განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
040100119003057373
დავის ტიპი
360 1
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 040100119003057373

საქმე #1/24-19

(გამოძიების №------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი ცაგერი

 

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - ნანა ყვირილიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ----- ტ--–--–-–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - თ----- კ-----–----

მამის სახელი: ვ--–----;

დაბადებული: 2-.0-.1--- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, ც------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: ს-–----–--;

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-;

პირადი ნომერი: 4----------;

რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი - ც------, სოფელი ზ--------–-;

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი - ც------, სოფელი ზ--------–-;

ადვოკატი - ვ--–---- კ-------–----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ----- კ-----–----ს მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2--- წლის 8 ივნისის ც------ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თ----- კ-----–---- გამოსახლებული იქნა ც------ს რაიონის სოფელ ზ--------–-ში მდებარე ბიძის, ნ------- კ-----–----ს საცხოვრებელი სახლიდან. რამდენიმე დღის შემდეგ, თ----- კ-----–----, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, თვითნებურად შევიდა გამოთავისუფლებულ ფართში და დღემდე იქ ცხოვრობს. თ----- კ-----–----ს ქმედების შედეგად, ნ------- კ-----–---- მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2--- წლის 8 ივნისს, თ----- კ-----–----ს მიერ დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ნ------- კ-----–----ს საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლებულ ფართში თვითნებურად შესვლა და თ----- კ-----–----ს ქმედების შედეგად, ნ------- კ-----–----სათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).

 

3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ თ----- კ-----–----ს მხრივ თვითნებობის ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა: დაზარალებულ ნ------- კ-----–----ს, მოწმეების - ს--–---- ს--–------, ი-----–- გ------- ჩვენებები, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები და განაჩენი თ----- კ-----–----ს მიმართ, ხოლო დაცვის მხარემ მოწმეების თ----- კ-----–----სა და ნ----- კ-----–----ს ჩვენებები, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი თემის ცნობები, სადავო ქონებასთან დაკავშირებული თ----- კ-----–----ს საკუთრების მადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები.

 

3.5.საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ნ------- კ-----–----ს ჩვენებით, წლების მანძილზე ქონებრივი დავა აქვა მის ძმისშვილთან, თ----- კ-----–-------. რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოასახლეს მისი საცხოვრებელი სახლიდან. ამის მიუხედავად კვლავ შევიდა და დღემდე ცხოვრობს იქ მისი ნების საწინააღმდეგოდ. ამის გამო გასამართლებულია კიდეც, მაგრამ უშედეგოდ. კვლავ მიმართა პოლიციას მისი საქციელის გამო. ადგება მატერიალური ზიანი, ვინაიდან ტურისტებზე შეეძლო გაქირავება.

 

3.6. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხული ც------ს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–- გ------- ჩვენებით, მის უბანში შედის სოფელი ზ--------–-, სადაც წლებია ქონებრივი დავა აქვთ თ----- და ნ------- კ-----–------. სასამართლოს გადაწყვეტილებით სახლი მიეკუთვნა ნ------- კ-----–---- და თ----- კ-----–---- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოსახლებული იქნა სადავო ფართიდან. ვინაიდან თ----- კ-----–----, გამოსახლების შემდგომ კვლავ განაგრძობდა მასში ცხოვრებას, ნ------- კ-----–----ს საჩივრის საფუძველზე დაიწყო გამოძიება თ----- კ-----–----ს მიმართ თვითნებობის ფაქტზე და ც------ს რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. ამის მიუხედავად, თ----- კ-----–---- განაგრძობდა მასში ცხოვრებას და ნ------- კ-----–----- კვლავ მიმართა განცხადებით ც------ს რაიონულ სამმართველოს და კვლავ აღძრა მის მიმართ საქმე თვითნებობისათვის.

 

3.7. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხული ს--–---- ს--–------ ჩვენებით, 2--- წლის 0- სექტემბერს სოფელ ზ--------–-ში მცხოვრები მოქალაქე ნ------- კ-----–----ს განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება თ----- კ-----–----ს მიერ თვითნებობის ფაქტზე. ნ------- კ-----–---- არის თ----- კ-----–----ს ბიძა. განცხადებით ირკვევა, რომ თ----- კ-----–---- 2--- წელს ც------ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა ბიძის, ნ------- კ-----–----ს სახლში ცხოვრება, რაზედაც გამოიცა სააღსრულებლო ფურცელი. 2--- წლის ივნისის თვეში თ----- კ-----–---- აღსრულების პოლიციის მიერ გამოსახლებულ იქნა სახლიდან და აეკრძალა სახლში შესვლა ბიძის, ნ------- კ-----–----ს ნებართვის გარეშე. აკრძალვის მიუხედავად თ----- კ-----–----- მეორე დღიდანვე გააგრძელა ცხოვრება ბიძის სახლში. დაიწყო ძიება თვითნებობის ფაქტზე, საქმეზე დადგინდა ბრალდებული და დაზარალებული. მოწმის განმარტებით მას აქვს ინფორმაცია მხოლოდ საქმის მასალებიდან გამომდინარე, იცნობს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის საფუძველზედაც იქნა გამოსახლებული თ----- კ-----–----, თუმცა არ იცნობს დეტალებს თუ როდიდან დაიწყო დავა კონკრეტულ საცხოვრებელ სახლზე, რა უძღოდა წინ ამ დავას.

 

3.8.დაცვის მოწმის სახით საქმის სასამართლო განხილვის დროს მიცემული თ----- კ-----–----ს ჩვენებით, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ, ბიძამ, ნ------- კ-----–-----, მოტყუებით დაირეგისტრირა სოფელ ზ--------–-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, შემდგომ მიმართა სასამართლოს მისი გამოსახლების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა, იმის მიუხედავად, რომ წარადგინა არქივიდან ამონაწერი თანასაკუთრების შესახებ, არავინ მოუსმინა. მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და გამოასახლეს ისე, რომ მისი ნივთები არ გამოუტანია. ვინაიდან სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა, ოთახში შევიდა სხვა კარებიდან, რომელიც აღსრულებისას არ დაუკეტავთ. ნ-------ი კ-----–----ს საჩივრის საფუძველზე გაასამართლეს თვითნებობისთვის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სადავო სახლის ნ------- კ-----–----ს სახელზე რეგისტრაცია. პირადად მასში განაგრძობს ცხოვრებას და დღემდე ცხოვრობს სადავო სახლში როგორც თანამესაკუთრე.

 

3.9.საქმის სამამართლო განხილვის დროს დაცვის მოწმის სახით დაკითხული ნ----- კ-----–----ს ჩვენებით დგინდება, რომ არის თ----- კ-----–----ს და. თ----- კ-----–---- ცხოვრობს სოფელ ზ--------–-ში, მამაპაპისეულ სახლში. დღიდან დაბადებისა. მისი ოჯახი, აწ გარდაცვლილი მშობლები და ორი ძმა, ცხოვრობდნენ ამავე სახლში. მითითებულ სახლში, მეორე კომლად, 1--- წელს გამოიყო ნ------- კ-----–----. მისი ძმა და ბიძა სადავო სახლში ცხოვრობენ ორ კომლად და განსაზღვრული აქვთ თავიანთი წილები: პირველ სართულზე ცხოვრობს თ----- კ-----–----, ხოლო მეორე სართულზე ნ------- კ-----–----. ნ------- კ-----–----- ჩუმად მოახდინა საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაცია, იმის მიუხედავად, რომ საარქივო ამონაწერით კომლის ბოლო წევრები იყვნენ აწ გარდაცვლილი დედა და თ----- კ-----–----. თ----- კ-----–----- გაასაჩივრა ქონების რეგისტრაციის კანონიერება, რაც ც------ს რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმდა ეს გადაწყვეტილება და ამჟამად სადავო სახლის მესაკუთრეს ნ------- კ-----–---- არ წარმოადგენს. ნ------- კ-----–---- მშობლების გარდაცვალების შემდგომ სდევნით მათ, განსაკუთრებით თ-----ს. არ აძლევს არსებობის საშუალებას, ყველა მიწით სარგებლობს თვითონ. ნ------- კ-----–---- სოფელ ზ--------–-ში ჰქონდა სხვა სახლი, რომელიც მოუვლელობით დაინგრა და მამამ შეიფარა როგორც ძმა. ახლა კი თ-----ის გამოსახლება სურს. სოფელ ჭალისთავში ნ------- კ-----–---- გამოეყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, სადაც სახლი იყო დასამთავრებელი, მაგრამ მათ მიერ მიყვანილი ხელოსნები არ შეუშვა. თ----- კ-----–----, გარდა ზარაგულისა სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.

 

3.1-. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ც------ს რაიონული სასამართლოს 2--- წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ნ------- კ-----–----ს სარჩელი მოპასუხე თ----- კ-----–----ს მიმართ საკუთრების ხელშეშლის აღკვეთისა და საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების შესახებ, თ----- კ-----–---- გამოსახლებული იქნა უძრავი ქონებიდან (საცხოვრებელი სახლიდან), მდებარე ც------ს მუნიციპალიტეტი სოფელი ზ--------–-(ს.კ. 89.0-.21.003)და დადგინდა გამოთავისუფლებული ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ნ------- კ-----–----სათვის ჩაბარება(ს.ფ.28-38);

 

3.11.ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის (დელეგირეგბული ფუნქციები) NA16102582 საქმით დასტურდება, რომ თ----- კ-----–----ს გამოსახლება მოხდა 2--- წლის 1- ივნისს (ს.ფ.39-45);

 

3.12.ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ც------ს რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 20 აპრილის N3/14 გადაწყვეტილებით, თ----- კ-----–----ს სარჩელი, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით N89.0-,21.00- ნ------- კ-----–----ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ც------ს სარეგისტრაციო სამსახურის 20-4 წლის 1- ნოემბრის N------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 47-56)

 

3.13.ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ც------ს რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 23 იანვრის განაჩენით, თ----- კ-----–---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, მეორე ჯგუფის ინვალიდ თ----- კ-----–---- დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 საათის ოდენობით(ს.ფ.12-15);

 

3.14.დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ც------ს რაიონული განყოფილების მიერ 2--- წლის 0- მაისს გაცემული N0--07-0-/485 ცნობით დგინდება,რომ თ----- კ-----–---- არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეორე ჯგუფის ინვალიდი და იღებს სოციალური პაკეტით სახელმწიფო გასაცემს 1-0 ლარს (ს.ფ.52)

 

3.15.დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ც------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2--- წლის 1- აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი N231- მიწერილობით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით, თვითმმართველი თემის ც------ს მუნიციპალიტეტის ლუხვანოს ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 2--- წლის 20 ივლისს გაცემული N-- ცნობით, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის მიერ 2--- წლის 17 მაისს გაცემული N AA2---0-9983-0- საარქივო ცნობით, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ ც------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ--------–-ში მდებარე ხის ორსართულიან მამაპაპისეულ სახლში ოდითგანვე ერთად ცხოვრობდნენ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ნ------- კ-----–---- და მისი ძმა ვ--–---- კ-----–---- (ბრალდებულის მამა) ცოლ-შვილთან ერთად. ვ--–---- კ-----–----ს გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე დოდო და შვილი - ბრალდებული თ----- კ-----–----. დედის გარდაცვალების შემდეგ კი, ბრალდებული თ----- კ-----–---- და მისი ბიძა ნ------- კ-----–----. (ს-ფ93-95; ს.ფ.97-99; ს.ფ.96; ს.ფ.100-101;ს.ფ.102; ს.ფ.103-104) (ს-ფ93-95; ს.ფ.97-99; ს.ფ.96; ს.ფ.100-101;ს.ფ.102; ს.ფ.103-104);

 

3.16.დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20-8 წლის 0- ოქტომბრის გადაწყვეტილებით, განსახილველ საქმეზე ბრალდებულ თ----- კ-----–----ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ც------ს რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ც------ს სარეგისტრაციო სამსახურის 20-4 წლის 1- ნოემბრის N------------ გადაწყვეტილება უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით N89.0-,21.00- ნ------- კ-----–----ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ(ს.ფ.125-131)

 

3.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ს--–---- ს--–----- და ი-----–- გ------ არ არიან ინფორმირებული საქმის დეტალებთან დაკავშირებით, მათი ჩვენებები ემყარება დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბიძა-ძმისშვილს შორის არსებული კონფლიქტის თაობაზე. ს--–---- ს--–-----მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა დაზარალებულმა ნ------- კ-----–-----, ასევე დაზარალებულისგან მიიღო ინფორმაცია კონფლიქტის თაობაზე მოწმე ი-----–- გ------მ

 

3.18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

3.19. აღნიშნულ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

 

3.20. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - ს--–---- ს--–------ა და ი-----–- გ------- ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს არის თუ არა დაზარალებული ნ------- კ-----–---- სადავო ქონების ერთადერთი მესაკუთრე და თვთნებურად დაიკავა თუ არა მისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებით ბრალდებულმა თ----- კ-----–----- დაზარალებულის საკუთრება.

 

3.21. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ც------ს რაიონული სასამართლოს 2--- წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ------- კ-----–----ს სარჩელი მოპასუხე თ----- კ-----–----ს მიმართ საკუთრების ხელშეშლის აღკვეთისა და საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების შესახებ,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის (დელეგირეგბული ფუნქციები) აქტი თ----- კ-----–----ს გამოსახლების შესახებ, ც------ს რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 20 აპრილის N3/14 გადაწყვეტილება ბრალდებულ თ----- კ-----–----ს სარჩელზე, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით N89.0-,21.00- ნ------- კ-----–----ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ც------ს სარეგისტრაციო სამსახურის 20-4 წლის 1- ნოემბრის N------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, არ წარმოადგენს თ----- კ-----–----ს ბრალდების მადასტურებელ მტკიცებულებას, რამეთუ მოწმეების თ----- კ-----–----სა და ნ----- კ-----–----ს ჩვენებებით დგინდება, რომ სასამართლოს გადწყეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ სრულყოფილად არ შესრულებულა, თ----- კ-----–----ს გამოსახლება ატარებდა ფორმალურ ხასიათს, ნ------- კ-----–---- გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში არ ჩაბარებია სადავო ფართი. მასში დარჩა თ----- კ-----–----ს საყოფაცხოვრებო და პირადი ნივთები, რომლის საპირისპირო მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. თ----- კ-----–---- არ დაურღვევია სადავო ფართის კარის მთლიანობა, არ შეუტანია რაიმე დამატებითი პირადი სარგებლობის ნივთები, არამედ შევიდა მეორე კარიდან და სარგებლობს იმ ნივთებით, რაც სადავო ქონებაში იყო და არის განთავსებული.

 

3.22.სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20-8 წლის 0- ოქტომბრის გადაწყვეტილების სახით, რომელმაც დადასტურდა, რომ სადავო ქონება არსებული მოცემულობით აღარ წარმოადგენს ნ------- კ-----–----ს საკუთრებას, დამატებითი შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, რამაც შესაძლოა საერთოდ გამორიცხოს ნ------- კ-----–----, როგორც სადავო ქონების ერთადერთი მესაკუთრე. ვინაიდან საქმის განხილვის დროისათვის ნ------- კ-----–----ს საკუთრებას არ წარმოადგენს სადავო ქონება, ბრალდებულის მხრივ თვითნებობასა და ბიძისადმი მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით მსჯელობა ფაქტობრივად გამოირიცხა, შესაბამისად არ არსებობს მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

 

3.23. ყურადღებას იმსახურებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები, სადავო ქონების თანამესაკუთრედ ბრალდებულ თ----- კ-----–----ს უფლების შესახებ: ც------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2--- წლის 1- აგვისტოს მიწერილობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი, თვითმმართველი თემის ც------ს მუნიციპალიტეტის ლუხვანოს ადმინისტრაციული ერთეულის 2--- წლის 20 ივლისის ცნობა, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის საარქივო ცნობა, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის უარსაყოფი მტკიცებულება ბრალდების მხარისაგან არ წარმოდგენილა.

 

3.24.სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, თვითნებობაა ნამდვილად თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი

 

მნიშვნელოვან ზიანთან მიმართებაში სასამართლო განმარტავს, რომ თვითნებობის, როგორც ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანი, რომელსაც სასამართლო დაადგენს საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით. თვითნებობა კანონში მითითებული შედეგის, მნიშვნელოვანი ზიანის გარეშე დანაშაულს არ წარმოადგენს.

 

სუბიექტურ მხარესთან მიმართებაში თვითნებობა განზრახი დანაშაულია. პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ესე იგი თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების სახით და სურს ასეთი შედეგი, ან ითვალისწინებს ასეთი შედეგის დადგომის გარდუვალობას, ან და შეგნებულად უშვებს, ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ვერ დადასტურდა თ----- კ-----–----საგან ნ------- კ-----–----სათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მით უფრო მნიშვნელოვანი ზიანის. ნ------- კ-----–---- არასდროს გამოუყენებია სადავო ფართი კომერციული დანიშნულებით, არ წამოუჭრია საკითხი მისი თ----- კ-----–----საგან დაზიანების ან არსებული მდგომარეობის გაუარესების შესახებ, მისი პრეტენზია ემყარება მხოლოდ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციას, რომლის საფუძველზეც მოხდა თ----- კ-----–----ს ვითომდა გამოსახლება სადავო საცხოვრისიდან და მხედველობაში არ იღებს იმ გარემოებას, რომ მისი საკუთრების უფლების უპირობო რეგისტრაცია აღარ არსებობს და ქონებაზე, რომელზედაც დავობს ნ------- კ-----–----, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი, როგორც ერთპიროვნული მესაკუთრის რეგისტრაცია გაუქმებულია, შესაბამისად მასზე თ----- კ-----–----ს ქმედების შედეგად ზიანის მიყენებაზე მსჯელობაც დაუშვებელია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარისაგან არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება თუნდაც მოწმის სახით, რომ ნ------- კ-----–---- ჰქონდა შესაძლებლობა მისი სადავოდ გახდილი ფართი გაექირავებინა ტურისტებზე და მიეღო მატერიალური შემოსავალი, ასეთი არც ჩვენების ჩამოყალიბების პროცესში გამოუთქვამს დაზარალებულს. საუბრობდა მისი საკუთრების თ----- კ-----–----საგან თვითნებურად სარგებლობაზე და მხოლოდ პროკურორის შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა ტურისტებზე გაექირავებინა სადავო ფართი დადებითად უპასუხა, თუმც შესაძლო შემოსავლის ოდენობა არ დაუსახელებია.

 

მოწმე ი-----–- გ------, რომელმაც დაადასტურა ნ------- კ-----–----ს სისტემატური ვიზიტები ც------ს რაიონულ სამმართველოში თ----- კ-----–----ს მიერ მისი კუთვნილი ფართის თვითნებურად დაკავების გამო, არსად არ უთითებს, რომ ნ------- კ-----–----- მასთან განაცხადა თ----- კ-----–----ს ქმედების გამო მიყენებულ მატერიალურ ზარალთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე არც დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ს--–---- ს--–----- ფლობს რაიმე ინფორმაციას, მას არ განუცხადებია მოწმის სახით დაკითხვისას, რომ დაზარალებულ ნ------- კ-----–---- პრეტენზია გააჩნდა მატერიალურ ზარალთან დაკავშირებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნ------- კ-----–---- რაიმე სახის ზიანი არ მისდგომია, არც მნიშვნელოვანი და არც უმნიშვნელო. პირადად მისი ინტერესის სფეროა ძმისწულის სახლიდან გაძევება, არ არის დაინტერესებული სადავო ქონებიდან შემოსავლით, წინააღმდეგ შემთხვევაში მიუთთებდა დამქირავებელ პირთა ვინაობას, შეთავაზებულ თანხას, მოწმეებს მეზობლების ან რწმუნებულის სახით, რომელიც დაადასტურებდა მისი კომერციული მიზნების განხორციელებისათვის ხელშეშლას ბრალდებულ თ----- კ-----–----საგან.

 

ამდენად, საქმის სასამართლო განხილვის შედეგად, გამოვლინდა რომ არც დაზარალებულისაგან სადაო ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვება, არც თ----- კ-----–----ს მხრივ თავისად დაგულვებული უფლება გამოიკვეთა, და არც მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც მიყენებული იქნებოდა დაზარალებულისადმი ბრალდებულის სუბიექტური განზრახვიდან გამომდინარე, შესაბამისად არც დანაშაულის შემადგენლობა გვაქვს სახეზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ თ----- კ-----–----ს ბრალეულობაში.

 

3.25. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ერთი პირდაპირი ჩვენების არასაკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, როდესაც იგი არ დასტურდება სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით, განპირობებულია იმ სამართლებრივი საფუძვლით, რომ სასამართლოს ობიექტურად არ აქვს შესაძლებლობა ჩვენების სანდოობა შეაფასოს სხვა პირდაპირ მტკიცებულებასთან კავშირში, დარწმუნდეს დასახელებული ფაქტების რეალურობაში. იმ შემთხვევაში თუ, მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის ჩვენება ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აღნიშნულით დაიღვევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა და შეიქმნება მაღალი რისკი უდანაშაულო პირის მსჯავრდების, ვინაიდან მოწმის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში, მისი ჩვენების გადამოწმება და შედარება ვერ მოხდება სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან.

 

3.26. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის ჩვენება არ არის საკმარისი ფაქტების უტყუარად დასადგენად, რის გამოც, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას უტყუარად დაადგინოს თ----- კ-----–----საგან თვითნებობისა და დაზარალებულზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თვითნებობისათვის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ დაზარალებულ ნ------- კ-----–----ს ჩვენება, რომელიც არ არის დადასტურებული სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებით არ არის საკმარისი თ----- კ-----–----ს მხრიდან თვთნებობის განხორციელების ფაქტის უტყუარად დასადგენად. როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა მათ შორის დავა წლების მანძილზე მიმდინარეობს და მხოლოდ მას შემდეგ აღძრა სარჩელი სასამართლოში, როცა მოახერხა უძრავი ქონების მის საკუთრებად რეგისტრაცია, რაც დღეის მდგომარეობით ბათილადაა ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით.

 

4.3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 20-5 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

4.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 200- წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).

 

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.7. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ცალკეული კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს და ქმნის უდანაშაულო პირის მსჯავრდების მაღალ რისკს.

 

4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე მრავალი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2--- წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

4.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ----- კ-----–----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულებები საქმეზე არ წარმოდგენილა

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.თ----- კ-----–---- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2.თ----- კ-----–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, თ----- კ-----–---- უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ც------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი