განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
160100119003277833
დავის ტიპი
151
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160100119003277833

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/387-19 20 დეკემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031291019001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: ვერიკო ნინიაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მადონა ურუშაძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ლელა მარიამიძე

 

ბრალდებული: ა----– გ----------ი

მამის სახელი: ჯავადალი

დაბადებული: 1----–-–-----------------–-

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მარნეული, სოფელი ა------–--

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1.ა----– გ----------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელი ა------–--ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასმავ მდგომარეობაში მყოფმა ა----– გ----------მა უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი თავისი მეუღლეს ა-----ა გ-------ას, რომელიც კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით გავიდა ეზოში. ა----– გ----------ი მისგან ითხოვდა სახლში შესვლას, რის გამოც, მარჯვენა მკლავში დაეჭიდა ორივე ხელით, თმები დაქაჩა და მარჯვენა ლოყაში დაარტყა ხელი. ჩხუბის დროს ეზოში შემოსულ თავის შვილს - ა---– გ----------ს, რომელიც შეეცადა დედის - ა-----ა გ-------ას დაცვას, ა----– გ----------მა ორჯერ მარჯვენა ფეხის და ერთხელ ზურგის არეში მოახვედრა მის მიერ ნასროლი ქვები. ხოლო, ა-----ა გ-------ას ქვა ესროლა და მოახვედრა მარჯვენა ფეხის კოჭში. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულებმა ა-----ა გ-------ამ და ა---– გ----------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. ა----– გ----------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქრა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ორი წევრის მიმართ.

 

2019 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელი ა------–--ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა----– გ----------მა უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი თავის მეუღლეს ა-----ა გ-------ას და ფიზიკურად იძალადა მის მიმართ. ასევე, ჩხუბის დროს სახლში დაბრუნებულ შვილს - ა---– გ----------ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის განხორციელების მომენტში, ა----– გ----------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს- ა---– გ----------ს და მეუღლეს - ა-----ა გ-------ას, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელი ა------–--ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასმავ მდგომარეობაში მყოფმა ა----– გ----------მა უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი თავისი მეუღლეს ა-----ა გ-------ას, რომელიც კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით გავიდა ეზოში. ა----– გ----------ი მისგან ითხოვდა სახლში შესვლას, რის გამოც, მარჯვენა მკლავში დაეჭიდა ორივე ხელით, თმები დაქაჩა და მარჯვენა ლოყაში დაარტყა ხელი. ჩხუბის დროს ეზოში შემოსულ თავის შვილს- ა---– გ----------ს, რომელიც შეეცადა დედის- ა-----ა გ-------ას დაცვას, ა----– გ----------მა ორჯერ მარჯვენა ფეხის და ერთხელ ზურგის არეში მოახვედრა მის მიერ ნასროლი ქვები. ხოლო, ა-----ა გ-------ას ქვა ესროლა და მოახვედრა მარჯვენა ფეხის კოჭში. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულებმა ა-----ა გ-------ამ და ა---– გ----------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელი ა------–--ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა----– გ----------მა უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი თავის მეუღლეს ა-----ა გ-------ას და ფიზიკურად იძალადა მის მიმართ. ასევე, ჩხუბის დროს სახლში დაბრუნებულ შვილს - ა---– გ----------ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის განხორციელების მომენტში, ა----– გ----------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს- ა---– გ----------ს და მეუღლეს - ა-----ა გ-------ას, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ა----– გ----------ს 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს 111 მუხლი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ ა----– გ----------ი არის ა-----ა გ-------ას მეუღლე, ხოლო ა---– გ----------ი ბრალდებულის შვილი და ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.

 

2019 წლის 13 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N007954719 დასკვნის თანახმად ა-----ა გ-------ას 29.10.19წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2019 წლის 13 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N007965919 დასკვნის თანახმად ა---– გ----------ს 29.10.19წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევი მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულების ა---– გ----------ისა და ა-----ა გ-------ას გამოკითვის ოქმებით, 2019 წლის 29 ოქტომბრის ოქმებით ვიზუალური დათვალიერების შესახებ, 2019 წლის 29 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, დადგენილია, რომ ა----– გ----------მა მეუღლის ა-----ა გ-------ასა და შვილის ა---– გ----------ის მიმართ განხორციელა ძალადობა.

 

2.2. სიცოცხლის მოსპობის მუქრა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ორი წევრის მიმართ.

 

დაზარალებულ აგილ გურბანოვის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე აგილ გურბანოვი (მამა) მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც აღიქვა რეალურად.

 

დაზარალებულ აფსანა გასანოვას გამოკითხვის ოქმის თანახმად, დგინდება რომ 2019 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე აგილ გურბანოვი (მეუღლე) მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც აღიქვა რეალურად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულების აფსანა გასანოვასა და აგილ გურბანოვის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში წარმოდგენული მტკიცებულებებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია რომ ადილ გურბანოვმა მეუღლის - აფსანა გასანოვასა და შვილის - აგილ გურბანოვის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ა----– გ----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ (ორი ეპიზოდი).

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა----– გ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა----– გ----------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულების ა---– გ----------ისა და ა-----ა გ-------ას გამოკითვის ოქმები, 2019 წლის 29 ოქტომბრის ოქმები ვიზუალური დათვალიერების შესახებ, 2019 წლის 29 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის N007954719 დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N007965919 დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ა----– გ----------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა----– გ----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა----– გ----------მა ა-----ა გ-------ას და ა---– გ----------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

 

4.4. სასამართლომ დაადგინა, რომ ა----– გ----------ს 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს 111 მუხლი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის და გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას - სიცოცხლის მოსპობის მუქრისათვის, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა რომ დანაშული ჩადენილი უნდა იყოს სწორედ ოჯახის წევრის მიმართ, შესაბამისად დამატებით 111-ე მუხლზე მითითება სასამართლოს მიაჩნია მიზანშეუწონლად და როგორც ზედმეტად წარდგენილი იგი უნდა ამორეიცხოს ადილ გურბანოვს წარდგენილი ბრალიდან.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების ხასიათსა და მოტივს. ბრალდებული დაზარალებულების მიმართ ახორციელებს მუქარას და აყენებს დაზიანებას. ასევე გასათვალისწინებელია მისი ქმედების შედეგი, რაც დაწვრილებითაა აღწერილი ექსპერტიზის დასკვნაში. სასამართლომ შეაფასა აღნიშნულ ქმედებათა საზოგადოებრივი საშიშროება და მიიჩნევს, რომ სასჯელით, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თვისუფლების აღკვეთასთან, ვერ იქნება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნები მიღწეული. თუმცა ასევე სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა----– გ----------ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულებთან.

 

ა----– გ----------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტთ გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით ა----– გ----------ს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ა----– გ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასრგებლო შრომა 300(სამასი) საათის ვადით.

 

ა----– გ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ ა----– გ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ა----– გ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 29 ოქტომბრიდან.

 

ა----– გ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე