განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5513-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ვ---------------–---–---
ადვოკატის - თ------------------
ბრალდებულის – დ-----------–----ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
დ-------------------------–-----, დაბადებულის - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ჩ-------–------------------–-----–------–--–------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ვ--------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ დ-----------–----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა 1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა და 2. ადევნება, ე.ი. პირადად, პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და ელექტრონული საშუალებით, ასევე განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 ოქტომბერს დ-----------–----ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღით, ა---------------–--ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო.
შემაკავებელი ორდერით დ-----------–----ს (მოძალადეს) აეკრძალა: ა---------------–--სთან (მსხვერპლთან) მის სამსახურთან და იმ ადგიულებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
2019 წლის 13 ოქტომბერს, საღამოს საათებში, დ-----------–---- მივიდა თბილისში, ქ---------------------ში განთავსებულ სუპერმატკეტ ,---------––-- - ა---------------–--ს სამსახურში და დაელაპარაკა ამ უკანასკნელს, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2019 წლის სექტემბრიდან 2019 წლის 13 ოქტომბრამდე პერიოდში დ-----------–----, ა---------------–--სთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, როგორც პირადად ასევე, მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელის საშუალებით, კერძოდ, ხვდებოდა მას სხვადასხვა ადგილებში, ურეკავდა სხვადასხვა ნომრიდან და უგზავნიდა შეტყობინებებს სოციალური ქსელშის მეშვეობით, ემუქრებოდა მას ძალადობის გამოყენებით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც ა---------------–--ს შეუქმნა ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიშიდა გამოიწვია ამ უკანასკნელის ფსიქიკური ტანჯვა, რის გამოც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი და შეექმნა ცხოვრების წესის შეცვლის რელური საჭიროება.
ჩადენილი ქმედებისათვის, დ-----------–---- 2019 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდებულმა დ-----------–----მ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, შემაკავებელი ორდერი №------ და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დ-----------–----მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:
დ-----------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
დ-----------–----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ დ-----------–----ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-----------–---- ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 4400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ-----------–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 14 ოქტომბრიდან 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით), შეუმცირდეს და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. დ-----------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი