განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119003338540
№1/237-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 იანვარი, 2020 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
სოფიკო ბერიძის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორების თინათინ ზუბაშვილის და შალვა ნიკვაშვილის
ბრალდებულ - რ-------------–---–ის
ადვოკატ - ნ--–----------–----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: რ-------------–---–ი
მამის სახელი: მ-----–-
დაბადებული: 1----–-–----------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გ-------------------–---------–---
ფაქტობრივად მცხოვრები: გ-------------------–---------–---
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით.
კვალიფიკაცია: რ-------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის მარტიდან, გ-----------------------------–--------–---ში, რ-------------–---–ი, თავის საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი დავის დროს, არასრულწლოვანი შვილების ლ------------–---–ისა და მ--------------–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ლ--–------–--–---–ს და 19.10.2010 წელს დაბადებულ, არასრულწლოვან შვილს, მ-–------------–---–ს. კერძოდ, აგინებდა და მიმართავდა მათ უცენზურო სიტყვებით, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.
2. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 8 ნოემბერს, რ-------------–---–მა, გ-----------------------------–--------–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილების ლ------------–---–ის და მ--------------–---–ის თანდასწრებით, თავისა და მუცლის არეში ხელის რამდენიმე დარტყმით სცემა არასრუწლოვან შვილს - მ-–------------–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 8 ნოემბერს, რ-------------–---–მა, გ-----------------------------–--------–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილების ლ------------–---–ის და მ--------------–---–ის თანდასწრებით, თავის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა არასრულწლოვან შვილს მ-–------------–---–ს, რის შემდეგაც თავის, კისრისა და მხრის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს - ლ--–------–--–---–ს. აღნიშნულის შედეგად ლ--–------–--–---–მა და მ-–------------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
რ-------------–---–ი 2019 წლის 14 ნოემბერს 14:05 საათზე დააკავეს და ამავე დღეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის მარტიდან, გ-----------------------------–--------–---ში, რ-------------–---–ი, თავის საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი დავის დროს, არასრულწლოვანი შვილების ლ------------–---–ისა და მ--------------–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ლ--–------–--–---–ს და 19.10.2010 წელს დაბადებულ, არასრულწლოვან შვილს, მ-–------------–---–ს. კერძოდ, აგინებდა და მიმართავდა მათ უცენზურო სიტყვებით, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.
2. 2019 წლის 8 ნოემბერს, რ-------------–---–მა, გ-----------------------------–--------–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილების ლ------------–---–ის და მ--------------–---–ის თანდასწრებით, თავისა და მუცლის არეში ხელის რამდენიმე დარტყმით სცემა არასრუწლოვან შვილს - მ-–------------–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. 2019 წლის 8 ნოემბერს, რ-------------–---–მა, გ-----------------------------–--------–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილების ლ------------–---–ის და მ--------------–---–ის თანდასწრებით, თავის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა არასრულწლოვან შვილს მ-–------------–---–ს, რის შემდეგაც თავის, კისრისა და მხრის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს - ლ--–------–--–---–ს. აღნიშნულის შედეგად ლ--–------–--–---–მა და მ-–------------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა,რამაც გამოიწვია ტანჯვა.
(სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების ლ--–------–--–---–ის და მ-–------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ლ--–------–--–---–ის, თ-------------ის, მ-–------------–---–ის, თავად ბრალდებულ რ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის მარტიდან, გ-----------------------------–--------–---ში, რ-------------–---–ი, თავის საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი დავის დროს, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ლ--–------–--–---–ს და 2010 წლის 19 ოქტომბერს დაბადებულ, არასრულწლოვან შვილს, მ-–------------–---–ს. კერძოდ, აგინებდა და მიმართავდა მათ უცენზურო სიტყვებით, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფაში იგულისხმება ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მიმართვა. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ქმედებამ დანაშაულის შემადგენლობა შექმნას, აუცილებელია მას ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ტანჯვას.
ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების ლ--–------–--–---–ის და მ-–------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ლ--–------–--–---–ის, თ-------------ის, მ-–------------–---–ის, თავად ბრალდებულ რ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მ-–------------–---–ის დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ძალადობრივი ქმედების განხორციელების დროს მ-–------------–---–ი იყო 8 წლის.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნად ჩაითვლება პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლისათვის. ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ სჩადის.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების ლ--–------–--–---–ის და მ-–------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ლ--–------–--–---–ის, თ-------------ის, მ-–------------–---–ის, თავად ბრალდებულ რ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მ-–------------–---–ის, ლ------------–---–ის და მ--------------–---–ის დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის მარტიდან, გ-----------------------------–--------–---ში, რ-------------–---–ი, თავის საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი დავის დროს, არასრულწლოვანი შვილების - ლ------------–---–ის და მ--------------–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ლ--–------–--–---–ს და 2010 წლის 19 ოქტომბერს დაბადებულ, არასრულწლოვან შვილს - მ-–------------–---–ს. კერძოდ, აგინებდა და მიმართავდა მათ უცენზურო სიტყვებით, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების ლ--–------–--–---–ის და მ-–------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ლ--–------–--–---–ის, თ-------------ის, მ-–------------–---–ის, თავად ბრალდებულ რ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მ-–------------–---–ის, ლ------------–---–ის და მ--------------–---–ის დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის მარტიდან, გ-----------------------------–--------–---ში, რ-------------–---–ი, თავის საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი დავის დროს, არასრულწლოვანი შვილების - ლ------------–---–ის და მ--------------–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ლ--–------–--–---–ს და 2010 წლის 19 ოქტომბერს დაბადებულ, არასრულწლოვან შვილს - მ-–------------–---–ს. კერძოდ, აგინებდა და მიმართავდა მათ უცენზურო სიტყვებით, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოების დამახასიათებელია ის გარემოება, რომ ძალადობრივი ქმედება ერთდროულად უნდა განხორციელდეს ორი ან მეტი პირის მიმართ. ამასთან, თითოეული დაზარალებული მოძალადის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
(მ-–------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების ლ--–------–--–---–ის და მ-–------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ლ--–------–--–---–ის, თ-------------ის, მ-–------------–---–ის, თავად ბრალდებულ რ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს, რ-------------–---–მა, თავისა და მუცლის არეში ხელის რამდენიმე დარტყმით სცემა შვილს - მ-–------------–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ძალადობრივი ქმედება, ხელის ან რაიმე ნივთის დარტყმა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, თმების წიწკვნა, პანჩურის ამორტყმა და ა.შ. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ქმედებამ დანაშაულის შემადგენლობა შექმნას, აუცილებელია დაზარალებულმა ძალადობრივი ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი.
ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების ლ--–------–--–---–ის და მ-–------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ლ--–------–--–---–ის, თ-------------ის, მ-–------------–---–ის, თავად ბრალდებულ რ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მ-–------------–---–ის დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მ-–------------–---–ი დაბადებულია 2010 წლის 19 ოქტომბერს. ძალადობრივი ქმედების განხორციელებისას ის იყო 9 წლის.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნად ჩაითვლება პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლისათვის. ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ სჩადის.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების ლ--–------–--–---–ის და მ-–------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ლ--–------–--–---–ის, თ-------------ის, მ-–------------–---–ის, თავად ბრალდებულ რ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მ-–------------–---–ის, ლ------------–---–ის და მ--------------–---–ის დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ რ-------------–---–ის მიერ მ-–------------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - ლ------------–---–ის და მ--------------–---–ის თანდასწრებით.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
(ლ--–------–--–---–ის და მ-–------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების ლ--–------–--–---–ის და მ-–------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ლ--–------–--–---–ის, თ-------------ის, მ-–------------–---–ის, თავად ბრალდებულ რ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მ-–------------–---–ის დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ რ-------------–---–მა, თავის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა არასრულწლოვან შვილს მ-–------------–---–ს, რის შემდეგაც თავის, კისრისა და მხრის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს - ლ--–------–--–---–ს. აღნიშნულის შედეგად ლ--–------–--–---–მა და მ-–------------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების ლ--–------–--–---–ის და მ-–------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ლ--–------–--–---–ის, თ-------------ის, მ-–------------–---–ის, თავად ბრალდებულ რ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მ-–------------–---–ის დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ძალადობრივი ქმედების განხორციელების დროს მ-–------------–---–ი იყო 9 წლის.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნად ჩაითვლება პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლისათვის. ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ სჩადის.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების ლ--–------–--–---–ის და მ-–------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ლ--–------–--–---–ის, თ-------------ის, მ-–------------–---–ის, თავად ბრალდებულ რ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მ-–------------–---–ის, ლ------------–---–ის და მ--------------–---–ის დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს, რ-------------–---–მა, მეუღლის და შვილის მიმართ ძალადობრივი ქმედებები განახორციელა არასრულწლოვანი შვილების - ლ------------–---–ის და მ--------------–---–ის თანდასწრებით.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების ლ--–------–--–---–ის და მ-–------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ლ--–------–--–---–ის, თ-------------ის, მ-–------------–---–ის, თავად ბრალდებულ რ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მ-–------------–---–ის, ლ------------–---–ის და მ--------------–---–ის დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს, რ-------------–---–მა ძალადობრივი მოქმედებები ჩაიდინა ოჯახის ორი წევრის - მეუღლის და შვილის მიმართ.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოების დამახასიათებელია ის გარემოება, რომ ძალადობრივი ქმედება ერთდროულად უნდა განხორციელდეს ორი ან მეტი პირის მიმართ. ამასთან, თითოეული დაზარალებული მოძალადის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ-------------–---–მა ჩაიდინა:
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით.
3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
რ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
რ-------------–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
რ-------------–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის სამი ეპიზოდი. დანაშაულის სამივე ეპიზოდი ჩადენილია ოჯახის წევრების მიმართ.
რ-------------–---–ი წარსულში ნასამართლევი არ არის. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი, ამათგან ერთ-ერთი კი სისტემატიური ხასიათისაა, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, რ-------------–---–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
რ-------------–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი, გირაოს სრულ გადახდამდე დარჩა პატიმრობაში.
რ-------------–---–ის (პირადი N1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ყადაღა დაედო ზ------------–--ს (პირადი N-----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გ-----------------------------–--------–---ში, საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 1200.00 კვ. მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
რ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ (მ-–------------–---–ის და ლ--–------–--–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
რ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად ერთმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და საბოლოოდ, რ-------------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და რ-------------–---–ის (პირადი N1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ზ------------–--ს (პირადი N-----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გ-----------------------------–--------–---ში, საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 1200.00 კვ. მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
რ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 14 ნოემბრის 14:05 საათიდან 2019 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი