განაჩენი

სისხლის სამართლის 13.01.2020
საქმის ნომერი
330100119003181927
თარიღი
13.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4180-19

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 იანვარი, 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ა----------–---–-ს, გ--------------–---–-ს,ბრალდებულ _ ვ-–-----------------–----ს,ადვოკატების _ გ-------------------–---–-ს, ვ-----–--------------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ვ-–----------------------------------–----ს (დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ---------ში, ა----------ს ქუჩის N---–-, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისში, რ-–-----–--ს ქუჩის N--------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ-–-----------------–----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: ტ---------------------------ს, ბ------------–---–-ს, თ----------------–---–-ს, თ---------------ს, ლ---------------–-ს, თ------------–--ის, ბრალდებულ ვ-–-----------------–----ს გამოკითხვის ოქმებით; ამოღების ოქმებით; ამოღებული მობილური ტელეფონით და პირადობის მოწმობის ქსეროასლებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; პირის ამოცნობის ოქმებით; დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით; ს.ს „ტერა ბანკის“ 2019 წლის 23 ივლისის წერილით; საგადასახადო N1------ დავალებით; სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ვ-–-----------------–---მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის (ორი ეპიზოდი). მანვე ჩაიდინა, ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება (ორი ეპიზოდი).

ვ-–-----------------–----ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 13:47 საათიდან - 14:47 საათამდე დროის პერიოდში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ-–-----------------–----, მის მიერ გაყალბებული საგადასახადო დავალებების გამოყენებით, თბილისში, გ-–-----ს რაიონში, ხ----------------------ში მდებარე შპს „ა-–------------–-ს“ (ა-–--------) ტექნიკის მაღაზიიდან, მოტყუებით დაეუფლა 3499.99 ლარად ღირებულ „აიფონ იქს ეს მაქსის“ ფირმის და 2300 ლარად ღირებულ „სამსუნგ ეს 10 პლიუსის“ ფირმის მობილურ ტელეფონებს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2019 წლის 14 ივლისს, ვ-–-----------------–---მა დაამზადა ორი ყალბი საანგარიშწორებო ბარათი - საგადასახადო დავალება იდენტური ნომრით: 1------, რაც შემდგომ გამოიყენა თბილისში, გ-–-----ს რაიონში, ხ----------------------ში მდებარე შპს „ა-–------------–-ს“ (ა-–--------) ტექნიკის მაღაზიიდან, 3499.99 ლარად ღირებული „აიფონ იქს ეს მიქსის“ ფირმის და 2300 ლარად ღირებული „სამსუნგ ეს 10 პლიუსის“ ფირმის მობილური ტელეფონების მოტყუებით დაუფლებისთვის და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისთვის.

2019 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ-–-----------------–----, მის მიერ გაყალბებული საგადასახადო დავალების გამოყენებით, თბილისში, თ-–-–--–---------------ში მდებარე შპს „ტ-------------“ (ბ----) ტექნიკის მაღაზიიდან, მოტყუებით დაეუფლა 1420 ლარად, ღირებულ „ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

ვ-–-----------------–----ს ქმედებით შპს „ტ------------“ (ბ----) მიდგა 1420 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2019 წლის 15 ივლისს, ვ-–-----------------–---მა დაამზადა ყალბი საანგარიშწორებო ბარათი - საგადასახადო დავალება ნომრით - 1------, რაც შემდგომ გამოიყენა თბილისში, თ-–-–--–---------------ში მდებარე შპს „ტ-------------“ (ბ----) ტექნიკის მაღაზიიდან, 1420 ლარად ღირებული „ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპის მოტყუებით დაუფლებისთვის და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისთვის.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ვ-–-----------------–----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

ვ-–-----------------–----ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ კი, ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეთ მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს ვ-–-----------------–----ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის - არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმის სახით. საბოლოო სასჯელი კი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, დანაშაულთა ერთობლიობით.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, მოთავსებული ორ ლაზერულ დისკზე და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, გადატანილი ლაზერულ დისკზე ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ-–-----------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

ვ-–-----------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ-–-----------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

ვ-–-----------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები, თითოეული ეპიზოდისთვის - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-–-----------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 აგვისტოს განჩინებით, ვ-–-----------------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ვ-–-----------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 ივლისის 23:12 საათიდან.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, მოთავსებული ორ ლაზერულ დისკზე და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, გადატანილი ლაზერულ დისკზე ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე