გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.09.2019
საქმის ნომერი
330310019002980384
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/3393-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი - ელენე არდაზიშვილი

მოსარჩელე - მ---------------ი

წარმომადგენელი - მ-----------------ი

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

წარმომადგენელი - თ--------------ია

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტო

წარმომადგენელი - ა------------–--ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 აპრილის №0---------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 4 თებერვლის №0----------- გადაწყვეტილება ისტორიული გვარის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.3. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ---------------ისათვის გვარის -„უ-------ი“ ისტორიული გვარის აღდგენისა და „რ--–-ი“-თ შეცვლის თაობაზე;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს; მანვე განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს; მანვე განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დაბადების აქტის №---- ჩანაწერის მიხედვით, ჯ--–--–-----------ი დაიბადა 1----–-–-----------ს. ამავე დაბადების აქტის ჩანაწერში 1963 წელს განხორციელდა ცვლილება, კერძოდ ბავშვის გვარი ჯ--–--–---ა შეიცვალა გვარით - უ-------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების აქტის ჩანაწერი №---- (ს.ფ. 101-104);

 

3.2. სსიპ საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს 2018 წლის 26 ნოემბრის №----- დასკვნის თანახმად, დგინდება, რომ მ---------------ი ეკუთვნის ეზიდთა ტომობრივი გაერთიანების „რ--–-ის“ განშტოებას. მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მ---------------ის წინაპრები მე-19 საუკუნეში ცხოვრობდნენ ოსმალეთის იმპერიაში, სადაც რელიგიურ ნიადაგზე ეზიდების დევნა დაიწყო. ამ მოვლენის შედეგად ვანის ვილაეთის და ბაიაზეთის საფაშოს ეზიდები, მათ შორის მ---------------ის წინაპრები, გადმოსახლდნენ სომხეთში ალექსანდროპოლის მაზრის სოფ. ქარვანსარაში, ხოლო შემდეგ საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. საბჭოთა კავშირში პასპორტიზაციის შემდეგ მათ მიენიჭათ ახლად შექმნილი გვარი, სადაც მათი ბაბუის სახელს დაუმატეს სომხური დაბოლოება იან-ი. ზემოაღნიშნულის საფუძველზე მ---------------ს შეიძლება შეეცვალოს გვარი „რ--–-ი“-თ, რაც შეესაბამება ეზიდურ ტრადიციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს 2018 წლის 26 ნოემბრის №----- დასკვნა (ს.ფ. 62);

 

3.3. საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს 2019 წლის 9 იანვრის №----- წერილის თანახმად, საბჭომ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის №--------- წერილის საპასუხოდ სამსახურს აცნობა, რომ გაცემული დასკვნა ეფუძნება სასულიერო პირების და უხუცესების ცოდნას ეზიდური გვარების და ტომების წარმომავლობის შესახებ. ეზიდურ გვარებზე და ტომებზე არის გამოცემული რამდენიმე მონოგრაფია, რომელიც საბჭომ 2013 წელს წარუდგინა იუსტიციის სამინისტროს, მაგრამ მიწოდებული მასალა არასაკმარისი აღმოჩნდა მათთვის. სხვა რაიმე დოკუმენტაცია საბჭოს არ გააჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს 2019 წლის 9 იანვრის №----- წერილი (ს.ფ. 64);

 

3.4. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 18 დეკემბრის №--------- წერილით დგინდება, რომ საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივი მოკლებული იყო შესაძლებლობას მოიძიოს ინფორმაცია „უ-------ების“ გვარის შეცვლის შესახებ. ამასთან, საისტორიო ცენტრალური არქივის სამკითხველო დარბაზში შესაძლებელია დაინტერესებულმა პირმა, როგორც მკვლევარმა, მოიძიოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

 

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 მარტის №-------- წერილით დგინდება, რომ უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცული თბილისის მმაჩის 1930-1931 წლების დიდუბის და ისნის რაიონების მმაჩების 1930-1932 წლების სააქტო ჩანაწერებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ბ----–-------–---–----------------ის (რ--–-ის) დაბადების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 18 დეკემბრის №--------- წერილი (ს.ფ. 74);

- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 მარტის №-------- წერილი (ს.ფ. 86);

 

3.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 21 მარტის №---- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის არქივში დაცული იყო ხ----------------ისა და ნ--------------ის გვარის შეცვლის დასკვნების ასლები, სადაც მითითებულია მ---------–--------------ების გვარის რ--–-ზე შეცვლის შესახებ, ხოლო ზ----------------------------ების (რ--–-ის) გვარის შეცვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არქივში არ ინახებოდა.

 

აღნიშნული წერილზე თანდართული დასკვნების თანახმად, დაკმაყოფილდა ნაზი კასუმის ასულის შუამდგომლობა, გამოეცვალა გვარი უ-------ი - რ--–-ი-ზე. გვარი შეეცვალათა ასევე მის შვულებს - მ------------------–--------------ებს. ასევე დასკვნის თანახმად, ხ-----------------------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გამოეცვალა გვარი უ-------ი - რ--–-ი-ზე. გვარი შეეცვალათა ასევე შვილებს მ------------------–---- უ-------ებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 21 მარტის №---- წერილი (ს.ფ. 95);

- თანდართული დასკვნები (96-99);

 

3.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის №-------- წერილით ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს ეთხოვა, ინსტიტუტში დაცული ნაშრომის ან კვლევის/დასკვნის მოძიება, რომელიც დაადასტურებს მ---------------ის წარმომავლობასა და დადგინდება, რომ იგი ეკუთვნის ეზიდთა ტომობრივი გაერთანების „რ--–-ის“ განშტოებას. ამასან, ეთხოვა, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში ეცნობებინა რა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით იქნა მიღებული აღნიშნული დასკვნა. გამოკვლევაში მითითებული გარემოებები რომელ წყაროზე დაყრდნობით არის მითითებული, ასევე არსებობს თუ არა წყარო/დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა გამოკვლევაში მითითებული ფაქტები და მიეთითებინა სად არის შესაძლებელი ამ დოკუმენტის მოძიება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის №-------- წერილი (ს.ფ. 87);

 

3.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 4 თებერვლის №0----------- გადაწყვეტილებით მ---------------ს უარი ეთქვა იტორიული გვარის აღდგენაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 4 თებერვლის №0----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 123-124);

 

3.8. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 აპრილის №0---------- გადაწყვეტილებით მ---------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 აპრილის №0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 107-109);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების განხილვის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტია. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.

 

6.2. სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის თანახმად, 1. პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად. 2. სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლად აგრეთვე შეიძლება დაედოს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი, რომლითაც დასტურდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობა. 3. ისტორიული გვარის აღდგენის წესი განისაზღვრება ??????????? ????????? ????????? ????????? .

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ისტორიული გვარის აღდგენისათვის პირი განცხადებით მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადების განხილვისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან, ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. 4. ისტორიული გვარის აღდგენის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ. 5. ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი გამომტანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს გვარის შეცვლის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას.

 

დადგენილია, რომ მ---------------მა 2018 წლის 5 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ისტორიული გვარით - რ--–-ის დადგენა მოითხოვა. განმცხადებელმა წარადგინა სსიპ საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს 2018 წლის 26 ნოემბრის №----- დასკვნა. დასკვნის თანახმად, დგინდება, რომ მ---------------ი ეკუთვნის ეზიდთა ტომობრივი გაერთიანების „რ--–-ის“ განშტოებას. მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მ---------------ის წინაპრები მე-19 საუკუნეში ცხოვრობდნენ ოსმალეთის იმპერიაში, სადაც რელიგიურ ნიადაგზე ეზიდების დევნა დაიწყო. ამ მოვლენის შედეგად ვანის ვილაეთის და ბაიაზეთის საფაშოს ეზიდები, მათ შორის მ---------------ის წინაპრები, გადმოსახლდნენ სომხეთში ალექსანდროპოლის მაზრის სოფ. ქარვანსარაში, ხოლო შემდეგ საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. საბჭოთა კავშირში პასპორტიზაციის შემდეგ მათ მიენიჭათ ახლად შექმნილი გვარი, სადაც მათი ბაბუის სახელს დაუმატეს სომხური დაბოლოება იან-ი. ზემოაღნიშნულის საფუძველზე მ---------------ს შეიძლება შეეცვალოს გვარი „რ--–-ი“-თ, რაც შეესაბამება ეზიდურ ტრადიციას.

 

დადგენილია, რომ საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს 2019 წლის 9 იანვრის №----- წერილის თანახმად, საბჭომ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის №--------- წერილის საპასუხოდ სამსახურს აცნობა, რომ გაცემული დასკვნა ეფუძნება სასულიერო პირების და უხუცესების ცოდნას ეზიდური გვარების და ტომების წარმომავლობის შესახებ. ეზიდურ გვარებზე და ტომებზე არის გამოცემული რამდენიმე მონოგრაფია, რომელიც საბჭომ 2013 წელს წარუდგინა იუსტიციის სამინისტროს, მაგრამ მიწოდებული მასალა არასაკმარისი აღმოჩნდა მათთვის. სხვა რაიმე დოკუმენტაცია საბჭოს არ გააჩნია.

დადგენილია, რომ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივმა 2018 წლის 18 დეკემბრის №--------- წერილით აცნობა, რომ საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივი მოკლებული იყო შესაძლებლობას მოიძიოს ინფორმაცია „უ-------ების“ გვარის შეცვლის შესახებ. ამასთან, საისტორიო ცენტრალური არქივის სამკითხველო დარბაზში შესაძლებელია დაინტერესებულმა პირმა, როგორც მკვლევარმა, მოიძიოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მიერ ასევე მოძიებულ იქნა მ---------------ის სახელზე არსებული სააქტო ჩანაწერები (ს.ფ.134-145);

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 4 თებერვლის №0----------- გადაწყვეტილებით მ---------------ს უარი ეთქვა იტორიული გვარის აღდგენაზე, ვინაიდან როგორც ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილი, ისე მოძიებული დოკუმენტაციით მ---------------ის ისტორიული გვარის - რ--–-ის დადასტურებისათვის ვერ იქნა მოძიებული საკმარისი მტკიცებულებები, მათ შორის დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი არ ადასტურებდა, რომ გვარი - უ-------ი წარმოიშვა გვარის - რ--–-ის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

დადგენილია, რომ მ---------------მა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 4 თებერვლის №00121814092 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა.

 

დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დამატებით მოიძია შემდეგი ინფორმაცია: სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 მარტის №-------- წერილით დგინდება, რომ უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცული თბილისის მმაჩის 1930-1931 წლების დიდუბის და ისნის რაიონების მმაჩების 1930-1932 წლების სააქტო ჩანაწერებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ბ----–-------–---–----------------ის (რ--–-ის) დაბადების შესახებ.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 21 მარტის №---- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის არქივში დაცული იყო ხ----------------ისა და ნ--------------ის გვარის შეცვლის დასკვნების ასლები, სადაც მითითებულია მ---------–--------------ების გვარის რ--–-ზე შეცვლის შესახებ, ხოლო ზ----------------------------ების (რ--–-ის) გვარის შეცვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არქივში არ ინახებოდა.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის №-------- წერილით ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს ეთხოვა, ინსტიტუტში დაცული ნაშრომის ან კვლევის/დასკვნის მოძიება, რომელიც დაადასტურებს მ---------------ის წარმომავლობასა და დადგინდება, რომ იგი ეკუთვნის ეზიდთა ტომობრივი გაერთანების „რ--–-ის“ განშტოებას. ამასან, ეთხოვა, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში ეცნობებინა რა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით იქნა მიღებული აღნიშნული დასკვნა. გამოკვლევაში მითითებული გარემოებები რომელ წყაროზე დაყრდნობით არის მითითებული, ასევე არსებობს თუ არა წყარო/დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა გამოკვლევაში მითითებული ფაქტები და მიეთითებინა სად არის შესაძლებელი ამ დოკუმენტის მოძიება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ წერილზე პასუხი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არ მიუღია.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 აპრილის №0---------- გადაწყვეტილებით მ---------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით წარმართული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული გვარის უ-------ის წარმომავლობისა და ისტორიული წყაროების შესახებ დამადასტურებელი რაიმე ინფორმაცია. ასევე მიჩნეულ იქნა, რომ სსიპ საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს დასკვნაში მითითებული არ იყო რაიმე ისტორიული წყაროს შესახებ, მასში ასახული ინფორმაცია ეფუძნებოდა მხოლოდ ეზიდთა სასულირო პირების და უხუცესების ცოდნას. ყოველივე აღნიშნული არ იქნა მიჩნეული საკმარისად გვარის უ-------ის გვარით - რ--–-ის შეცვლისათვის.

 

6.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლოს თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა კანონმდებლობასთან შესაბამისად განსაზღვრეს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები და გამოსცეს კანონშესაბამისი აქტი.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას მოპასუხეთა მიერ არ დარღვეულა ზემოაღნიშნული ნორმები. სადავო აქტები სამართლებრივად დასაბუთებულია და მიღებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნორმების მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 აპრილის №0---------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 4 თებერვლის №0----------- გადაწყვეტილება ისტორიული გვარის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე უნდა დარჩეს ძალაში, ვინაიდან არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. მ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა)

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე