განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3128-19
(№ 0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამათლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი----------,დაცვის მხარე:
ადვოკატი - ო-----------–---–ი,ბრალდებული - თ-------ე ი------ ძე ს-----ე, დაბადებული 1----–-–--------------, პ/ნ 5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–-----------3-ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი გ--------ა ფ----ა და თ-------ე ს-----ე 2017 წლის 30 აგვისტოდან ერთად ცხოვრობდნენ და ერთიან ოჯახურ მეურნეობას ეწეოდნენ ქ------–--–-------------–------------ში მდებარე ნათესავის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში. თანაცხოვრების მეოთხე თვიდან, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, თ-------ე ს-----ე სცემდა და სისტემატიურად ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა გ--------ა ფ----აზე, რაც გამოიხატებოდა თ-------ე ს-----ისათვის თითქმის ჩვევად ქცეულ მეუღლისათვის ცხვირ-პირის არეში ხელის არტყმაში და მის სისტემატიურ ფსიქოლოგიურ დამცირებაში. აგრესიულობამ იმატა ამ უკანასკნელის მხრიდან თანაცხოვრების ბოლო სამი თვის მანძილზე. 2019 წლის 12 აპრილს, თ-------ე ს-----ემ მეუღლეს გ--------ა ფ----ას იმ მოტივით, რომ დედამთილთან ნა------------თან ვერ აგვარებდა ურთიერთობას, ქ------–--–-------------–------------ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ხელით სცემა სახის არეში, თმით მოქაჩა და კედელზე მიარტყმევინა თავი, რა დროსაც დაზარალებულმა იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 25 მაისს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით-თუ რატომ ვერ მოწმინდა საჭმლის ჭამის შემდეგ ჩვილ ბავშვს დროზე პირის არე, ქ. თბილისში, გუ-------–------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავში - შუბლის არეში ჩაარტყა გაშლილი ხელი და თავზე ჩამოამხო ბავშვის ეტლი, რა დროსაც დაზარალებულმა იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 28 მაისს, ბოლო ფაქტიდან უმოკლეს პერიოდში, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ------–--–-------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დაუწუნა რა ხელსაქმე და მომზადებული სადილი, თ-------ე ს-----ემ თმებით ათრია მეუღლე გ--------ა ფ----ა, ჩაარტყა მუშტი თავის არეში, კედელზე მიარტყმევინა თავი და ფეხებით ფეხების არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში სცემა ქამრით. ყველა ზემოხსენებული სისტემატიური ძალადობრივი ქმედებების შედეგად გ--------ა ფ----ა განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას, რის გამოც მას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
2017 წლის 30 აგვისტოდან, თანაცხოვრების მანძილზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი გ--------ა ფ----ას მეუღლე თ-------ე ს-----ე, ქ------–--–-------------–------------ში მდებარე, ნათესავის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში, მათ შორის ორსულობის პერიოდში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რომ არ მისცემდა სამსახურის დაწყების უფლებას და ეკმარა ის რითაც თავად უზრუნველყოფდა, სიტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ამცირებდა მას. 2018 წლის 24 ოქტომბრიდან, შეეძინათ რა ტყუპი შვილები, მეუღლე თ-------ე ს-----ე გახდა მეტად აგრესიული და სისტემატიურად, ასევე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რომ ვერ აკეთებდა გემრიელ საჭმელს, ვერ უვლიდა ჩვილებს, საჭმლით მოსვრილი ტუჩები დროზე არ მოწმინდა ჩვილს და სხვა მოგონილი მიზეზით ამცირებდა, სიტყვიერად შეურაცხყოფდა და ფიზიკურად ძალადობდა მასზე. სისტემატიურმა შეურაცხყოფამ, დამცირებამ, ფიზიკური ძალადობით გამოწვეულ ფიზიკურ ტკივილთან ერთად, გამოიწვია გ--------ა ფ----ას ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
თ-------ე ს-----ემ სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია დაზარალებულ გ--------ა ფ----ას გამოკითხვის ოქმებით, მოწმეთა, ლ----------------, ბ-------–------, დ----------------–---–ის, ხ----------------–---–ის, ლ-------------–---–ის, ნ-------–------, დ---------–------–-–---–ის, ნ-----–-------–---–ის, ბ--------------, გ-----------------–---–--, ი-----–--------–---–ის, ნ----------ას და დ------------------ გამოკითხვის ოქმები, თავად ბრალდებულ თ-------ე ს-----ის გამოკითხვის ოქმით, სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შედგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------9 დასკვნით და შემაკავებელი ორდერით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ თ-------ე ს-----ემ ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 11',126-ე მუხლის 12 ნაწილით და ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
თ-------ე ს-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან და გ--------ა ფ----ა ითხოვს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათი, ხოლო პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-------ე ს-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თ-------ე ს-----ეს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, ნაწილი 1(ერთი) წელი მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1(ერთი) წელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით;
თ-------ე ს-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 მაისიდან;
გაუქმდეს თ-------ე ს-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
სასამართლო - ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი საქმის მასალები, რაც დასკვნასთან ერთად ინახება ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/