გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2019
საქმის ნომერი
330210019002835318
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1922-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს----------–ოს სახელით

 

15 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - სს „ს----------–ოს ბ---ი“

წარმომადგენელი - გ------ი პ---------ი

 

მოპასუხე - ა---– ა-------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. მოპასუხე ა---– ა-------–---–ისათვის სს „ს----------–ოს ბ---ის" სასარგებლოდ - 12301.09 ლარისა და გამარტივებული საქმის წარმოების დაწყებისთვის გადახდილი - 100 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ სს „ს----------–ოს ბ---სა" და ა---– ა-------–---–ს შორის 2015 წლის 26 მარტს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №-------, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი - 6 190 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით, წლიური 13.5% საპროცენტო სარგებელის დარიცხვით, პირგასამტეხლო-ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ა---– ა-------–---–ს ს---ის დ-------ა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მს---ებლის მიერ დაირღვა გრაფიკი და წარმოიქმნა დავალიანება, რაც შეადგენს - 12 301.09 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 6 190 ლარი, პროცენტი - 2 774.82 ლარი, პირგასამტეხლო - 3 216.27 ლარი, ხოლო საკომისიო - 120 ლარი.

 

ა---– ა-------–---–ს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება არსებული დავალიანების დ-------ის მიზნით. - მიუხედავად აღნიშნულისა, დავალიანება მოპასუხეს არ დაუფარავს.

 

მს---ებელმა ხელშეკრულებაში მითითებული თანხიდან ბოლო ჩარიცხვა განახორციელა 25/05/2016. 2019 წლის 05 თებერვლის მდგომარეობით, ა---– ა-------–---–ს სს „ს----------–ოს ბ---ის" წინაშე ერიცხება დავალიანება - 12 301.09 ლარი, საიდანაც ძირია - 6 190 ლარი, პროცენტი - 2 774.82 ლარი, პირგასამტეხლო - 3216.27 ლარი, ხოლო საკომისიო - 120 ლარი.

 

სს „ს----------–ოს ბ---მა“ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის თაობაზე. მოპასუხემ დაწერა პროტესტი და მიღებული იქნა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის უარის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაგებელში განმარტებულია, რომ მოსარჩელის მითითება მოპასუხის მიერ 2016 წლის 25 მაისს განხორციელებული ბოლო გადახდის შესახებ არ შეესაბამება რეალობას, სს „ს----------–ოს ბ---ს“ სარჩელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2018 წლის 26 მარტამდე.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 26 მარტს სს „ს----------–ოს ბ---სა" და ა---– ა-------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №-------, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა კრედიტი - 6 190 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით, წლიური 13.5% საპროცენტო სარგებელის დარიცხვით.

 

ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

კრედიტის დ-------ა წარმოებდა 24 თვის განმავლობაში ყოველთვიურად გადასახდელი გარკვეული ოდენობის მიხედვით, რაც მოიცავდა კრედიტის ძირსა და პროცენტის ოდენობას

 

სადავო არ არის გარემოება, რომ მოპასუხეს ს---ის დ-------ის ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

ხელშეკრულება და თანდართული გრაფიკი (ს.ფ. 17-21).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2015 წლის 26 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან (№-------) გამომდინარე სს „ს----------–ოს ბ---ის“ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კრედიტის დ-------ა უნდა მომხდარიყო გრაფიკის მიხედვით, კრედიტის დ-------ა წარმოებდა 24 თვის განმავლობაში ყოველთვიურად გადასახდელი გარკვეული ოდენობის მიხედვით, რაც მოიცავდა კრედიტის ძირსა და პროცენტის ოდენობას. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

სადავო არ არის გარემოება, რომ მს---ებელს ა---– ა-------–---–ს ს---ის დ-------ის მიზნით სს „ს----------–ოს ბ---ის“ სასარგებლოდ თანხა არ გადაუხდია (იხ. 2019 წლის 25 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:15:42-12:19:52).

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი „ს---ის დ-------ების“ (ს.ფ. 61) თანახმად, სს „ს----------–ოს ბ---ის“ მიერ ა---–ი ა-------–---–ის №------- ს---ზე მიღებულია 2015 წლის 26 მარტს 123,80 ლარი - სეხის გაცემის საკომისიო და 2019 წლის 31 იანვარს - 40,00 ლარი. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წლის 31 იანვარს სს „ს----------–ოს ბ---ის“ მიერ მიღებული - 40,00 ლარი ჩამოჭრილი იქნა ბ---ის მიერ მოპასუხესთან შეთანხმების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორის მიერ ა---– ა-------–---–ის სახელზე არსებული საბ---ო ანგარიშიდან თანხის უაქცეპტოდ მიღების უფლებამოსილება შეთანხმებული არ ყოფილა. შესაბამისად, კრედიტორის ამგვარი ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად.

 

კრედიტორმა სს „ს----------–ოს ბ---მა“ სარჩელი აღძრა 2019 წლის 05 თებერვალს, ხოლო მოპასუხის მიერ თანხის ბოლო (და ერთადერთი) გადახდა განხორციელდა 2015 წლის მარტში (123,80 ლარის ოდენობით). ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 130-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორმა სარჩელი აღძრა, ხანდაზმულობის სამი წლის ვადის გასვლის შემდეგ; შესაბამისად, სს „ს----------–ოს ბ---ის“ სასარჩელო მოთხოვნა 12301,09 ლარის ნაწილში ხანდაზმულია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–ოს ბ---ის” სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე, 867-ე, 868-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მს---ებელს სასყიდლიანი კრედიტი ს---ის ფორმით.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ ა---–ი ა-------–---–სა და სს ”ს----------–ოს ბ---ს” შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს წარმოეშვა სს ”ს----------–ოს ბ---ის” წინაშე კრედიტის დ-------ის ვალდებულება. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს ს---ი უნდა დაეფარა გარკვეული ოდენობებით ყოველთვიურად ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად. დადგენილია, რომ მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია.

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი).

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „ს----------–ოს ბ---მა“ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2019 წლის 05 თებერვალს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნების, რომლებიც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოიშობა, სამ წელს შეადგენს, სს „ს----------–ოს ბ---ის“ მოთხოვნა სარჩელის შეტანამდე ბოლო სამი წლის პერიოდისათვის ხანდაზმულია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–ოს ბ---ი“ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 12 301,09 ლარის ოდენობით მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ა---–ი ა-------–---–ის მიმართ ვერ განახორციელებს ამ უფლებას სსკ-ის 144-ე მუხლის შესაბამისად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟი 372,03 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,ს----------–ოს ბ---ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე