განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N-/3982-19
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----------–-----–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------------–--–---–ი (დაბადებული - 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თ---–---, ს------ ქუჩა N--;
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 2. საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: 1.თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი; 2. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 2- ივლისს, შუადღის საათებში, ქ.თ---–--–ი, ა------–-------ს ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------------–--–---–-- თ------------–-----–---–ს გამოართვა მისი კუთვნილი „Sa---------------”-ის ფირმის 170 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, რომელიც ამ უკანასკნელის მოთხოვნის მიუხედავად უკან აღარ დააბრუნა და განუმარტა, რომ მობილური ტელეფონს დაუბრუნებდა გასესხებული თანხის მისთვის უკან დაბრუნების შემდგომ. აღნიშნული ქმედების შედეგად თ------------–-----–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი.
1.2. 2019 წლის 2- ივლისს გ------------–--–---–-- მიმართ მისი დის - თ----------–--–---–-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის საფუძვლით, გამოიცა შემაკავებელი ორდერი N 0-----. შემაკავებელი ორდერით გ------------–--–---–- (მოძალადეს) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც თ----------–--–---–- (მსხვერპლი) ცხოვრობს. აგრეთვე მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. გ------------–--–---–-- არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2019 წლის 2- ივლისს, შუადღის საათებში, ქ.თ---–--–ი, ა------–-------ს ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, თ------------–-----–---–ის მობილური ტელეფონიდან დაურეკა თავის დას - თ----------–--–---–ს, რა დროსაც მათ შორის შედგა სატელეფონო კომუნიკაცია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. გ------------–--–---–-- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას დანაშაულის ფაქტის დაფიქსირების შესახებ, მოწმეების: თ----------–--–---–-ს, თ------------–-----–---–ის, რ-------–----–---–-ს, კ----–---------------ს გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, გ------------–--–---–-- დაკავების ოქმს, 2019 წლის 3-----–---ს პირადი ჩხრეკის ოქმს, ნივთიერ მტკიცებულებას და ბრალდებულს გ------------–--–---–-- აღიარებას.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ------------–--–---–-- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თვითნებობისთვის, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებისთვის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი; ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოქალაქეთა მიერ თავიანთი უფლებების განხორციელების დადგენილი წესი. მოქალაქეთა მიერ თავიანთი უფლებების განხორციელების ესა თუ ის წესი, რომელიც ირღვევა თვითნებობის დროს, შეიძლება დადგენილ იქნეს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულვებულ უფლებას. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია დამნაშავის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 2- ივლისს, გ------------–--–---–-- თ------------–-----–---–ს გამოართვა მისი კუთვნილი „Sa---------------”-ის ფირმის 170 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, რომელიც ამ უკანასკნელის მოთხოვნის მიუხედავად უკან აღარ დააბრუნა და განუმარტა, რომ მობილური ტელეფონს დაუბრუნებდა გასესხებული თანხის მისთვის უკან დაბრუნების შემდგომ. აღნიშნული ქმედების შედეგად თ------------–-----–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
3. 3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
3.4. მხარეთა მიერ უდავოც ცნობილი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------------–--–---–-- არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები/ვალდებულებები და 2019 წლის 2- ივლისს სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარა დასთან - თ----------–--–---–თან, რომლის უფლებაც აკრძალული ჰქონდა შემაკავებელი ორდერის თანახმად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------------–--–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი) და საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), რომელთათვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1.-4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 180-დან 200 საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 180-დან 240 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გ------------–--–---–-- პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
4.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გ------------–--–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ) და აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და ნასამართლობა ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩადენილი განზრახი ძალადობრივ დანაშაულებისათვის. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის წინააღმდეგ, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, გ------------–--–---–-- ქცევას სასამართლო განხილვის დროს, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
4.7. ამდენად, განაჩენის 4.5.-4.6. პუნქტებში მითითებული გარემოებების, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ------------–--–---–- სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გ------------–--–---–-- პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
4.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გ------------–--–---–-- პიროვნების, მისი წარსული ცხოვრებისა და ასევე დანაშაულის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე მას სასჯელი განესაზღვროს ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და გ------------–--–---–- დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. გ------------–--–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
5. გ------------–--–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3-----–---დან.
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: მობილური ტელეფონი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი