განაჩენი

სისხლის სამართლის 22.04.2019
საქმის ნომერი
140100118002618986
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002618986

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/340-18 22 აპრილი, 2019 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–იას,ადვოკატ - ა-–---------- შ--–-----–---–ის,ბრალდებულ - რ----- ს--------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №028230718002 საქმე რ----- ხ----ს ძე ს--------ის (დაბადებული 1----–-–------------- პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.კასპში, კ--–----–-----------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით,-

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, რ----- ს--------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია, საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ.კასპში, ლ----–------------–-, მდებარე მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, შელაპარაკების ნიადაგზე, რ----- ს--------ემ მამის ხ---- ს--------ის მიმართ განახორციელა ძალადობა - ხელი ერთხელ მოუჭირა ყელში და ჯოხი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ხ---- ს--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს რ----- ს--------ე მამას - ხ---- ს--------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ხ---- ს--------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რ----- ს--------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

მოწმეებმა: ხ---- ს--------ემ, ლ-------- კ----------ამ და ლ--- ყ----–-ამ სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება რ----- ს--------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და იგი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირდაპირი მტკიცებულება, რაც გამოძიების ეტაპზე ადასტურებდა რ----- ს--------ის მიერ ძალადობისა და მუქარის ჩადენის ფაქტს, იყო დაზარალებულ ხ---- ს--------ის და მოწმეების: ლ--- ყ----–-ას და ლ-------- კ----------ას მიერ მიცემული ჩვენებები. თუმცა დაზარალებულმა და მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილი „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (შვილის, ძმის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლს - დასჯადია ქმედება, რომლითაც პირი ემუქრება სხვა პირს კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, რა დროსაც მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე. კონკრეტულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა რ----- ს--------ის მიერ მამის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტი და დანაშაულების - ოჯახში ძალადობის და მუქარის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები. ასევე ვერ იქნა დადგენილი, რომ სწორედ რ----- ს--------ის მიერ განვითარებული ქმედების შედეგად მიიღო დაზიანებები და საერთოდ განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი და სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში შვილთან მომხდარი კონფლიქტის დროს. აღნიშნულ კითხვებზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით პასუხის გაცემა შეუძლებელია, ხოლო დაზარალებულმა, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია კონფლიქტთან, ტკივილის განცდასთან და მუქარის განხორციელების შედეგად განცდილ შიშთან დაკავშირებით, ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში რ----- ს--------ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობად ვერ იქნება მიჩნეული 2018 წლის 23 ივლისის შეტყობინება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან დაზარალებულმა და მოწმეებმა უარი განაცხადეს სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდებაზე და ასეთ ვითარებაში მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია ვერ იქნება გამოყენებული სასამართლოს მიერ, როგორც ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის სასამართლო განხილვის შედეგად არ გამოიკვეთა არათუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა რ----- ს--------ის მიერ დანაშაულის ჩადენას.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-271, 275-276-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ----- ს--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. რ----- ს--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

3.გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

5.საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ხ---- ს--------ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო სისხლის ნიმუშები, ხის ჯოხი და ქვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე შალვა კაკაურიძე