში უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0,9424 გრამი ,,ბუპრენორფინი“ და ასევე 1,9997 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ტრამადოლი“, რაც 2019 წლის 18 მაისს, დ----- აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, გ------- გ------ემ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულის ხელწერილები; ამოღებული ნივთმტკიცება; ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი და სხვა) ერთობლიობა გ------- გ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა ბრალდებულ გ------- გ------ის, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე გამომძიებლებისა და ექსპერტ ნ----- წ---–-----ის ჩვენებებისა), ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 18 მაისს, დ.აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- გ------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, გ.გ------ის 18.05.2019წ ხელწერილის თანახმად, გ------- გ------ემ თანხმობა გამოთქვა მისი სწორნაწლავის ამპულაში მოთავსებული უცხო სხეულების ექსტრაქციაზე.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 18 მაისს, „ქ----------------------–---–------ის“ მორიგე ზოგადი ქირურგის ლ-–- ა-----ასაგან ამოღებული იქნა 99 ცალი მოთეთრო ფერის ოვალური ფორმის აბი, 2 ცალი მოთეთრო ფერის აბი ექვსკუთხა ფორმის, მოვარდისფრო ფერის 20 ცალი მრგვალი ფორმის აბი და მოთეთრო ფერის აბების ნატეხები, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამოძიებელი ბ.ქ-------------ი).

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 18 მაისს 08:42 საათზე, გ------- გ------ე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ქ------–--–----------------------ში მდებარე „ქ----------------------–--–------ის“ შენობაში.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, შ-----------–--------–-–----------------------------–------–-–---------------------–------------------------------------------–------------------------–ის ინსპექტორ ვ----– წ----ისაგან გამოთხოვილი იქნა 2019 წლის 18 მაისს 00:50-01:10 საათამდე დროის პერიოდში, აეროპორტის შიდა სათვალთვალო ვიდეო კამერების მიერ დაფიქსირებული გ.გ------ის საზღვარზე შემოსვლისა და გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. ვ.წ----ის განმარტებით, პროგრამული ხარვეზის გამო ჩანაწერზე დრო არასწორადაა დაფიქსირებული, თუმცა ხსენებული ჩანაწერი ასახავს სწორედ მოსამართლის განჩინებაში მითითებულ დროს - 2019 წლის 18 მაისის 00:50-01:10 საათამდე პერიოდს.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ნარკოლოგიური გამოკვლევის N------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 18 მაისს გ------- გ------ეს ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, 18.05.2019წ მუცლის ღრუს კ.ტ. კვლევების თანახმად, გ------- გ------ის სწორი ნაწლავის სანათურში ვლინდება მრავლობითი სხვადასხვა ფორმის და ზომის უცხო სხეულები

 

შ-----–-----------–--------------------–ოს დეტექტივ-გამომძიებლებმა: ზ--------მა და დ----- კ-------ემ დაადასტურეს გ------- გ------ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა და დამატებით განმარტეს, რომ 2019 წლის 17 მაისს, დეტექტივმა დ-------- ტ----–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ------- გ------ე მოფრინავდა იტალიიდან და ჩამოჰქონდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებული უნდა ჩამოფრენილიყო ქუთაისის აეროპორტში, რეისის ზუსტი ნომერი და ჩამოფრენის დრო უცნობი იყო. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი განყოფილების უფროსის მოადგილის ერეკლე მოძღვრიშვილის, გამომძიებელების: ბ----- ქ-------------ის, ზ---------ის და დ----- კ-------ის შემადგენლობით. დაახლოებით 23 საათზე მივიდნენ აეროპორტში და განთავსდნენ გარე პერიმეტრზე, რადგან ჩამოფრენის ზუსტი დრო არ იცოდნენ. ბრალდებულის ვიზუალი მათთვის ცნობილი იყო მისი ფოტოსურათიდან და ელოდებოდნენ მის გამოსვლას, დაახლოებით 24 საათის შემდეგ, ბრალდებული აეროპორტიდან გამოვიდა მარტო, მას მიუახლოვდნენ გამომძიებლები, ჰკითხეს სახელი და გვარი, პირის იდენტიფიკაციის შემდეგ კი გამომძიებელმა ბ.ქ-------------მა გ.გ------ეს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. პირადი ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ბრალდებულისგან არ ამოუღიათ. ვინაიდან იყო ოპერატიული ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალებების არსებობის შესახებ, გ.გ------ეს ჰკითხეს სხეულში ხომ არ ჰქონდა შენახული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, ბრალდებულმა პასუხს თავი აარიდა, თუმცა გამოთქვა წერილობითი თანხმობა მუცლის ღრუს კ.ტ. კვლევაზე. აღნიშნულის შემდეგ, გ.გ------ესთან ერთად გამოემართნენ თბილისისაკენ და „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ ბრალდებულს ჩაუტარდა მუცლის ღრუს კ.ტ. კვლევა, რა დროსაც მის სხეულში დაფიქსირდა უცხო სხეულები. ბრალდებულის წერილობითი თანხნობით, ექიმის მონაწილეობით, გ.გ------ის მიერ გამოდევნილი იქნა ხსენებული უცხო სხეულები - სხვადასხვა ზომის აბები და აბის ნატეხები, რაც გამომძიებლმა ბ.ქ-------------მა ამოიღო და დალუქა სათანადო წესით. ამოღების დასრულების შემდეგ, გ------- გ------ე დააკავეს ბრალდებულის სახით. ბრალდებულმა ყველა საგამოძიებო მოქმედების ოქმს მოაწერა ხელი და რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ განუცხადებია. ზ.მესხმა და დ.კ-------ემ დაადასტურეს, რომ ახორციელებდნენ დაკვირვებას გ.გ------ეზე, თუმცა აეროპორტის შიგნით მისი გადაადგილება არ უნახავთ, შენიშნეს მხოლოდ აეროპორტის გასასვლელ კართან, რა დროსაც ბრალდებულს თან ჰქონდა ზურგჩანთა.

 

შ-----–-----------–--------------------–ოს გამომძიებელ ბ----- ქ-------------ის მოწმის სახით დაკითხვისას, მისი მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ნივთმტკიცების სახით საქმეზე დართული - ქუთაისის დ.აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერი, რა დროსაც მოწმემ მიუთითა, რომ ჩანაწერზე ასახულია აეროპორტის მოფრენის დარბაზი, ელექტრო კარის მიღმა საზღვარი - ნეიტრალური ზონა (საპასპორტო კონტროლის გავლის ტერიტორია) და აეროპორტის გასასვლელი, მოფრენის დარბაზის გამყოფი ელექტროკარი არის გამჭირვალე და მხედველობას არ ზღუდავს. მოწმის განმარტებით, ვიდეოჩანაწერში ასახული პირი, რომელსაც უჭირავს ხელჩანთა და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, შეუჩერებლად მიემართება აეროპორტის გასასვლელისკენ, არის ბრალდებული გ------- გ------ე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფი გავიდა ქუთაისში, აეროპორტში მისულებმა დაცვის სამსახურთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, დაათვალიერეს პერიმეტრი და თავად ბ.ქ-------------მა გ.გ------ის გადაადგილებაზე ვიზუალური კონტროლის განსახორციელებლად შეარჩია აეროპორტის გასასვლელი კარი (იდგა უშუალოდ იმ კართან, რომლის თავზეც დამონტაჟებული იყო ვიდეოსამეთვალყურეო კამერა), საიდანაც თვალნათლივ ჩანდა მთელი პერიმეტრი აეროპორტის მცირე ფართობის გათვალისწინებით - საქართველოში შემოსვლის მომენტიდან, საპასპორტო კონტროლის გავლიდან აეროპორტის დატოვებამდე. მოწმემ დაადასტურა, რომ თვალთახედვის არედან არ დაუკარგავს გ.გ------ე საპასპორტო კონტროლის გავლის მომენტიდან, თუ როგორ გაიარა მოფრენის დარბაზი და გაემართა გასასვლელისკენ, შენობის დატოვებისთანავე კი მოხდა მისი შეჩერება პოლიციის თანამშრომელთა მიერ, ბრალდებული არ შესულა არც საპირფარეშოში და არც ვინმესთან ჰქონია კომუნ---ცია. მოწმის განმარტებით, ერთადერთი ადგილი, სადაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ბრალდებულს ჰქონდა შესვლის შესაძლებლობა, არის ბარგის ასაღებ სივრცეში მდებარე საპირფარეშო, თუმცა გ.გ------ეს აღნიშნულით არ უსარგებლია. ბრალდებული საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ შეუჩერებლად გაემართა აეროპორტის გასასვლელისკენ და მთელი ეს პერიოდი იმყოფებოდა ბ.ქ-------------ის თვალთახედვის არეში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შს-------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–----------------------------–--ის გამომძიებლებმა: ნ--- ლ--–---–---–მა, გ------ ბ----–---–მა და განყოფილების უფროსმა ვ-–- გ-–--ემ დაადასტურეს გ------- გ------ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----- წ---–-----მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

- 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრული ლოგოთი ,,B8“ საერთო წონით - 38,81 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა - 0,7759 გრამი.

- 21 (ოცდაერთი) ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი ჩამონატეხებით, ერთ მხარეს ნაწილობრივ ამოტვიფრული ლოგოთი ,,B8“ საერთო წონით - 6,1515 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა - 0,1229 გრამი.

- თეთრი ფერის, ტაბლეტის ნატეხები ფხვნილთან ერთად საერთო წონით - 1,4207 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა - 0,0282 გრამი.

- თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის 2 (ორი) ცალი ტაბლეტი ერთ მხარეს ამოტვიფრული ლოგოთი ,,N8“ საერთო წონით - 0,7836 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა - 0,0154 გრამი.

- 20 (ოცი) ცალი მოყავისფრო მრგვალი ფორმის ტაბლეტები საერთო წონით - 6,4439 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლის შემცველ ტაბლეტებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლის საერთო რაოდენობაა - 1,9997 გრამი.

 

საკვლევ ობიექტებში N1-4 ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა - 0,9424 გრამი.

 

ბრალდებულ გ------- გ------ის ჩვენებით, თავს დამნაშავედ ცნობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, თუმცა აღნიშნული ნივთიერება საქართველოში მას არ შემოუტანია. ბრალდებულის განმარტებით, მილანში გაიცნო ვინმე „გიო“ და მიხვდა, რომ მის მსგავსად იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი. მილანიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი რეისით ჩამოფრინდნენ და უკვე საქართველოს ტერიტორიაზე, ბარგის ასაღებ სივრცეში „გიომ“ მის მიერ უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“ პარკით, დაახლოებით 2000 ევროს სანაცვლოდ გადასცა გ.გ------ეს. ბრალდებულის ჩვენებით, საპირფარეშოში არ შესულა, საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, ბარგის ასაღებ სივრცეშივე, კედელთან მოითავსა სხეულში (სწორ ნაწლავში) ნარკოტიკული საშუალება და გაემართა გასასვლელისკენ. გ.გ------ემ დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული პირი თავადაა, თუმცა ვერ ახსნა, რატომ არაა დაფიქსირებული მისი კომუნ---ცია ვინმე „გიოსთან“, თანხის გადაცემა ან კედელთან ნარკოტიკული საშუალების სხეულში მოსათავსებლად მის მიერვე სასამართლო სხდომაზე აღწერილი ქმედება. ბრალდებულის ჩვენებით, მას ბარგი ჩაბარებული არ ჰქონია და მის ასაღებად არ შეჩერებულა, თან ჰქონდა მხოლოდ ერთი ხელჩანთა, რომლითაც გაიარა საპასპორტო კონტროლი. ბრალდებულის განმარტებით, აეროპორტიდან გამოსვლისას შემდეგ, გაემართა ტაქსებისკენ, რა დროსაც მიუახლოვდნენ უცნობი პირები, ხელები ამოუტრიალეს, გაჩხრიკეს და ჩასვეს მანქანაში. გზაში კვლავ გაჩერდნენ ტყეში ჩხრეკის ჩასატარებლად, შემდეგ კი წაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც ხელწერილის საფუძველზე, გააშუქეს და მისი სხეულიდან ამოიღეს ნივთიერებები. ნარკოტიკული საშუალებების ამოღების შემდეგ ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. გ.გ------ემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებზე მისი ხელმოწერების ნამდვილობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებადაა შერაცხული, ხოლო სსკ-ის 262-ე მუხლით დასჯადია ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა. ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ერთ-ერთი ხერხია მათი საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანა სახელმწიფო კონტროლისგან მალულად, ე.ი. მათი მოთავსებით სხვადასხვა სამალავში, რაც აძნელებს ამ ნივთიერებების აღმოჩენას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებებს მიეკუთვნება ,,ბუპრენორფინი“ და ,,ტრამადოლი“.

 

გ------- გ------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა და შენახვა გარდა თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ამასთან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სს საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებისა და ექსპერტიზის დასკვნის სისწორეში.

 

სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია, გ------- გ------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, შენიღბული სახით, საკუთარი სხეულით (სწორ ნაწლავში მოთავსების გზით) საქართველოში უკანონოდ შემოიტანის ფაქტი. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზს, კერძოდ:

- გარდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და მოწმეთა ჩვენებებისა, თავად გ------- გ------ის ჩვენებითაც უტყუარად დადასტურებულია, რომ 2019 წლის 18 მაისს მილანი-ქუთაისის რეისით ნამდვილად ჩამოფრინდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და 00:50-01:10 საათამდე დროის პერიოდში გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი;

- სს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებითა და თავად გ------- გ------ის ჩვენებით, ასევე უტყუარად დადასტურებულია, რომ მას სხეულში მოთავსებული ჰქონდა განსაკუთრებით დიდი ნარკოტიკული საშუალებები;

- შს-------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–----------------------------–--ის თანამშრომლების ჩვენებებით დადგენილია, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელ კართან მდგომნი, ახორციელებდნენ ვიზუალურ თვალთვალს გამოძიებისათვის საინტერესო პირზე - გ------- გ------ეზე, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისა და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, აეროპორტის ბარგის ასაღებ სივრცესა თუ მოფრენის დარბაზში შეჩერების, ვინმესთან კომუნ---ციისა და საპირფარეშოში შესვლის გარეშე დატოვა აეროპორტის შენობა, გასასვლელ კართან კი მოხდა მისი შეჩერება. მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მათ გ------- გ------ე თვალთახედვის არედან არ დაუკარგავთ.

- ზ/აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია ქუთაისის საერთაშორისო აეროროტიდან გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერებთან, სადაც დაფიქსირებულია საპასპორტო კონტროლის გავლის მომენტიდან (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მომენტიდან) აეროპორტის შენობის დატოვებამდე გ.გ------ის გადაადგილების უწყვეტი კადრი სხვადასხვა რაკურსით, თუმცა აღნიშნულ ჩანაწერში არსად არ ფიქსირდება გ.გ------ის კომუნ---ცია ვინმესთან, თანხის გადაცემა და ნარკოტიკული საშუალების ბარგის ასაღებ სივრცეში ბრალდებულის მიერ სხეულში მოთავსების ფაქტი. ამასთან აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებულმა დაადასტურა, რომ „გიოსაგან“ ნარკოტიკული საშუალების შეძენა და სხეულში მოთავსება მოხდა არა საპასპორტო კონტროლის გავლამდე ან ბარგის ასაღებ სივცეში არსებულ საპირფარეშოში, არამედ უშუალოდ ბარგის ასაღებ ხალხმრავალ დარბაზში, რომელიც სრულად ხვდება შიდა სამეთვალყურეო კამერის ხედვის არეში.

- მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, შს-------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–----------------------------–--ის გამომძიებლების ჩვენებებითა და თავად ბრალდებულის 2019 წლის 18 მაისის ხელწერილებით დადგენილია, რომ გ------- გ------ემ თანხმობა განაცხადა კ.ტ. კვლევაზე და მის სწორნაწლავში არსებული უცხო სხეულების ექსტრაქციაზე.

- მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ამოღების ოქმით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 18 მაისს, ქ.თბილისის კ.ჩაჩავას ქუჩა N5-ში მდებარე „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ ექიმ ლ-–- ა-----ასგან ამოღებული იქნა 99 ცალი მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმის აბებები, 2 ცალი მოთეთრო ფერის აბი ექვსკუთხა ფორმის, მოვარდისფრო ფერის 20 ცალი მრგვალი ფორმის აბები და მოთეთრო ფერის აბების ნატეხები.

- სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნით დადასტურებულია, რომ გ------- გ------ის სხეულიდან ამოღებული აბები და აბის ნატეხები შეიცავს 0.9424 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინსა და 1.9997 გრამ ნარკოტიკულ საშულება ტრამადოლს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე განვითარებულ ვერსიას გ------- გ------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ნარკოტიკული საშუალების ვინმე „გიოსგან“ შეძენასა და ბარგის ასაღებ სივრცეში სხეულში მოთავსებასთან დაკავშირებით, რაც ემყარება იმ გარემოებას, რომ გ.გ------ის შეჩერება მოხდა არა უშუალოდ საზღვრის კვეთისას, არამედ აეროპორტის შენობის დატოვების შემდეგ იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელი იყო ბრალდებულზე უწყვეტი ვიზუალური მეთვალყურეობის განხორციელება გასასვლელ კართან მდგომი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერსია მიზნად ისახავს მხოლოდ გ.გ------ისათვის მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის თავის არიდებას, ვინაიდან წინააღმდეგობაშია არათუ მოწმე პოლიციელების ჩვენებებთან, არამედ ობიექტური რეალობის ამსახველ ვიდეოჩანაწერთან, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს გ.გ------ის მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ ვერსიას, ვინაიდან უტყუარად დასტურდება, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთიდან აეროპორტის შენობის დატოვებამდე ბრალდებულს არავისთან არ აქვს კომუნ---ცია, უფრო მეტიც, შეუჩერებლად ტოვებს ბარგის ასაღებ სივრცეს და მიემართება გასასვლელისკენ, ამასთან ალოგიკური და არასარწმუნოც არის გ.გ------ის განმარტება ხალხმრავალ ბარგის ასაღებ დარბაზში, ასზე მეტი აბისა და აბის ნატეხის სწორ ნაწლავში მოსათავსებლად ქმედების განხორციელების თაობაზე, მიუხედავად გ.გ------ის „მოხერხებულობისა“ (ბრალდებულის ჩვენებით, ძალიან მარტივად, 1 წუთში, ხელის ერთი მოძრაობით მოითავსა სწორ ნაწლავში ნარკოტიკული საშუალებები).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- გ------ემ ჩაიდინა:

 

1. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

2. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- გ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის აღიარება.

4.2. გ------- გ------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა - ზოგადად, არ არსებობს სამართლიანობის დეფინიცია, განმარტება, კანონით რეგლამენტირებული ცნება, თუმცა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სამართლიანობა წარმოადგენს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის შეფარდების უპირობო მიზანს და შეფასებადია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით.

 

კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაკისრების გზით სამართლიანობის აღდგენის პრაქტიკული შინაარსი დაკავშირებულია შემდეგი მოლოდინების დაკმაყოფილების აუცილებლობასთან, კერძოდ:

 

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის, ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც (სასჯელს). მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას.

 

სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდი, ჰარმონიული თანაცხოვრების სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებასა და დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინების დაკმაყოფილებას. წესრიგი, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოების იმანენტური მოთხოვნილებაა, ამიტომ, ლოგიკური და საფუძვლიანია საზოგადოების მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქმედება/ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის წესრიგს, შეთანხმებულს საზოგადოების წევრებს შორის, აღკვეთილი, თავიდან აცილებული და რეაგირებული იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამ წესრიგის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ დაცულობას.

 

სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს კონკრეტული პირისგან (მისი ქმედებიდან) მომდინარე პოტენციური საფრთხეების განეიტრალება. სასჯელი უნდა იყოს საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა იმავდროულად, უკიდურესად აუცილებელი, რათა ობიექტურ პირს შეექმნას წარმოდგენა, რომ, თუ არა სწორედ ასეთი სასჯელი, საფრთხეების სხვაგვარად განეიტრალება შეუძლებელი იქნებოდა. სამართლიანი სასჯელი გულისხმობს სახელმწიფოს რაციონალურ და მიზანშეწონილ, თანაზომიერ პასუხს სახელმწიფოს და, მაშასადამე, საზოგადოების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ აღიარებულ ქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის ფუნქციის წარმატებით შესრულებას, საზოგადოების ჰარმონიული და მშვიდი თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის საზოგადოების მიერვე ნაკარნახებ და ხელისუფლების მიერ მიღებული სათანადო წესების დაცვას.

 

სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც კანონმდებელს, ისე სამართალშემფარდებელს, სასჯელის გამოყენება ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმდებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინა პირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა შეძლოს სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლე უნდა იყოს მზად, ყველა რელ----ტური საფუძვლისა და წინა პირობის დეტალური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალიზაციას.

 

მაშასადამე, სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობას.

 

დამნაშავის რესოციალიზაცია - რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის და ამ მიზნით სასჯელის გამართლებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ყოველ ჯერზე, როგორც სასჯელის სახეობის, მისი სამართლიანად შეფარდების, ასევე მსჯავრდებულის იმ სამართლებრივ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში მოთავსების თვალსაზრისით (პირველ რიგში იგულისხმება საპატიმროში საამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნა), რამაც საბოლოო ჯამში ობიექტურად შესაძლებელი უნდა გახადოს სასჯელით მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნის უზრუნველყოფა.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენცია.

 

სპეციალური პრევენცია რეციდივის წინააღმდეგ არის მიმართული, გულისხმობს დამნაშავისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას. ლოგიკა შემდეგ დაშვებას ეფუძნება: ა) როდესაც დამნაშავე ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ საზოგადოების დაცვის მიზნით მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება კანონზომიერად ამცირებს საზოგადოებისთვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს; ბ) ამასთან, პირი პირადად განიცდის რა საკუთარ თავზე დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ შედეგებს, სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიების ნეგატიურ ეფექტებს, ეს გარემოება გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის მომავალ ქცევაზე. თუმცა, ცხადია, სასჯელი არ არის პირის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის გამორიცხვის აბსოლუტური გარანტია, სასჯელს მხოლოდ ასეთი რისკების მინიმალიზების ზოგადი პოტენციალი აქვს, რომელიც ყოველ ჯერზე მიიღწევა ან არა.

 

ამდენად, სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

 

მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი (ზოგადი პრევეცია), შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ. მაშასადამე, ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებულ/კონკრეტულ შემთხვევაში შეფარდებულ სასჯელს აქვს უნარი, შეამციროს როგორც იგივე, ისე სხვა პირების მიერ ამ დანაშაულის ჩადენა. სასჯელმა უნდა უზრუნველყოს როგორც დამნაშავის მიერ საკუთარი ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა (მომავალში დანაშაულებრივ საქმიანობაზე უარის თქმა), ისე საზოგადოების დაცვა დამნაშავეთა აგრესიისგან.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელ----ტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსითა და ფორმით, ობიექტურად შეუწყობს ხელს ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, დანაშაულის შემცირებას და დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ კი, შეუწყობს ხელს სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, კი უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, გ------- გ------ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, უკანონოდ შეძენილი, შენახული და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებების სახეობების, რაოდენობისა და დანაშაულის ჩადენის ხერხის გათვალისწინებით, გ------- გ------ის დანაშაულებრივი ქმედება ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება, რაც შეამცირებს საზოგადოებისათვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს. ამასთან, გ------- გ------ეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- გ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- გ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ გ------- გ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 მაისიდან.

 

გ------- გ------ეს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

გ------- გ------ეს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა (ინახება გლ-----------–--------–--------------–ოში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 (ერთი) ცალ დისკზე და გ.გ------ის კომპიუტერული ტომოგრაფიის ამსახველი 2 (ორი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია