განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
330100118002753770
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა------–------ე,დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ---------------,ბრალდებული - ე----- კ-----–----ი (პასპორტის ნომერი P-------), დაბადებული 1----–-–---------–---, უკრაინის მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული უკ---------–-----------–----------------------–---------------–--–---–--------------ში,წარდგენილი კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი,თარჯიმანი - ი------------ე,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა: 2012 წლიდან შ----–----ა ვ--–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ე----- კ-----–----თან. ისინი შვილებთან, 2015 წელს დაბადებულ დ------- ვ--–---თან და 2018 წელს დაბადებულ ნ---------–---თან ერთად ცხოვრობენ ქირით თბილისში, ც--------------ში მდებარე ერთოთახიან საცხოვრებელ სახლში. 2017 წლიდან ე----- კ-----–----ი თითქმის ყოველდღიურად სვამს ალკოჰოლურ სასმელს, ხდება აგრესიული და არასრულწლოვნების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრის - დედის მიმართ, ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობს მეუღლეზე. კერძოდ, სისტემატურად აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებს უცენზურო სიტყვებით, რის შედეგად ეს უკანაკნელი თავს გრძნობს დამცირებულად და განიცდის ტანჯვას.

 

2017 წლის 16 ივნისს, თბილისში, ც--------------ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ სახლში, ე----- კ-----–----მა შ----–----ა ვ--–---ის მიმართ, არასრულწლოვან - 2015 წელს დაბადებულ დ------- ვ--–---ის თანდასწრებით, განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამცირა იგი, რის შედეგად შ----–----ა ვ--–---მა განიცადა ტანჯვა. მისი მოთხოვნით გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი.

ასევე, 2018 წლის 29 ივლისს, დროებით საცხოვრებელ სახლში, ე-----------–----მა შ----–----ა ვ--–---ს, არასრულწლოვანი შვილების - 2015 წელს დაბადებულ დ------- ვ--–---ისა და 2018 წლის აპრილში დაბადებულ ნ---------–---ის თანდასწრებით, კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, აგინა, გალანძღა და დაამცირა, რითაც ფსიქოლოგიურად იძალადა მასზე. შ----–----ა ვ--–---მა განიცადა ტანჯვა, რის გამოც მისი მოთხოვნით გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი.

2018 წლის 4 სექტემბერს, იმავე მისამართზე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ე----- კ-----–----მა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრს - დედას, შ----–----ა ვ--–---ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა და მიმართავდა მას, უწმაწური და უცენზურო სიტყვებით, რის შედეგად შ----–----ა ვ--–---მა განიცადა ტანჯვა და თავი იგრძნო დამცირებულად.

2018 წლის 07 ნოემბერს, ქ.თბილისში, ც--------------ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტისას, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ე----- კ-----–----მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შ----–----ა ვ--–---ს და იმავდროულად, კისერში ხელი მოუჭირა. ამ უკანასკნელმა თავის გათავისუფლება შეძლო. ყვირილზე და ჩხუბის ხმაზე გაიღვიძეს არასრულწლოვანმა შვილებმა, რომლებმაც დაიწყეს ტირილი. მას შემდეგ, რაც შ----–----ა ვ--–---ი საპატრულო პოლიციის გამოძახების მიზნით ტელეფონის ასაღებად გაემართა, ე----- კ-----–----მა, კვლავ, ორივე ხელი ძალით მოუჭირა კისერში. პარალელულად, განაგრძობდა შ----–----ა ვ--–---ისათვის, შვილების თანდასწრებით, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.

ე----- კ-----–----ის ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, შ----–----ა ვ--–---ი განიცდიდა ტანჯვას და თავს დამცირებულად გრძნობდა, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ე----- კ-----–----მა საქმის არსებითი განხილვის დროს აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე დაადასტურა ბრალად შერაცხული ქმედების ფაქტობრივი გარემოებები, რაც მის მიერ იქნა განხორციელებული შ----–----ა ვ--–---ის მიმართ.

 

დაზარალებულ შ----–----ა ვ--–---ის ჩვენებით, 2012 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ე----- კ-----–----თან და მათ ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი. მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, რაც ე----- კ-----–----მა დაიწყო სმა. 2017 წლის 15 ივნისს, იმავე მიზეზის გამო იჩხუბეს, ბრალდებული მას ლანძღავდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რის გამოც გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

 

2018 წლის 29 ივლისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ე----- კ-----–----თან კვლავ იჩხუბა. ბრალდებული მას ეუბნებოდა რომ იყო ცუდი მეუღლე და დედა. ამავე დღეს გამოიძახა პატრული და მათ ბრალდებულის მიმართ გამოწერეს შემაკავებელი ორდერი.

 

იგივე განმეორდა 2018 წლის 4 სექტემბერს. იჩხუბეს იმის გამო, რომ ბავშვს ჰქონდა სიცხე და ე----- მას აძალებდა ეყიდა წამალი. გამოიძახა პატრული და მათ ბრალდებულის მიმართ გამოწერეს შემაკავებელი ორდერი.

 

2018 წლის 6 ნოემბერს, ღამე, როცა ბავშვები დააძინა წავიდა მეზობელთან. სახლში დაბრუნებულს ე----- ეჩხუბა „სად იყავი აქამდეო“, ყელში წვდა და ახრჩობდა. მათ ყვირილზე ბავშვებმა გაიღვიძეს და ტირილი დაიწყეს. გამოიძახა პატრული და მათ ბრალდებული დააკავეს. დაზიანებებზე სურათები თვითონ გადაიღო და ექსპერტიზაზე იმავე დღეს მივიდა.

 

მოწმე ლ----------–---ის ჩვენებით, დის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ერთ ეზოში. 2018 წლიდან მეუღლეები ხშირად ჩხუბობდნენ. არაერთხელ გამოიძახეს პატრული და მის სიძეს გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის 7 ნოემბერს, შ----–----ამ უთხრა, რომ ე----- კ-----–----მა მასზე ფიზიკურად იძალადა. ამბობდა, რომ ახრჩობდა და აგინებდა.

 

მოწმე ი----------–---–ის ჩვენებით, ე----- კ-----–----ი და შ----–----ა ვ--–---ი არიან მისი მეზობლები მთაწმინდაზე, ცხემის პირველ ჩიხში. მათი სახლიდან ხშირად ესმოდა ჩხუბისა და გინების ხმა. 2018 წლის 7 ნოემბერს, ღამით მასთან მივიდა შ----–----ა ყავის დასალევად, იმ დროს ჟ----- და ბავშვებს ეძინათ. დაზარალებულის წასვლიდან საათნახევრის შემდეგ ატყდა ყვირილი. შ----–----ა იყო ნამტირალევი და მას ყელის არეში აღენიშნებოდა სიწითლე.

 

მოწმეების - ვ-–-------- ჯ----- და რ----- პ------ ჩვენებებით, 2018 წლის 7 ნოემბერს 112-ის გამოძახების საფუძველზე მივიდნენ დაზარალებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში. შ----–----ა ვ--–---ს ეტყობოდა ფიზიკური დაზიანების კვალი. კერძოდ, სახე და ყელი შეწითლებული ჰქონდა, ბავშვებს ეღვიძათ და ტიროდნენ. ბრალდებულს მათ ჩაუტარეს ალკოტესტით შემოწმება და გამოწერეს შემაკავებელი ორდერი, რის შემდეგ მომხდარის შესახებ შესატყობინეს საგამოძებო განყოფილებას.

 

მოწმე ვიქტორ კვირჩილაძემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებათა ავთენტურობა.

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #000441619 დასკვნით დადგენილია, რომ შ----–----ა ვ--–---ი მისი მეუღლის - ე----- კ-----–----ის მხრიდან მასზე განხორციელებული შეურაცხყოფების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–---–---

 

საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის: რ----- პ------ პატაკი, რომლის თანახმად, 2018 წლის 7 ნოემბერს მეწყვილე ვ-–-------- ჯ-----თან ასრულებდა სამსახურებრივ მოვალობას, რა დროსაც რადიოსადგურ 112-ის შეტყობინებით ორივე გამოცხადდა ც--------------ში, სადაც დახვდათ მოქალაქე შ----–----ა ვ--–---ი და განაცხადა, რომ მასზე ძალადობა განახორციელა მეუღლე ე----- კ-----–----მა და მიუთითა იქვე მყოფ მამაკაცზე; 2018 წლის 7 ნოემბრის ოქმი ალკოტესტით შემოწმების შესახებ, რომლითაც ე----- კ-----–----ს დაუდგინდა სიმთვრალე (2,278 %0) და სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, შ----–----ა ვ--–---ს სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა თვალბუდის გარეთა კუთხეში, მარცხენა წინამხრის და ორივე წვივის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბრალგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. მარცხენა თვალბუდის გარეთა კუთხეში და მარცხენა წინამხრის მიდამოში არსებული სისხლნაჟღეთი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგობა საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. ორივე წვივის მიდამოში არსებული სისხნაჟღენთები ხანდაზულობით დაახლოებით 5-6 დღისაა.

 

ამდენად, ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე თავსებადია, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ და უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებთან, რომელთა შეფასებით სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე----- კ-----–----მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ/დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ასევე, იმას, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ; სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებასაც, რომ პატრიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მცირეწლოვანი შვილები მასთან ცხოვრობენ და თვითონ უვლის; ასევე, მხედველობაში იღებს დაზარალებულის პოზიციას, რომ ფაქტობრივად პატიობს ჩადენილს; ასევე, სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

ე----- კ-----–----ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს; ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება; დაზარალებული შერიგებულია და ითხოვს კანონით გათვლისწინებული შეღავათების გაწევას, რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებას, საქმის მასალებით არ არის დადგენილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ე----- კ-----–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ე----- კ-----–----ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, ე----- კ-----–----ს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ე----- კ-----–----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 7 ნოემბრიდან 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით პერიოდი.

 

ე----- კ-----–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა, დაუბრუნდეს მის შემტან პირს. ასევე გაუქმდეს საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი აკრძალვა დაზარალებულთან მიახლოებისა და კონტაქტის თაობაზე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/