გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.01.2020
საქმის ნომერი
080310019003378139
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
10.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

******************საქმე №3/742-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მ--–--------------

სხდომის მდივანი - გ-------------

 

მოსარჩელე - ზ------- კ-----–---–-

წარმომადგენელი - კ-----------–-----ე

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო): შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლო.

წარმომადგენელი - გი---------------ე

მესამე პირი - შ---- კ------- ო-----ი

წარმომადგენელი - ა-------------------------------------------------–---------------–-----–-------–---------------------------–-–-------------------------- ს----------------ე.

მოთხოვნა ზ------- კ-----–---–-ს სარჩელით; 2019 წლის 28 დეკემბრის №0----- ზ------- კ-----–---–-ს სახელზე გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

მოსარჩელე - შ---- კ------- ო-----ი

წარმომადგენელი - ა-------------------------------------------------–---------------–-----–-------–---------------------------–-–-------------------------- ს----------------ე.

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო): შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლო.

წარმომადგენელი - გი---------------ე.

მესამე პირი - ზ------- კ-----–---–-

წარმომადგენელი - კ-----------–-----ე

თარჯიმანი - გაგა თავხელიძე.

 

მოთხოვნა შ---- კ------- ო-----ის სარჩელით; 2019 წლის 28 დეკემბრის №0----- შ---- კ------- ო-----ის სახელზე გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პატრულ-ინსპექტორის გი---------------ის მიერ, 2019 წლის 28 დეკემბერს ზ------- კ-----–---–-ს სახელზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 28 დეკემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პატრულ-ინსპექტორმა გი---------------ემ გამოსცა შემაკავებელი ორდერი № №0----- ზ------- კ-----–---–-ს მიმართ, იმ მოტივით, რომ თითქოს ზ------- კ-----–---–- ,,მოძალადე’’, მეუღლეს შ---- კ------- ო-----ის აყენებს ,,ფსიქოლოგიურ“ და ,,ფიზიკურ“ ძალადობას. 2019 წლის 28 დეკემბრის შემაკავებელი ორდერით ზ------- კახნიაშვილს აეკრძალა მსხვერპლთან ყოველგვარი სახის კომუნიკაცია. ტელეფონი სოციალური ქსელი, ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ირლანდიის მოქალაქე შ---- კ------- ო-----თან. თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი; 2014 წლის 3 ივნისს - ელენე კ-----–---–-, ხოლო 2014 წლის 1 ივნისს - დ----- კ-----–---–-.

 

მეუღლემ თხოვა მასთან ერთად ირლანდიაში საცხოვრებლად გადასვლა, რაზედაც არ თანხმდება. ამის შემდეგ მეუღლემ დაიწყო მისი შევიწროება, რადგან ცხოვრობს მეუღლის სახლში და დროებით არ მუშაობს. მეუღლე უწოდებს უსაქმურს, ამადლებს საჭმელს, აიძულებს წავიდეს სახლიდან, რაც მიაჩნია ფსიქოლოგიურ ძალადობად.

 

2017 წელს მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც არ გაუსაჩივრებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განაჩენით მის მიმართ უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის განაჩენი და ცნობილი იქნა უდანაშაულოდ სსს კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ორი ეპიზოდი.

 

2019 წლის 27 დეკემბერს მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა ქ. ქუთაისში ლომონოსოვის ქ. N9-ში მდებარე სახლში. მეუღლის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა სახლიდან წასვლა და დაიწყო ნივთების ჩალაგება, რის გამოც ატირდნენ ბავშვები და მეუღლეს უთხრა, რომ სახლიდან წავიდოდა ბავშვების დაძინების შემდეგ. აღნიშნულმა გააღიზიანა შ---- კ------- ო-----ი და სამზარეულოს დანით მიაყენა სხეულის დაზიანება, რის შემდეგ მის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, ხოლო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პატრულ-ინსპექტორმა გი---------------ემ გამოსცა შემაკავებელი ორდერი № №0----- მის მიართ, მისი მხრიდან შ---- კ------- ო-----ის ,,ფსიქოლოგიური“ და ,,ფიზიკური“ ძალადობის ფაქტზე, რაც უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან თვითონ არის მსხვერპლი. მისი მეუღლის მიზანია შეუზღუდოს მშობლის უფლება და შვილები მისი თანხმობის გარეშე წაიყვანოს საზღვარგარეთ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პატრულ-ინსპექტორმა გი---------------ემ განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ,,მსხვერპლის“ შ---- კ------- ო-----ის მიერ მითითებული ფაქტების საფუძველზე და არ არსებობს № №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი. შემაკავებელ ორდერში ,,ფიზიკური“ ძალადობის შესახებ მითითება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან და სპეციალური კითხვარის შევსების შემდეგ, სწორედ ,,მსხვერპლის“ განმარტების საფუძველზე, მოხდა აღნიშნულის მითითება.

 

2.1. ირლანდიის მოქალაქე შ---- კ------- ო-----ი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის იურისტი ს----------------ის მიერ. ასევე საქმეში მონაწილებდა თარჯიმანი - გაგა თავხელიძე. შ---- კ------- ო-----ი სასამართლოს ესწრებოდა პირადად, იგი თავისუფლად ფლობს სამართალწარმოების ენას, რომელმაც განმარტა, რომ არ არსებობს № №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი, რადგან ზ------- კ-----–---–- სისტემატურად ძალადობს მასზე. აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა იმ მოტივით, რომ მან ზ------- კ-----–---–-ს და მისი მშობლების თხოვნით, უარი თქვა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

შ---- კ------- ო-----ის განმარტებით, ის მუშაობს და არჩენს შვილებს და მეუღლეს, ზ------- კახნიაშვილს, ნამდვილად ეუბნება და უთითებს, რომ იშოვოს სამუშაო და დაეხმაროს ოჯახის რჩენაში. რაც შეეხება სამზარეულოს დანით სხეულის დაზიანების მიყენებას, აღნიშნული სიცრუეა და ზ------- კახნიაშვილმა თვითონ მიიყენა თვითდაზიანება.

 

3. სასარჩელო მოთხოვნა:

3.1. მოთხოვნა შ---- კ------- ო-----ის სარჩელით; შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პატრულ-ინსპექტორის გი---------------ის მიერ, 2019 წლის 28 დეკემბერს შ---- კ------- ო-----ის სახელზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

ირლანდიის მოქალაქე შ---- კ------- ო-----იმ 2019 წლის 31 დეკემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პატრულ-ინსპექტორის გი---------------ის მიერ, 2019 წლის 28 დეკემბერს შ---- კ------- ო-----ის სახელზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლიდან ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე ზ------- კახნიაშვილთან. თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი; 2014 წლის 3 ივნისს - ელენე კ-----–---–-, ხოლო 2014 წლის 1 ივნისს - დ----- კ-----–---–-.

2019 წლის 28 დეკემბერს მის მიმართ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პატრულ-ინსპექტორმა გი---------------ემ მის სახელზე გამოცა №0----- შემაკავებელი ორდერი, ზ------- კახნიაშვილზე - ,,ფსიქოლოგიური“, ,,ფიზიკური“ და ,,ეკონომიკური“ ძალადობის ფაქტზე.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული სრული სიცრუეა, რადგან თვით ზ------- კ-----–---–- სისტემატურად ძალადობს მასზე. აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა იმ იმ მოტივით, რომ მან ზ------- კ-----–---–-ს და მისი მშობლების თხოვნით, უარი თქვა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

შ---- კ------- ო-----ის განმარტებით, ის მუშაობს და არჩენს შვილებს და მეუღლეს, ზ------- კახნიაშვილს ნამდვილად ეუბნება და უთითებს, რომ იშოვოს სამუშაო და დაეხმაროს ოჯახის რჩენაში. რაც შეეხება სამზარეულოს დანით სხეულის დაზიანების მიყენებას, აღნიშნული სიცრუეა და ზ------- კახნიაშვილმა თვითონ მიიყენა თვითდაზიანება. ასევე, უსაფუძვლოა მითითება მისი მხრიდან ზ------- კახნიაშვილზე ეკონომიკური ძალადობის ფაქტზე, რადგან ზ------- კ-----–---–- სრულად აკონტროლებს ოჯახის შემოსავალს.

 

3.2. მოპასუხე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პარტრულ-ინსპექტორმა გი---------------ემ განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ,,მსხვერპლის“ ზ------- კ-----–---–-ს მიერ მითითებული ფაქტების საფუძველზე და არ არსებობს № №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი. შემაკავებელ ორდერში ,,ფიზიკური“ ძალადობის შესახებ მითითება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან და სპეციალური კითხვარის შევსების შემდეგ, სწორედ ,,მსხვერპლის“ განმარტების საფუძველზე, მოხდა ,,ფსიქოლოგიურ“, ,,ფიზიკურ“ და ,,ეკონომიკურ“ ძალადობაზე მითითება.

 

3.3. მესამე პირის ზ------- კ-----–---–-ს განმარტებით, 2014 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ირლანდიის მოქალაქე შ---- კ------- ო-----თან. თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი; 2014 წლის 3 ივნისს - ელენე კ-----–---–-, ხოლო 2014 წლის 1 ივნისს - დ----- კ-----–---–-.

მეუღლემ თხოვა მასთან ერთად ირლანდიაში საცხოვრებლად გადასვლა, რაზედაც არ თანხმდება. ამის შემდეგ მეუღლემ დაიწყო მისი შევიწროება, რადგან ცხოვრობს მეუღლის სახლში და დროებით არ მუშაობს. მეუღლე უწოდებს უსაქმურს, ამადლებს საჭმელს, აიძულებს წავიდეს სახლიდან, რაც მიაჩნია ,,ფსიქოლოგიურ“ და ,,ეკონომიკურ“ ძალადობად.

2017 წელს მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც არ გაუსაჩივრებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განაჩენით მის მიმართ უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის განაჩენი და ცნობილი იქნა უდანაშაულოდ სსს კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ორი ეპიზოდი.

2019 წლის 27 დეკემბერს მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა ქ. ქუთაისში ლომონოსოვის ქ. N9-ში მდებარე სახლში. მეუღლის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა სახლიდან წასვლა და დაიწყო ნივთების ჩალაგება, რის გამოც ატირდნენ ბავშვები და მეუღლეს უთხრა, რომ სახლიდან წავიდოდა ბავშვების დაძინების შემდეგ. აღნიშნულმა გააღიზიანა შ---- კ------- ო-----ი და სამზარეულოს დანით მიაყენა სხეულის დაზიანება, რის შემდეგ მის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, ხოლო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პარტრულ-ინსპექტორმა გი---------------ემ გამოსცა შემაკავებელი ორდერი № №0----- შ---- კ------- ო-----ის მიართ, რაც საფუძვლიანია და არ უნდა გაუქმდეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.1.1. დადგენილია, რომ ზ------- კ-----–---–- 2014 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ირლანდიის მოქალაქე შ---- კ------- ო-----თან. თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი; 2014 წლის 3 ივნისს - ელენე კ-----–---–-, ხოლო 2014 წლის 1 ივნისს - დ----- კ-----–---–-.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა - განმარტება. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

4.1.2. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განაჩენით ზ------- კ-----–---–-ს მიმართ უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის განაჩენი და ცნობილი იქნა უდანაშაულოდ სსს კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ორი ეპიზოდი.

მტკიცებულება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განაჩენი.

 

4.1.3. დადგენილია, რომ ამჟამად შ---- კ------- ო-----ი შვილებთან ერთად ცხოვრობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურულ ერთეულში -ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში).

მტკიცებულება: ცნობა.

 

5. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

5.1.1. დადგენილია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პატრულ-ინსპექტორმა გი---------------ემ, 2019 წლის 28 დეკემბერს ზ------- კ-----–---–-ს სახელზე გამოსცა №0----- შემაკავებელი ორდერი მის მიერ მეუღლის, შ---- კ------- ო-----ის მიმართ ,,ფსიქოლოგიური“ და ,,ფიზიკური“ ძალადობის ფაქტზე.

შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

მტკიცებულება:

- №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

5.1.2. დადგენილია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პარტრულ-ინსპექტორმა გი---------------ემ, 2019 წლის 28 დეკემბერს შ---- კ------- ო-----ის სახელზე გამოსცა №0----- შემაკავებელი ორდერი მის მიერ მეუღლის, ზ------- კ-----–---–-ს მიმართ ,,ფსიქოლოგიური“, ,,ფიზიკური“ და ,,ეკონომიკური“ ძალადობის ფაქტზე.

შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

მტკიცებულება:

- №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

5.1.3. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 28 დეკემბერს ზ------- კ-----–---–-ს სახელზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის და 2019 წლის 28 დეკემბერს შ---- კ------- ო-----ის სახელზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გამოცემის კანონიერების დადგენა, რომლის მიხედვით, ზ------- კ-----–---–- ,,ფიზიკურად“ და ,,ფსიქოლოგიურად“ ძალადობს შ---- კ------- ო-----იზე და შ---- კ------- ო-----ი ,,ფიზიკურად“, ,,ფსიქოლოგიურად“ და ,,ეკონომიკურად“ ძალადობს ზ------- კახნიაშვილზე.

 

სასამართლო სრულად იზიარებს ზ------- კ-----–---–-ს სარჩელს, ხოლო ნაწილობრივ იზიარებს შ---- კ------- ო-----ის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

6.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ------- კ-----–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო შ---- კ------- ო-----ის სარჩელი ნაწილობრივ.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

7.1.,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

8. სამართლებრივი შეფასება:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლოს დასკვნა ზ------- კ-----–---–-ს სარჩელთან დაკავშირებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პატრულ-ინსპექტორმა გი---------------ემ, 2019 წლის 28 დეკემბერს ზ------- კ-----–---–-ს სახელზე გამოსცა №0----- შემაკავებელი ორდერი მის მიერ მეუღლის, შ---- კ------- ო-----ის მიმართ ,,ფსიქოლოგიური“ და ,,ფიზიკური“ ძალადობის ფაქტზე.

 

შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

ზ------- კ-----–---–-ს შემაკავებელი ორდერით აეკრძალა მსხვერპლთან, შ---- კ------- ო-----ი, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოც. ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.

 

ხოლო ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ჩავთვალოთ ძალადობის

,,ფარულ’’ ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს. ეს კი პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ამ ფორმას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს და აზიანებს მთლიანად პიროვნებას. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ხშირად ოჯახია.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ------- კახნიაშვილს და შ---- კ------- ო-----ის თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი. დადგენილია, რომ ზ------- კ-----–---–- და შ---- კ------- ო-----ი ცხოვრობდნენ ერთად.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

 

ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებელის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ხოლო ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

8.2. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს ზ------- კ-----–---–-ს მხრიდან შ---- კ------- ო-----ის მიმართ ,,ფიზიკური“ და ,,ფსიქოლოგიური“ ძალადობის ფაქტის დადგენა.

 

საქმის მასალების სრული და ობიექტური განსჯის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------- კ-----–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და 2019 წლის 28 დეკემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება ზ------- კ-----–---–-ს მხრიდან შ---- კ------- ო-----ის მიმართ ,,ფიზიკური“ და ,,ფსიქოლოგიური“ ძალადობის ფაქტის დადგენა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ 2019 წლის 28 დეკემბერს, ოჯახური ძალადობის ფაქტზე შეტყობინების ინიციატორი იყო ზ------- კ-----–---–-. შემთხვევის ადგილზე მისულმა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პატრულ-ინსპექტორმა გი---------------ემ, 2019 წლის 28 დეკემბერს ზ------- კ-----–---–-ს სახელზე შ---- კ------- ო-----ის მითითებით გამოცა №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში შ---- კ------- ო-----ის უფლებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიძიება და ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმომადგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ზ------- კახნიაშვილმა ფიზიკურად იძალადა შ---- კ------- ო-----იზე.

 

მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ზ------- კ-----–---–-ს მიერ შ---- კ------- ო-----ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რომელიც ამ შემთხვევაში ვერ გახდება ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან იგი ეწინააღმდეგება სსს კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ სტანდარტს- საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

8.3. სასამართლო ორდერის შემოწმების პროცესში არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, მხარეთა კონფლიქტური დამოკიდებულება ასევე გამოვლინდა საქმის განხილვისას.

 

აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის საჭირო და მნიშვნელოვან კომპონენტია ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობა თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხსა და ინტენსიურობაზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნა და სამედიცინო დიაგნოზი, წერილობითი სახის მტკიცებულება და ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 28 დეკემბერს, ოჯახური ძალადობის ფაქტზე შეტყობინების ინიციატორი იყო ზ------- კ-----–---–-. შემთხვევის ადგილზე მისულმა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პატრულ-ინსპექტორმა გი---------------ემ, 2019 წლის 28 დეკემბერს ზ------- კ-----–---–-ს სახელზე, შ---- კ------- ო-----ის მითითების საფუძველზე გამოცა №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობა არ იკვეთება, რადგან რეალურად არ არსებობს და არც წარსულში არსებობდა, ზ------- კ-----–---–-ს მხრიდან რაიმე სახის ძალადობის ფაქტი და არ არსებობს ,,მსხვერპლი“-ს დაცვის აუცილებლობა. როგორც აღინიშნა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, ხოლო აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს ზ------- კ-----–---–-ს მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებად.

 

8.4. სასამართლოს დასკვნა შ---- კ------- ო-----ის სარჩელთან დაკავშირებით.

 

დადგენილია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პატრულ-ინსპექტორმა გი---------------ემ, 2019 წლის 28 დეკემბერს შ---- კ------- ო-----ის სახელზე გამოსცა №0----- შემაკავებელი ორდერი მის მიერ მეუღლის, ზ------- კ-----–---–-ს მიმართ ,,ფსიქოლოგიური“, ,,ფიზიკური“ და ,,ეკონომიკური“ ძალადობის ფაქტზე.

 

შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

შემაკავებელი ორდერით შ---- კ------- ო-----ის აეკრძალა მსხვერპლთან, ზ------- კ-----–---–-ს ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოც. ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. სახლთან და სამსახურთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.

 

ხოლო ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით, ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ჩავთვალოთ ძალადობის ,,ფარულ’’ ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს. ეს კი პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ამ ფორმას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს და აზიანებს მთლიანად პიროვნებას. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ხშირად ოჯახია.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ------- კახნიაშვილს და შ---- კ------- ო-----ის თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი. დადგენილია, რომ ზ------- კ-----–---–- და შ---- კ------- ო-----ი ცხოვრობდნენ ერთად.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

 

ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებელის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ხოლო ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

8.5. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს შ---- კ------- ო-----ის მხრიდან ზ------- კ-----–---–-ს მიმართ ,,ფიზიკური“, ,,ფსიქოლოგიური“ და ,,ეკონომიკური“ ძალადობის ფაქტის დადგენა.

 

საქმის მასალების სრული და ობიექტური განსჯის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ შ---- კ------- ო-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და 2019 წლის 28 დეკემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ,,ფიზიკური“ და ,ეკონომიკური“ ძალადობის რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება შ---- კ------- ო-----ის მხრიდან ზ------- კ-----–---–-ს მიმართ ,,ფიზიკური“ და ,,ეკონომიკური“ ძალადობის ფაქტის დადგენა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ 2019 წლის 28 დეკემბერს, ოჯახური ძალადობის ფაქტზე შეტყობინების ინიციატორი იყო ზ------- კ-----–---–-. შემთხვევის ადგილზე მისულმა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პატრულ-ინსპექტორმა გი---------------ემ, 2019 წლის 28 დეკემბერს შ---- კ------- ო-----ის სახელზე გამოცა №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში ზ------- კ-----–---–-ს უფლებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიძიება და ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმომადგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შ---- კ------- ო-----იმ ფიზიკურად იძალადა ზ------- კახნიაშვილზე.

 

მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია შ---- კ------- ო-----იმ მიერ ფიზიკური ზ------- კახნიაშვილზე ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რომელიც ამ შემთხვევაში ვერ გახდება ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან იგი ეწინააღმდეგება სსს კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ სტანდარტს- საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

რაც შეეხება განმარტებას იმის შესახებ, რომ სამზარეულოს დანით შ---- კ------- ო-----ის მიერ ზ------- კ-----–---–-ს მიმართ სხეულის დაზიანების ფაქტის მიყენების თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სხეულის დაზიანების ფაქტის დადგენა სცილდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოსაკვლევ და დასადგენ გარემოებას და მისი დადგენა სხვა სამართლის დარგის, სისხლის სამართლის პრეროგატივაა.

 

ასევე უსაფუძვლოა შემაკავებელ ორდერში მითითება ეკონომიკური ძალადობის ფაქტზე, რადგან, როგორც აღინიშნა ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ------- კ-----–---–- და შ---- კ------- ო-----ის თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი. დადგენილია, რომ ზ------- კ-----–---–- და შ---- კ------- ო-----ი ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას.

 

ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაადასტუროს ად. აქტში მითითებული გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება რაც ობიექტურ დამკვირებელს შეუქმნიდა რწმენას, რომ შ---- კ------- ო-----ი ეკონომიკურად ძალადობს ზ------- კახნიაშვილზე, რომ ზ------- კახნიაშვილს ხელი არ მიუწვდება საკვებზე, ხელი ეშლება შრომითი უფლებების ან/და თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობაში.

 

8.6. სასამართლო ორდერის შემოწმების პროცესში არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ.

 

როგორც არაერთგზის აღინიშნა, მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, მხარეთა კონფლიქტური დამოკიდებულება.

 

საქმის განხილვისას შ---- კ------- ო-----იმ განმარტა, რომ ის მუშაობს და არჩენს შვილებს და მეუღლეს, ზ------- კახნიაშვილს ნამდვილად ეუბნება და უთითებს, რომ იშოვოს სამუშაო და დაეხმაროს ოჯახის რჩენაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის საჭირო და მნიშვნელოვან კომპონენტია ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობა თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხსა და ინტენსიურობაზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნა და სამედიცინო დიაგნოზი, წერილობითი სახის მტკიცებულება და ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობა იკვეთება შ---- კ------- ო-----ის მიმართ, რადგან ფსიქოლოგიური ძალადობა მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს. ეს კი პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ამ ფორმას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს და აზიანებს მთლიანად პიროვნებას. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ხშირად ოჯახია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიღებული უნდა იქნეს, რადგან რეალურად არსებობს მოძალადის მიერ განხორციელებული ძალადობისგან მსხვერპლის დაცვის აუცილებლობა.

სასამართლო განმარტავს, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა და ინარჩუნებს მის სამართლებრივ ძალას იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ძალადობის ფაქტი წარსულში, აწმყოში და არსებობის დასაბუთებული ვარაუდი, რომ დიდი ალბათობით იარსებებს მომავალში.

 

ვინაიდან მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, არსებობის დასაბუთებული ვარაუდი, რომ დიდი ალბათობით ფსიქოლოგიური ძალადობა იარსებებს მომავალში, რაც შ---- კ------- ო-----ის სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

9.საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ------- კ-----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. გაუქმდეს ი--------ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პატრულ -ინსპექტორის გი---------------ის მიერ 2019 წლის 28 დეკემბერს ზ------- კ-----–---–-ს მიმართ გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

2. შ---- კ------- ო-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2.1. ი--------ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------------------------------ლოს პატრულ-ინსპექტორის გი---------------ის მიერ 2019 წლის 28 დეკემბერს შ---- კ------- ო-----ის მიმართ გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერიდან ამოირიცხოს მითითება ,,ეკონომიკური“ და ,,ფიზიკური“ ძალადობის ფაქტზე.

 

3. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე