გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002518102
საქმე №3/160-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო გერგაული
სხდომის მდივანი - ნათია ბერიშვილი
მოსარჩელე: თ------ ძ--------ი
წარმომადგენელი: ვ------- ძ--------ი
მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: გ--–- მ------–---–ი
მესამე პირები: ლ------ ძ--------ი, ჯ----– ძ--------ი და ი-----–--- ძ--------ი
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ივნისის №0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, 1957 წლის 20 დეკემბრის №3-- ბრძანების №3- გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის ოქმის ბათილად ცნობა;
1.2. სსიპ თვითმმართველობის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში 350 კვ.მ არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის თ------ ძ--------ის, როგორც პირველი რიგის მემკვიდრის - შვილი მამკვიდრებლის გ------- თ----------ის ძე ძ--------ის საკუთრებაში დაბრუნება;
1.3. სსიპ თვითმმართველობის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში 350 კვ.მ არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერში (ს.კ 6-.4-.2--.0--) კორექტირების შეტანა და აზომვითი (სიტუაციური) ნახაზის შედგენა;
მოსარჩელის ახსნა-განმარტების თანახმად, 1994 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა მემკვიდრეობა მოსარჩელის მამის - გ------- თ----------ის ძე ძ--------ზე. სამკვიდრო მოწმობით დადგინდა, რომ თ------ ძ--------ი არის მამკვიდრებლის, გ------- თ----------ის ძე ძ--------ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი. 2003 წლის 1 აგვისტოს გაიცა სამკვიდრო მოწმობა №0- რეესტრი №2---. სამკვიდრო მოწმობა გაიხსნა საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ.გ----–ი, დ-------- ა---–-----ის ქ. №1-ში ყოფილი(ც------ს №1). 2018 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ კვლავ მიმართა სანოტარო ბიუროს და როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ მოითხოვა, მამკვიდრებლის - გ------- თ----------ის ძე ძ--------ის კუთვნილი, როგორც ქონებრივი უფლების(სამკვიდრო აქტივი), ასევე მოვალეობის(სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა, რომელიც ჰქონდა სიკვდილის მომენტისთვის(მოძრავი ნივთები, ა/სატრანსპორტო საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღი, უძარვი ნივთები, საწარმოს წილი, მოთხოვის უფლება მიუღებელ ხელფასზე, სხვა არაპირდაპირი ხასიათის უფლებებზე, მესამე პირის მიმართ.
აღნიშნულ საკითხზე გაიცა 2018 წლის 22 თებერვლის №1-------- სამკვიდრო მოწმობა. 2018 წლის 4 აპრილს მოსარჩელემ მიმართა გორის არქივს №2--------- განცხადებით, რომლითაც მოითხოვა ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობის მომზადება და გაცემა, შემდეგი მონაცემების მიხედვით: 1957-1958-1959 წლებში მოხდა აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა(ჩამოჭრა) გ-------(ჟ-----) თ----------ის ძე ძ--------ის მიმართ, ქ.გორი ა---–-----ის ქ.№2- (ყოფილი ც------ს №1) და მოსარჩელემ მოითხოვა ინფორმაცია აღნიშნული ნაკვეთის ჩამორთმევის და შესაძლო სხვა ფართით დაკმაყოფილების შესახებ(ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2018 წლის 18 აპრილს, გორის არქივმა გასცა №2------------ შემდეგი სახის ცნობა: გორის არქივში დაცული გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1957 წლის გადაწყვეტილების საარქივო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 1957 წელს გ-------(ჟ-----) თ----------ის ძე ძ--------ის საცხოვრებელი სახლი იმის გამო, რომ მოყოლილი იქნა რეკონსტრუქციის ზოლში, ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებით გ-------(ჟ-----) თ----------ის ძე ძ--------ს გამოეყო 1957 წლის 20 დეკემბერს 350 კვ.მ სასახლკარე მიწის ნაკვეთი ქ.გ----–ი, თ---–---ს ქუჩის ჩიხში, კვარტალი №1--/ბრძანება №3--; ოქმი №3-. 1957-1959 წლების საარქივო დოკუმენტებში სხვა ინფორმაცია გ-------(ჟ-----) თ----------ის ძე ძ--------თან დაკავშირებით არ აღმოჩნდა.
სასამართლო სხდომაზე ვ------- ძ--------მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ მემკვიდრეობით მიღებული ქონების თ------ ძ--------ის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-21 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თ------ ძ--------ს ძირითადი მემკვიდრეობა მიღებული აქვს კანონის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მოუწია ზოგადი სამკვიდრო მოწმობის აქტივებსა და პასივებზე მინდობილობის მიღება. მოსარჩელის განმარტებით, როდესაც მან აღიარებით კომისიას მიმართა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაირკვა, რომ არსებობდა კიდევ 350 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მერიის სახელზე იყო რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის დაბრუნება სწორედ 2018 წლის 22 თებერვლის №1-------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. მოსარჩელის მოთხოვნაა, რომ მოხდეს აღნიშნული ქონების უკან დაბრუნება, აგრეთვე გაუქმდეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ივნისის N0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მესამე პირების მამა გარდაცვლილია და აქედან გამომდინარე, აღნიშნული მიწის საკუთრებაში გადმოცემის მოთხოვნა სრულიად კანონიერია. რაც შეეხება აღმასკომის გადაწყვეტილებას, აღნიშნულში წერია, რომ ჟ----- გ-------ს ძე ძ--------ს გამოეყო აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მაგრამ ის წარმოადგენს ფარატინა ფურცელს, რომლითაც ვერ დადგინდა, რომ აღნიშნული ქონება თ------ ძ--------ის საკუთრება იყო. გადაწყვეტილებაში გამოყოფილია მიწა, რომელიც მოსარჩელეს არ მიუღია,ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია
მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი გ--–- მ------–---–ი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
მოსარჩელის მოთხოვნა, რომ ბათილად იქნას ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ივნისის 0------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, არის უსაფუძვლო, ვინაიდან არ არსებობს აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
მოსარჩელის მოთხოვნა, რომ თ------ ძ--------ს, როგორც გ------- ძ--------ის მემკვიდრეს საკუთრებაში დაუბრუნდეს 350 კვ.მ მიწის ფართობი და ბათილად იქნას ცნობილი გორის მშრომელთა დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1957 წლის 20 დეკემბრის ბრძანება N3--, არის უსაფუძვლო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. აქედან ნათლად ჩანს, რომ თ------ ძ--------ის მამკვიდრებელს თავისი უფლება, რომ მოეთხოვა ზემოთ აღნიშნული აქტის ბათილობა, თუ იგი მას ზიანს აყენებდა, არ გამოუყენებია და თ------ ძ-------ის მოთხოვნა დღეის მდგომარეობით არის ხანდაზმული და უნდა შეწყდეს სასამართლოში საქმის წარმოება ხანდაზმულობის საფუძვლით.
მესამე პირები - ჯ----– ძ--------ი, ლ------ ძ--------ი და ი-----–--- ძ--------ი დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას 2018 წლის 22 ივნისის გორის მუნიციპალიტეტის მერიის N04/1132 გადაწყვეტილების(ადმინისტრაციული აქტის) გაუქმების თაობაზე, 1957 წლის 20 დეკემბრის N3-- ბრძანების N3- გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის ოქმის ბათილად ცნობის, სსიპ თვითმმართველობის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში 350 კვ.მ არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის თ------ ძ--------ის, ჯ----– ძ--------ის, ი-----–--- ძ--------ის და ლ------ ძ--------ის საკუთრებაში, საჯარო რეესტრის ამონაწერში ს.კ 6-.4-.2--.0-- ფართის და აზომვითი (სიტუაციური) ნახაზის შედგენის თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.2.1. 2018 წლის 4 აპრილს თ------ ძ--------მა მიმართა გორის არქივს №2--------- განცხადებით, რომლითაც მოითხოვა ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობის მომზადება და გაცემა. 2018 წლის 18 აპრილს, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გორის არქივმა გასცა №AA2------------ შემდეგი სახის ცნობა დანართთან ერთად: გორის არქივში დაცული გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1957 წლის გადაწყვეტილების საარქივო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 1957 წელს გ-------(ჟ-----) თ----------ის ძე ძ--------ის საცხოვრებელი სახლი იმის გამო, რომ მოყოლილი იქნა რეკონსტრუქციის ზოლში, ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებით გ-------(ჟ-----) თ----------ის ძე ძ--------ს გამოეყო 1957 წლის 20 დეკემბერს 350 კვ.მ სასახლკარე მიწის ნაკვეთი ქ.გ----–ი, თ---–---ს ქუჩის ჩიხში, კვარტალი №1--/ბრძანება №3--; ოქმი №3-. 1957-1959 წლების საარქივო დოკუმენტებში სხვა ინფორმაცია გ-------(ჟ-----) თ----------ის ძე ძ--------თან დაკავშირებით არ აღმოჩნდა.
მტკიცებულება: 2018 წლის 18 აპრილის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გორის არქივის №AA2------------ ცნობა; დანართი;
3.2.2. 2018 წლის 19 აპრილს თ------ ძ--------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელშიც მიუთითა შემდეგი: გთხოვთ დაგვიზუსტოთ, 1957 წლის 20 დეკემბრის N3- მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N328 გადაწყვეტილების თანახმად ქ.გორი, თ---–---ს ქუჩის ჩიხში, კვარტალი N1-- (ბრძანება N3-- ოქმი N3-). დღეის მდგომარეობით რა ნუმერაცია აქვს მინიჭებული, დაგვიზუსტოთ ასევე, ესაზღვრება თუ არა დღევანდელი დ------–---–ის ქუჩა ქ.N1-, N1-, N1-(ყოფილი პ--–-----, ყ------ის), გთხოვთ, ინფორმაცია გასცეთ სამისამართო რეესტრზე დაყრდნობით. თ------ ძ--------მა აღნიშნულ განცხადებას დაურთო სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გორის არქივის 2018 წლის 4 აპრილის №AA2------------ საარქივო ცნობა;
მტკიცებულება: 2018 წლის 19 აპრილის განცხადება; 2018 წლის 18 აპრილის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გორის არქივის №AA2------------ ცნობა;
3.2.3. 2018 წლის 25 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #1----- წერილით თ------ ძ--------ს ეცნობა, რომ 2018 წლის 19 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესული თ------ ძ--------ის განცხადების პასუხად, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის იდენტიფიკაცია, შესაბამისად, საჯარო რეესტრი მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტის მისამართის შესახებ. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, დამატებით წარმოსაგდენია სიტუაციური ნახაზი, თ.ძ--------ის დაინტერესებში არსებული უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული სამისამართო რეესტრი არის ქუჩის, პროსპექტის(გამზირის), შესახვევის, ჩიხის, მოედნის და სხვ. სახელწოდებათ, აგრეთვე მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის, ბინის ან ფართის ნუმერაციის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამისამართო რეესტრის წარმოების უფლებამოსილება მიენიჭა 2012 წლის 12 ივნისს. ამავე პერიოდში სააგენტოს მიენიჭა ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების/შენობა-ნაგებობების ნუმერაციის უფლებამოსილება, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით მითითებული ფუნქცია გადმოეცა 2016 წლის 1 სექტემბრიდან. უფლებამოსილების გადმოცემის შემდგომ, შესაბამისი უწყებიდან (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები) გამოთხოვნილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია მისამართების მინიჭების, ცვლილების თაობაზე, თუმცა, მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია სააგენტოსთვის სრულად ვერ იქნა მოწოდებული. აღნიშნულის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას სრულყოფილად გასცეს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ადრეულ პერიოდში მინიჭებულ/შეცვლილ მისამართებთან დაკავშირებით;
მტკიცებულება: 2018 წლის 25 აპრილის #1----- წერილი;
3.2.4. 2018 წლის 25 აპრილს, თ------ ძ--------მა განცხადებით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერს, კ------------ე თ--------–---–ს, სადაც მიუთითა შემდეგი: 1957 წლის 20 დეკემბრის N3- მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N328 გადაწყვეტილების თანახმად, გ------- თ----------ის ძე ძ--------ის საცხოვრებელი სახლი იმის გამო, რომ მოყოლილი იქნა რეკონსტრუქციის ზოლში, ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებით გ------- თ----------ის ძე ძ--------ს გამოეყო 350 კვ.მ სასახლკარე მიწის ნაკვეთი ქ.გ----–ი, თ---–---ს ქუჩის ჩიხში, კვარტალი N1-- (ბრძანება N3-- ოქმი N3-). გთხოვთ მოგვცეთ ინფორმაცია, დღეის მდგომარეობით რა ნუმერაცია აქვს მინიჭებული აღნიშნულ ქუჩას და თუ ესაზღვრება დღევანდელი დ------–---–ის ქუჩა ქ.N1-, N1-, N1-(ყოფილი პ--–-----, ყ------ის). ასევე, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია დღეის მდგომარეობით სად მდებარეობს 350 კვ.მ მიწის ნაკვეთი. თ------ ძ--------მა აღნიშნულ განცხადებას დაურთო სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გორის არქივის 2018 წლის 4 აპრილის №AA2------------ საარქივო ცნობა და პირადობის მოწმობის ასლი;
მტკიცებულება: 2018 წლის 25 აპრილის განცხადება; სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გორის არქივის 2018 წლის 4 აპრილის №AA2------------ საარქივო ცნობა და პირადობის მოწმობის ასლი;
3.2.5. გორის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 მაისის №0------ წერილით, თ------ ძ--------ს ეცნობა, რომ მშრომელთა დეპუტატების გორის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის #3-- გადაწყვეტილებით, გ------- თ----------ის ძე ძ--------ისთვის თ---–---ს ქუჩის ჩიხში გამოყოფილი 350 კვ.მ სასახლკარე მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის და მის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მონაცემების მიწოდებასთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია. ამასთან, ქუჩის ნუმერაციის საკითხთან დაკავშირებით, მიემართათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის.
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 მაისის №0------ წერილი;
3.2.6. საქმეში წარმოდგენილია 1997 წლის 21 ოქტომბრის გორის სასამართლოს №2---- გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ---–----- ვ-–--------ის ასული ი-–---–ის სარჩელი, მოპასუხის - გორის ,,ს---–----------–----“ N1-ის, მესამე პირების - გორი ს--–------------- ერთიანი ფონდის გორის კ---–-------- განყოფილების გორის მმაჩის ბიუროს და გორის ს---------- სასამართლოს ადმინისტრაციის მიმართ შენობა-ნაგებობაზე მემკვიდრედ ცნობის და მისი დაბრუნების თაობაზე. შენობა ტრანსმისიის წესით დაუბრუნდა მემკვიდრეებს. აღნიშნული შენობა, მოსარჩელეების მამკვიდრებელს, რომელიც 1937 წელს დააპატიმრეს, ჩამოერთვა უსასყიდლოდ და გადაეცა ადგილობრივ თვითმმართველობას ორგანოებს. იგი 1958 წელს რეაბილიტირებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.
მტკიცებულება: გორის სასამართლოს 1997 წლის 21 ოქტომბრის №2---- გადაწყვეტილება;
3.2.7. 2018 წლის 29 მაისის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, თ------ ძ--------ის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ჩატარდა ადმინისტრაციული საქმისწარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელიც შეეხებოდა 1957 წლის 20 დეკემბრის N3---ე ბრძანების ოქმი N3--ის გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილების გაუქმებას და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 350 კვ.მ მიწის ნაკვეთის თ------ ძ--------ის საკუთრებაში დაბრუნებას. სხდომაში მონაწილეობდა თ------ ძ--------ის წარმომადგენელი ვ------- ძ--------ი.
მტკიცებულება: 2018 წლის 29 მაისის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი;
3.2.8. 2018 წლის 14 მაისს, თ------ ძ--------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერს - კ------------ე თ--------–---–ს და მოითხოვა შემდეგი: 1957 წლის 20 დეკემბრის №3-- ბრძანების №3- გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილების და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, არასებული არასასოფლო-სამეურნეო 350 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემა თ------ ძ--------ის საკუთრებაში, მოხდეს ფართის კორექტირება საჯარო რეესტრის ამონაწერში, საზღვრების დადგენა(საჯარო რეესტრის ამონაწერი 6-.4-.2-.0--, მთლიანი და მოხდეს კორექტირება ფართის 7040.00 კვ.მ(აღნიშნულ ფართს უნდა გამოაკლეს 350 კვ.მ, როგორც თ------ ძ--------ის საკუთრება, ხოლო სსიპ თვითმმართველობის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში აღირიცხოს უკვე კორექტირებული დაზუსტებული ფართი 6690 კვ.მ) და ასევე, მოგვეცეს უფლება მოვახდინოთ შემდეგ აზომვითი(სიტუაციური) ნახაზის შედგენა;
მტკიცებულება: 2-18 წლის 14 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი;
3.2.9. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ივნისის N0------- წერილით, თ------ ძ--------ს ეცნობა, რომ ვინაიდან გ-------(ჟ-----) თ----------ის ძე ძ--------ს ჩამორთმეული 350 კვ.მ მიწის ფართის სანაცვლოდ ქ.გ----–ი, თ---–---ს ქუჩის ჩიხში კვარტალი N1---ში გადაეცა იგივე ფართობის მიწის ნაკვეთი, არ დარღვეულა არც კანონის მოთხოვნები და არც გ-------(ჟ-----) თ----------ის ძე ძ--------ის უფლებები, შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის მერია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ბათილად გამოაცხადონ აღმასკომის 1957 წლის 20 დეკემბრის N3-- ბრძანება ოქმის N3- და თ------ ძ--------ს საკუთრებაში დაუბრუნონ მისთვის ჩამორთმეული 350 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდაც გ-------(ჟ-----) თ----------ის ძე ძ--------ს ქ.გ----–ი, თ---–---ს ქუჩის ჩიხში კვარტალი N1-- გადაეცა 350 კვ.მ მიწის ფართი.
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ივნისის N0------- წერილი;
3.2.10. საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 31 ოქტომბრის N2-------1 წერილით ირკვევა, რომ გორის არქივში დაცული გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომეტეტის 1957 წლის სხდომის ოქმის საარქივო დოკუმენტით დასტურდება, რომ 1957 წლის 20 დეკემბრის, ოქმი N3-, გადაწყვეტილება N3---ის საფუძველზე მოქ. გ------- თ----------ის ძე ძ--------ს, იმის გამო, რომ მისი საცხოვრებელი სახლი მოყოლილია რეკონსტრუქციაში, საკვლევი ინსტიტუტ ,,ნ-------------------“ ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებით, გამოეყოს 350 კვ.მ მეტრი სასახლკარე მიწის ნაკვეთი, მისამართით: თ---–---ს ქუჩის ჩიხში კვ.N1--.
მტკიცებულება: საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 31 ოქტომბრის N2-------1 წერილი; 1957 წლის 20 დეკემბრის გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომეტეტის გადაწყვეტილება N3--;
3.2.11. 2018 წლის 21 სექტემბერს თ------ ძ--------ის წარმომადგენლის, ვ------- ძ-------ის მიერ წარმოდგენილი იქნა 1987 წლის 27 ოქტომბრის სახლის ტექნიკური პასპორტი, მითითებით მუნიციპალიზაცია ქმნილი, თ--------–---–ი დ----- ი-–--- ძეზე, და 1992 წლის 19 მარტის გორის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე დ.თ--------–---–ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის საფუძველზე დაუბრუნდა აღნიშნული უძრავი ქონება.
მტკიცებულება: 2018 წლის 21 სექტემბრის განცხადება თანდართული მასალებით;
3.2.12 ქ.გ----–ი ც------ს ქუჩა N3-ში მდებარე სახლის და მიწის ნაკვეთის შესახებ გაცემულია ტექნიკური პასპორტი გ------- ძ--------ის და თანამესაკუთრის სახელზე. შესაბამისი საკადასტრო ნახაზით. მიწის ნაკვეთის ფაქტიურ ფართად მითითებულია 667, განაშენიანება 181.00, ბოსტანი, 425.70. ეზო 60.3. ტექპასპორტის მონაცემების აღრიცხვა დაწყებულია 1939 წლის 26 სექტემბერს და დასრულებულია 1987 წლის 25 ივნისს. აღრიცხულია 1939 და 1980 წლის მონაცემები.
მტკიცებულება: უძრავი ქონების ტექნიკური პასპორტი, საკადასტრო ნახაზი.
3.2.13 თ------ ძ--------ის არის თანამესაკუთრე, ქ.გ----–ი ა---–-----ის ქუჩა.N3 მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდით 6-.0-.1-.8--.
მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2.14 გ------- ძ-------ი გარადაიცვალა 1994 წლის 4 ნოემბერს. სამკვიდრო მიიღო თ------ ძ--------მა.
მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს კონსტიტუციის საკუთრების უფლების შესახებ მე- 19-ე მუხლით:
1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გასარკვევია, რამდენად კანონიერია გასაჩივრებული აქტი და არსებითად არის თუ არა დარღვეული მოსარჩელის მამკვიდრებლის საკუთრების უფლება. ამასთან, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე - საბჭოთა პერიოდში, როდესაც ხშირი და გავრცელებული იყო საკუთრების ჩამორთმევა და ამით აღნიშნული უფლების დარღვევა, ხომ არ არის მსგავსი ვითარება მიმდინარე სადავო საკითხის შემთხვევაში. ამასთან, საკითხის სწორად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს მისი მიმართება ამჟამად მოქმედი, პირის საკუთრების დაცვის აღიარებულ სამართლებრივ პრინციპებთან, რომლებიც ეყრდნობა პირის უფლებას ისარგებლოს, ფლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას თავისუფლად. თუმცა დაშვებულია ამ უფლების შეზღუდვა და საკუთრების ჩამორთმევა დათქმული პირობებით. სასამართლო მიუთითებს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებით ოქმის პირველ მუხლსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლს, რომლის მიხედვით საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის და შესაბამისი ანაზღაურებით. მთავარი პირობა საკუთრების უფლების რეალიზებაში სახელმწიფოს ჩარევისას, არის კომპენსაციის მიღება. საყურადღებოა, რომ აღნიშნული საკითხი დღევანდელი კანონმდებლობით მოწესრიგებულია ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და კომპენსაციად განსაზღვრულია ანაზღაურება თანხის გადახდით ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემით.
ამ ფორმალური გარემოებების შემოწმებასთან ერთად სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის, სასამართლოს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია, ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენა და შეფასება.
დადგენილია, რომ ქ.გ----–ი ც------ს ქუჩა N3-ში მდებარე სახლის და მიწის ნაკვეთის შესახებ გაცემულია ტექნიკური პასპორტი გ------- ძ--------ის და თანამესაკუთრის სახელზე. შესაბამისი საკადასტრო ნახაზით. მიწის ნაკვეთის ფაქტიურ ფართად მითითებულია 667, განაშენიანება 181.00, ბოსტანი, 425.70. ეზო 60.3. ტექპასპორტის მონაცემების აღრიცხვა დაწყებულია 1939 წლის 26 სექტემბერს და დასრულებულია 1987 წლის 25 ივნისს. აღრიცხულია 1939 და 1980 წლის მონაცემები.
დადგენილია, რომ გორის არქივში დაცული გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1957 წლის გადაწყვეტილების საარქივო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 1957 წელს გ-------(ჟ-----) თ----------ის ძე ძ--------ის საცხოვრებელი სახლი იმის გამო, რომ მოყოლილი იქნა რეკონსტრუქციის ზოლში, ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებით გ-------(ჟ-----) თ----------ის ძე ძ--------ს გამოეყო 1957 წლის 20 დეკემბერს 350 კვ.მ სასახლკარე მიწის ნაკვეთი ქ.გ----–ი, თ---–---ს ქუჩის ჩიხში, კვარტალი №1--/ბრძანება №3--; ოქმი №3-.
დადგენილია, რომ სასახლკარე მიწის ნაკვეთი გ------- ძ--------ს არ მიუღია და ამჟამად მისი მემკვიდრე ითხოვს ჩამორთმეული უძრავი ქონების დაბრუნებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია იმ დროს მოქმედი გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ, რომელსაც კანონმდებლობის თანახმად ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება და ამ მხრივ ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. ყურადღებას უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ამ ორგანოს მიერ ხდებოდა იმ პერიოდში უძრავი ქონების გადაცემა მოქალაქეებისათვის, მიჩნეულია უფლებადმდგენ დოკუმენტის გამცემ ორგანოდ და წარმოშობს საკუთრების უფლებას. ამიტომ იმთავითვე, მხოლოდ ამ მიზეზით ბათილად ცნობის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა იქნას გაზიარებული.
რაც შეეხება, საკუთრების უფლების ჩამორთმევის და ამით უფლების შელახვის საკითხს, უნდა გაირკვეს რის გამო მოხდა ჩამორთმევა და ადგილი ჰქონდა თუ არა თვითნებობას და ასევე დაირღვა თუ არა საკუთრების უფლების დაცვის უმთავრესი პრინციპი მსგავსი შემთხვევისას, რაც ითვალისწინებს სრულ და სამართლიან ანაზღაურებას.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი, რეკონსტრუქციის გამო, საკვლევი ინსტიტუტ ,,ნ-------------------“ ტერიტორიის გაფართოების გამო ჩამოერთვა, რაც აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად შეიძლება ჩაითვალოს. იმავე გადაწყვეტილებით გ------- ძ--------ს გამოეყო სანაცვლოდ სასახლკარე მიწის ნაკვეთი კონკრეტული მდებარეობის განსაზღვრით, რაც უდავოდ შეიძლება იქნეს მიჩნეული კომპენსაციად. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ განსახილველი შემთხვევა არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომელიც უშვებს საკუთრების ხელყოფას დათქმული პირობებით. საქმეში ჯეიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ განმარტა სწორედ კომპენსაციის საკითხი და ქონების ჩამორთმევის დროს კომპენსაციის გადახდა საკუთრების უფლება განხორციელების პირობად აღიარა. აგრეთვე, აღნიშნა, რომ ,,კომპენსაციის პირობებს გააჩნია არსებითი მნიშვნელობა იმის შეფასებისათვის, თუ რამდენად იცავს გასაჩივრებული კანონმდებლობა სამართლიან ბალანსს საქმეში არსებულ სხვადასხვა ინტერესს შორის“ და საჯარო და კერძო ინტერესს შორის შეფასებისას, და ჩარევის, ხელყოფის პროპორციულობის დასადგენად არსებით გარემოებად ჩათვალა.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებაზე, მოსარჩელის მამკვიდრებელი გ------- ძ--------ი, სამკვიდრო მოწმობის მიხედვით გარდაიცვალა 1994 წელს, რაც ნიშნავს, რომ თუ ჩათვლიდა, რომ მისი საკუთრების უფლება დაირღვა მიემართა უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სასამართლოსათვის უფლების აღდგენისათვის, რაც მას არ გაუკეთებია. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ გ------- ძ--------ს უძრავი ქონების ნაწილი ჩამოერთვა, რეკონსტრუქციის გამო. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მოყვანილ სხვა მაგალითებს ისინი ეხება 1930-იანი წლების რეპრესირებულთა ქონებას ან პირდაპირი წესით მუნიციპალიზირებულ ქონებას, რომლისთვისაც კომპენსაცია არ იყო გადაცემული. ამიტომ რელევანტური არ იქნება სადავო საკითხთან დაკავშირებით.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის არსებითად დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მისი ბათილად ცნობასთან და სსიპ თვითმმართველობის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში 350 კვ.მ არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის თ------ ძ--------ის, როგორც პირველი რიგის მემკვიდრის - შვილი მამკვიდრებლის გ------- თ----------ის ძე ძ--------ის საკუთრებაში დაბრუნების შესახებ და აღნიშნული უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერში (ს.კ 6-.4-.2--.0--) კორექტირების შეტანის და აზომვითი (სიტუაციური) ნახაზის შედგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, ამგვარ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 100 ლარია. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლო ხარჯების ანგარიშში - 100 (ასი) ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდეს თ---------- გ-------ის სასარგებლოდ.
თ------ ძ--------ის მიერ 2018 წლის 28 ივნისს ადმინისტრაციულ სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება №17019573; სახაზინო კოდი 300843150) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, 23-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ------ ძ--------ის სარჩელი მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მიმართ, მესამე პირები - ლ------ ძ--------ი, ჯ----– ძ--------ი და ი-----–--- ძ--------ი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ივნისის N0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, 1957 წლის 20 დეკემბრის N3-- ბრძანების N3- გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის ოქმის ბათილად ცნობის, სსიპ თვითმმართველობის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში 350 კვ.მ არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის თ------ ძ--------ის, როგორც პირველი რიგის მემკვიდრის - შვილი მამკვიდრებლის გ------- თ----------ის ძე ძ--------ის საკუთრებაში დაბრუნების შესახებ და აღნიშნული უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერში (ს.კ 6-.4-.2--.0--) კორექტირების შეტანის და აზომვითი (სიტუაციური) ნახაზის შედგენის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
2. 2018 წლის 28 ივნისს მიერ თ------ ძ--------ის მიერ ადმინისტრაციულ სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება №17019573; სახაზინო კოდი 300843150) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული