გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2020
საქმის ნომერი
130210019003181894
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2-753-19

130210019003181894

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

23.01. 2020 წ. ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი ანნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - ლე-–---------–-–---–ი

წარმომადგენელი -დე---------–-----–---–ი

მოპასუხე - შპს ჩ---------------------------------- ჯგუფი

წარმომადგენლები: - ოლ---------–-ძე, მა------------ძე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე შპს "ჩ---------------------------------- ჯგუფს " ლე-–---------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 3----- ლარის გადახდა. მასვე დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 9-- ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხ-–------------–----–----------------–----–----–-- 20- კვ.მ. ( ს/კ 6-.0-.6-.5--), სადაც მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---------------------------------- ჯგუფი" 2012 წლიდან აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 22 ივნისის N 0-------- დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად, ხოლო შემდგომ ტექნიკური მოუვლელობით. ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–--ის მიერ 2017 წელს შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა 3---- ლარი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე მხარე მოპასუხისაგან.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---------------------------------- ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის" წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 22 ივნისის N 0-------- დასკვნა დაუსაბუთებელია, ასეთი დასკვნის მომზადების დროს ექსპერტმა საერთოდ არ გაითვალისწინა შენობის ბუნებრივი ცვეთა, ტექნიკურ მოუვლელობა, ატმოსფერული ნალექების ზემოქმედება შენობაზე და ასკვნის რომ სწორედ სარკინიგზო სამუშაოების დროს გამოწვეული აფეთქებებით დაზიანდა შენობა. ასევე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან, რაც სასამართლოს მიერ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. ამასთან, 2016 წლის 22 ივნისის N 0-------- დასკვნა ეხება ლა----------------ს სახლს, მაშინ როდესაც ექსპერტიზის დასკვნის შედგენის დროს სახლის მესაკუთრე იყო იო-----------–-–---–ი. ვინაიდან დასკვნაში არ არის მითითებული შენობის საკადასტრო კოდი, ასევე შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, თუ რომელ უძრავ ქონებას ეხება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნულისა საპაექრო სიტყვაში მითითებული სხვა მოტივების მხედველობაში მიღებით მოპასუხე მხარემ ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი 16-6.00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 20- კვ.მ. საკადასტრო კოდი: 6-.0-.6-.5--) მესაკუთრედ 2019 წლის 0- სექტემბრიდან ირიცხება ლე-–---------–-–---–ი (პ/ნ 5----------). იხ.ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (ს.ფ.17) 3.1.2. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი 16-6.00 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 20- კვ.მ.) 2016 წლის 22 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ლაურა ღონღაძემ (პ/ნ/57001024977) აჩუქა იო-----------–-–---–ს (პ/ნ 5700100-787) იხ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება. (ს.ფ.16) 3.1.3. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი 16-6.00 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 20- კვ.მ.) 2016 წლის 12 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე იო-----------–-–---–მა (პ/ნ 5700100-787) აჩუქა ლე-–---------–-–---–ს (პ/ნ 5----------) იხ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება. (ს.ფ.15) 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 22 ივნისის N 0-------- დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად, ხოლო შემდგომ ტექნიკური მოუვლელობით. იხ.ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 19-34) 3.2.2. ინდ მეწარმე ზ-------------–--ის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხამ შეადგინა 3---- ლარი. იხ. ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–--ის მიერ 2017 წელს შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (ს.ფ.35-49)

3.2.3. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" მიერ 2017 წლის 20 ივლისს შედგენილი N 0717.1. დასკვნა , რომლის შესაბამისად კომპანიის მიერ განხორციელებულ აფექებით სამუშაოებს ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში.

 

იხ. აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" 2017 წლის 20 ივლისის N 0717.1. დასკვნა .

 

3.2.4. მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზების და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით მოპასუხის დაკვეთით შესრულებული შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" 2019 წლის 07 ნოემბრის N 05/16- დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთის, ატმოსფერული ნალექების, მიწისძვრების, მშენებლობის ნორმების დარღვევის, ტექნიკური მოუვლელობის და ნაწილობრივ აფეთქებების შედეგად გამოწვეული დინამიური დატვირთვებით.

 

სახლის დაზიანებების გამოსასწორებლად და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა 7587 ლარი.

 

იხ. შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" 2019 წლის 07 ნოემბრის N 05/16- დასკვნა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმის მასალების ანალიზით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოპასუხე მხარის ბრალეულობას მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში. ექსპერტიზის დასკვნებში აღნიშნული დაზიანებების და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული სამუშაოების ღირებულების ურთიერთშედარების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2----- ლარის გადახდა;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი

6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი ძირითადად დაზიანებულია მოპასუხის ბრალეული მოქმედებით. ნაწილობრივ კი სხვა ფაქტორების ზემოქმედებით (ასაკობრივი ცვეთა, ტექნიკური მოუვლელობა და სხვ.) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტიზის დასკვნებით საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 22 ივნისის N 0-------- დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად, ხოლო შემდგომ ტექნიკური მოუვლელობით. კერძოდ, დადგენილია, რომ აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდა საქართველოს რკინიგზის დაკვეთით და შესწავლილი იქნა N9 გვირაბის ზეგავლენის მდგომარეობა სოფელ ქ--–----ში მდებარე სახლებზე. მათ შორის წმინდა ილარიონ ქართველის ქ.N 19-ში მდებარე მოქ. ლა----------------ს საკუთრებაში არსებულ სახლზე. აღნიშნული დასკვნის მიხედვით სახლის როგორც პირველ, ისე მეორე სართულზე რაფისქვედა კედლებში წარმოქმნილია დახრილი ბზარები გახსნილობით ბეწვისებურიდან 3 მმ-მდე. შუაკედლისში შეინიშნება 1 მმ-მდე გახსნილობის დახრილი ბზარი. 2-155 მმ-მდე გახსნილობის ბზარებია განვითარებული კარის ღიობებთან ორივე სართულზე . მეორე სართულზე შუა კედლებსა და ტიხრებში შეინიშნება 1-3 მმ-მდე გახსნილობის სხვადასხვა მიმართულების გამჭოლი ბზარები. პირველ სართულზე უკანა და ტორსული კედლიდან ადგილი აქვს ატმოსფერული ნალექების შემოდინებას, რის გამოც დაზიანებული და ჩამოშლილია კედლის წყობა და ბათქაში. კედლები და იატაკი დანესტიანებულია. მეორე სართულზე რამდენიმე ადგილზე სახურავიდან ჩამოედინება ატმოსფერული ნალექები და ჭერი დაზიანებულია. ხის გალერეის მზიდი კონსტრუქცია დეფორმირებულია. გარე კიბის საფეხურები გადახრილია ჰორიზონტალური სიბრტყიდან და დაძრულია ერთმანეთის მიმართ. აივნის სახურავის მზიდი ლითონის კუთხოვანები ჩამოღუნულია, ხის ლარტყები გადატეხილია. 2012 წელს ექსპერტიზის ბიურ ოს სპეციალისტების მიერ შესწავლილი იქნა სოფელ ქ--–----ში რკინიგზის მშენებარე N9 გვირაბის ზეგავლენა საცხოვრებელი სახლების ტექნიკურ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე შეეხებოდა მოქ.ლა----------------ს სახლის ტექნიკურ მდგომარეობას. აღნიშნული დასკვნის (N032501-2012/03/02) თანახმად მოქალაქე ლა----------------ს სახლს აღენიშნებოდა მე-2 ხარისხის (საშუალო დაზიანება და შეფასდა როგორც ექსპლუატაციისათვის ვარგისი. 2012 წლიდან განვლილ პერიოდში სახლის უკანა კიბის დაზიანებული კედელი იქნა აღდგენილი. სხვა მხრივ შენობის ტექნიკური მდგომარეობა გაუარესდა, წარმოიქმნა ახალი ბზარები, რომლებიც პირველი კვლევის დროს არ შეინიშნებოდა. ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებით საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციები არ განვითრებულა. შენობაზე ახალი ბზარების წარმოქმნა ძირითადად გამოწვეულია 2012 წლის პირველი კვლევის შემდეგ, N9 სარკინიგზო გვირაბის გაყვანისათვის წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით, ხოლო შემდგომ ტექნიკური მოუვლელობით. ქ.ხაშურის სოფელ ქ--–----ში წმინდა ილარიონ ქართველის ქ.N 19-ში მდებარე მოქ. ლა----------------ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად მე-2 ხარისხისაა, ხოლო რამდენიმე ბზარი მე-3 ხარისხის დაზიანების ფარგლებშია. საკვლევ შენობაზე ახალი ბზარების წარმოქმნა და დაზიანების ხარისხის ნაწილობრივი გაზრდა ძირითადად გამოწვეულია 2012 წლის პირველი კვლევის შემდეგ N9 სარკინიგზო გვირაბის გაყვანისათვის წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით, ხოლო შემდგომ ტექნიკური მოუვლელობით. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობების შემდგომი ხანგრძლივი ექსპლოატაციისათვის აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–--ის მიერ 2017 წელს შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა 3---- ლარი, მოპასუხემ, აღნიშნული 2016 წლის 22 ივნისის N 0-------- დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, კომპანიის მიერ განხოერციელებულ აფეთქებით სამუშაოებს ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში. შპს "აუდიტ სერვის ცენტრის" 2019 წლის 07 ნოემბრის N05/16- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე ლე-–---------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ასეთი დაზიანებული შენობები ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ბზარების გამონოლითებით და საძირკვლის ნაწილობრივი გამაგრებით, რასაც ადასტურებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 22 ივნისის N 0-------- დასკვნაც. არსებული დაზიანებები გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთის, ატმოსფერული ნალექების, მიწისძვრების, მშენებლობის ნორმების დარღვევის, ტექნიკური მოუვლელობის და ნაწილობრივ აფეთქების შედეგად გამოწვეული დინამიური დატვირთვებით. არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად, ბზარების გამონოლითების, შენობის პირველ სართულზე კედლის შეცვლის, საძირკვლისა და კიბეების გამაგრების, მთლიანი აღდგენითი ღირებულება შეადგენს 7587 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნიდან ჩანს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მოსარჩელის სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზების და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით. აღნიშნულ დასკვნაში ზოგადად (ვარაუდის დონეზე) არის მითითებული რომ შენობაზე არსებული დაზიანებები შეიძლება გამოწვეული იყოს, მშენებლობის ნორმების დარღვევის, ბუნებრივი მოვლენების შედეგად, ტექნიკური მოუვლელობით, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი მიწისძვრებით, მაგრამ იმის დადგენა, კერძოდ რომელი მოვლენის შედეგად დაზიანდა სახლი და რა პროცენტულობით, დღეის მდგომარეობით შეუძლებელია; შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნა მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე, მათ შორის ნაწილობრივ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს აფეთქებების შედეგად გამოწვეულ დინამიურ დატვირთვებზე. სასამართლო აანალიზებს რა საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საინჟინრო ექსპერტიზის ზემოთხსენებულ დასკვნებს საქმის სხვა მასალათა ერთობლიობაში, სარწმუნოდ მიიჩნევს 2016 წლის 22 ივნისის N 0-------- დასკვნას, რომლის მიხედვით მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე ახალი ბზარების წარმოქმნა ძირითადად გამოწვეულია 2012 წლის პირველი კვლევის შემდეგ, N9 სარკინიგზო გვირაბის გაყვანისათვის წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით, ხოლო შემდგომ ტექნიკური მოუვლელობით, რომ საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად მე-2 ხარისხისაა, ხოლო რამდენიმე ბზარი მე-3 ხარისხის დაზიანების ფარგლებშია. საკვლევ შენობაზე ახალი ბზარების წარმოქმნა და დაზიანების ხარისხის ნაწილობრივი გაზრდა ძირითადად გამოწვეულია 2012 წლის პირველი კვლევის შემდეგ N9 სარკინიგზო გვირაბის გაყვანისათვის წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით, ხოლო შემდგომ ტექნიკური მოუვლელობით. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობების შემდგომი ხანგრძლივი ექსპლოატაციისათვის აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ დაეთანხმება შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" ზემოთხსენებულ დასკვნას, იმის შესახებ, რომ სახლზე არსებული დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთით, ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებით, მიწისძვრებით, მშენებლობის ნორმების დარღვევით, ტექნიკური მოუვლელობით და ნაწილობრივ აფეთქების შედეგად გამოწვეული დინამიური დატვირთვებით და რომ აღნიშნული დაზიანებების აღმოსაფხვრელად, ბზარების გამონოლითების, შენობის პირველ სართულზე კედლის შეცვლის, საძირკვლისა და კიბეების გამაგრების, მთლიანმა აღდგენითმა ღირებულებამ შეადგინა 7587 ლარი. დასკვნის ავტორი შენობის დაზიანებების გამომწვევ ძირითად მიზეზად მიიჩნევს მიწისძვრებს, მშენებლობის ნორმების დარღვევას, ტექნიკური მოუვლელობას და ნაწილობრივ აფეთქების შედეგად გამოწვეული დინამიურ დატვირთვებს, რაც აშკარად შეუსაბამობაშია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 22 ივნისის N 0-------- დასკვნასთან. მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–--ის მიერ 2017 წელს შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა 3---- ლარი. სასამართლო დასკვნაში აღწერილ დაზიანებებს ადარებს რა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ჩასატარებელ სამუშაოებს, მიაჩნია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ისეთი სამუშაოების შესრულებაც, რაც სცილდება მოპასუხის ბრალით გამოწვეული დაზიანების მოცულობას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ექსპერტის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების გამოსასწორებლად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2----- ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---------------------------------- ჯგუფს'' მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით შეტანილი თანხის ნაწილის, 6-- (ე------) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364, 367-ე, 36--ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ლე-–---------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---------------------------------- ჯგუფს" (ს.ნ 4--------) ლე-–---------–-–---–ის (პ/ნ 5----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2----- (ოცი ათასი) ლარის გადახდა;

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---------------------------------- ჯგუფს" ლე-–---------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით შეტანილი თანხის ნაწილის, 6-- (ე------) ლარის გადახდა. დანარჩენი თანხა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი