გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.01.2020
საქმის ნომერი
120210019002927533
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
14.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/202-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.12.2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - გ----------------ე;

მოპასუხე - თ---------- ა------–---–ი;

წარმომადგენელი - ე---------- ა--–--ე;

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ---------- ა------–---–ს სს „ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 15263.30 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 11935.00 ლარი, სარგებელი 1381.52 ლარი, პირგასამტეხლო 1882.78 ლარი, საკომისიო 64 ლარი.

თ---------- ა------–---–ს „ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, ძირ თანხაზე 11935 ლარზე, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური სარგებლის 16.9%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 5.52 ლარს;

მოპასუხეს სს „ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 639.24 ლარის ანაზღაურება.

გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

სს ,,ს----------–--------ს" და თ---------- ა------–---–ს შორის, 2----–-–---------–-სს, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ---------- ა------–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 11935.00 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 16.9% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით, ასევე დამატებით პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის ერთჯერადად 10 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა დაზღვევის მართვის საკომისიო, 8 ლარი, რომელიც გადაიხდებოდა ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით.

სს ,,ს----------–--------მა" საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულა სრულად, კერძოდ, მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს კი მის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები არ შეუსრულებია, კერძოდ, სამომხმარებლო კრედიტის თანხის ათვისების შემდეგ მას არცერთი გადახდა არ განუხორციელებია. მოპასუხეს ასევე გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც ეცნობა საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ, მიუხედავად ამისა ვალდებულება დღემდე შესრულებულა.

სარჩელის შეტანის მომენტისთვის სს „ს----------–--------ის" მიმართ, თ---------- ა------–---–ს საკრედიტო ხელშეკრულებაზე ერიცხება დავალიანება 15263.30 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 11935.00 ლარი, სარგებელი 1381.52 ლარი, პირგასამტეხლო 1882.78 ლარი და საკომისიო 64.00. ლარი.

სს „ს----------–--------მა" მოპასუხის წინააღმდეგ, აღსრულების ეროვნული ბიუროში, შეიტანა განცხადება გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, თუმცა მოპასუხემ არ ცნო დავალიანება და მოთხოვნაზე წარმოადგინა პროტესტი.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე არასწორად აყალიბებს ფაქტებსა და გარემოებებს რადგან 2----–-–---------–-სს მოხდა მანამდე მასზე არსებული ხელშეკრულებით მიღებულ სესხის რესტრუქტურიზაცია და ამის საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებაში გაერთიანდა მისი სამი სესხი და ჯამურად შეადგენდა 11 000 ლარას, რომელიც მას პირადად ხელზე არ აუღია.

2017 წლის სექტემბრის შემდგომ მართალია მის მიერ არ განხორციელებულა თანხის შეტანა თუმცა სს "ს----------–--------ისა’’ და მას შორის არსებული ხელშეკრულებით გადასახდელი თანხის დაფარვა განხორციელდა 2018 წლის დეკემბერში ფონდი ,,ქ-------ს’’ მიერ და მათ მიერ დაფარული იქნა 14 195.10 ლარი აღნიშნული ინფორმაცია აქვს და განთავსებულია ვებგვერდზე vali.ge-ზე და ასევე არის მითითებული, რომ ფონდი ,,ქ-------ს’’ მიერ დაფარული იქნა მისი ხუთი სესხის ძირითადი თანხა, პროცენტი, საკომისიო, ჯარიმა და სხვა დარიცხული თანხები.

გამომდინარე იქიდან, რომ ფონდ ,,ქ-------ს’’ მიერ 2018 წლის დეკემბრისათვის დაიფარა მისი ხუთი სესხის ძირითადი თანხა, პროცენტი, საკომისიო, ჯარიმა და სხვა დარიცხული თანხები სარჩელის შემოტანის მომენტისათვის მითითებული თანხები საიდან არის მისთვის გაურკვეველია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მხარეები უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე ვერ შეთანხმდნენ;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. სს ,,ს----------–--------ს" და თ---------- ა------–---–ს შორის, 2----–-–---------–-სს, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ---------- ა------–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 11935.00 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 16.9% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით, ასევე დამატებით პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის ერთჯერადად 10 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა დაზღვევის მართვის საკომისიო, 8 ლარი, რომელიც გადაიხდებოდა ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით. კრედიტის მიზნობრიობად განისაზღვრა საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირება სესხზე სს ,,ს----------–--------ი" - L--------- (საკრედიტო ხელშეკრულების N4------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საკრედიტო ხელშეკრულება N6------, სესხის N4------(იხ. ს.ფ.16-23 );

 

3.2.2. სს ,,ს----------–--------მა" საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულა სრულად, კერძოდ, მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს კი მის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები არ შეუსრულებია, კერძოდ, სამომხმარებლო კრედიტის თანხის ათვისების შემდეგ მას არცერთი გადახდა არ განუხორციელებია. მოპასუხეს ასევე 2018 წლის 16 თებერვალს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც ეცნობა საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ, მიუხედავად ამისა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (იხ. ს.ფ. 24);

გაფრთხილების წერილი(იხ. ს.ფ. 25- 27);

სესხის დაფარვები (იხ. ს.ფ. 28);

 

3.2.3. 2016 წლის 16 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N4------, რომლითაც მსესხებელზე (მოპასუხეზე) გაიცა სესხი 16300 ლარი, 36 თვით, წლიური 16,9 %, კრედიტის მიზნობრიობა - საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირება - (ორი სესხი) სს ,,ს----------–--------ი" L---------, სს ,,ს----------–--------ი" L---------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საკრედიტო ხელშეკრულება N4------,(იხ.სხდომის ოქმი 30.05.2019წ.);

 

3.2.4. სარჩელის შეტანის მომენტისთვის სს „ს----------–--------ის" მიმართ, თ---------- ა------–---–ს საკრედიტო ხელშეკრულებაზე ერიცხება დავალიანება 15263.30 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 11935.00 ლარი, სარგებელი 1381.52 ლარი, პირგასამტეხლო 1882.78 ლარი და საკომისიო 64.00. ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ცნობა დავალიანების შესახებ.(იხ.ს.ფ.29);

 

3.2.5. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დაფარულ იქნა სს ,,ს----------–--------ის" მიმართ თ---------- ა------–---–ის არსებული ვალდებულებები შემდეგ სესხებზე LND5007152, LND4646120, LND4989894, LND4467199, LND4468918. მათ შორის არ ფიქსირდება 2----–-–---------–-სისა და 2----–-–------------- და არც ის სესხები რომელთა რეფინანსირებაც მოხდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სს ,,ს----------–--------ის" მიერ 2019 წლის 10 დეკემბერს გაცემული ინფორმაცია (იხ. სხდომის ოქმი 10.12.2019წ)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ვალდებულება ბანკის მიმართ შესრულებულია ფონდი ,,ქ-------ს" მიერ რადგან, მხარეთა შორის 2----–-–---------–-სისა და 2----–-–------------- ხელშეკრულების მიზნობრიობად განისაზღვრა სხვა სესხების რეფინანსირება. თავის მხრივ რეფინანსირება არის საბანკო ტერმინი და ნიშნავს მომხმარებლის მიერ საკუთარი მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივ დაფარვას იგივე ან სხვა საფინანსო კომპანიიდან მიღებული ახალი სესხით. შესაბამისად, ყოველი რეფინანსირების დროს გადაფარული სესხის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა ახალი სესხის ხელშეკრულებით გაცემული თანხით. მის მიერ დასახელებული მესამე პირის მიერ კი უკვე შესრულებული ვალდებულება ბანკის მიმართ ვერ შესრულდებოდა ხელმეორედ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. სამართლებრივი შეფასება

5.1. მოპასუხეთათვის დავალიანების ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.

5.1.1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (მუხლი 316.1).

5.1.2. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.

5.1.3. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სკ-ის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლები. კერძოდ, სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

5.1.4. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

5.1.5. დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------სა” და თ---------- ა------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულებები, რომლის ფარგლებშიც გაიცა კრედიტები, ხოლო ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

5.1.6. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

5.1.7. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 361-ე, 400-ე მუხლები). დარღვეულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც მოპასუხე გაფრთხილდა წერილობით და მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებით 14 დღიანი ვადა, თუმცა უშედეგოდ.

5.1.8. სადავო არაა, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე დამატებით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 10 ლარი.

5.1.9. მოქმედი სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილება და შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამიტომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო (შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა), მხარეებს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-418-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.

5.1.10. სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (420-ე მუხლი). ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ. დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ. ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ. პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%-ს, რაც შეუსაბამოა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტთან.

სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ფაქტორების და მოპასუხეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. შესაბამისად, სს ,,ს----------–--------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე თ---------- ა------–---–ს გადასახდელად უნდა დაეკისროს 300 ლარი პირგასამტეხლოს სახით.

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 639,24 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შესაბამისად დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 49,40 ლარი უნდა ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად. დარჩენილი ბაჟის თანხის 589,84 ლარის გადახდა კი უნდა დაეკისროს მოპასუხე თ---------- ა------–---–ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ.

6.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის დაკისრების მოთხოვნას, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელსაც ზუსტად განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლი. ხოლო, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

შესაბამისად, კანონმდებლის მოთხოვნაა სასამართლომ სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას შეაფასოს რამდენად აუცილებელი იყო ამ ხარჯის გაღება მხარისათვის. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გამოიყენა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და არა ვალდებულება და მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ასევე გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი. მიღებული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე, რადგან მოპასუხემ არ სცნო დავალიანება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ხარჯი ვერ მიიჩნევა აუცილებელ ხარჯად, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიმართვა წარმოადგენდა მოსარჩელის არჩევანს და ამისათვის გაღებული ხარჯი არ უნდა გადახდეს მოპასუხეს.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლი აღსასრულებლად გადაცემის საკითხი.

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1-ე მუხლის სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ .......იმავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამ ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში (სასამართლოს შესაძლებლობა). ამასთან, ამ ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია, მხოლოდ 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სასამართლოს ვალდებულება).

7.2. ხელშეკრულებების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, ვინაიდან მხარეებმა ხელშეკრულებით, ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეათანხმეს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს „ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თ---------- ა------–---–ს (პ/ნ 4----------) სს „ს----------–--------ის"(ს/ნ2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 13616,52 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 11935.00 ლარი, სარგებელი 1381.52 ლარი, პირგასამტეხლო 300 ლარი.

თ---------- ა------–---–ს (პ/ნ 4----------) სს „ს----------–--------ის"(ს/ნ2--------) სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, ძირ თანხაზე 11935 ლარზე, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური სარგებლის 16.9%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 5.52 ლარს;

3. მოპასუხე თ---------- ა------–---–ს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე სს „ს----------–--------ის" (ს/ნ2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 589,84 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

4. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი"-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 49,40 ლარი ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად;

5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი