განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2019
საქმის ნომერი
330100119003084579
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3066-19

(გამოძიების #0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თ---–---

 

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა-----------,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ-------------- (დაბადებული - 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, პირადი #0----------, მცხოვრები: თ---–---- მ--------–---–-ს ქუჩა N1-, კორპუსი N-, ბინა N---ში),ადვოკატი - ქ------–------–----ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 3------ს, 23:53 საათზე, ქ. თ---–--–-, მ--------–---–-ს ქუჩა N1--ში არსებულ ჩ--–--------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ლ--------------, რომელმაც ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.თ---–---ს სამმართველოს მ----- განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის ინსპექტორს უ-----–-–---–ს, რომელიც ასრულებდა თავის სამსახურებრივ საქმიანობას, კერძოდ, ლ--------------- საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, პოლიციელ უ-----–-–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ლ--------------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა ბრალდებულის აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თანდართული ფოტოსურათებით, ლ--------------- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, დაზარალებულ უ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების - ე-–-----------ს, ვ--–-------------–---–-ს, ლ------------–---–-ს, გ----------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებს.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ლ--------------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 ა-----–-- გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული თავისი კონსტრუქციით ფორმალური შემადგენლობისაა და სუბიექტური მხრივ მისი ჩადენა მხოლოდ პირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. შესაბამისად, კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას. ამასთან, ქმედება განხორციელებული უნდა იყოს ძალადობით.

 

3.2. მოცემულ შემთხვევაში განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2019 წლის 3------ს, ქ. თ---–--–-, მ--------–---–-ს ქუჩა N1--ში არსებულ ჩ--–--------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ლ--------------- საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, პოლიციელ უ-----–-–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ--------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი რომლითაც ლ--------------- მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ლ--------------- პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ლ--------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ) და აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში და ნასამართლობა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული - პოლიციელის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია და ხაზს უსვამს ბრალდებულის კონფლიქტურ დამოკიდებულებას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიმართ) დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (ლ--------------- პოლიციელ უ-----–-–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში), ლ--------------- კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (პოლიციელის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და შეწყვეტა) მის პირად და ეკონომიკურ პირობებს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ლ--------------- სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

4.6. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.7. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

4.8. ამდენად, განაჩენის 4.4.-4.7. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ლ--------------- ძირითადი სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ლ--------------- პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ-------------- თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1--------–ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. თ---–---ს სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2----–-–---------------ს წერილის თანახმად, ჯარიმის ნაწილი - 1000 ლარი არ არის გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში და მიმდინარეობს სააღსრულებო მოქმედებები.

 

4.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

4.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ლ--------------- თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1--------–ის განაჩენით განსაზღვრული სასჯელიდან, მოსახდელი დარჩა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდა ლ--------------- საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

4.11. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „??????????? ?????????? ???????“ ??????????? ??????? ????????? ????? . ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს შესაბამისად პროკურორს ან სასამართლოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და მის დროულად გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, გირაოს შემტანს 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, ხოლო ბრალდებულის მიმართ შეიძლება შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

 

4.12. ამდენად, ვინაიდან ლ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7, მე-8 ნაწილის თანახმად, არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით და ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა არ გადარიცხულა სახელმწიფო ბიუჯეტში, გირაოს პირობების დარღვევა არ არის უტყუარად დადასტურებული (დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ არის დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენით) და გირაოს შემტანმა პირმაც მომართა სასამართლოს გირაოს უკან დაბრუნების მოთხოვნით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1--------–ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და ლ--------------- განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

3. ლ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

4. ლ--------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 19 ნოემბრიდან.

 

5. ლ--------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 3------იდან 2019 წლის 3 ივნისის ჩათვლით.

 

6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- ქვაფენილის ქვა და მინის ფრაგმენტი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

- ჩილიმი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი