განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2019
საქმის ნომერი
330100119002871827
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/815-19

(გამოძიების №0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ--------–------,დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ-----–------------ (დაბადებული - 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, რეგისტრირებული: ს--------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------------------------------ში),ადვოკატი - გ-------------------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 25 იანვარს, 00:47 საათზე თ---–-----------------------------------------------ში დაკავებულ იქნა ამავე მისამართზე მცხოვრები, მთვრალი მ-----–------------, რომელიც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ზ-------------- და განუცხადა, რომ მოკლავდა. დაზარალებულ ზ-------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).

 

2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.

 

2.4. მ-----–------------- მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ - ზ---------------, მოწმეების - გ-------------–---–--, მ---------–-------–---–----------, ბ------–-–------, ნ--------------, ლ------------–-–---–--, გ--------------–---–--, ნ--------------- ჩვენებები, კერძოდ:

 

2.5. დაზარალებულმა ზ--------------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი. დაზარალებულის განმარტებით, ალკოჰლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მ-----–------------ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც აღიქვა რეალურად და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ზ--------------- ასევე დაადასტურა, რომ დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მ-----–------------სთან ერთად თ---–--–------------------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. თანაცხოვრების მანძილზე მეუღლეს მისთვის არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე არ დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულის განმარტებით, 2019 წლის 25 იანვარს მ-----–------------- მუქარა იყო ერთადერთი შემთხვევა და წარსულში ანალოგიური ხასიათის ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ზ--------------- დაადასტურა, რომ მუქარას წინ უსწრებდა სიტყვიერი შელაპარაკება. მისი უკმაყოფილება გამოიწვია მ-----–-- მეგობრის - ბ----- სტუმრობამ, ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ავადმყოფობდა, იწვა და არ გააჩნდა სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები სტუმრის მისაღებად. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ მ-----–------------ კარგი მეუღლეა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, ავადმყოფობის პერიოდში ზრუნავდა დაზარალებულზე და იყო მისი ერთადერთი მარჩენალი.

 

2.6. მოწმე გ-------------–---–-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მ-----–------------- ოჯახთან აქვს კარგი მეზობლური ურთიერთობა. ბრალდებული არ არის კონფლიქტური ადამიანი, მასთან უთანხმოება არასდროს ჰქონია. გ-------------–---–-- დაადასტურა, რომ 2019 წლის 25 იანვარს, საღამოს დაახლოებით 22:00 საათის შემდეგ, გაიგონა ჩხუბის და ხმამაღალი საუბრის ხმა. მ-----–------------ ზ-------------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით „მოგკლავო“. რამდენიმე მეზობელთან ერთად მივიდა მ-----–------------- სახლში, სადაც ბრალდებულისა და დაზარალებულის გარდა, ასევე იმყოფებოდა ბ---- (მ-----–------------- მეგობარი). მ-----–------------ იყო ნასვამი და იმყოფებოდა აფექტურ მდგომარეობაში. მცდელობის მიუხედავად ბრალდებულის დაწყნარება ვერ მოახერხა, მ-----–------------ აგრძელებდა ზ--------------- ლანძღვას და მუქარას. რამდენიმე წუთში ადგილზე გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს მ-----–------------.

 

2.7. მოწმე მ---------–-------–---–----------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 24 იანვარს შეესწრო ზ--------------ა და მ-----–------------ს შორის განვითარებულ კონფლიქტს. დაზარალებულის უკმაყოფილება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მ-----–------------მ სახლში მიიყვანა უცხო მამაკაცი, რაც მას უქმნიდა გარკვეულ დისკომფორტს (ზ-------------- იმ პერიოდში ავადმყოფობდა, იყო მწოლიარე მდგომარეობაში, უჭირდა გადაადგილება და უცხო ადამიანის სახლში ყოფნა არ სიამოვნებდა). მოწმემ დაადასტურა, რომ ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, რა დროსაც გაიგონა მ-----–------------- მიერ წარმოთქმული სიტყვები „მოგკლავ“.

 

2.8. მოწმე ბ------–-–------ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 25 იანვარს მ-----–------------სთან ერთად დიდუბის ტერიტორიაზე დალია ალკოჰოლური სასმელი. აღნიშნულის შემდეგ ერთად მივიდნენ მ-----–------------- სახლში, სადაც მისი გამოჩენით გაღიზიანებულმა ზ--------------- კამათი დაუწყო ბრალდებულს. გაერიდა კონფლიქტურ სიტუაციას და ღამის გასათევად მეზობელ გ-------------–---–---- დარჩა. ნასვამს მალევე ჩაეძინა. გააღვიძეს პატრულის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს სამმართველოში. გ-------------–---–-- სახლიდან გასვლისას გაიგონა ზ--------------ა და პატრულის თანამშრომელს შორის საუბარი, რა დროსაც დაზარალებულმა განაცხადა, რომ მ-----–------------ დაემუქრა.

 

2.9. სასამართლო აფასებს დაზარალებულ ზ---------------, მოწმეების - ბ------–-–------, გ-------------–---–--ა და მ---------–-------–---–-- ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. დაზარალებული და მოწმეები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ მ-----–------------- მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს. განმარტავენ, რომ მეუღლეებს შორის კონფლიქტი გამოიწვია ბრალდებულის მიერ სახლში მეგობრის მიყვანამ. გაიგონეს თუ როგორ დაემუქრა მ-----–------------ ზ-------------- სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულმა ზ--------------- მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მეუღლის მხრიდან განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი და აღნიშნა, რომ მ-----–------------- მუქარა აღიქვა რეალურად და შეეშინდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა მხრიდან იმგვარი დაინტერესება ბრალდებულის საწინააღმდეგოდ, რაც მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა, საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა. ამდენად, ზ---------------, გ-------------–---–--ა და მ---------–-------–---–---------- ჩვენებები ცალსახად ადასტურებენ მ-----–------------- მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს.

 

2.10. პატრულ-ინსპექტორმა ნ-------------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 25 იანვარს მეწყვილე ლ------------–-–---–---- ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც „112“-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თ---–----------------------------------------------ში, სადაც დახვდა განმცხადებელი ზ--------------. დაზარალებულის განმარტებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე - მ-----–------------ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებული აღელვებული იყო და თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ, ბრალდებულის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, თუმცა ამის თაობაზე პოლიციაში არ განუცხადებია. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ორი მეზობელი, რომლებმაც გასაუბრებისას დაადასტურეს მ-----–------------სა და ზ-------------- შორის ხშირი კონფლიქტური ურთიერთობის ფაქტები.

 

2.11. პატრულ - ინსპექტორმა ლ------------–-–---–-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 25 იანვარს, „112“-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თ---–--------------------ში. შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე დახვდა ბრალდებული მ-----–------------, ასევე მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი ზ-------------- და ნასვამი ახალგაზრდა მამაკაცი. დაზარალებულის განმარტებით, ჰქონდა სიმსივნე და საწოლიდან ფაქტობრივად ვერ დგებოდა. ზ--------------- განმარტებით, მ-----–------------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისმა მეწყვილე ნ-------------- დაათვალიერა დაზარალებულის სხეული, სადაც მას აშკარად აღენიშნებოდა მეუღლის მიერ წარსულში მიყენებული ჭრილობა. ვინაიდან სახეზე იყო დანაშაულის ნიშნები, გამოიძახეს გამომძიებლები, რომლებმაც დააკავეს ბრალდებული და შეავსეს სათანადო ოქმები. მ-----–------------ს გადაეცა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რაც დაადასტურა შესაბამისი ხელმოწერით. ბრალდებულს ვიზუალურად ფიზიკური ნაკლი არ აღენიშნებოდა და აღნიშნულის შესახებ თავადაც არ განუცხადებია.

 

2.12. სასამართლო აფასებს პატრულ-ინსპექტორების - ნ--------------ა და ლ------------–-–---–-- ირიბ ჩვენებს და აღნიშნავს, რომ მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია 2019 წლის 25 იანვარს განხორციელებულ მუქარის ფაქტთან მიმართებით შეესაბამება დაზარალებულ ზ---------------, მოწმეების - გ-------------–---–--ა და მ---------–-------–---–---------- განმარტებებს, თუმცა მოწმეები - ნ------------- და ლ------------–-–---–- არ არიან მუქარის ფაქტის უშუალო თვითმხილველნი და მათ მიერ სასამართლოსთვის ამ ნაწილში მიწოდებული ინფორმაცია ეფუძნება სხვა მოწმეთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. რაც შეეხება ამ კონფლიქტამდე არსებულ ვითარებას და დაზარალებულისათვის წარსულში მ-----–------------- მიერ ჭრილობების მიყენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ პატრულ-ინსპექტორების განმარტებები ამ ნაწილში არ შეესაბამება არც დაზარალებულის ჩვენებას და არც სხვა მოწმეების განმარტებებს, შესაბამისად, სასამართლო ამ განმარტებებს ვერ გაიზიარებს.

 

2.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის სახით დაიკითხნენ - გ--------------–---–- და ნ--------------, რომლებიც არიან პოლიციის თანამშრომლები. მათ დაკითხვისას დაადასტურეს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათი ჩვენებები წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით ემყარება მოწმეთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

 

2.14. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

2.15. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

 

2.16. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - ნ---------------, გ---------------–---–-ს, ნ--------------ა და ლ------------–-–---–-- ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს, დაემუქრა თუ არა მ-----–------------ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით.

 

2.17. ბრალდებულმა მ-----–------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დაზარალებულ ზ-------------თან (მეუღლესთან) დაძაბული/კონფლიქტური ურთიერთობა არ ჰქონია. დაზარალებული ავადმყოფობდა, შესაბამისად, თავად იყო მისი მარჩენალი და მომვლელი. ბრალდებულის განმარტებით, 2019 წლის 25 იანვარს, დაახლოებით საღამოს 22:00 საათზე მეგობარ ბ------–-–------თან ერთად მივიდა სახლში. მაგიდაზე დაინახა ერთი თითქმის დაცარიელებული არყის ბოთლი. ზ-------------- უსაყვედურა, რომ არ უნდა დაელია, სასმელი მოკლავდა მას. მ-----–------------მ განმარტა, რომ ზ-------------- არ დამუქრებია და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია მისთვის.

 

2.18. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ. უსაფუძვლოა არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მ-----–------------ მეუღლეს არ დამუქრებია, ვინაიდან საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები დადგინდა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით. დაზარალებულმა და მოწმეებმა (ბრალდებულის მეზობლებმა) ცალსახად დაადასტურეს, რომ მ-----–------------ ზ-------------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, შესაბამისად, ბრალდებულის ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ სასამართლო არ იზიარებს.

 

2.19. ამდენად, სასამართლოს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ 2019 წლის 25 იანვარს მ-----–------------ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ზ--------------. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის აგრესიული მდგომარეობა ცხადყოფს, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ მ-----–------------ და ზ--------------- არიან ოჯახის წევრები (მეუღლეები). გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 25 იანვარს მ-----–------------ მეუღლეს - ზ-------------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დამმუქრებლის პიროვნების, მუქარის გამოხატვის ხერხის, ბრალდებულის მხრიდან გამოხატული აგრესიისა და დაზარალებულის განმარტებების (შეეშინდა) გათვალისწინებით, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობა სასამართლოს დადგენილად მიაჩნია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - მუქარის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი, ხოლო მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება.

 

3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ-----–------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც მ-----–------------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს მ-----–------------- პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.6. სასამართლო ითვალისწინებს მ-----–------------- მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ქალის, მეუღლის - ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (მ-----–------------ ურთიერთშელაპარაკების გამო სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ზ--------------), მ-----–------------- ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს დაზარალებულისათვის დაერღვია სიმშვიდე და მყუდროება), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის უმუშევარი, ცხოვრობს ეკონომიკურ სიდუხჭირეში, იღებს მოწყალებას, ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის), მ-----–------------- ქცევას სასამართლო განხილვის დროს (საქმის არსებითად განხილვის დროს ბრალდებულს წესრიგი არ დაურღვევია, მისი ქცევა არ გასცდენია ეთიკურ ჩარჩოებს), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ურთიერთშელაპარაკება/დაზარალებულის დაშინება), დაზარალებულის განმარტებას (დაზარალებულის განმარტებით, წარსულში მ-----–------------- მხრიდან მის მიმართ მუქარას ან სხვა ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულს ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა/იყო ლოგინად ჩავარდნილი, ბრალდებული უვლიდა მას, უზრუნველყოფდა საკვებითა და მედიკამენტებით, იჩენდა მზრუნველობას და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს), რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მ-----–------------- პატიმრობაში ყოფნის საკითხს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, მ-----–------------ს სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რაც სრულად შეესაბამება სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნებს.

 

4.7. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

 

4.8. ამდენად, განაჩენის 4.5.-4.7. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მ-----–------------ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მ-----–------------- პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

4.9. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.

 

4.10. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მ-----–------------- პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 25 იანვრიდან - 2019 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით ბრალდებულს უნდა შეუმცირდეს დანიშნული ჯარიმა და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მ-----–------------- პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 25 იანვრიდან - 2019 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული ჯარიმა და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

2. მ-----–------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი