განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119003070124
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/279-19 11 სექტემბერი, 2019 წელი
ქ.გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–-ას,ადვოკატ - მ------ ი------–---–ის,ბრალდებულ - კ-–---- ბ-----ის
მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011230519002 საქმე კ-–---- ბ------- ასული ბ-----ის (დაბადებული 19---–-–----- მ------, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, არასრული -უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: ქ.გორში, შ-----------------–--–---------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 მაისიდან 23 მაისის ეპიზოდი, 2019 წლის 22 მაისის ეპიზოდი და 2019 წლის 23 მაისის ეპიზოდი)
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
კ-–---- ბ-----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, მანვე, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (2019 წლის 4 მაისიდან 23 მაისის ეპიზოდი, 2019 წლის 22 მაისის ეპიზოდი და 2019 წლის 23 მაისის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 14 მაისს გორის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გასამართლებული კ-–---- ბ-----ე 2015 წლიდან 2019 წლის 24 მაისამდე პერიოდში დედის - ც---–- წ--–---–-–---–ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა სიტყვიერი სახის შეურაცხყოფას - ლანძღავდა უშვერი, ღირსების შემლახავი სიტყვებით და აგინებდა, რის შედეგადაც ც---–- წ--–---–-–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
საქართველოს შს სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ, კ-–---- ბ-----ის მიმართ 2019 წლის 04 მაისს, გამოიცა №------ შემაკავებელი ორდერი და მოძალადეს - კ-–---- ბ-----ეს აეკრძალა მსხვერპლთან და იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - შვილი ე-–--- ბ-----ე, ცხოვრობს ან/და იმყოფება. ასევე, მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. კ-–---- ბ-----ემ არ შეასრულა №------ შემაკავებელი ორდერის მერვე მუხლის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები - 2019 წლის 4 მაისიდან 23 მაისის პერიოდში, მსხვერპლს - ე-–--- ბ-----ეს ტელეფონის ნომრიდან 5----------- დაურეკა ტელეფონის ნომერზე 5----------- და დაამყარა მასთან კომუნიკაცია.
საქართველოს შს სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ, კ-–---- ბ-----ის მიმართ 2019 წლის 04 მაისს, გამოიცა №------ შემაკავებელი ორდერი და მოძალადეს - კ-–---- ბ-----ეს აეკრძალა მსხვერპლთან და იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - შვილი ე-–--- ბ-----ე, ცხოვრობს ან/და იმყოფება. ასევე, მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. კ-–---- ბ-----ემ არ შეასრულა №------ შემაკავებელი ორდერის მერვე მუხლის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები - 2019 წლის 22 მაისს, დღის საათებში, მივიდა ქ.გორში, შ-----------------–--–---------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, სადაც მსხვერპლი - ე-–--- ბ-----ე იმყოფებოდა და დაამყარა მასთან კომუნიკაცია.
საქართველოს შს სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ, კ-–---- ბ-----ის მიმართ 2019 წლის 04 მაისს, გამოიცა №------- №------ და №------ შემაკავებელი ორდერები და მოძალადეს - კ-–---- ბ-----ეს აეკრძალა მსხვერპლებთნ - დედა ც---–- წ--–---–-–---–თან, შვილებთან: ე-–--- ბ-----ესთან და ა----- ზ-------–---–თან მიახლოება, ყოველგვარი კომუნიკაცია და იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლები ცხოვრობენ ან/და იმყოფებიან. კ-–---- ბ-----ემ არ შეასრულა №------- №------ და №------ შემაკავებელი ორდერების მერვე მუხლის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები - 2019 წლის 23 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, მივიდა ქ.გორში, შ-----------------–--–---------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, სადაც მსხვერპლები იმყოფებოდნენ და ე-–--- ბ-----ესთან და ა----- ზ-------–---–თან დაამყარა კომუნიკაცია.
წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა კ-–---- ბ-----ემ თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
კ-–---- ბ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, შემაკავებელი ორდერებით, ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო კ-–---- ბ-----ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 მაისიდან 23 მაისის ეპიზოდი, 2019 წლის 22 მაისის ეპიზოდი და 2019 წლის 23 მაისის ეპიზოდი) ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. კ-–---- ბ-----ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია და მიაჩნია, რომ აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ-–---- ბ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 მაისიდან 23 მაისის ეპიზოდი, 2019 წლის 22 მაისის ეპიზოდი და 2019 წლის 23 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 მაისიდან 23 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, დანაშაულთა ერთობლიობით, კ-–---- ბ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენით, დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ-–---- ბ-----ემ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
კ-–---- ბ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 მაისიდან.
კ-–---- ბ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა კაკაურიძე