განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
N1/1---19
განაჩენი
საქართველოს სახელით
20.01.2020 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ამ----- მა------ვის
ადვიკატ - ლა-–- ჩა---–-–--ლის
თარჯიმან - რა----- მე-----–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------
ბრალდებული:ამ----- მა------ვი;
მამის სახელი: მუ--;
დაბადებული: 03.10.1----–--–--
პირადი ნომერი: 2----------;
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: არასრული საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე.
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი კა---–-;
ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი კა---–-;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.
1) ამ----- მა------ვმა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 აგვისტოს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ - ილ-- მუ--–-ძის მიერ, ამ----- მა------ვის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი № 0-----, რომლის თანახმადაც ამ----- მა------ვს აეკრძალა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---–ში მცხოვრებ ყოფილ მეუღლესთან რა---- ის----–--ვასთან მიახლოვება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ამ----- მა------ვმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 14 აგვისტოს, დააახლოებით 18:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, მივიდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---–ში, რა---- ის----–--ვას საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2) ამ----- მა------ვმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში:
2019 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, 2017 წლის 4 დეკემბრის, გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ამ----- მა------ვმა, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---–ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით განხორციელებული შეტყობინების გამო, ცხვირში მუშტი სამჯერ დაარტყა მეუღლეს რა---- ის----–--ვას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამ----- მა------ვი 2019 წლის 14 აგვისტოს 21:10 საათზე დააკავეს ჩადენილი ქმედებისათვის და 2019 წლის 15 აგვისტოს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 11 აგვისტოს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ - ილ-- მუ--–-ძის მიერ, ამ----- მა------ვის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი № 0-----, რომლის თანახმადაც ამ----- მა------ვს აეკრძალა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---–ში მცხოვრებ ყოფილ მეუღლესთან რა---- ის----–--ვასთან მიახლოვება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ამ----- მა------ვმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 14 აგვისტოს, დააახლოებით 18:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, მივიდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---–ში, რა---- ის----–--ვას საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
1.2. 2019 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, 2017 წლის 4 დეკემბრის, გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ამ----- მა------ვმა, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---–ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით განხორციელებული შეტყობინების გამო, ცხვირში მუშტი სამჯერ დაარტყა მეუღლეს რა---- ის----–--ვას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძო: რა---- ის----–--ვას შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების: რა---- ის----–--ვას, ილ-- მუ--–-ძის გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 11 აგვისტოს შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი N0-----, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 4.12.2017 წლის განაჩენი ამ----- მა------ვის მიმართ, ამ----- მა------ვის დაკავების ოქმი, დაზარალებულ რა---- ის----–--ვას გამოკითხვის ოქმი და საქმის მასალათა ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ამ----- მა------ვი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ცოლს- რა---- ის----–--ვას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ დაზარალებული რა---- ის----–--ვა არის ბრალდებულის ყოფიოლი ცოლი და შესაბამისად მისი ოჯახის წევრი და მასზე ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას ანხორციელებდა ბრალდებული.
2.2. ჩადენილი არაერთგზის
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით კერძოდ: რა---- ის----–--ვას შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების: რა---- ის----–--ვას, ილ-- მუ--–-ძის გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 11 აგვისტოს შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი N0-----, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 4.12.2017 წლის განაჩენი ამ----- მა------ვის მიმართ, ამ----- მა------ვის დაკავების ოქმი, დაზარალებულ რა---- ის----–--ვას გამოკითხვის ოქმი და საქმის მასალათა ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ რომ ამ----- მა------ვი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ცოლს- რა---- ის----–--ვას, ქმედება ჩადენილია არაერთგზის.
საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის მე 15-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
სასამართლო სხდომაზე და საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ამ----- მა------ვი ნასამართლევია გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის N1/----17 განჩენით ქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 2-ე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის. ამდენად მან დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.
2.3. ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: რა---- ის----–--ვას შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების: რა---- ის----–--ვას, ილ-- მუ--–-ძის გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 11 აგვისტოს შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი N0-----, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 4.12.2017 წლის განაჩენი ამ----- მა------ვის მიმართ, ამ----- მა------ვის დაკავების ოქმი, დაზარალებულ რა---- ის----–--ვას გამოკითხვის ოქმი და საქმის მასალათა ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე დასტურდება, რომ ამ----- მა------ვმა ჩაიდინა ოჯახის წევრის ყოფილი ცოლის მიმართ, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალებულებების შეუსრულებლობა.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობა, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში და გულისხმობს ისეთ ქმედებას, მოქმედებას ან უმოქმედობას, რომლითაც ირღვევა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა-ვალდებულებები. კონკრეტულ შემთხვევაში 2019 წლის 11 აგვისტოს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ - ილ-- მუ--–-ძის მიერ, ამ----- მა------ვის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი № 0-----, რომლის თანახმადაც ამ----- მა------ვს აეკრძალა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---–ში მცხოვრებ ყოფილ მეუღლესთან რა---- ის----–--ვასთან მიახლოვება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ამ----- მა------ვმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 14 აგვისტოს, დააახლოებით 18:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, მივიდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---–ში, რა---- ის----–--ვას საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მიხედვით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, კი ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრები არიან მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დაზარალებული რა---- ის----–--ვა არის ბრალდებულის ყოფილი მეუღლე და ოჯახის წევრი.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ამ----- მა------ვმა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ აკრძალული ჰქონდა, რა რა---- ის----–--ვასთან მიახლოება და მისი შეურაცხყოფა, აღნიშნული დაარღვია -მივიდა იმ ადგილას სადაც რა---- ის----–--ვა ცხოვრობს და მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურცხყოფა.
შეურაცხყოფა შეიძლება იყოს გალანძრვა, უწმაწური სიტყვებით მიმართვა, რაც ადამიანში სულიერ ტანჯვას იწვევს.
3. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს გინივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ამ----- მა------ვმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემეტური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ამ----- მა-----ვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ამ----- მა------ვის მიერ ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ისჯება - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული ისჯება - ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ----- მა------ვის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი და ყოველივეს გათვალისწინებით სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელად თავისუფლების აღკვეთის პირობებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ამ----- მა------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.
2. ამ----- მა------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ ამ----- მა------ვს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.
4. ამ----- მა------ვის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება-პატიმრობა გაუქმდეს და ამ----- მა------ვის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 14 აგვისტოს 21:10 საათიდან.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. მხარეების მიერ, განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (მის: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა N24)
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე