გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.10.2019
საქმის ნომერი
330310019003079466
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/5168-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

4 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი - ელენე არდაზიშვილი

მოსარჩელე - გ---------------ე

წარმომადგენელი - ე----------------–--ე

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - მ---------–---–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 8 მაისის №---------- გადაწყვეტილება გ---------------ის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე;

 

1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 08.04.2019 წლის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ---------------ის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენასთან დაკავშირებით;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს; მანვე განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2019 წლის 8 აპრილს გ---------------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და განმცხადებლის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენა მოითხოვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გ---------------ემ 2001 წელს დატოვა საქართველო, იყო ობოლი, დედა - ნ-----------ე, გარდაიცვალა, როდესაც განმცხადებელი იყო 3 წლის; მამა - ა---------–--------ე დაიკარგა აფხაზეთში, როდესაც განმცხადებელი 7-8 წლის იყო.

 

განცხადებას ერთვოდა გ---------------ის სახელზე ოსლოს პოლიციის მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა და დიპლომი.

 

2019 წლის 8 აპრილს გ---------------ის წარმომადგენელმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარუდგინა დამატებითი განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის №--------- წერილი. აღნიშნული წერილის თანახმად, გ---------------ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ გ---------------ის მიმართ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული დაბადების ჩანაწერი არ ფიქსირდებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება, თანდართული მასალით (ს.ფ. 119-133);

- 08.04.2019 წლის განცხადება, თანდართული წერილით (ს.ფ. 143-146);

 

3.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის №----------/7 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ წარსადგენი იყო „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №14 დადგენილების მე-5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები; ასევე წარსადგენი იყო გ---------------ის ნორვეგიის სამეფოს ბინადრობის მოწმობის სათანადო წესით დამოწმებული ასლი ან დედანი, ქართულ ენაზე ნათარგმნი ან ცნობა ნორვეგიის სამეფოს მოქალაქეობისადმი კუთვნილების თაობაზე; ხარვეზის გამოსასწორებლად გ---------------ეს განესაზღვრა ვადა - 2019 წლის 8 მაისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის №----------/7 გადაწყვეტილება (ს.ფ. 116-117);

 

3.3. 2019 წლის 7 მაისს გ---------------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარუდგინა შემდეგი დოკუმენტები: აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ გ---------------ის ან მისი მშობლების აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი ვერანაირი ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. წერილს თან ერთვოდა კომისიის 2019 წლის 23 აპრილის №32 სხდომის ოქმის ამონაწერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის წერილი (ს.ფ. 154);

- კომისიის 2019 წლის 23 აპრილის №32 სხდომის ოქმის ამონაწერი (ს.ფ. 155-157);

- გ---------------ის წარმომადგენლის განცხადება კომისიისადმი (ს.ფ. 158-159);

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის №--------- წერილი (ს.ფ. 161);

- ბინადრობის უფლება (ს.ფ. 162-167);

 

3.4. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2019 წლის 17 აპრილის №--------------------- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ გ---------------ის განცხადებაში მისი ან მისი მშობლების შესახებ ინფორმაციის მიუთითებლობის გამო, კომისიამ ვერ შეძლო გ---------------ის ფახაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან სამართლებრივი კავშირის მოძიება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 14 აპრილის №----------------- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ გ---------------ის მიმართ დეპარტამენტში არ მიმდინარეობდა გაძევების პროცედურა.

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2019 წლის 22 აპრილის №----- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს გ---------------ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 22 აპრილის №----------------- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გ---------------ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2019 წლის 17 აპრილის №--------------------- წერილი (ს.ფ. 141-142);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 14 აპრილის №----------------- წერილი (ს.ფ. 148);

- საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2019 წლის 22 აპრილის №----- წერილი (ს.ფ. 149);

- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 22 აპრილის №----------------- წერილი (ს.ფ. 150);

 

3.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 8 მაისის №---------- გადაწყვეტილებით გ---------------ის განცხადება საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 8 მაისის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 114-115);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების განხილვის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი; „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №14 დადგენილება;

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტია. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ?? ???????? 78-? ?????? მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. ამავე ორგანული კანონის 301 მუხლის თანახმად, 1. საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ბ) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება. 2. დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადებით მიმართავს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 3. სააგენტო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მონაწილეობით იხილავს განცხადებას და ამოწმებს მასში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობას. სააგენტო აღნიშნული განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ ან საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

 

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №14 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 2. საქართველოს მოქალაქეობის დადგენისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს. განმცხადებელს შეუძლია, სააგენტოში თავისი ინიციატივით წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს: ა) დაბადების მოწმობა ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს 1991 წლის 21 დეკემბრამდე საქართველოში დაბადების ფაქტს; ბ) დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს 1991 წლის 21 დეკემბრამდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს; გ) ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს მისთვის ამ წესით გათვალისწინებულ მოქალაქეობის დადგენის საფუძვლებს.

 

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის №----------/7 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ წარსადგენი იყო „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №14 დადგენილების მე-5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები; ასევე წარსადგენი იყო გ---------------ის ნორვეგიის სამეფოს ბინადრობის მოწმობის სათანადო წესით დამოწმებული ასლი ან დედანი, ქართულ ენაზე ნათარგმნი ან ცნობა ნორვეგიის სამეფოს მოქალაქეობისადმი კუთვნილების თაობაზე; ხარვეზის გამოსასწორებლად გ---------------ეს განესაზღვრა ვადა - 2019 წლის 8 მაისამდე.

 

დადგენილია, რომ განმცხადებელმა ხარვეზის შევსების მიზნით 2019 წლის 7 მაისს მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარუდგინა შემდეგი დოკუმენტები: აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ გ---------------ის ან მისი მშობლების აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი ვერანაირი ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. წერილს თან ერთვოდა კომისიის 2019 წლის 23 აპრილის №32 სხდომის ოქმის ამონაწერი.

 

6.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 8 მაისის №---------- გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა მოძიებული რაიმე დოკუმენტი, რაც საკითხის არსებითად განხილვას ხელს შეუწყობდა, ამასთან, თავად განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი ის აუცილებელი დოკუმენტები, რაც განცხადებაზე ხარვეზის დადგენის ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილ იქნა. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. გ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა)

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე