განაჩენი

სისხლის სამართლის 13.01.2020
საქმის ნომერი
340100119003357172
დავის ტიპი
118 1
თარიღი
13.01.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003357172

№1/242-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 იანვარი, 2020 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის შალვა ნიკვაშვილის

ბრალდებულ - ა-–---------ის

ადვოკატ - ზ----------------–---–ის

თარჯიმან - რ--------------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: ა-–---------ი

მამის სახელი: მ---------

დაბადებული: 0--------- წელს

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლ----------------–----–----------------–-------–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ლ----------------–----–----------------–-------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში, ა-–---------მა, ურთიერთშელაპარაკებისას, ს----------–-–------ს, სახის არეში ხელის დარტყმით, მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რასაც მოჰყვა ს----------–-–------ის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

 

ა-–---------ს, 2019 წლის 16 ნოემბერს, წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში, ა-–---------მა, ურთიერთშელაპარაკებისას, ს----------–-–------ს, სახის არეში ხელის დარტყმით, მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რასაც მოჰყვა ს----------–-–------ის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

 

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ს----------–-–------ის, მოწმეების - ა-–---------ის, რ---------------ის, ი-–------------ის, ს----------–-–------ის, თავად ბრალდებულ ა-–---------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ა-–---------მა, ს----------–-–------ს, სახის არეში ხელის დარტყმით, მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რასაც მოჰყვა ს----------–-–------ის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

 

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ნიშნავს სხეულის დაზიანებას, რომელიც არ არის სახიფათო სიცოცხლისთვის. ამასთან, ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.

 

გარდა ამისა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება დაკავშირებული უნდა იყოს ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–---------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–---------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ა-–---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ა-–---------იის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოს ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ამასთან, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულ ა-–---------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.

 

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------ის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნას პირობითი მსჯავრი.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ა-–---------ის ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ა-–---------ის (პ/ნ 2----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - 2000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ს---------------ის (პირადი N 2----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას - სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე - ლ----------------–----–----------------–------–ში (საკადასტრო კოდი - 5-----------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი - 1481,00 მ2), რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 4000 (ოთხი ათას) ლარს, გირაოს ოდენობის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ა-–---------ის (პირადი N2----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - 2000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ს---------------ის (პირადი N2----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე - ლ----------------–----–----------------–------–ში (საკადასტრო კოდი - 5-----------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი - 1481,00 მ2), რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 4000 (ოთხი ათას) ლარს, გირაოს ოდენობის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს. რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი