განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4127-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ეკა ჭაავა
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - ე-–------ი ლ---ას ძე ს-------ი (და---------–- - 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ბ---------ი, დაბა ბ---------ი, შ. რ---------–ის ქ.----), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატი - ი----- ნ-------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტი
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის 2-----–--ს დაახლოებით 01:30 საათზე, ქ. თბილისში, დ----ის ქ. N--ის ბინა N--ში ე-–------ი ს-------ს შელაპარაკება მოუვიდა მასთან, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან - მ------ ო–-----–თან, რა დროსაც ე-–------ი ს-------მა ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რამდენიმე დარტყმით მას მიაყენა სხეულის დაზიანება და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მ------ ო–-----–ი მიყენებული სხეულის დაზიანებების შედეგად, საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დ--------------------ის სამმართველოს პ------–ი განყოფილების თანამშრომლების მიერ გადაყვანილი იქნა ქ. თბილისში, ჩ-----ს ქ. N--ში მდებარე „კ. ე--------ის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“, სადაც მას ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2019 წლის 2-----–--ს დაახლოებით 01:30 საათზე, ქ. თბილისში, დ----ის ქ. N--ის ბინა N--ში ე-–------ი ს-------ს შელაპარაკება მოუვიდა მასთან, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან - მ------ ო–-----–თან, რა დროსაც ე-–------ი ს-------მა ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რამდენიმე დარტყმით მას მიაყენა სხეულის დაზიანება. ე-–------ი ს-------მა ნახა რა მძიმე მდგომარეობაში, ჯერ კიდევ ცოცხალი დაზარალებული, გაიღვიძა მასში სინანულის გრძნობამ და მ------ ო–-----–ის დახმარების მიზნით სატელეფონო ზარი განახორციელა „112-ში“. ე. ს-------მა სხვისი სახელითა და გვარით ოპერატორს შეატყობინა სავარაუდოდ მომხდარი მკვლელობის შესახებ, ასევე აცნობა იმ სახლის მისამართი, სადაც დანაშაული მოხდა, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მ------ ო–-----–ი საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დ--------------------ის სამმართველოს პ------–ი განყოფილების თანამშრომლების მიერ გადაყვანილი იქნა ქ. თბილისში, ჩ-----ს ქ. N--ში მდებარე „კ. ე--------ის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“, სადაც მას ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, რის შედეგადაც დაზარალებული გადარჩა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულისა და ბრალდებულის ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ე-–------ი ს-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ე-–------ი ს-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, სასამართლომ შეაფასა როგორც დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებად.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა მ------ ო–-----–მა სასამართლოს წინაშე განმარატა, რომ ე-–------ ს-------ი იყო მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, რომელთან ერთადაც ცხოვრობს უკვე ერთი წელ--. თავიდანვე ე-–------ ს-------სა და მას ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. შემდეგ მოხდა ისე, რომ ე-–------ ს-------ი უმუშევარი იყო და მიუხედავად ამისა, მაინც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. მალევე ე-–------მა დაიწო მუშაობა და იყო პერიოდები, როდესაც ყოველ თვეში ერთხელ იცვლიდა სამსახურს და სტაბილურად არ მუშაობდა. ამავე დროს მათ ჰქონდათ ბანკში ვალი აღებული, რომელიც ს-------ს უნდა გადაეხადა. სხვა შემთხვევაში იგი ერთ თეთრსაც არ თხოვდა ხოლმე თავის მეუღლეს. პროკურორის შეკითხვაზე კი, თუ ვინ იხდიდა დანარჩენ ხარჯებს, დაზარალებულმა განმარტა, რომ დანარჩენ ხარჯებს იხდიდა თვითონ, ვინაიდან მუშაობდა სტაბილურად. დაზარალებულის თქმით, ე-–------ ს-------მა დაიწო ალკოჰოლის მიღება და მაშინვე აირია მათი ურთიერთობაც. რაც შეეხება იმ კონკრეტულ დღეს, როდესაც შემთხვევა მოხდა, დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი სამსახურიდან მივიდა სახლში და ე-–------ ს-------ი დახვდა ნასვამი, მან ჰკითხა, კიდევ დალ-- თუ არა?! რაზეც ე-–------ ს-------მა უპასუხა, რომ დალ-- და კიდევ დალევდა! მ------მა გამოაღო მაცივრის კარი რომ წყალი აეღო და მაცივარში დახვდა ღვინის ბოთლები, რომლებსაც ერთი აკლდა, მან ჰკითხა ე-–------ ს-------ს, თუ სად წავიდა ეს ერთი ბოთლი? რაზეც ე-–------ ს-------მა უპასუხა, რომ დალ--. ღვინოც დალ--, ლუდიც და არაყიც. ამ დროს ე-–------ ს-------ი ხარშავდა ხინკალს და როცა ხინკლის მოხარშვა დამთავრდა გადმოიღო ხინკალი, არაყიც და მ------ი მიიწვია საჭმელად. დაზარალებულმა იფიქრა - „ჩხუბს მირჩევნია რომ მასთან ერთად დავჯდე საჭმელად“ და მართლაც ასეც მოიქცა. ხინკალი ერთად მიირთვეს და ორი თუ სამი ჭიქა არაყიც მიაყოლეს. დაზარალებული ამჩნევდა, რომ ე-–------ ს-------ი ძალ--ნ ნასვამი იყო, რის გამოც, იგი გადმოჯდა დივანზე. ამ დროს კი, ე-–------ი ს-------მა დაუწყო ჩხუბი და მიმართავდა შემდეგი შეკითხვებით: „გინდა ხომ სახლიდან წავიდე“? მ------ის ჩვენებით, კი მას არ ჰქონდა ჩხუბის თავი და ეუბნებოდა რომ დაწყნარებულიყო. ე. ს-------მა მ------ს მოუწოდა ზემოთ ასულიყო და წასასვლელი ჩანთა ჩამოეტანა, რის შემდეგადაც მ------ი სწორედ ასე მოიქცა, ავიდა, ჩამოუტანა ჩანთა და ბრალდებულს კიბეებთან დაუდო. ამის შემდეგ ე-–------მა მაგიდიდან შავტარიანი დანა ამოიღო და წავიდა მ------ისკენ. ეს უკანასკნელი ამას არ მოელოდა. თუმცა, მან, როცა გაიაზრა რომ ეს ყველაფერი მართლა მის თავს ხდებოდა, ბრალდებულს ჰკითხა, თუ რას აკეთებდა და სწორედ მან ამ დროს იგრძნო დარტყმა უკანა მხრიდან და დაკარგა გონება. პროკურორის კითხვაზე, თუ სად მიიღო პ------–ი დარტყმა, მ------მა უპასუხა, რომ უკანა მხრიდან, ხოლო სულ მიიღო დაახლოებით შვიდი ჭრილობა, სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, ლოყაზეც. პროკურორის შეკითხვაზე კი, თუ სად იყო სახლის გასაღები, პირადობა და ნივთები, მ------მა უპასუხა, რომ, როგორც მისთვის ცნობილ--, ე-–------მა წაიღო ჩანთა, რომელშიც ედო პირადობა, გასაღები, საფულე და ყველაფერი, მათ შორის, ტელეფონიც. ადვოკატის შეკითხვაზე მიაყენა თუ არა ე-–------ს ფიზიკური ან სხვა სახის შეურაცხყოფა, მან უპასუხა, რომ ჭიდილში მას აქცენტი ჰქონდა გადატანილი მხოლოდ დანაზე და ეს ფაქტი არ ახსოვს. დაზარალებულმა ასევე, დაამატა, რომ ამ ინციდენტამდე მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულის ჩვენებით, შემთხვევის დღეს იგი იჯდა თავისთვის, იმდენად მშვიდად რომ არ ელოდა ე-–------ის მხრიდან დანის დარტყმას. დაზარალებულმა ასევე, მიუთითა, რომ არანაირი მაპროვიცირებელი ქმედება დანის დარტყმამდე ბრალდებულის მიმართ მას არ განუხორციელებია.
4.2. ბრალდებულ ე-–------ი ს-------ის ჩვენებით, შემთხვევის დღეს ის სამსახურში იყო გასული და ადრე მოუწია მისი დამთავრება. მან გზად იყიდა თუთუნი, ძეხვი და რადგან ფული აღარ დარჩა, დაურე-- მ------ს (დაზარალებულს) და უთხრა, რომ ეყიდა პური და შინ წამოეღო. მ------მა კი ამაზე უპასუხა, რომ მას ნუ ურე--ვდა, მისი დარეკვის გარეშეც იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა და ტელეფონი გაუთიშა. ამის შემდეგ, მოგვიანებით, როდესაც სახლში ერთად სადილობა დაიწყეს, მ------მა ჰკითხა მას, თუ საიდან აიღო ფული, რაზეც ე-–------მა უპასუხა რომ თანხა აიღო გადადებული თანხიდან. მ------ს ეწყინა ამ ფაქტის გაგება, რაზეც ე-–------მა უპასუხა, რომ არ იყო პრობლემა, რადგან ორშაბათს უკვე მუშაობას დაიწყებდა, მიიღებდა შესაბამის ანაზღაურებას და გადაიხდიდა ყველაფერს. რაზეც მ------მა მიუგო, რომ იგი იყო „მათხოვარი“. ს-------ი კი ადგა და მაცივართან მივიდა. მ------ ო–-----–მა დალ-- 4 ჭიქა არაყი, ხოლო ე-–------ ს-------მა - 2 ჭიქა. შემდეგ მ------ი დაჯდა დივანზე, ე-–------ი კი მაცივართან იყო ჩაცუცქული პომიდვრის ასაღებად. ე-–------ის ჩვენებით, ამ დროს მ------მა მაცივრის კარზე მიურტყა ხელი და კვლავ უმეორებდა, რომ იყო „მათხოვარი“. ე-–------ი უკან გადმოიწია, რა დროსაც მ------მა მას ყურებში ჩაავლო ხელი და უებნებოდა, რომ დაახრჩობდა. ბრალდებულის განმარტებით, იგი იმდენად იყო ნერვებმოშლილი, გაითიშა და ამის შემდეგ არაფერი ახსოვს. ის აღნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრ ადგილზე მუშაობდა და დაახლოებით 11000 ლარი ჰქონდა შეტანილი ოჯახში წვალებ-წვალებით. მ------ის ნაშოვნი კი 10 ლარიც ჩანდა, რომელიც არაფერში ჰყოფნიდათ. ადვოკატის შეკითხვაზე, ახსოვდა თუ არა დანის დარტყმის მომენტი, ე-–------მა უპასუხა, რომ არაფერი არ ახსოვდა. ახსოვს, რომ მ------ი მას ყურებში წვდა, მას კი დანა ეჭირა ხელში, რადგან პამიდვრის დაჭრას აპირებდა. თუ რა შედეგი მოჰყვა ამ ყველაფერს ბრალდებულს არ ახსოვს. როცა გარეთ გავიდა, მისივე ჩვენებით, მასზე ჰაერმა იმოქმედა და დაბრუნდა უკან. ს-------ი აღნიშნავს, რომ მოკვლის განზრახვა ჰქონოდა ის მ------ს დახმარებას აღარ გაუწევდა. კერძოდ, როდესაც დაბრუნდა, მ------ი ჯერ კიდევ სუნთქავდა, როცა ბრალდებულმა ის ამ მდგომარეობაში ნახა, ჟრუანტელმა დაუარა, სინანულის გრძნობამ მასში გაიღვიძა და დაფიქრდა, თუ რა ჩაიდინა. ამის შემდეგ იგი კვალვ გარეთ გამოვიდა და დარე-- „112-ში“ სხვისი სახელითა და გვარით (გ------ი გ--–-–---–ი). სასწრაფოს ოპერატორს მანვე განუცხადა, რომ სავარაუდოდ ჩადენილი იყო მკვლელობა და მისულიყვნენ ადგილზე. ე-–------ის თქმით, მას არ სურდა მ------ის სიკვდილი. მას ეს განზრახვა რომ ჰქონოდა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. ბრალდებული მიხვდა თუ რა ჩაიდინა, შეეცოდა მ------ი და ფიქრობდა, რომ ის ამ მდგომარეობაში არ უნდა მიეტოვებინა. მას არ ჰქონდა განზრახული მ------ის მკვლელობა, მაგრამ ამბობს, რომ ნერვიულობისგან იყო გათიშული, აზრი ჰქონდა დაკარგული, არ ახსოვს ის პერიოდი, თუ როდის განახორციელა მან ეს ქმედება და რა მოხდა. ადვოკატის შეკითხვაზე, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა თუ არა ნებაყოფლობით, ბრალდებულმა უპასუხა რომ ყველა მოქმედება იყო ნებაყოფლობითი. მისივე თქმით, გამომძიებელს თვითონვე შესთავაზა მიეყვანა იმ ადგილზე, სადაც დანა გადააგდო. მიყვანის შემდეგ კი, გამომძიებელს აჩვენა ყველაფერი. ადვოკატის შეკითხვაზე, განახორციელა თუ არა მან დანაშაული აფექტურ მდგომარეობაში, ბრალდებულმა უპასუხა რომ არ იცის, რა ჰქვია იმ მდგომარეობას, რომლის დროსაც მან ეს გააკეთა. ე. ს-------ი ასევე, აღნიშნავს, რომ მ------ს ძალ--ნ უნდოდა მანქანის ყიდვა, თუმცა, ამაზე ეუბნებოდა რომ ამის საშუალება არ ჰქონდა. მაგრამ იგი იყო გახარებული იმით, რომ გადიოდა ახალ სამსახურში, სადაც ექნებოდა კარგი ანაზღაურება. პროკურორმა ბრალდებულს შეახსენა, რომ მას რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მ------ისთვის მიყენებული, გულმკერდის, ხელის მტევანსა და სახის არეში, ამ ყველაფრის შემდეგ კი მან დაკეტა სახლი და გადაიპარა ფანჯრიდან. თუმცა, ბრალდებულმა კვლავ გაიმეორა რომ ეს მონაკვეთი მას არ ახსოვდა. ახსოვს მხოლოდ ის, რომ სახლში ფანჯრიდან შებრუნდა უკან დაახლოებით 10 წუთში. პროკურორის კითხვაზე, თუ საიდან განახორციელა ზარი, ბრალდებულმა უპასუხა, რომ იქვე სახლთან ახლოს მდებარე კლინიკასთან ყოფნის დროს. მოსამართლის შეკითხვაზე კი, თუ რამდენ ხანში დარე-- „112-ში“ შენობიდან გასვლიდან, მან უპასუხა: დაახლოებით 5 წუთში. პოლიცია და სასწრაფო კი, მისი ზარის შემდეგ მივიდა თუ არა შემთხვევის ადგილზე არ იცის, რადგან შეშინებული იყო და დატოვა სახლის ტერიტორია. ბრალდებულმა ასევე, მიუთითა, რომ „112-ში“ დარეკვის დროს მან მიუთითა უცხო სახელი და გვარი, ასევე, ის მისამართიც, თუ სად უნდა მისულიყვნენ ისინი. ამის შემდეგ იგი თავის დეიდაშვილთან წავიდა, რომელსაც მოუყვა ამ ვითარებაზე. ამ უკანასკნელმა კი ურჩია, რომ ჯობდა თვითონვე მისულიყო პოლიციაში. მოსამართლის კითხვაზე, თუ სად წაიღო მან დანა, ბრალდებულმა უპასუხა, რომ როცა სამართალდამცავებმა მიიყვანეს კონკრეტულ ადგილას, მიუთითა ის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
4.2. ე-–------ი ს-------ის მიერ დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა და დაზარალებულის ჩვენებისა ემყარება ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - მ-----–ი მ-------–---–ის, ი-–- კ--------ის, ლ-–- ე------ს, ბ--–- ჭ--------ს, ბ---- გ--–-–---–ის, თ----- ე-------–---–ის, ლ-- ც-------ის, ს----ო ლ---–----ის, ტ------– პ---------–---–ის, პ--–---ა ო–-----–ის გამოკითხვის ოქმებს, შეტყობინების ოქმებს, 2019 წლის 2-----–--ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმებს, ნიმუშის აღების ოქმებს, ბრალდებულის დაკავების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სასამართლო სამედიცინო N0-------- ექსპერტიზის დასკვნას, 2019 წლის 0------------ის შემაკავებელ ორდერს და სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ე-–------ი ს-------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა დაზარლაებულისა და ბრალდებულის ჩვენებისა, მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილ--, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no.65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელ-- იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no.26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no.20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no.34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულ--, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no.24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. და 2.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელ-- პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულ-- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელ--, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელ--, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლ--ნი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.6. ე-–------ი ს-------ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენაზე ნებაყოფლობით ხელის აღება.
5.6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად - ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.
5.6.2. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსაკუთრებულ მიდგომას სიცოცხლის უფლებისადმი, კერძოდ, კონვენციის მე-2 მუხლში გათვალისწინებულ-- ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Haasz and Szabo v. Hungary, no.1327/14 და no.11613/14; 13.10.2015; §49). სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: McCann and others v. the United Kingdom).
5.6.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით კრიმინალიზებულ-- განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელ-- მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელ-- აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
5.6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მაშასადამე, დანაშაულის მცდელობისას დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს უშუალო საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა.
5.6.5. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელ-- საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად გააშველეს, ხელი შეუშალეს, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სხვა, ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას.
5.6.6. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელ--, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).
5.6.7. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ-- მკვლელობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით კი დაწესებულ-- პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულ--, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის პ------–ი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულ ე-–------ი ს-------ის მიერ დანაშაულებრივი განხორციელებულ-- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლის მიმართ, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ისინი ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.
5.6.8. საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლის შესაბამისად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს, ხოლო აღნიშნული ნორმის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება აგრეთვე იმას, ვინც დანაშაულის შემადგენლობის შესაბამისი შედეგის განხორციელებისათვის ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ თავისი ნებაყოფლობითი ქმედებით თავიდან აიცილა ეს შედეგი.
5.6.9. ზემოაღნიშნული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, დანაშაულის დამთვრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღება შეიძლება როგორც მომზადების, ისე დაუმთავრებელი და დამთავრებული მცდელობის სტადიაზე. დამთავრებული მცდელობის სტადიაზე ხელის აღება კი დასაბუთებულ-- ე.წ. ოქროს ხიდის თეორიით, რომელიც უკავშირდება გერმანელი მეცნიერის ანსელმ ფოიერბახის სახელს (ამის შესახებ იხ.: H.-H. Jescheck/T. Weigend, Lehrbuch des Strafrechts, Allgemeiner Teil, 5. Auflage, 1996, გვ. 538-540; მ. ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, 2013 წ. გვ. 322; ლ. ხარანაული, დაუმთავრებელი დანაშაულის დასჯადობა ქართული და გერმანული სისხლის სამართლის მიხედვით, 2014 წ. გვ. 317). მისი არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ კანონმდებელი დამნაშავეს „ოქროს ხიდს“ უშენებს უკან დასაბრუნებლად იმ შემთხვევისათვის, თუ ის დანაშაულის გაგრძელებაზე უარს იტყვის (ამის შესახებ იხ.: ო გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, 2008 წ. გვ. 171; მ. ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, 2013 წ. გვ. 318).
5.6.10. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი ე-–------ი ს-------ის მხრიდან დანაშაულზე (დამთავრებულ მცდელობაზე) ხელის აღების ფაქტს:
5.6.10.1. საქმის მასალების მიხედვით, კერძოდ კი „112“-ში შემოსული შეტყობინების N1------ თანახმად, ვინმე გ------ი გ--–-–---–ის ინიციატორით განხორციელდა სატელეფონო ზარი „112“-ში, რა დროსაც ოპერატორს მიეწოდა ინფორმაცია მკვლელობის ჩადენის შესახებ, მისამართზე, ქ. თბილისი რაიონი: დ-------------------ი, ქუჩა: დ----ის მასივი, დ-----ის ქუჩა N-, დევნილთა კორპ.----
5.6.10.2. გ------ი გ--–-–---–ის სახელი და გვარი კი, როგორც ეს ბრალდებულმა ე. ს--------მა თავის ჩვენებაში დაადასტურა და რაც მხარეებს ასევე, სადაოდ არ გაუხდიათ, გამოიგონა თავად ბრალდებულმა, რათა უშუალოდ მისი ვინაობა არ დაფიქსირებულიყო შესაბამის უწყებაში. გარდა ამისა, ე. ს--------მა სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებაში დეტალურად აღწერა იმ დღეს განვითარებული მოვლენები. კერძოდ, მან განაცხადა, რომ, მართალ--, უშუალოდ დაზარალებულისათვის დანის ჩარტყმის მომენტი არ ახსოვს, თუმცა, ჩხუბის შემდგომ, როცა გარეთ გამოვიდა, მასზე იმოქმედა ჰაერმა, რის გამოც ის კვლავ დაბრუნდა უკან სახლში, სადაც უგუნო მდგომარეობაში მყოფი მ------ი იატაკზე ნახა. მიხვდა რა, რომ მ------ი ჯერ კიდევ ისევ სუნთქავდა და ცოცხალი იყო, ჟრუანტელმა დაუარა და გაიაზრა, თუ რა ჩაიდინა, რის გამოც კვლავ გამოვიდა გარეთ და დაახლოებით 5 წუთში დარე-- „112-ში“ სხვისი სახელითა და გვარით, რის შემდგომაც დატოვა შემთხვევის ადგილი. ამ დროს, ბრალდებულის ჩვენებით, ის იყო შეშინებული. „112-ის“ ოპერატორს კი მან განუცხადა, რომ სავარაუდოდ ჩადენილი იყო მკვლელობა და მოსულიყვნენ იმ მისამართზე, რაც ასევე, თავად მიაწოდა. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ როგორც გამოიძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში მისი დაკითხვისას, ე-–------ი ს-------ის მტკიცებით, მას არ სურდა მ------ის სიკვდილი. მას ამის განზრახვა რომ ჰქონოდა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა და არც „112-ში“ დარე--ვდა.
5.6.10.3. გარდა ამისა, საქმის მასალებითა და მხარეების მიერ უდაოდ ცნობილი მტკიცებულელებით ცალსახად დადგენილ--, რომ სწორედ ე-–------ი ს-------ის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ შეძლეს სამართალდამცველებმა დროულად გამოცხადებულიყვნენ შემთხვევის ადგილზე და გადაერჩინათ მძიმედ დაჭრილი მ------ ო–-----–ი. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე, სახელმწიფო ბრალდების პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოსდა, ე-–------ი ს-------ს რომ სდომოდა დაზარალებულის გადარჩენა, მაშინ იგი არც შემთხვევის ადგილიდან მიიმალებოდა და არც სახლის ფანჯრიდან დატოვებდა საცხოვრებელს.
5.6.10.4. ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული გარემოებები გავლენას არ ახდენს დანაშაულის ჩადენაზე ნებაყოფლობით ხელის აღების ინსტიტუტის არსებობაზე, ვინაიდან, მის დასასაბუთებლად სასამართლომ უნდა დაადგინოს: (1) მოხდა თუ არა ხელის აღება ნებაყოფლობით და (2) თავიდან იქნა თუ არა აცილებული მძიმე შედეგი - აქტიური მოქმედება ან უმოქმედობა (ამის შესახებ იხ.: უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 4 მარტის N2კ-1284აპ გადაწყვეტილება; უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 1 მარტის N14კოლ გადაწყვეტილება).
5.6.10.5. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის მიერ შემთხვევის ადგილის დატოვება და მიმალვა, არ შეიძლება გახდეს პირის ბრალდების დამძიმების ან თუნდაც კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი, ვინაიდან ბრალდებულს უფლება, რომ არ დაიბრალოს დანაშაული და არ დარჩეს დანაშაულის ჩადენის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე, კანონით არ იკრძალება და აღნიშნული უფლება ასევე, კანონმდებლობითაა გარანტირებული, საუბარია როგორც ეროვნულ კანონმდებლობაზე (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, სსსკ-ის 38-ე მუხლი), ისე საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთახმებით (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი) გარანტირებულ უფლებაზე. მეორეც, სამართალდამცავების მიერ ბრალდებულის სახლში ფანჯრიდან შესვლის ფაქტი არ გამხდარა მ. ო–-----–ის გადარჩენის დამაბრკოლებელი გარემოება, რადგან როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ასევე თავად მოწმის ბ--–- ჭ--------ს ჩვენებით, რომლებიც ასევე, მხარეებმა, უდაო მტკიცებულებად მიიჩნიეს, დადგენილ--, რომ შემთხვევის დღეს ფანჯარაზე მიდგმული ხარაჩოთი ისარგებლეს როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, ასევე თავად ე-–------ი ს-------მა, რათა ამ გზით მოხვედრილიყვნენ საცხოვრებელ სახლში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების ფაქტის დასადასტურებლად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულმა იგი განახორციელოს თავისი ნებითა და სურვლით, ამასთან, ასევე, რელევანტურია ისიც, რომ მძიმე შედეგი თავიდან იქნეს აცილებული სწორედ ბრალდებულის ქმედებით (მოქმედება ან უმოქმედობა), რასაც ამ კონკრეტულ ვითარებაში ადგილი ჰქონდა კიდეც.
5.6.10.6. სასამართლო უყურადღებოდ, შეფასების გარეშე არ დატოვებს აგრეთვე, დანაშაულის ჩადენის ჩადენის შემდგომ ე. ს-------ის მხრიდან სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ფაქტს. კერძოდ, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მან აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას: მიუთითა ის ადგილი, სადაც მოახდინა მ. ო–-----–ის დაზიანება, ასევე, მისი უშუალო მონაწილეობითა და მითითებით პოლიციის თანამშრომლების მიერ აღმოჩენილი იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა, გარდა ამისა, ბრალდებული გამოძიების თავდაპ------– ეტაპზევე აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ ქმედებას.
5.6.10.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთობლიობაში (ე.წ. ქმედებათა ერთობლიობაში შეფასების თეორია - Gesamtbetrachtungstheorie, ამის შესახებ იხ: R. Rengier, Strafrecht, Allgemeiner Teil, 3. Auflage, 2011, 324; მ. ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, 2013 წ. გვ. 320) და არა ეპიზოდურად აფასებს ე. ს-------ის ქმედებას და მიაჩნია, რომ მის მიერ ადგილი აქვს მკვლელობის დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღებას.
5.7. ე-–------ი ს-------ის მიერ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენა.
5.7.1. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს. ამდენად, თუკი ე. ს-------ის ქმედებას შედეგად მოჰყვა არა სასიკვდილო შედეგი, არამედ ჯანმრთელობის დაზიანება, მაშინ სასამართლომ სწორედ დამდგარი შედეგი უნდა შეაფასოს, არის იგი სისხლისსამართლებრივი ზიანი თუ არა (შეად. უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის N1129აპ გადაწყვეტილებას).
5.7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულ-- კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულ-- საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...” კანონმდებლის მიერ კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულ-- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. აღნიშნული დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
5.7.3. სასამართლო სამედიცინო N0-------- ექსპერტიზის დასკვნით, მ------ ო–-----–ს სამედიცინო საბუთის მიხედვით, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ, ხერხემლის სვეტსა და მარჯვენა ბეჭის ძვალს შორის, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსის, მარჯვენა ფილტივის კოლაფსის და სუნთქვის მწვავე უკმარისობის განვითარებით - განვითარებულ-- რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი მარცხენა ლოყის მიდამოში, მარცხივ ქვედა ყბის როკისებრი მორჩის მოტეხილობით და ქვედა ყბის სასახსრე თავის ამოვარდნილობით - განვითარებულ-- რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ნაკვეთი ჭრილობები - გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხენა ლავიწის ძვლის სამკერდე ბოლოს საპროექციოდ და ამავე ლავიწის ძვლის სხეულის გარეთა მესამედის საპროექციოდ, მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ზედა კვადრანტების საზღვარზე, მარჯვენა მტევნის პ------–ი თითის ძირითადი ფალანგის შიგნითა გვერდით ზედაპირზე - განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ნაკვეთი ჭრილობები მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე მესამე ნების ძვლის ქვედა მესამედის საპროექციოდ და მარცხენა მხარის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე - განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულმი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ზემოაღნიშნული დაზიანებები კი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან 28.07.19 წლის თარიღს.
5.7.4. ამდენად, მ------ ო–-----–ს სასამართლო სამედიცინო N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღენიშნება არაერთი დაზიანება, რომელთაგან ნაწილი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ნაწილი კი -სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით ან ჯანმრთელობის მოუშლელად. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ყველა ეს დაზიანება დაზარალებულისათვის მიყენებულ-- ბრალდებულის მიერ ერთიანი განზრახვითა და საერთო მიზნით, დროის უმოკლეს მონაკვეთში, ამიტომ ე. ს-------ის ქმედება უნდა დაკვაფიცირდეს ყველაზე მძიმე მუხლით, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს ასევე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანების შემადგენლობას. ამდენად, ე. ს-------ის მხრიდან ადგილი აქვს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენას, დანაშაულს გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით.
5.7.5. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული ისეთი მაკვალიფიცირებელი გარემოების განხორციელებას როგორიც არის ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი - ოჯახის წევრის მიმართ, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს აღნიშნული მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე, რადგან ზემოთ მითიტებულ ნორმაში საკონონმდებლო ცვლილება განხორციელდა 2019 წლის 20 სექტემბერს, ხოლო ე. ს-------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი იქნა 2019 წლის 2-----–--ს დაახლოებით 01:30 საათზე.
5.7.6. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად კი, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის იმ კანონოთ, რომელიც მოქმედებდა სწორედ მისი ჩადენის დროს (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი; უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის N349აპ-17 გადაწყვეტილება).
5.7.7. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამდენად, ბრალდებულის ქმედების ჩადენის დროს მოქმედებდა უფრო მსუბუქი კანონი, ვიდრე განაჩენის დადგენის დრო, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ე. ს-------ის ქმედებას ვერ შეაფესებს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. ამიტომ, ბრალდებულ ე-–------ი ს-------ი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პ------–ი ნაწილით (2019 წლის 20 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია).
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე-–------ი ს-------ის მიერ განხორციელებულ-- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პ------–ი ნაწილით (2019 წლის 20 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია).
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. ე-–----ი ს-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელ გარემოებებზე ზემოთ იქნა სასამართლოს მიერ ნამსჯელი.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლ--ნი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლ--ნია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლ--ნობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლ--ნი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლ--ნობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლ--ნობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.
7.6. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პ------–ი ნაწილის სანქცია უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე ვადით.
7.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ე-–------ი ს-------ი ადასტურებს დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებს, ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თავიდანვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ხელს უწყობდა მტკიცებულებების აღმოჩენა/დამაგრებში, არ არის წარსულში ნასამართლევი, მისი რესოციალიზაციისათვის, სამართლ--ნობის პრინციპის შესაბამისად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პ------–ი ნაწილის სანქციის ფარგლებში, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, 4ც. ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, ჩუსტი მოწითალო ფერის ლაქებით, ბალიშის პირი მოწითალო ფერის ლაქებით, გადასაფარებელი მოწითალო ფერის ლაქებით, პირსაწმენდი მოწითალო ფერის ლაქებით, იატაკიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა, 2ც. სიგარეტის ნამწვი, სიგარეტის ჩასადები, მოწითალო ფერის ლაქებით და მასში მოთავსებული 2ც. სიგარეტით, ფარდის ამონაჭერი მოწითალო ფერის ლაქით, პლასტმასის ბოთლი მასში მოთავსებული სითხით,ე-–------ი ს-------ისგან აღებული სუნის და ნერწყვის ნიმუში, საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებული დანა, 6ც. ხელის კვალი დ/ფირზე, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- 4ც. მინის ჭიქა, 2ც. ჩანგალი, ბალიშის პირი, ზეწარი, 3ც. დანა, 2ც. შარვალი, ე-–------ი ს-------ისგან ამოღებული ფულადი თანხა 100 ლარი და 55 თეთრი, მ------ ო–-----–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, მხედველობის სათვალე თავის ჩარჩოთი, შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მოშავო ფერის შარვალი, მუქი ფერის თეთრძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, თ----- უ------–---–ისგან ამოღებული შავი ფერის გორგოლაჭებიანი ჩემოდანი, ე-–------ი ს-------ის სახელზე გაცემული პასპორტით, შავი ფერის გადასაკიდებელი ე.წ. „ბარსეტკა“, ერთი ცალი ტელეფონის დამტენი, შავი ფერის მზის სათვალე, პულტი, ელ. შემდუღებლის სერთიფიკატი, მიწის ფლობის მოწმობა, ე-–------ი ს-------ის კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც ინახება დ--------------------ის სამმართველოს პ------– განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ შესაბამისად მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–------ი ს-------ს მოეხსნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და იგი გათავისუფლდეს ამ დანაშაულისათვის პასუხისმგებლობისაგან მის დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო, ე-–------ი ს-------ის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პ------– ნაწილით (2019 წლის 20 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ ე-–------ი ს-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2-----–--იდან.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, 4ც. ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, ჩუსტი მოწითალო ფერის ლაქებით, ბალიშის პირი მოწითალო ფერის ლაქებით, გადასაფარებელი მოწითალო ფერის ლაქებით, პირსაწმენდი მოწითალო ფერის ლაქებით, იატაკიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა, 2ც. სიგარეტის ნამწვი, სიგარეტის ჩასადები, მოწითალო ფერის ლაქებით და მასში მოთავსებული 2ც. სიგარეტით, ფარდის ამონაჭერი მოწითალო ფერის ლაქით, პლასტმასის ბოთლი მასში მოთავსებული სითხით,ე-–------ი ს-------ისგან აღებული სუნის და ნერწყვის ნიმუში, საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებული დანა, 6ც. ხელის კვალი დ/ფირზე, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- 4ც. მინის ჭიქა, 2ც. ჩანგალი, ბალიშის პირი, ზეწარი, 3ც. დანა, 2ც. შარვალი, ე-–------ი ს-------ისგან ამოღებული ფულადი თანხა 100 ლარი და 55 თეთრი, მ------ ო–-----–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, მხედველობის სათვალე თავის ჩარჩოთი, შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მოშავო ფერის შარვალი, მუქი ფერის თეთრძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, თ----- უ------–---–ისგან ამოღებული შავი ფერის გორგოლაჭებიანი ჩემოდანი, ე-–------ი ს-------ის სახელზე გაცემული პასპორტით, შავი ფერის გადასაკიდებელი ე.წ. „ბარსეტკა“, ერთი ცალი ტელეფონის დამტენი, შავი ფერის მზის სათვალე, პულტი, ელ. შემდუღებლის სერთიფიკატი, მიწის ფლობის მოწმობა, ე-–------ი ს-------ის კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც ინახება დ--------------------ის სამმართველოს პ------– განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ შესაბამისად მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, კანონით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე