განაჩენი

სისხლის სამართლის 09.12.2019
საქმის ნომერი
330100117001944943
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2445-17

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - ლ-–----–--ის, ი-----–------–----–---ს, გ--------------ის,ადვოკატების - ნ--------------ის, ვ----------------–---–-ს, გ------------------ის მონაწილეობით,ბრალდებულ - თ-------------------ის მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ თ--------------------------------ის (დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ---------–------–-------–--------------ში, ამჟამად ძებნილი) მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 01 მარტიდან - იმავე წლის 03 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, თ-------------------ე მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მოქალაქეების: ლ------–-----–---ს, ზ-------–-------ს, მ------------–--–---–-ს, ი-–--------–--ის, ვ-----------------–---–-ს, ი-----–------------ის, ა--------–----–----ის, შ----------------ს, ლ-–-----------–---–-ს, ა----------–--ის, გ--------------–--ის, ი-----------–--ის, ბ--------------------ს, დ------------------–--ის, დ----------------ის, ა---------–-------–---–-ს, ლ---------------ის, ბ---------–---–-ს, გ---------------–--ის და ბ-------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საბანკო დაწესებულებების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - ჯამში 21 900 ლარს, კერძოდ: შპს „ო--–-------------ს“ – 12 400 ლარს, შპს „ს-----–------ს“ – 1 000 ლარს, შპს „ქ-----------------------ს“ – 4 500 ლარს, შპს „ე--------ს“ - 850 ლარს, შპს „ფ---–-------------ს“ - 600 ლარს, სს „ლ-----------------–ის“ – 1 950 ლარს და სს „თ-----------ს“ - 600 ლარს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით:

 

დაზარალებულის წარმომადგენელ ე-------------------–-ს ჩვენებით, მუშაობს სს „ლ-----------------–ში“ მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. კომპანია დაარსდა 2013 წელს, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სესხის გაცემა, რაც ხორციელდებოდა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ. კერძოდ, სესხის გაცემამდე მომხმარებელს უნდა გაეარა ონლაინ რეგისტრაცია, რის შემდეგაც ხდებოდა მისი იდენტიფიცირება და იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს ექნებოდა დადებითი ისტორია, გაიცემოდა მასზე სესხი. სესხის გაცემა ხდებოდა ეტაპობრივად. თავდაპირველად გაიცემოდა ნაკლები ოდენობის თანხა, რის შემდეგაც მოთხოვნა კეთდებოდა დიდი ოდენობის სესხზე.

დაზარალებულის წარმომადგენელ გ--–--------ის ჩვენებით, 2017 წლის 10 აპრილიდან - 2019 წლის 23 იანვრამდე მუშაობდა შპს „ო--–------------ში“ პრობლემური სესხების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. „ი---------------ში“ გახსნილ ანგარიშებზე ირიცხებოდა სესხად აღებული თანხა, რაც შემდგომ გადადიოდა „თ----------ში“ თ-------------------ის ანგარიშზე, რომელსაც თანხა გაჰქონდა ბანკომატის საშუალებით. თ-------------------ე სხვადასხვა პირის მონაცემების გამოყენებით იღებდა სესხს, რასაც შემდგომ რიცხავდა საკუთარ ანგარიშზე. ონლაინ სესხის გაცემამდე ივსებოდა ონლაინ განაცხადი, სადაც კლიენტი თავად უთითებდა თუ როგორ სურდა თანხის აღება, ანგარიშზე დარიცხვით, თუ საბანკო ანგარიშის გამოყენებით. მოცემულ შემთხვევებში, დაფიქსირებულია თანხის გატანა „ი---------------ს“ ანგარიშის გამოყენებით. მისივე ჩვენებით, სესხის დამტკიცებამდე მომხმარებლის მიერ განაცხადში მითითებული პირადი მონაცემების გადამოწმებას კომპანია არ ახორციელებდა.

დაზარალებულის წარმომადგენელ ლ-–-------------ს ჩვენებით, მუშაობდა შპს „ქ-----------------------ში“ პრობლემური სესხების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. კომპანია გასცემდა ონლაინ სესხს, რისთვისაც საჭირო იყო ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა და პირადი მონაცემების მითითება, რის შემდეგაც დეპარტამენტი განიხილავდა სესხის გაცემის საკითხს და დადებითი პასუხის შემთხვევაში, გაიცემოდა სესხი. კომპანიის მიერ მომხმარებლის მონაცემების გადამოწმება ხდებოდა მხოლოდ კრედიტ-ინფოს მონაცემების საშუალებით. შესაბამისად, კლიენტის სახელი და გვარი შეესაბამებოდა თუ არა მომხმარებლის პირად ნომერს, არ მოწმდებოდა, რის გამოც იყო იმის შესაძლებლობა, რომ პირის მონაცემების გამოყენებით სესხის დამტკიცება მომხდარიყო სხვა პირზე. 2016 წლის მდგომარეობით კომპანია თანამშრომლობდა „ი---------------სთან“, რომელსაც ჰქონდა თანხის გასავლის ორი გზა - „ლ--------------ს“ ანგარიშიდან თანხის გატანის და მეორე, როდესაც დამტკიცებული სესხის დარიცხვა ხდებოდა „ი---------------ში“ გახსნილ ანგარიშზე. როგორც მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, ბრალდებული თ-------------------ე სხვისი მონაცემების გამოყენებით დარეგისტრირდა, როგორც მომხმარებელი და სესხის სახით აღებული თანხები გადარიცხა ე.წ. „ე-–------------–--------–-ში“, საიდანაც მოახდინა მისი განაღდება.

დაზარალებულის წარმომადგენელ ი-----–-------–--ის ჩვენებით, მუშაობდა შპს „ფ---–-------------ს“ დირექტორის პოზიციაზე. კომპანია გასცემდა ონლაინ სესხს, რისთვისაც აუცილებელი იყო ვებ-გვერდზე ვერიფიკაციის გავლა. აღნიშნული პროცედურის გავლისას საჭირო იყო მომხმარებლის პირადი ნომრის, საბანკო ანგარიშის და ვირტუალური ანგარიშის, ე.წ. „ი---------------ს“ ანგარიშის ნომრის მითითება, სადაც უნდა მომხდარიყო თანხის ჩარიცხვა. კომპანია მომხმარებლის მონაცემებს გადასცემდა „ი---------------ს“, რომელიც აზუსტებდა იყო თუ არა მომხმარებელი ვერიფიცირებული, რის შემდეგაც ხდებოდა სესხის გაცემა.

მოწმე ნ--------------ს ჩვენებით, მუშაობს „თ----------ში“ გაყიდვების კონსულტანტების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის სხვადასხვა საბანკო პროდუქტის გაყიდვა ფიზიკურ პირებზე და მიმდინარე ანგარიშების გახსნა, ასევე პასუხისმგებელია საოპერაციო კუთხით განხორციელებულ ოპერაციებზე. მისივე განმარტებით, ბანკში სახელფასო განაცხადის გაკეთების ორი გზა არსებობს, პირველი - კომპანიის უფლებამოსილი პირის - დირექტორის მიერ განაცხადის წარდგენა და მეორე, როდესაც პიროვნებას, რომლის სახელზეც იხსნება ანგარიში, თავად წარადგენს ბანკში განაცხადს. დამზადებული სახელფასო ბარათის ბანკიდან გატანის უფლება აქვს, როგორც კომპანიის დირექტორს, ასევე ბარათის მფლობელს. 2016 წლის 17 აგვისტოს, ბანკში წარდგენილ იქნა სახელფასო განაცხადი, თუმცა კონკრეტულად ვის მიერ, მისთვის უცნობია, ვინაიდან განაცხადის წარდგენის დროს ბანკში დამატებით რაიმე დოკუმენტი განაცხადის დატოვებასთან დაკავშირებით არ იქმნება. რაც შეეხება ლ------–-----–---ს სახელზე გახსნილ სახელფასო ბარათს, აღნიშნული შესაბამის პინ-კოდთან ერთად ბანკიდან გაიტანა კომპანიის დირექტორმა თ-------------------ემ, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტიც.

მოწმე ი-----–--------------ს ჩვენებით, მუშაობს სს „ი---------------ში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე. „ი---------------“ წარმოადგენს ე.წ. „ე-–------------–--------–-ს“, სადაც მომხმარებელს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და შექმნას ელექტრონული ანგარიში. იმ შემთხვევაში თუ სურს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხის აღება, უნდა მოახდინოს „ი---------------ში“ მის სახელზე არსებული ელექტრონული ანგარიშის ვერიფიკაცია. არსებობს ვერიფიკაციის რამდენიმე გზა, საიდანაც ერთ-ერთი არის ონლაინ ვერიფიკაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ დაინტერესებული კლიენტი თავის საბანკო ანგარიშიდან რიცხავს სიმბოლურ თანხას „e-----“-ის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რითაც დასტურდება მისი ავთენტურობა ბანკში წარდგენილ მონაცემებთან, რის შემდეგაც აძლევს ვერიფიკაციის დასტურს. იმ შემთხვევაში თუ თანხის ჩამრიცხველის პირადი მონაცემები ზუსტად დაემთხვევა გადახდის დანიშნულებაში დაფიქსირებულ პირად მონაცემებს, ანგარიში ხდება ვერიფიცირებული, ხოლო თუ აღნიშნული მონაცემები არ დაემთხვევა ერთმანეთს, არ ადასტურებს ანგარიშის ვერიფიკაციის მოთხოვნას. 2016 წლის განმავლობაში თ-------------------ის მიერ სხვადასხვა მოქალაქის სახელით განხორციელდა „ი---------------ში“ ელექტრონული ანგარიშების გახსნა, რის შემდეგაც მოთხოვნილ იყო მათი ვერიფიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელის გრაფაში არ იყო მითითებული თანხის გადამრიცხველის პირადი მონაცემები, დაეყრდნო საგადასახადო დავალების დანიშნულებაში დაფიქსირებულ მონაცემებს და ისე, რომ არ ჰქონდა ამის უფლება, მოახდინა ანგარიშების ვერიფიკაცია. იმის შესახებ, რომ აღნიშნულ პირებს თავად არ ჰქონდათ შექმნილი „ი---------------ში“ ანგარიშები, მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რამდენიმე მათგანმა საჩივრით მიმართა კომპანიას.

მოწმე ნ--------–----ს ჩვენებით, 2016 წელს მუშაობდა სს „ი---------------ში“ პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. აღნიშნული საწარმო წარმოადგენს საგადასახადო პროვაიდერს ე.წ. „ე-–------------–--------–-ს“, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს შეუძლია შექმნას ანგარიშები, რითაც შესაძლებლობა ეძლევა განახორციელოს სხვადასხვა ფინანსური ოპერაცია. ვერიფიცირებულ პირებს შეუძლიათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხის აღება. ანგარიშის ვერიფიკაცია ხდება „ლ--------------ს“ ფილიალში მონაცემების წარდგენის გზით, ასევე ონლაინ რეჟიმში, რა დროსაც მომხმარებელი ავსებს განაცხადს, მისი საბანკო ანგარიშიდან სიმბოლურად რიცხავს გარკვეული ოდენობის თანხას, რის შემდეგაც ხდება განაცხადის შევსების დროს დართული ინფორმაციის და გადარიცხვის ქვითარზე არსებული მონაცემების შედარება და პიროვნების ვერიფიკაცია. 2016 წლის 04 ნოემბერს, სს „ი---------------ს“ განცხადებით მიმართა სამმა პიროვნებამ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ „ი---------------ში“ მათი მონაცემების გამოყენებით გახსნილი იყო ანგარიშები, სადაც სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ხდებოდა სესხის მიღება. შემოწმების შედეგად გაარკვია, რომ მითითებულ ანგარიშებზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ჩარიცხული იყო გარკვეული ოდენობის თანხა, რაც შემდგომ გადარიცხული იყო „თ----------ში“ ერთ-ერთ ანგარიშზე, რომლის მფლობელიც იყო თ-------------------ე. სესხის ნაწილი კი გადარიცხული იყო „ი---------------ს“ ვერიფიცირებულ ანგარიშზე, რომლის მფლობელიც ასევე იყო თ-------------------ე. შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული სამი პიროვნების ანგარიშის ვერიფიკაცია მოხდა ონლაინ ვერიფიკაციის გზით, თუმცა საეჭვო იყო ის გარემოება, რომ გადამხდელის გრაფაში არ იყო მითითებული იმ პიროვნებების პირადი მონაცემები, ვისი ანგარიშებიც უნდა ყოფილიყო დავერიფიცირებული. მითითებული იყო მხოლოდ წარწერა: „ტერმინალებში მიღებული თ-----------ს გადახდების სატრანზიტო პროვაიდერი“, რაზეც კომპანიის ოპერატორს მიცემული ჰქონდა თანხმობა აღნიშნული გზით ვერიფიკაციაზე. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მსგავსი ანგარიშების ვერიფიკაციას ადგილი ჰქონდა 21 შემთხვევაში, რა დროსაც სესხის სახით აღებული ფულადი თანხები გადარიცხული იყო „ი---------------ში“ და „თ----------ში“ გახსნილ თ-------------------ის ანგარიშებზე.

მოწმე ლ------–-----–---ს ჩვენებით, 2016 წლის აგვისტოში მეგობრებთან: მ------------–--–--ლთან და ზ-------–-------სთან ერთად გადაწყვიტა დასასვენებლად უკრაინის ქალაქ ოდესაში წასვლა, რისთვისაც მივიდა ტურისტულ კომპანია „g------“-ში, სადაც კომპანიის თანამშრომელი გაეცნო თ-------------------ის სახელით. შეთავაზებიდან აირჩია სასურველი საგზური, რაშიც თ-------------------ეს გადაუხადა შესაბამისი თანხა. მეგობრებთან ერთად გადასცა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები. უკრაინიდან დაბრუნების შემდგომ, ზ-------–-------ს დაუკავშირდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ-------დან“, უთხრეს, რომ ჰქონდა დავალიანება და მოსთხოვეს მისი დაფარვა. ზ-------–-------ს განმარტებით, მას არცერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სესხი არ ჰქონდა აღებული და აღნიშნული მოთხოვნა მოეჩვენა საეჭვოდ. ამის შემდგომ, თავადაც გადაამოწმა პირადი მონაცემები და ნახა, რომ მ------------–--–--ლს ანალოგიურად უფიქსირდებოდა „მ-------დან“ სესხის აღება, რაც ჩარიცხული იყო სს „ი---------------ს“ ანგარიშზე. „მ-------ს“ თანამშრომლისგან ცნობილი გახდა, რომ „ი---------------ში“ მის სახელზეც ფიქსირდებოდა ელექტრონული ანგარიშის გახსნა. მოწმის ჩვენებით, ზ-------–-------სთან და მ------------–--–--ლთან ერთად შეხვდა სს „ი---------------ს“ თანამშრომელ ნ--------–----ს, რომლისგანაც შეიტყო, რომ მათ სახელზე სს „ი---------------ში“ შექმნილი იყო ელექტრონული ანგარიშები, რომლებზეც სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ჩარიცხული იყო ფულადი თანხა, რაც შემდგომ გადარიცხული იყო თ-------------------ის ანგარიშზე სს „თ----------ში“. მოწმის განმარტებით, მას არცერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან და საბანკო დაწესებულებიდან სესხი არ აუღია და არავისთვის, მათ შორის არც თ-------------------ისათვის მიუცია უფლება მისი სახელით აეღო სესხი. სს „ი---------------ში“ ანგარიში გახსნილი არ ჰქონია. მის სახელზე არსებული ანგარიში N3--------, ამ ანგარიშის შექმნისას მითითებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი: 5-----------, მას არ ეკუთვნის. მისი სახელით ანგარიში გახსნილი იყო „თ----------შიც“, სადაც ფიქსირდებოდა სესხად აღებული თანხის ჩარიცხვის ფაქტი.

მოწმე მ------------–--–---–-ს ჩვენებით, 2016 წლის აგვისტოს, მეგობრებთან: ლ------–-----–---სთან და ზ-------–-------სთან ერთად გადაწყვიტა დასასვენებლად უკრაინის ქალაქ ოდესაში წასვლა, რისთვისაც მივიდა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ტურისტულ კომპანია „g------“-ში, სადაც გაესაუბრნენ კომპანიის თანამშრომელს, რომელიც გაეცნო თ-------------------ის სახელით. აარჩიეს სასურველი საგზური, რაშიც თ-------------------ეს გადაუხადეს შესაბამისი თანხა და გადასცეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები. უკრაინიდან დაბრუნების შემდგომ, დაუკავშირდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ-------დან“, უთხრეს, რომ ჰქონდა დავალიანება და მოსთხოვეს მისი დაფარვა. მოწმის განმარტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებით არასდროს უსარგებლია და არავისთვის, მათ შორის არც თ-------------------ისთვის მიუცია უფლება მისი მონაცემებით აეღო სესხი.

მოწმე ი-–--------–--ის ჩვენებით, 2016 წლის ოქტომბერში დაუკავშირდნენ მიკროსაფინანსო კომპანია „C-----“-იდან და ჰკითხეს როდის აპირებდა სესხის სახით აღებული თანხის დაფარვას. ვინაიდან აღნიშნული კომპანიიდან სესხი აღებული არ ჰქონია, სიტუაციის გარკვევის მიზნით თავად მივიდა კომპანიის ოფისში, სადაც ცნობილი გახდა, რომ მისი მონაცემების გამოყენებით მართლაც აღებული იყო სესხი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სესხი მას არ აუღია, შემდგომი გართულებების თავიდან არიდების მიზნით თანხა სრულად გადაიხადა იმავე დღეს. სს „ი---------------ში“ არსებული ანგარიში N3--------, ანგარიშის შექმნის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი: 5-----------, მას არ ეკუთვნის. სს „ი---------------ს“ მომსახურებით არასდროს უსარგებლია.

მოწმე გ--------------–--ის ჩვენებით, 2016 წლის ნოემბერში, „კ---------------ს“ მონაცემების გადამოწმების გზით შეიტყო, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „e----“-იდან უფიქსირდებოდა სესხის აღება, რის შემდეგაც დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენელს და აცნობა, რომ მას თანხა აღნიშნული კომპანიიდან აღებული არ ჰქონდა. სს „ი---------------ში“ არსებული ანგარიში N3--------, მას არ ეკუთვნის, ასევე უცნობია ვის ეკუთვნის ანგარიშის შექმნისას მითითებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი: 5-----------.

მოწმე ა----------–--ის ჩვენებით, 2016 წლის ნოემბერში, დაუკავშირდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან და სთხოვეს აღებული სესხის დაფარვა, რაზეც კომპანიის წარმომადგენელს განუცხადა, რომ მას სესხი აღნიშნული ორგანიზაციიდან არასდროს აუღია. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m-------“-იდან სესხის სახით გაცემული ფულადი თანხა და „c--------“-იდან აღებული თანხა, რომელიც ჩარიცხული იყო „ი---------------ს“ ანგარიშზე, მას არ აუღია, ასევე არ იყო ცნობილი ვის ეკუთვნოდა „ი---------------ში“ მის სახელზე გახსნილი ანგარიში N3--------, ამ ანგარიშის შექმნისას მითითებული ტელეფონის ნომერი: 5----------- და ელექტრონული ფოსტა, თუმცა როგორც მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, აღნიშნული ანგარიშის ნომერი ეკუთვნოდა თ-------------------ეს, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ იცნობდა, არ მიუცია ნებართვა მისი პირადი მონაცემების გამოყენებით აეღო სესხი.

მოწმე დ------------------–--ის ჩვენებით, სს „ი---------------ში“ არსებული ანგარიშის ნომერი - 3--------, ანგარიშის შექმნის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი: 5-----------, მას არ ეკუთვნის. მისთვის უცნობია ვინ აიღო მისი მონაცემების გამოყენებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან: „m-------“-იდან და „c--------“-იდან სესხი, ვინაიდან აღნიშნული კომპანიების მომსახურებით არასდროს უსარგებლია.

მოწმე დ----------------ის ჩვენებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-ის მომსახურებით არ უსარგებლია და აღნიშნული ორგანიზაციიდან სესხი არასდროს აუღია. შესაბამისად, უცნობია ვინ აიღო სესხი მისი მონაცემების გამოყენებით. სს „ი---------------ში“ არსებული ანგარიში N3--------- ამ ანგარიშის შექმნის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი: 5-----------, მას არ ეკუთვნის. აღნიშნული მონაცემებით არასდროს უსარგებლია.

მოწმე ლ---------------ის ჩვენებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან სესხი არ აუღია. უფრო მეტიც, 2012 - 2016 წლებში არ იმყოფებოდა საქართველოში და არცერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მომსახურებით არ უსარგებლია. შესაბამისად, მისთვის უცნობია, ვინ აიღო სესხი მისი მონაცემებით. სს „ი---------------ში“ არსებული ანგარიში N3--------, ამ ანგარიშის შექმნის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი: 5-----------, მას არ ეკუთვნის. ამ მონაცემებით არასდროს უსარგებლია. არ იცნობს თ-------------------ეს და არავისთვის მიუცია ნებართვა მისი მონაცემებით აეღო სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან.

მოწმე ბ---------–---–-ს ჩვენებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-ის მომსახურებით არასდროს უსარგებლია და აღნიშნული ორგანიზაციიდან სესხი არ აუღია. მისთვის უცნობია, ვინ აიღო მისი მონაცემების გამოყენებით სესხი. სს „ი---------------ში“ არსებული ანგარიში N3--------, ამ ანგარიშის შექმნის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი: 5-----------, მას არ ეკუთვნის. ამ მონაცემებით არასდროს უსარგებლია. არ იცნობს თ-------------------ეს და არავისთვის მიუცია უფლება მისი მონაცემებით აეღო სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან.

მოწმე ბ--------------------ს ჩვენებით, სს „ი---------------ში“ მის სახელზე რეგისტრირებული ანგარიში მას არ ეკუთვნის. არ ფლობს ინფორმაციას ვინ შექმნა მისი მონაცემების გამოყენებით ანგარიში N3--------. მის საკუთრებას არ წარმოადგენს აღნიშნული ანგარიშის შექმნის დროს დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი: 5-----------. არავისთვის მიუცია უფლება მისი მონაცემებით გაეხსნა ანგარიში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აეღო სესხი. მოწმის განმარტებით, არასდროს უსარგებლია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-ის მომსახურებით და აღნიშნული ორგანიზაციიდან სესხის სახით გაცემული ფულადი თანხა მას არ მიუღია. სს „ი---------------ს“ ამონაწერში მითითებული მონაცემები, თითქოს მის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „f-----e“-დან მიღებული აქვს 150 ლარი, „e----“-იდან - 350 ლარი, ხოლო „m---------“-დან - 300 ლარი, სიმართლეს არ შეესაბამება.

მოწმე გ---------------–--ის ჩვენებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-ის მომსახურებით არასდროს უსარგებლია. შესაბამისად, მისთვის უცნობია, ვინ აიღო მისი მონაცემების გამოყენებით სესხი. სს „ი---------------ში“ არსებული ანგარიში N3--------, ამ ანგარიშის შექმნის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი: 5-----------, მას არ ეკუთვნის. აღნიშნული მონაცემებით არასდროს უსარგებლია. ბრალდებულ თ-------------------ეს არ იცნობს. მისი მონაცემების გამოყენებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხის აღებაზე ნებართვა არავისთვის მიუცია.

მოწმე დ--------------–---–-ს ჩვენებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2017 წლის 24 მარტის მიმართვის, დადგენილების და იმავე სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის დავალების საფუძველზე, ამავე დეპარტამენტის ინსპექტორ დ-------–-------სთან ერთად, დაევალა თ-------------------ის მიმართ თემატური შემოწმების ჩატარება. კერძოდ, მის წინაშე დასმული იქნა საკითხი იმის შესახებ, რომ დადგენილიყო თუ რა ოდენობის ფულადი თანხა იქნა აღებული თ-------------------ის მიერ საქმეში წარმოდგენილი დაზარალებული პირების სახელით, რომელი საბანკო დაწესებულებებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან რა ოდენობის სესხი იქნა აღნიშნულ პირებზე გაცემული. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციიდან თ-------------------ეს სხვადასხვა პირის პირადი მონაცემების გამოყენებით აღებული ჰქონდა დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

მოწმე თ-----------–--ის ჩვენებით, 2016 წლის 16 ნოემბერს, გამოძიება დაიწყო თ-------------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე. გამოკითხა მოწმეები და სხვადასხვა საბანკო და საფინანსო ორგანიზაციიდან გამოითხოვა სესხის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ადასტურებს მისი ხელმოწერით საქმეში წარმოდგენილი საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს.

მოწმე ი-----------–--ის ჩვენებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-ის მომსახურებით არასდროს უსარგებლია და აღნიშნული ორგანიზაციიდან სესხი აღებული არ ჰქონია. მისთვის უცნობია, თუ ვინ აიღო მისი მონაცემების გამოყენებით სესხი. სს „ი---------------ში“ არსებული ანგარიში N3--------, ამ ანგარიშის შექმნის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი: 5-----------, მას არ ეკუთვნის. მითითებული მონაცემებით არასდროს უსარგებლია. არც არავისთვის მიუცია უფლება მისი მონაცემებით აეღო სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან.

მოწმე ლ-–-----------–---–-ს ჩვენებით, გაეცნო „ი---------------ს“ ამონაწერს, რომლის მიხედვითაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m-------“-იდან მის მიერ აღებული იყო სესხი, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან არასდროს უსარგებლია აღნიშნული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მომსახურებით. ვინაიდან, სესხის სახით აღებული ფულადი თანხა გადარიცხული იყო „ი---------------ში“ არსებულ ანგარიშზე, სიტუაციის გარკვევის მიზნით გადაამოწმა თანხის შემდგომი ტრანზაქციების ისტორია და გაარკვია, რომ სესხის სახით გაცემული თანხა საბოლოოდ გადარიცხული იყო სს „თ----------ში“ თ-------------------ის ანგარიშზე. სს „ი---------------ში“ არსებული ანგარიში N3--------, ამ ანგარიშის შექმნის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი: 5-----------, მას არ ეკუთვნის. ამ მონაცემებით არასდროს უსარგებლია და არც არავისთვის მიუცია ნებართვა მისი მონაცემებით აეღო სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან.

ძებნის გამოცხადების დადგენილების თანახმად, 2017 წლის 03 მაისს ბრალდებულ თ-------------------ის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს სს „ი---------------დან“ გამოძიებისთვის გადაგზავნილ განცხადებაში დაფიქსირებული პიროვნებების პირადი მონაცემები, სადაც მითითებულია, რომ ლ------–-----–---ს სს „ი---------------ს“ ელექტრონულ ბაზაში დაბადების თარიღად მითითებულია 1----–-–---------–--ი, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში - 1992 წლის 21 ოქტომბერი. ზ-------–-------ს სს „ი---------------ს“ ელექტრონულ ბაზაში დაბადების თარიღად უფიქსირდება 1----–-–---------–--ი, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში - 1992 წლის 28 ოქტომბერი.

 

ქმედების ჩადენა, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია:

 

დაზარალებულის წარმომადგენელ ე-------------------–-ს ჩვენებით, ბრალდებულ თ-------------------ის ქმედების შედეგად, კომპანია „ლ-----------------–ს“ მიადგა 1 950 ლარის მატერიალური ზიანი, საიდანაც ანაზღაურებულია მხოლოდ 900 ლარი.

დაზარალებულის წარმომადგენელ გ--–--------ის ჩვენებით, ბრალდებულ თ-------------------ის ქმედებით, შპს „ო--–------------ს“ მიადგა 12 400 ლარის ოდენობის ზიანი, რაც ანაზღაურებული არ არის.

დაზარალებულის წარმომადგენელ ლ-–-------------ს ჩვენებით, ბრალდებულ თ-------------------ის ქმედებით შპს „ქ-----------------------ს“ მიადგა 4 500 ლარის ზიანი, რაც ანაზღაურებული არ არის.

დაზარალებულის წარმომადგენელ ი-----–-------–--ის ჩვენებით, 2016 წელს, შპს „ფ---–------------მა“ ზ-------–-------ს სახელზე სესხის სახით გასცა 250 ლარი, ბ-------------------ზე - 150 ლარი, ხოლო ბ------------–---–ზე ორ ეტაპად 100 - 100 ლარი, რაც შემდგომ გადარიცხულ იქნა თ-------------------ის „ი---------------ს“ ანგარიშზე. კომპანიაზე მიყენებული ზარალი ჯარიმის და საურავის მხედველობაში მიღებით შეადგენს 4 000 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 500 ლარი.

მოწმე მ------------–--–---–-ს ჩვენებით, ორგანიზაცია „მ-------დან“, მისი სახელით სესხის აღების ფაქტი დაფიქსირდა ორ ეტაპად - 400 და 800 ლარის ოდენობით.

მოწმე ი-–--------–--ის ჩვენებით, მიკროსაფინანსო კომპანია „C-----“-იდან მისი მონაცემებით სესხის სახით აღებული იყო 100 ლარი, რაც შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად სრულად გადაიხადა იმავე დღეს.

მოწმე ა----------–--ის ჩვენებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m-------“-იდან, მისი მონაცემების გამოყენებით გაცემულია სესხი 500 და 800 ლარი, ჯამში 1 300 ლარის ოდენობით.

მოწმე დ------------------–--ის ჩვენებით, მისი მონაცემების გამოყენებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m-------“-იდან გაცემულია სესხი 500 და 800 ლარი, ჯამში 1 300 ლარის ოდენობით, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან - 300 ლარი.

მოწმე დ----------------ის ჩვენებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან მისი მონაცემების გამოყენებით გაცემულია სესხი 700 ლარის ოდენობით.

მოწმე ლ---------------ის ჩვენებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან მისი მონაცემების გამოყენებით გაცემულია სესხი 700 ლარის ოდენობით.

მოწმე ბ---------–---–-ს ჩვენებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან მისი მონაცემების გამოყენებით გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით.

მოწმე ბ--------------------ს ჩვენებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან მისი მონაცემების გამოყენებით გაცემულია სესხი 500 ლარის ოდენობით.

მოწმე გ---------------–--ის ჩვენებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან მისი მონაცემების გამოყენებით გაიცა სესხი 100 ლარის ოდენობით.

მოწმე დ--------------–---–-ს ჩვენებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2017 წლის 24 მარტის მიმართვის, დადგენილების და იმავე სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის დავალების საფუძველზე, ამავე დეპარტამენტის ინსპექტორ დ-------–-------სთან ერთად, თ-------------------ის მიმართ ჩატარებული თემატური შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციიდან თ-------------------ეს სხვადასხვა პირის პირადი მონაცემების გამოყენებით აღებული აქვს ფულადი თანხა, ჯამში 21 900 ლარის ოდენობით, კერძოდ: შპს „ო--–-------------დან“ – 12 400 ლარი, შპს „ს-----–------დან“ – 1 000 ლარი, შპს „ქ-----------------------დან“ – 4 500 ლარი, შპს „ე--------დან“ - 850 ლარი, შპს „ფ---–-------------დან“ - 600 ლარი, სს „ლ-----------------–იდან“ – 1 950 ლარი, ხოლო სს „თ-----------დან“ - 600 ლარი.

მოწმე ი-----------–--ის ჩვენებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან მისი მონაცემების გამოყენებით გაცემულია სესხი 100 ლარის ოდენობით.

მოწმე ლ-–-----------–---–-ს ჩვენებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m-------“-იდან მისი მონაცემების გამოყენებით გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით.

ელექტრონული საინფორმაციო საშუალებების დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ელექტრონული ბაზის „T------“-ს მეშვეობით დგინდება, რომ თ-------------------ეს შემოსავალი მიღებული აქვს შპს „ტ-------------–-დან“, სს „პ------------დან“ და სს „ვ------------დან“. საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით დათვალიერებულ იქნა შპს „ტ-------------–-ს“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციიდან, რომლითაც დგინდება, რომ შპს „ტ-------------–-ს“ იურიდიული მისამართია: ქ---------------–-------–------------. აღნიშნული საწარმოს დირექტორი და დამფუძნებელია თ-------------------ე.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- მიხედვით, 2016 წლის 09 მარტს, შპს „ო--–-------------დან“, ბ-------–---–ს მიღებული აქვს სესხი 500 ლარის ოდენობით, 31 დღით. საფინანსო ორგანიზაციის წერილის მიხედვით, სესხის თანხა დაფარულია.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- თანახმად, 2016 წლის 11 მარტს, ბ-------–---–ს მიღებული აქვს მეორე სესხი 800 ლარის ოდენობით, 31 დღით. საფინანსო ორგანიზაციის წერილით, სესხის თანხა 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- შესაბამისად, 2016 წლის 09 აგვისტოს, ზ-------–-------ს შპს „ო--–-------------დან“ მიღებული აქვს სესხი 400 ლარის ოდენობით, 31 დღით. სესხის თანხა დაფარულია.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- საფუძველზე, 2016 წლის 15 აგვისტოს, ზ-------–-------ს მიღებული აქვს მეორე სესხი 800 ლარის ოდენობით, 31 დღით. საფინანსო ორგანიზაციის წერილის მიხედვით, სესხის თანხა 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- მიხედვით, 2016 წლის 01 მარტს, ვ--------------–--ლს შპს „ო--–-------------დან“, მიღებული აქვს სესხი 500 ლარის ოდენობით, 31 დღით. სესხის თანხა დაფარულია.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- თანახმად, 2016 წლის 11 მარტს, ვახო ბოჭორიშვილს მიღებული აქვს მეორე სესხი 800 ლარის ოდენობით, 31 დღით. საფინანსო ორგანიზაციის წერილით, სესხის თანხა 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- შესაბამისად, 2016 წლის 12 სექტემბერს, შპს „ო--–-------------დან“, ი-----–-------------ს მიღებული აქვს სესხი 500 ლარის ოდენობით, 31 დღით. სესხის თანხა დაფარულია.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- საფუძველზე, 2016 წლის 13 სექტემბერს, ი-----–-------------ს მიღებული აქვს მეორე სესხი 800 ლარის ოდენობით, 31 დღით. საფინანსო ორგანიზაციის წერილის მიხედვით, სესხის თანხა 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- მიხედვით, 2016 წლის 29 სექტემბერს, შ----------------- შპს „ო--–-------------დან“ მიღებული აქვს სესხი 500 ლარის ოდენობით, 31 დღით. საფინანსო ორგანიზაციის წერილით, სესხის თანხა 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- თანახმად, 2016 წლის 27 სექტემბერს, შპს „ო--–-------------დან“, ა----------–--ეს მიღებული აქვს სესხი 500 ლარის ოდენობით, 31 დღით. სესხის თანხა დაფარულია.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- შესაბამისად, 2016 წლის 28 სექტემბერს, ა----------–--ეს მიღებული აქვს მეორე სესხი 800 ლარის ოდენობით, 31 დღით. საფინანსო ორგანიზაციის წერილის მიხედვით, სესხის თანხა 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- საფუძველზე, 2016 წლის 11 ოქტომბერს, შპს „ო--–-------------დან“, გ--------------–--ეს მიღებული აქვს სესხი 500 ლარის ოდენობით, 31 დღით. სესხის თანხა დაფარულია.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- მიხედვით, 2016 წლის 13 ოქტომბერს, გ--------------–--ეს მიღებული აქვს მეორე სესხი 800 ლარის ოდენობით, 31 დღით. საფინანსო ორგანიზაციის წერილით, სესხის თანხა 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- თანახმად, 2016 წლის 24 სექტემბერს, შპს „ო--–-------------დან“, ლ-–-----------–---–ს მიღებული აქვს სესხი 500 ლარის ოდენობით, 31 დღით. საფინანსო ორგანიზაციის წერილის მიხედვით, სესხის თანხა 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- შესაბამისად, 2016 წლის 13 ოქტომბერს, შპს „ო--–-------------დან“, დ------------------–--ეს მიღებული აქვს სესხი 500 ლარის ოდენობით, 31 დღით. სესხის თანხა დაფარულია.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- საფუძველზე, 2016 წლის 13 ოქტომბერს, დ------------------–--ეს მიღებული აქვს მეორე სესხი 800 ლარის ოდენობით, 31 დღით. საფინანსო ორგანიზაციის წერილის მიხედვით, სესხის თანხა 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- მიხედვით, 2016 წლის 15 აგვისტოს, შპს „ო--–-------------დან“, მ------------–--–--ლს მიღებული აქვს სესხი 400 ლარის ოდენობით, 31 დღით. სესხის თანხა დაფარულია.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- თანახმად, 2016 წლის 28 ივლისს, მ------------–--–--ლს მიღებული აქვს მეორე სესხი 800 ლარის ოდენობით, 31 დღით. საფინანსო ორგანიზაციის წერილით, სესხის თანხა 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- შესაბამისად, 2016 წლის 10 ივლისს, შპს „ო--–-------------დან“ ა--------–----–----ეს მიღებული აქვს სესხი 400 ლარის ოდენობით, 31 დღით. სესხის თანხა დაფარულია.

სესხის გაცემის ოფერტა ხელშეკრულების N8--------- საფუძველზე, 2016 წლის 28 ივლისს, ა--------–----–----ეს მიღებული აქვს მეორე სესხი 800 ლარის ოდენობით, 31 დღით. საფინანსო ორგანიზაციის წერილით, სესხის თანხა 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ს-----–------ს“ ცნობის მიხედვით, 2016 წლის 27 სექტემბერს, ლ------–-----–---ს მიღებული აქვს სესხი 150 ლარის ოდენობით, 31 დღით. სესხის თანხა 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ს-----–------ს“ ცნობის თანახმად, 2016 წლის 21 სექტემბერს, ი-–--------–--ეს მიღებული აქვს სესხი 100 ლარის ოდენობით, 31 დღით. სესხის თანხა 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ს-----–------ს“ ცნობის შესაბამისად, 2016 წლის 20 ივლისს, ი-----–------------ეს მიღებული აქვს პირველი სესხი 200 ლარის ოდენობით, 31 დღით. სესხის თანხა დაფარულია 2016 წლის 30 აგვისტოს. მეორე სესხი, იმავე კომპანიიდან მიღებულია 2016 წლის 12 სექტემბერს, 200 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ს-----–------ს“ ცნობის საფუძველზე, 2016 წლის 24 მარტს, ა--------–----–----ეს მიღებული აქვს სესხი 150 ლარის ოდენობით. სესხის თანხა დაფარულია 2016 წლის 16 ივნისს.

შპს „ს-----–------ს“ ცნობის მიხედვით, 2016 წლის 30 ოქტომბერს, ა---------–-------–---–ს მიღებული აქვს სესხი 200 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ქ-----------------------ს“ ცნობის თანახმად, 2016 წლის 29 ოქტომბერს, ა---------–-------–---–ს მიღებული აქვს სესხი 300 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა 2017 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ქ-----------------------ს“ ცნობის შესაბამისად, 2016 წლის 28 სექტემბერს, ა----------–--ეს მიღებული აქვს სესხი 500 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა 2017 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ქ-----------------------ს“ ცნობის საფუძველზე, 2016 წლის 17 ოქტომბერს, ბ-------------------ს მიღებული აქვს სესხი 500 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა 2017 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ქ-----------------------ს“ ცნობის მიხედვით, 2016 წლის 02 ნოემბერს, ბ---------–---–ს მიღებული აქვს სესხი 500 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა 2017 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ქ-----------------------ს“ ცნობის თანახმად, 2016 წლის 03 ნოემბერს, გ-----------–---ს მიღებული აქვს სესხი 100 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა 2017 ლის 17 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ქ-----------------------ს“ ცნობის შესაბამისად, 2016 წლის 19 ოქტომბერს, გ--------------–--ეს მიღებული აქვს სესხი 300 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა 2017 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ქ-----------------------ს“ ცნობის საფუძველზე, 2016 წლის 21 ოქტომბერს, დ----------------ეს მიღებული აქვს სესხი 700 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა 2017 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ქ-----------------------ს“ ცნობის მიხედვით, 2016 წლის 31 ოქტომბერს, ლ---------------ეს მიღებული აქვს სესხი 700 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა 2017 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ქ-----------------------ს“ ცნობის თანახმად, 2016 წლის 31 ოქტომბერს, ლ------–-----–---ს მიღებული აქვს სესხი 500 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა 2017 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ქ-----------------------ს“ ცნობის შესაბამისად, 2016 წლის 03 ნოემბერს, ი-----------–--ეს მიღებული აქვს სესხი 100 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა 2017 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ქ-----------------------ს“ ცნობის საფუძველზე, 2016 წლის 13 ოქტომბერს, დ------------------–--ეს მიღებული აქვს სესხი 300 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა 2017 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ე--------ს“ ცნობის მიხედვით, 2016 წლის 28 ივლისს, ი-----–------------ეს მიღებული აქვს სესხი 400 ლარის ოდენობით. სესხის თანხა 2017 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ე--------ს“ ცნობის თანახმად, 2016 წლის 19 ოქტომბერს, ბ-------------------ს მიღებული აქვს სესხი 300 ლარის ოდენობით. სესხის თანხა 2017 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

შპს „ე--------ს“ ცნობის შესაბამისად, 2016 წლის 10 მარტს, ბ-------–---–ს მიღებული აქვს სესხი 150 ლარის ოდენობით. სესხის თანხა დაფარულია 2016 წლის 03 ივლისს.

შპს „კ-------------ს“ ცნობის საფუძველზე, 2016 წლის 05 მარტს, ვ------------------–---–ს მიღებული აქვს სესხი 10 ლარის ოდენობით. სესხის თანხა დაფარულია 2016 წლის 08 აპრილს.

შპს „ფ---–-------------ს“ ცნობის მიხედვით, 2016 წლის 09 აგვისტოს, ზ-------–-------ს მიღებული აქვს სესხი 250 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა დაფარული არ არის.

შპს „ფ---–-------------ს“ ცნობის თანახმად, 2016 წლის 15 ოქტომბერს, ბ-------------------ს მიღებული აქვს სესხი 150 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა დაფარული არ არის.

შპს „ფ---–-------------ს“ ცნობის შესაბამისად, 2016 წლის 29 ოქტომბერს, ა---------–-------–---–ს მიღებული აქვს პირველი სესხი 100 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა დაფარულია ვადამდე. მეორე სესხი, იმავე კომპანიიდან მიღებულია 2016 წლის 30 ოქტომბერს, 100 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა 2017 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით დაფარული არ არის.

სს „ლ-----------------–ის“ ცნობის საფუძველზე, 2016 წლის 18 ოქტომბერს, გ--------------–--ეს მიღებული აქვს პირველი სესხი 350 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა დაფარული არ არის.

სს „ლ-----------------–ის“ ცნობის მიხედვით, 2016 წლის 01 მარტს, ვ-----------------–--ლს მიღებული აქვს პირველი სესხი 150 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა დაფარულია. მეორე სესხი, იმავე კომპანიიდან მიღებულია 2016 წლის 24 აპრილს, 300 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა დაფარულია. მესამე სესხი, იმავე კომპანიიდან მიღებულია 2016 წლის 18 აგვისტოს, 350 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა დაფარული არ არის.

სს „ლ-----------------–ის“ ცნობის თანახმად, 2016 წლის 10 მარტს, ბ-------–---–ს მიღებული აქვს პირველი სესხი 150 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა დაფარულია. მეორე სესხი, იმავე კომპანიიდან მიღებულია 2016 წლის 21 აპრილს, 300 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა დაფარული არ არის.

სს „ლ-----------------–ის“ ცნობის შესაბამისად, 2016 წლის 16 ოქტომბერს, ბ-------------------ს მიღებული აქვს სესხი 350 ლარის ოდენობით, 30 დღით. სესხის თანხა დაფარული არ არის.

სს „თ-----------ს“ ცხრილის საფუძველზე, 2016 წლის 19 აგვისტოს, ლ------–-----–---ს მიღებული აქვს სესხი 600 ლარის ოდენობით. სესხის თანხა დაფარულია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ თ-------------------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ თ-------------------ის მხრიდან სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის მიზანს წარმოადგენდა, სხვისი ნივთის - დაზარალებულთა კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ თ-------------------ეს წინასწარ ჰქონდა განზრახული ლ------–-----–---ს, ზ-------–-------ს, მ------------–--–---–-ს, ი-–--------–--ის, ვ-----------------–---–-ს, ი-----–------------ის, ა--------–----–----ის, შ----------------ს, ლ-–-----------–---–-ს, ა----------–--ის, გ--------------–--ის, ი-----------–--ის, ბ--------------------ს, დ------------------–--ის, დ----------------ის, ა---------–-------–---–-ს, ლ---------------ის, ბ---------–---–-ს, გ---------------–--ის და ბ-------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საბანკო დაწესებულებების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ-------------------ემ გამოიყენა აღნიშნულ პირთა მონაცემები და ონლაინ რეჟიმში მოახდინა მათი ანგარიშების ვერიფიკაცია, რომელთა გამოყენებითაც სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხის სახით მიღებული თანხები გადარიცხა სს „ი---------------სა“ და სს „თ----------ში“ გახსნილ პირად ანგარიშებზე.

ის ფაქტი, რომ თ-------------------ე მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ ფულად თანხას, დასტურდება როგორც დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებებით, საბანკო ამონაწერებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელთა მიხედვითაც, სს „ი---------------“ წარმოადგენს საგადასახდო პროვაიდერს ე.წ. „ე-–------------–--------–-ს“, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ შექმნან ანგარიშები, რომლითაც შესაძლებლობა ეძლევათ განახორციელონ სხვადასხვა ფინანსური ოპერაცია, როგორიცაა გადახდების განხორციელება, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული მოკლევადიანი სესხების დაფარვა, კომუნალური გადასახადების დაფარვა და სხვა. იმისთვის, რომ ფიზიკურმა პირებმა ისარგებლონ სს „ი---------------ს“ ანგარიშით, საჭიროა ელექტრონულ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა, რომლის დროსაც კლიენტს შესაბამის ველში შეჰყავს თავისი პირადი მონაცემები, რის შემდგომაც დარეგისტრირებული ანგარიში ხდება არავერიფიცირებული, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი ხსენებული ანგარიშით ყოველთვიურად 1 500 ლარზე მეტ ფინანსურ ოპერაციებს ვერ განახორციელებს და კლიენტს შესაძლებლობა აქვს მხოლოდ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით „ი---------------ს“ ანგარიშზე დარიცხოს ფულადი თანხა, რომელსაც შემდგომ გამოიყენებს სხვადასხვა კომუნალური გადასახადის დასაფარად, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს ისარგებლოს სს „ი---------------ს“ გაფართოებული სერვისებით, ამისთვის საჭიროა გაიაროს ვერიფიკაცია, რაც გულისხმობს სს „ი---------------ში“ არსებული ინფორმაციის იდენტიფიკაციას, კერძოდ, კლიენტი უნდა მივიდეს სს „ლ-------------ში“, რომელიც არის „ი---------------ს“ პარტნიორი და წარადგინოს პირადობის მოწმობა, რომლითაც მოხდება კლიენტის იდენთიფიკაცია, რის შემდგომაც პიროვნების ანგარიში ხდება ვერიფიცირებული სტატუსის მქონე, რაც გულისხმობს იმას, რომ კლიენტს შესაძლებლობა ეძლევა სს „ი---------------ს“ პარტნიორი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან მიიღოს მოკლევადიანი სესხები, რომელთა გადატანაც შეუძლია სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, ასევე აქვს შესაძლებლობა სს „ლ--------------ს“ ბანკომატებიდან და სალაროებიდან მოახდინოს თანხის განაღდება.

ზემოაღნიშნულის გარდა, არსებობს ანგარიშის ვერიფიკაციის რამოდენიმე მეთოდი. კერძოდ ერთ-ერთია ონლაინ ვერიფიკაცია, რომლის მეშვეობითაც კლიენტი განაცხადს ავსებს ონლაინ საიტზე და ხსენებული განაცხადის საფუძველზე ის რიცხავს საკუთარი საბანკო ანგარიშიდან თანხას „ი---------------ს“ მიერ მითითებულ ანგარიშზე, რითაც დასტურდება კლიენტის ავთენტურობა მის მიერ ბანკში ანგარიშის გახსნისას წარდგენილ მონაცემებთან. აღნიშნულის შემდგომ კი კლიენტს ენიჭება ვერიფიკაციის სტატუსი და ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს „ი---------------ს“ გაფართოებული მომსახურეობით. უფრო კონკრეტულად კი ონლაინ ვერიფიკაციის დროს კლიენტი უნდა შევიდეს თავის სახელზე არსებულ „ი------------------ში“, საიდანაც კომპანია „e-----“-ის ანგარიშზე უნდა გადარიცხოს სიმბოლური თანხა. დანიშნულებაში კი უნდა მიუთითოს, რომ სურს „e-----“-ის ე.წ. „ე-–------------–--------–-ში“ მის სახელზე არსებული ანგარიშის ვერიფიცირება. კლიენტის ამ ოპერაციას თავის მხრივ ადასტურებს სს „ი---------------ს“ ოპერატორი მას შემდეგ, რაც თანხის გადამრიცხველის პირადი მონაცემების შესაბამისობა დადასტურდება გადახდის დანიშნულებაში დაფიქსირებულ პირად მონაცემებსა და „ი---------------ში“ რეგისტრირებულ ანგარიშის მფლობელის პირად მონაცემებთან. სწორედ ოპერატორის მიერ მიცემული დასტურის მეშვეობით ხორციელდება ანგარიშის ვერიფიცირება. იმ შემთხვევაში კი, თუ ზემოაღნიშნული მონაცემები არ დაემთხვევა ერთმანეთს, სს „ი---------------ს“ ოპერატორს უფლება არ აქვს მისცეს დასტური ანგარიშის ვერიფიკაციისთვის.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ სს „ი---------------ს“ პროექტების მენეჯერ ნ--------–----ს ჩვენებით, 2016 წლის 04 ნოემბერს, სს „ი---------------ს“ განცხადებით მიმართეს ლ------–-----–---მ, ზ-------–-------მ და მ------------–--–--ლმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ „ი---------------ში“ მათ სახელზე, მათი თანხმობის გარეშე გახსნილი იყო ანგარიშები, საიდანაც სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ხდებოდა სესხის გაცემა. აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ სამივე მოქალაქის სახელზე სს „ი---------------ში“ არსებულ ანგარიშებზე სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ჩარიცხული იყო ფულადი თანხები, რომლებიც შემდგომ გადარიცხული იყო სს „თ----------ში“ ერთ-ერთ ანგარიშზე, რომლის მფლობელიც იყო თ-------------------ე. აღსანიშნავია ისიც, რომ სესხების ნაწილი გადარიცხული იყო სს „ი----------------ს“ ვერიფიცირებულ ანგარიშზე N3--------, რომლის მფლობელიც ასევე აღმოჩნდა თ-------------------ე, რამაც ნ--------–----ს გაუჩინა საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ოპერაციები განხორციელებული იყო სწორედ თ-------------------ის მიერ. მოწმის ჩვენებით, მას დააინტერესა ზემოხსენებული სამი პიროვნების სახელით „ი---------------ში“ შექმნილ ანგარიშებს რა გზით ჰქონდათ გავლილი ვერიფიკაცია და დაადგინა, რომ ეს იყო ონლაინ ვერიფიკაცია, თუმცა საეჭვო იყო ის გარემოება, რომ გადამხდელის გრაფაში არ იყო მითითებული იმ პიროვნების პირადი მონაცემები, ვისი ანგარიშებიც უნდა ყოფილიყო ვერიფიცირებული. მითითებული იყო მხოლოდ წარწერა: „ტერმინალებში მიღებული თ-----------ს გადახდების სატრანზიტო (პროვაიდერი)“ და აღნიშნულზე სს „ი---------------ს“ ოპერატორებს მიცემული ჰქონდათ თანხმობა, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. პროგრამულად მოიძია ყველა ის განხორციელებული ანგარიშების ონლაინ ვერიფიკაციიები, რომლებსაც დანიშნულებაში ეწერა „ტერმინალებში მიღებული თ-----------ს გადახდების სატრანზიტო (პროვაიდერი)“, რა დროსაც აღმოჩნდა მსგავსი ანგარიშების ვერიფიკაციის კიდევ 18 შემთხვევა ზემოაღნიშნული სამის გარდა. ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხის სახით მიღებული თანხა ირიცხებოდა სს „ი---------------ში“ და სს „თ----------ში“ თ-------------------ის სახელზე შექმნილ ანგარიშებზე.

სს „ი---------------ში“ არსებული ელექტრონული ანგარიშის ვერიფიკაციაზე პასუხისმგებელი პირის - ი-----–--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა სს „ი---------------ში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც წარმოადგენდა ე.წ. „ე-–------------–--------–-ს“, სადაც მომხმარებელს შეეძლო გაეარა რეგისტრაცია და შეექმნა ელექტრონული ანგარიში. იმ შემთხვევაში თუ სურდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხის აღება, მოეხდინა „ი---------------ში“ მის სახელზე არსებული ელექტრონული ანგარიშის ვერიფიკაცია. არსებობდა ვერიფიკაციის რამდენიმე გზა, საიდანაც ერთ-ერთი იყო ონლაინ ვერიფიკაცია, რაც გულისხმობდა იმას, რომ დაინტერესებული კლიენტი თავის საბანკო ანგარიშიდან რიცხავდა სიმბოლურ თანხას „e-----“-ის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რითაც დასტურდებოდა მისი ავთენტურობა ბანკში წარდგენილ მონაცემებთან, რის შემდეგაც აძლევდა ვერიფიკაციის დასტურს. იმ შემთხვევაში თუ თანხის ჩამრიცხველის პირადი მონაცემები ზუსტად ემთხვეოდა გადახდის დანიშნულებაში დაფიქსირებულ პირად მონაცემებს, ანგარიში ხდებოდა ვერიფიცირებული, ხოლო თუ აღნიშნული მონაცემები არ დაემთხვეოდა ერთმანეთს, არ ადასტურებდა ანგარიშის ვერიფიკაციის მოთხოვნას. 2016 წლის განმავლობაში, თ-------------------ის მიერ სხვადასხვა მოქალაქის სახელით განხორციელდა „ი---------------ში“ ელექტრონული ანგარიშების გახსნა, რის შემდეგაც მოთხოვნილი იყო მათი ვერიფიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელის გრაფაში არ იყო მითითებული თანხის გადამრიცხველის პირადი მონაცემები, დაეყრდნო საგადასახადო დავალების დანიშნულებაში დაფიქსირებულ მონაცემებს და ისე, რომ არ ჰქონდა ამის უფლება, მოახდინა ანგარიშების ვერიფიკაცია. იმის შესახებ, რომ აღნიშნულ პირებს თავად არ ჰქონდათ შექმნილი „ი---------------ში“ ანგარიშები, მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რამდენიმე მათგანმა საჩივრით მიმართა კომპანიას.

სხვისი მონაცემების გამოყენებით ანგარიშების ვერიფიკაციისთვის სს „ი---------------ში“ თანხების ჩარიცხვის ფაქტს ადასტურებს, სს „ი---------------ს“ ინტერნეტ-ბანკიდან ამოღებული საგადახდო დავალებები, რითაც ირკვევა, რომ საგადასახადო დავალებებზე გადამხდელის ანგარიშად მითითებულია სს „თ-----------ს“ სატრანზიტო ანგარიში: GE--------------------, რომლის გამოყენებითაც გადახდები ხორციელდებოდა სს „თ-----------ს“ ფილიალებში არსებული სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით. საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებებით და საბანკო ამონაწერებით ასევე დგინდება, რომ თ-------------------ე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გზით ეუფლებოდა დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას: კერძოდ, ლ------–-----–---ს „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, მიღებული სესხის ოდენობა შეადგენს 650 ლარს, რომელიც აღებული იყო ორი მიკროსაფინანსო კომპანიიდან, კერძოდ, „C-----“-დან - 150 ლარი, ხოლო „C--------“-დან - 500 ლარი, რის შემდგომაც თანხები გადაირიცხა „თ----------ში“ გახსნილ თ-------------------ის ანგარიშზე; მ------------–--–--ლს „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებული აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m-------“-იდან ორ ეტაპად - 400 და 800 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც თანხები გადარიცხულ იქნა „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, რაც ეკუთვნის თ-------------------ეს; ზ-------–-------ს „e-----“-ის ანგარიშზე N3--------- სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m-------“-დან ორ ეტაპად - 400 და 800 ლარის ოდენობით, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „f-----e“-დან - 250 ლარი, რის შემდგომაც თანხები გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე არსებულ „e-----“-ის N3-------- და „თ-----------ს“ (N6----------) ანგარიშებზე; ი-–--------–--ის „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „C-----“-იდან 100 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც თანხა გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე გახსნილ „თ-----------ს“ ანგარიშზე (N6----------); ვ-----------------–---–-ს „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „e----“-იდან 350 ლარის ოდენობით, რის შემდგომაც თანხა გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე არსებულ „e-----“-ის ანგარიშზე N3--------; „ი---------------ში“ ვ-----------------–---–-ს ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „e----“-იდან 150 ლარის ოდენობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c-------t“-იდან 10 ლარი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m-------“-იდან - 800 ლარი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „e----“-იდან - 300 ლარი, რის შემდეგაც თანხები გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე არსებულ „e-----“-ის ანგარიშზე N3--------; ი-----–------------ის „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m-------“-დან ორ ეტაპად - 500 და 800 ლარის ოდენობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m---------“-დან ორ ეტაპად - 200 და 400 ლარის ოდენობით, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „C-----“-იდან ორ ეტაპად, 200-200 ლარის ოდენობით, რის შემდგომაც თანხები გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე გახსნილ „თ-----------ს“ ანგარიშზე (N6----------); ა--------–----–----ის „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m-------“-იდან ორ ეტაპად - 400 და 800 ლარის, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „C-----“-დან - 150 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც თანხები გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე არსებულ „e-----“-ის N3-------- და „თ-----------ს“ (N6----------) ანგარიშებზე; შ----------------ს „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m-------“-დან 500 ლარის ოდენობით, რის შემდგომაც თანხა გადარიცხულ იქნა თ-------------------ის სახელზე გახსნილ „თ-----------ს“ ანგარიშზე (N6----------); ლ-–-----------–---–-ს „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m-------“-იდან 500 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც თანხა გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე არსებულ „თ-----------ს“ ანგარიშზე (N6----------); ა----------–--ის „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m-------“-იდან ორ ეტაპად - 500 და 800 ლარის, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან - 500 ლარის ოდენობით, რის შემდგომაც თანხები გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე გახსნილ „თ-----------ს“ ანგარიშზე (N6----------); გ--------------–--ის „e-----”-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m-------“-იდან ორ ეტაპად - 500 და 800 ლარის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „e----“-იდან - 350 ლარის, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან - 300 ლარის ოდენობით, რის შემდგომაც თანხები გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე არსებულ „თ-----------ს“ ანგარიშზე (N6----------); ი-----------–--ის ,„e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან 100 ლარის ოდენობით, რის შემდგომაც თანხა გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე გახსნილ „თ-----------ს“ ანგარიშზე (N6----------); ბ--------------------ს „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „f-----e“-დან 150 ლარის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „e---- p-----------“-იდან - 350 ლარის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან - 500 ლარის, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m---------“-დან - 300 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც თანხები გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე არსებულ „თ-----------ს“ ანგარიშზე; დ------------------–--ის „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m-------“-იდან ორ ეტაპად - 500 და 800 ლარის, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან - 300 ლარის ოდენობით, რის შემდგომაც თანხები გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე გახსნილ „თ-----------ს“ ანგარიშზე (N6----------); დ----------------ის „e-----“-ის ანგარიშზე N3--------- სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან 700 ლარის ოდენობით, რის შემდგომაც თანხა გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე არსებულ „თ-----------ს“ ანგარიშზე; ა---------–--------–---–-ს „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „f-----e“-დან ორ ეტაპად, 100-100 ლარის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან - 300 ლარის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „m---------“-დან - 150 ლარის, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „C-----“-იდან - 200 ლარის ოდენობით, რის შემდგომაც თანხები გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე არსებულ „თ-----------ს“ ანგარიშზე (N6----------); ლ---------------ის „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან 700 ლარის ოდენობით, რის შემდგომაც თანხა გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე გახსნილ „თ-----------ს“ ანგარიშზე (N6----------); ბ---------–---–-ს „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან 500 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც თანხა გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე არსებულ „თ-----------ს“ ანგარიშზე (N6----------); გ---------------–--ის „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „c--------“-იდან 100 ლარის ოდენობით, რის შემდგომაც თანხა დაბლოკა სს „ი---------------მ“; ბ-------–---–-ს „e-----“-ის ანგარიშზე N3--------, სესხი მიღებულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „C-----“-იდან 200 ლარის, „მონემენიდან“ - 500 ლარის და შემდგომ 800 ლარის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ---------დან“ - 150 ლარის, ხოლო მიკროსაფინანსო „m-------“-იდან - 300 ლარის ოდენობით, რის შემდგომაც თანხები გადაირიცხა თ-------------------ის სახელზე გახსნილ „ი---------------ს“ და ონლაინ ტოტალიზატორ „ე------------ს“ ანგარიშებზე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ლ------–-----–---ს, მ------------–--–---–-ს, ლ-–-----------–---–-ს, ა----------–--ის, გ--------------–--ის, ბ--------------------ს, დ------------------–--ის, დ----------------ის, ლ---------------ის, ბ---------–---–-ს და გ---------------–--ის ჩვენებებით კი დასტურდება, რომ მათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხი არასდროს აუღიათ. სს „ი---------------ში“ არსებული ანგარიშის ნომრები, ამ ანგარიშის შექმნის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტები და ტელეფონის ნომრები არ წარმოადგენდა მათ კუთვნილებას. აღნიშნული მონაცემებით არასდროს უსარგებლიათ. მოწმეებმა კატეგორიულად გამორიცხეს თ-------------------ესთან ნაცნობობის ფაქტი და მათი მონაცემების გამოყენებით სესხის აღების ნებართვის უფლების მინიჭება სხვა პირზე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს „თ-----------ს“ გაყიდვების კონსულტანტების ჯგუფის უფროსმა ნ--------------მ, მიუთითა, რომ არსებობს ორი გზა სახელფასო განაცხადის დამზადების, რაც გულისხმობს კომპანიის უფლებამოსილი პირის - დირექტორის მიერ განაცხადის წარდგენას და მეორე, როდესაც მომხმარებელი, რომლის სახელზეც იხსნება ანგარიში, თავად წარადგენს ბანკში განაცხადს. ანალოგიურად, დამზადებული სახელფასო ბარათის ბანკიდან გატანის უფლება აქვს, როგორც კომპანიის დირექტორს, ასევე ბარათის მფლობელს. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ ლ------–-----–---ს სახელზე გახსნილი სახელფასო ბარათი, შესაბამის პინ-კოდთან ერთად ბანკიდან გაიტანა კომპანიის დირექტორმა თ-------------------ემ, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტიც.

დაზარალებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების: ი-----–-------–--ის, ლ-–-------------ს, გ--–--------ის და ე-------------------–-ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით კი დგინდება, რომ მიკროსაფინანსო კომპანიების ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ონლაინ სესხების გაცემა, რისთვისაც აუცილებელი იყო ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციის გავლა, სადაც მომხმარებელი უთითებდა პირად მონაცემებს, მათ შორის საბანკო ანგარიშის ნომერს და პირად ნომერს, რის შემდეგაც კომპანია მონაცემებს ამოწმებდა კრედიტ-ინფოს მონაცემებთან და დადებითი ისტორიის შემთხვევაში, კლიენტზე გასცემდა სესხს. გადამოწმების აღნიშნული წესი იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულ პირს სხვა პირის მონაცემების გამოყენებით აეღო სესხი, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში, რა დროსაც ბრალდებული თ-------------------ე, როგორც მომხმარებელი დარეგისტრირდა სხვისი მონაცემებით და სესხის სახით მიღებული თანხა სრულად გადაიტანა მის პირად ანგარიშებზე, რითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა განიცადეს ზარალი.

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს თ-------------------ის დანაშაულებრივ განზრახვაზე, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა დაზარალებულთა კუთვნილ ფულად თანხას, რაც მის მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.

განსახილველ შემთხვევაში იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარს ზევით.

იმის შესაფასებლად, თ-------------------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ნამდვილად მიადგათ თუ არა დაზარალებულებს დიდი ოდენობით ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულების წარმომადგენლების: ე-------------------–-ს, გ--–--------ის, ლ-–-------------ს, ი-----–-------–--ის, მოწმეების: მ------------–--–---–-ს, ი-–--------–--ის, ა----------–--ის, დ------------------–--ის, დ----------------ის, ლ---------------ის, ბ---------–---–-ს, ბ--------------------ს, გ---------------–--ის, ი-----------–--ის, ლ-–-----------–---–-ს ჩვენებებს, ელექტრონული საინფორმაციო საშუალებების დათვალიერების ოქმს, სს „ი---------------ს“ ინტერნეტ-ბანკიდან ამოღებულ საგადახდო დავალებებს, სესხის ხელშეკრულებებს, საბანკო ამონაწერებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა მიხედვითაც, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ-------------------ის დანაშაულებრივი ქმედებით, შპს „ო--–------------ს“, შპს „სისი ლოუნს“, შპს „ქ-----------------------ს“, შპს „ე-------ს“, შპს „ფ---–------------ს“, სს „ლ-----------------–ს“ და სს „თ----------ს“, ჯამში მიადგათ 21 900 ლარის დიდი ოდენობით ზიანი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ 10 000 ლარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ-------------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ-------------------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ თ-------------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ-------------------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ-------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 01 მაისის განჩინებით, თ-------------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებული თ-------------------ე დაკავების შემთხვევაში შესახლებულ იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით;

განაჩენი დაცვის მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე