განაჩენი

სისხლის სამართლის 09.12.2019
საქმის ნომერი
080100119002974350
დავის ტიპი
260 4
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/350-19 წ.

განაჩენი

საქართველოს სახელით

09 დეკემბერი, 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - გ------ი გ----------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: ნ-----–---- კ------

ბრალდებული: მ------- თ--------ს ძე წ--–----ე

დაბადების თარიღი: 16.05.1979 წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრაციის ადგილი: ქ. ქუთაისი, ეგ. ნ----–---–-ს მე-17 ჩიხი N14

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. ქუთაისი, ჟ. შ--------ს ქუჩა N2-36/2

სისხლის სამართლის საქმე №0-----------

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (სამი ეპიზოდი).

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

მ------- წ--–----ემ ჩაიდინა:

- ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა;

- ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (03 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

- მ------- წ--–----ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0,01186 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველობის ტაბლეტის ოთხი ნატეხი და ფხვნილი, რომელსაც ინახავდა პირადად. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ნაწილ-ნაწილ 2019 წლის 13 თებერვალს, 22 თებერვალს და 7 მარტს გაასაღა გ---- ბ----–--ეზე, რომლიდანაც 2019 წლის 13 თებერვალს ამოღებულ იქნა მ------- წ--–----ის მიერ გადაცემული 0,00676 გრამი (ტაბლეტის ორი ნატეხი), 22 თებერვალს - 0,0036 გრამი (ტაბლეტის ორი ნატეხი) და 7 მარტს 0,0015 გრამი (ფხვნილი), საერთო ოდენობით 0,01186 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველობის ნარკოტიკული საშუალება.

- მ------- წ--–----ემ უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი ტაბლეტის ორი ნატეხი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ რაოდენობა შეადგენს 0,00676 გრამს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2019 წლის 13 თებერვალს ქუთაისში, ი. ჭ-------ის გამზირი N36-ში მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 60 ლარის სანაცვლოდ გაასაღა გ---- ბ----–--ეზე.

- მ------- წ--–----ემ უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი ტაბლეტის ორი ნატეხი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ რაოდენობა შეადგენს 0,0036 გრამს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2019 წლის 22 თებერვალს ქუთაისში, ზ. გ------------ას ქუჩაზე არსებული გ-----------ი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 60 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა გ---- ბ----–--ეზე.

- მ-------ი წ--–----ემ უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი ფხვნილი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ რაოდენობა შეადგენს 0,0015 გრამს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2019 წლის 7 მარტს ქუთაისში, ი. ჭ-------ის გამზირზე არსებული რესტორან ,,მ---------–----ს“ უკანმდებარე ტერიტორიაზე 55 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა გ---- ბ----–--ეზე.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) დადგენილია, რომ 13.12.2018 წელს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე.

MIA 8 19 0------- პატაკით დადგენილია, რომ შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გ-----------–---–მა დაიწო გამოძიება გ---- ბ----–--ის განცხადების საფუძველზე.

13.02.2019 წლის მოქალაქე გ---- ბ----–--ის განცხადებით, რომელიც შედგენილია დეტექტივ-გამომძიებელ გ-----------–---–ის სახელზე, დადგენილია, რომ იგი ფლობს ინფორმაციას ქ. ქუთაისში, შ--------ს ქუჩა N2/36-2-ში მცხოვრები მ------- თ--------ს ძე წ--–----ის შესახებ, რომლისგანაც ამ უკანასკნელმა შეიძინა ორი ნატეხი ,,სუბოქსინის“ შემცველი აბი, რაშიც გადაიხდა თანხა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით და შეუძლია აღნიშნული აბის ნატეხები გადასცეს გამოძიებას.

13.02.2019 წლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში მ. ო------–-–---–ის ქ N8-ში მდებარე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს შენობაში, დეტექტივ-გამომძიებლის გ-----------–---–ის მიერ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარდა მოქალაქე გ---- ბ----–--ისგან ორი ცალი აბის ნატეხის ამოღება, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა ნებაყოფლობით. მითითებული აბის ნატეხები დალუქულ იქნა შესაბამისი ლუქის ბეჭდით.

22.02.2019 წლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში მ. ო------–-–---–ის ქ N8-ში მდებარე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს შენობაში, დეტექტივ-გამომძიებლის გ-----------–---–ის მიერ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარდა მოქალაქე გ---- ბ----–--ისგან ორი ცალი აბის ნატეხის ამოღება, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა ნებაყოფლობით. მითითებული აბის ნატეხები დალუქულ იქნა შესაბამისი ლუქის ბეჭდით.

ფულადი თანხის მიღების შესახებ 05.03.2019 წლის ოქმით დადგენილია, რომ შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გ-----------–---–მა ,,ფარული საკონტროლო შესყიდვის“ ჩასატარებლად მიიღო შსს სპეცსახსრებიდან გამოყოფილი თანხა 120 (ასოცი) ლარის ოდენობით; ოთხი ცალი ოცლარიანი, სამი ცალი ათლარიანი და ორი ცალი ხუთლარიანი კუპიურებით, აღნიშნული თანხის კუპიურებს გაუკეთდა ქსეროასლი 02 ფურცლად და დაერთო ოქმს.

ფულადი თანხის გადაცემის შესახებ 06.03.2019 წლის ოქმით დადგენილია, რომ დეტექტივ-გამომძიებელმა გ-----------–---–მა, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, სპეციალური ღონისძიების ,,ფარული საკონტროლო შესყიდვის“ ჩასატარებლად, ღონისძიებაში ჩართულ პირს გ---- ბ----–--ეს გადასცა მ------- წ--–----ისაგან ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, შსს სპეცსახსრებიდან გამოყოფილი თანხის ნაწილი 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით, ორი ცალი ოცლარიანი, ერთი ცალი ათლარიანი და ერთი ცალი ხუთლარიანი კუპიურებით, კერძოდ: 1. ოცლარიანი კუპიურა N A---------; 2. ოცლარიანი კუპიურა N A----------; 3. ათლარიანი კუპიურა N D--------; 4. ხუთლარიანი კუპიურა A---------; აღნიშნული თანხის კუპიურებს გაუკეთდა ქსეროასლი 01 ფურცლად და დაერთო ოქმს, რაზედაც შედგა ოქმი;

06.03.2019 წლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში მ. ო------–-–---–ის ქ N8-ში მდებარე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს შენობაში, დეტექტივ-გამომძიებლის გ-----------–---–ის მიერ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარდა მოქალაქე გ---- ბ----–--ისგან ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოქსინის“ ფხვნილის ამოღება, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა ნებაყოფლობით. მითითებული ფხვნილი დალუქულ იქნა შესაბამისი ლუქის ბეჭდით.

ფულადი თანხის გადაცემის შესახებ 07.03.2019 წლის ოქმით დადგენილია, რომ დეტექტივ-გამომძიებელმა გ-----------–---–მა, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, სპეციალური ღონისძიების ,,ფარული საკონტროლო შესყიდვის“ გასაგრძელებლად, ღონისძიებაში ჩართულ პირს გ---- ბ----–--ეს გადასცა მ------- წ--–----ისაგან ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, შსს სპეცსახსრებიდან გამოყოფილი თანხის ნაწილი 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით, ორი ცალი ოცლარიანი, ერთი ცალი ათლარიანი და ერთი ცალი ხუთლარიანი კუპიურებით, კერძოდ: 1. ოცლარიანი კუპიურა N A---------; 2. ოცლარიანი კუპიურა N A---------; 3. ათლარიანი კუპიურა N D--------; 4. ხუთლარიანი კუპიურა N A---------; აღნიშნული თანხის კუპიურებს გაუკეთდა ქსეროასლი 01 ფურცლად და დაერთო ოქმს, რაზედაც შედგა ოქმი;

07.03.2019 წლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში მ. ო------–-–---–ის ქ N8-ში მდებარე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს შენობაში, დეტექტივ-გამომძიებლის გ-----------–---–ის მიერ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარდა მოქალაქე გ---- ბ----–--ისგან ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოქსინის“ ფხვნილის ამოღება, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა ნებაყოფლობით. მითითებული ფხვნილი დალუქულ იქნა შესაბამისი ლუქის ბეჭდით.

13.03.2019 წლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დეტექტივ-გამომძიებელმა გ-----------–---–მა 2019 წლის 13 მარტს დათვალიერების მიზნით ლუქი ახსნა სსიპ საქართველოს ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილ პაკეტს, რომელზედაც დატანილია წარწერა „სს N0-----------“ საქმეზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თ. გოგოლაურის 2019 წლის 02 მარტის განჩინება N1--------. ფსმ-ის ქ. ქუთაისი 2019 წლის 06 და 07 მარტი. ფსმ-ის ვიდეო-აუდიო ჩანაწერები დისკებზე. რეგ N--------------------------ს.

აღნიშნული კონვერტის გახსნით ირკვევა, რომ მასში მოთავსებულია 4 ცალი “PRINCO”-ს ფირმის DVD-R ფორმატის დისკი. დათვალიერებული იქნა DVD-R ფორმატის დისკი, რომელზედაც დატანილია წარწერა „---------------------------ს”. დისკი N1. დისკზე დატანილია ფირი, რომელიც ასახავს 2019 წლის 06 მარტს სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ღონისძიებაში ჩართული პირის გ---- ბ----–--ისა და ნარკოტიკული საშუალების რეალიზატორის მ------- წ--–----ის შეხვედრის ამბავს, ამ უკანასკნელისათვის თანხის გაცემისა და მისგან გ---- ბ----–--ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების შეძენის მომენტებს. დისკის გახსნისას მითითებულია ფირის გადაღების თარიღი 2019 წლის 06 მარტი და დრო 12:45 სთ. ფირის ხანგრძლივობა შედგენს 44:59 სთ-ის. იწყება 12:00 საათზე და გრძელდება 12:46 სთ-მდე. კერძოდ, ფირზე ფიქსირდება, რომ ღონისძიებაში ჩართული პირი გ---- ბ----–--ე ფეხით მოძრაობს ე.წ. „----–---–------–---------------------- მიმართულებით. 12:06:36 სთ-ზე შედის აღნიშნული პარკის წინამდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მაღაზიაში, რის შემდეგაც გზას აგრძელებს პარკის მიმართულებით. 12:08 სთ-ზე შედის „----–---–------–-------------------ში“. აღნიშნულის შემდეგ გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერი ფიქსირდება 12:14:29 სთ-ზე, როდესაც პარკის წინ შავი ფერის მოტოციკლეტით დგას მუქი ფერის, მხრებზე ზოლებიანი მოსაცმელით, შიგნით ლურჯი ფერის პერანგიანი, თავზე შავი ფერის ჩაფხუტიანი მამაკაცი - მ------- წ--–----ე, რომელიც საუბრობს მობილურზე. გ---- ბ----–--ე მიდის მისი მიმართულებით. ისმის საუბარი „მ-------, ხო არ გჭირდება რამე...“. მ------- წ--–----ე პასუხობს „ვეცდები ყველა ვარიანტში. ახლა ჯერ უნდა შევუშვა იქანა ერთი, რა სიტუაციაა ნახოს, მერე მე შევალ“ და მიდის მოტოციკლით. ჩანაწერი გრძელდება DVD-R ფორმატის დისკი, რომელზედაც დატანილია წარწერა „4---------------------------ს“. დისკი N2. დისკის გახსნისას მითითებულია ფირის გადაღების თარიღი 2019 წლის 06 მარტი და დრო 16:27. ფირის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 15:47 წუთს, იწყება 16:11 საათზე და გრძელდება 16:28 სთ-მდე. კერძოდ, ფირზე ფიქსირდება, რომ ღონისძიებაში ჩართული პირი გ---- ბ----–--ე „----–---–------–-------------------ის ტერიტორიაზე“ 16:17:03 სთ-ზე ხვდება მ------- წ--–----ეს, რომელიც ფეხით მიემართება მისკენ. ამ უკანასკნელს ტანთ აცვია მუქი ფერის „ადიდასის“ სპორტული ქურთუკი. მ------- წ--–----ე გადასცემს მას ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც ფირზე ცუდი რაკურსით გადაცემის გამო ვერ ფიქსირდება და მათ შორის იმართება დიალოგი, სადაც მ------- წ--–----ე ამბობს, რომ „ბევრი ირბინა სენაკში, რომ ძველი ადგილიდან ფსიქოლოგიურთან გადაუტანიათ“. გ---- ბ----–--ე ეუბნება, რომ ერთს დაურეკა და 100 ლარი თხოვა, თხოვს ხვალაც გაიმეორონ და თხოვს ორმაგი ჩამოუტანოს. მ------- წ--–----ე ეუბნება: ფული როგორ გამოგართვა უსახლკარო კაცსო. მ------- წ--–----ე ამბობს, რომ თავად „ვინტი“ აქვს გაკეთებული და ურჩევს გ---- ბ----–--ეს ორად გაყოს მისთვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალება და შემდგომშიც დაეხმარება.

დათვალიერებული იქნა DVD-R ფორმატის დისკი, რომელზეც დატანილია წარწერა „-----------------------------“. დისკი N3. დისკზე დატანილია ფირი, რომელიც ასახავს 2019 წლის 07 მარტს სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ღონისძიებაში ჩართული პირის გ---- ბ----–--ისა და ნარკოტიკული საშუალების რეალიზატორის მ------- წ--–----ის შეხვედრის ამ უკანასკნელისათვის თანხის გადაცემისა და მისგან გ---- ბ----–--ისგან ნარკოტიკული საშუალებების შეძენის მომენტებს. დისკის გახსნისას მითითებულია ფირის გადაღების თარიღი 2019 წლის 07 მარტი. ფირის ხანგრძლივობა შეადგენს 15:22 სთ-ის. იწყება 11:20 სთ-ზე და გრძელდება დაახლოებით 11:37 საათამდე. კერძოდ ფირზე ფიქსირდება, რომ ღონისძიებაში ჩართული პირი გ---- ბ----–--ე ფეხით მოძრაობს ზვიად გ------------ას ქუჩაზე არსებულ ე.წ. „ს-------------------------------ის“ ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით 11:30 საათზე ეს უკანასკნელი ხვდება მუქი ფერის „ადიდასის“ სპორტულ ქურთუკში ჩაცმულ მ------- წ--–----ეს. 11:30:46 სთ-ზე ფიქსირდება გ---- ბ----–--ის მიერ მ------- წ--–----ისათვის ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ფულადი თანხის 55 ლარის გადაცემის ფაქტი და თანხმდებიან, რომ გ---- ბ----–--ე დაელოდება სადმე და მ------- წ--–----ე დაუკავშირდება ტელეფონით. ჩანაწერი გრძელდება DVD-R ფორმატის დისკზე, რომელზედაც დატანილია წარწერა „-----------------------------“. დისკი N4. დისკის გახსნისას მითითებულია ფირის გადაღების თარიღი 2019 წლის 07 მარტი. ფირის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 34:35 წუთს, იწყება 12:26 სთ-ზე და გრძელდება დაახლოებით 13:02 საათამდე. კერძოდ, ფირზე ფიქსირდება, რომ ღონისძიებაში ჩართული პირი გ---- ბ----–--ე ი. ჭ-------ის გამზირზე განთავსებული „მაკდონალდის“ უკანმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 12:52 სთ-ზე ხვდება მ------- წ--–----ეს, რომელიც ფეხით მოემართება მისკენ. ამ უკანასკნელს ტანთ აცვია მუქი ფერის „ადიდასის“ სპორტული ქურთუკი. მ------- წ--–----ე გადასცემს გ---- ბ----–--ეს ხელში ნარკოტიკულ საშუალებას, რაც ფიქსირდება ფირზე. ასევე ფიქსირდება გამოძიებისათვის საინტერესო საუბარი, სადაც მ------- წ--–----ე ამბობს, რომ ეს „ლომკას“ კი მოუხსნის ორ კაცს, მაგრამ კაიფში თუ გინდა იყო, ერთმა კაცმა უნდა გაიკეთოო“. ასევე საუბარია იმაზე, რომ ყველგან გაფუჭდა ყველაფერი და ვიღაც წამლის რეალიზატორები დაიჭირეს.

2019 წლის 6 მარტის გ---- ბ----–--ესა და მ------- წ--–----ეს შორის არსებული შეხვედრის ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, მოსწავლე ა---–------------ს პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 საათიდან - 12:46 საათამდე საუბრობენ ერთმანეთში. მ------- წ--–----ე უხსნის გ---- ბ----–--ეს, რომ ,,ეცდება ყველა ვარიანტში“, ,,იქ ვიღაც უნდა შეუშვას და მერე შევა თვითონ...“ ამავე თარიღის საუბრით დადგენილია 16:11 სთ-დან - 16:28 სთ-მდე განხორციელებული საუბრით: მ------- წ--–----ე ესაუბრება გ---- ბ----–--ეს, რომ ,,ბევრი ირბინა სენაკში, გადაუტანიათ ძველი ადგილიდან“. თავის მხრივ გ---- ბ----–--ე ეუბნება, რომ ,,100 ლარს იშოვის, გამოუგზავნიან...“ მ-------ს ეცოდება, უსახლკარო კაცს, როგორ გამოართვას ფული... თვითონ ,,ვინტი“ აქვს გაკეთებული; ერთმანეთს დასცილდნენ იმ პირობით, რომ მომავალ დღეს გ---- ბ----–--ე 100 ლარს იშოვიდა და უნდა დახმარებოდა ,,რაიმეს შოვნაში“;

2019 წლის 7 მარტის გ---- ბ----–--ესა და მ------- წ--–----ეს შორის არსებული შეხვედრის ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ,,მ---------–----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე 12:26 საათიდან - 13:02 საათამდე საუბრობენ ერთმანეთში. მ------- წ--–----ე გადასცემს სავარაუდოდ აბებს გ---- ბ----–--ეს. ,,ორს ხომ გვეყოფა?“ ეკითხება გ. ბ----–--ე; ,,კი მარა ერთი კაია“ ,,ლომკას კი მოუხსნის ორ კაცს, მარა კაიფში თუ გინდა რომ იყო, ერთმა კაცმა უნდა გაიკეთო“ პასუხობს მ. წ--–----ე; ასევე მ. წ--–----ე საუბრობს, რომ გაფუჭდა სიტუაცია, იჭერენ ხალხს და გაჭირდა შოვნა. დაშორდნენ ერთმანეთს, მომავალ დღემდე.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 16 მარტს 14:10 საათზე, ქ. ქუთაისში ზ. გ------------ას ქუჩა N48-ში განთავსებულ ავტოსარემონტო სახელოსნოს ეზოში დაკავებულ იქნა მ------- თ--------ს ძე წ--–----ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა.

16.03.2019 წლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში ჟ. შ--------ს ქუჩა N2-36/2-ში ჩატარებულ იქნა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა: 1) ხუთ ლარიანი კუპიურა, სერიული ნომრით A---------, 02 ერთეული მცირე ზომის სამედიცინო ბოთლი წარწერით ,,ეთანოლი“, 01 ერთეული მცირე ზომის ბოთლი, 01 ერთეული გამჭვირვალე შუშა, 05 ერთეული 20 მგ. შპრიცი, 01 ერთეული 0,5 მლ. შპრიცი. ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა სათანადო წესით.

01.05.2019 წლის ,,ს----------–--------------–--------------–----------------–იის“ ქუთაისის ფილიალის უფროსის ა. ა----–--ის წერილით დადგენილია, რომ მოქალაქე მ------- თ--------ს ძე წ--–----ე (დაბ 16.05.1979 წელს, პ/ნ N6----------, მცხოვრები ქ. ქუთაისი, ჟ. შ--------ს ქუჩა N2-36/2) ჩართული იყო შ.პ.ს ,,ს----------–--------------–--------------–----------------–იის“ ქუთაისის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებაში 21.11.2017 წლიდან 26.03.2019 წლამდე და ღებულობდა პრეპარატს addnok-N /ბუპრენორფინი-ნალოქსონი/. პრეპარატის მიღება ხდებოდა ადგილზე და მასზე პრეპარატი ხელზე გაცემული არ ყოფილა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---- ბ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული მ------- წ--–----ე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაიცნო ერთ-ერთი საერთო ნაცნობის მეშვეობით, რომელმაც მიიყვანა მასთან ნარკოტიკის, კონკრეტულად ,,სუბოქსინის“ შესაძენად. მოწმის განმარტებით, ის ადრე ნარკოტიკის მომხმარებელი იყო, დღეის მდგომარეობით კი უკვე აღარ მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს. მ------- წ--–----ისგან ის სისტემატიურად ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას ,,სუბოქსინს“. ის ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებოდა მ-------ს და ამის შემდეგ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხან პ---------ა პარკთან, ხან გ----------- ხიდთან, ხან კიდევ ჭ-------ის გამზირზე. ნარკოტიკის მიწოდებისთვის მოწმე, ბრალდებულს თანხას უხდიდა 50-60 ლარის ფარგლებში. ადრე უფრო ნაკლები ღირდა, მაგრამ შემდეგ გაძვირდა. მოწმის განმარტებით, სუბოქსინი იყო ნატეხების სახით, ასევე ფხვნილის სახითაც. 50-60 ლარის ფარგლებში ნაყიდი ,,სუბოქსინი“ შესაძლებელია ორმა ადამიანმაც მოიხმაროს. გ---- ბ----–--ის განმარტებით, მან ნარკოტიკის მოხმარებას თავი ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაანება. მისი მიზანი იყო მომხდარიყო მისი ნაცნობი ნარკორეალიზატორების გამოაშკარავება და დაკავება. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაეხმარა ნარკორეალიზატორის გამოვლენაში. გამომძიებლის სახელი იყო გ------ი, გვარი არ ახსოვს. ის ძირითადად გამომძიებელს ესაუბრებოდა და მის მიერ მიცემული ინსტრუქტაჟის მიხედვით მოქმედებდა. 2018 წლის 13 დეკემბრის გამოკითხვის ოქმის მიხედვით გ---- ბ----–--ემ მიმართა გამოძიებას რ---- გ----ს ძე ყ-----–---–ის თაობაზე, რომ ის ახორციელებს ნარკოტიკული საშუალების სუბოქსინის რეალიზაციას. მაგრამ ოპერაცია ვერ შედგა, რადგან ვისაც ნარკოტიკი გადმოჰქონდა საზღვარზე რ----ისათვის, ის დააკავეს.

გამოძიებასთან თანამშრომლობის შემდეგ, გ---- ბ----–--ემ მ------- წ--–----ისაგან ნარკოტიკული საშუალების შეძენა განახორციელა ოთხჯერ. თებერვლისა და მარტის თვეში. ორჯერ თებერვალში და ორჯერ მარტში. პირველი შესყიდვის დროს დაუკავშირდა ტელეფონით, ერთმანეთს შეხვდნენ ქ. ქუთაისში, ჭ-------ის N36-ში არსებულ ბინასთან. თებერვლის თვეში და 55-60 ლარი გადაუხადა ნარკოტიკის სანაცვლოდ. თანხის ცვლილება დამოკიდებული იყო იმაზე, მას ტაქსით მოსვლა დასჭირდებოდა თუ ფეხით. ნარკოტიკული საშუალება ქაღალდში იყო გახვეული. შეძენის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება მან გადასცა გამომძიებელს, რომელმაც იგი დალუქა, ოქმი შეადგინა და მას ხელი მოაწერინა. მეორე შესყიდვა განხორციელდა ქ. ქუთაისში მდებარე ე.წ. პ---------ა პარკის შესასვლელთან. დალუქვა, ოქმის შედგენა და ხელის მოწერა ოთხივე შემთხვევის დროს განხორციელდა. ბოლო ორი შესყიდვის დროს ის აღჭურვილი იყო ფარული აუდიო-ვიდეო გადაღებით. მას ჩააცვეს თხელი სვიტერი და ამ პროცესს ესწრებოდა გამომძიებელიც და ამის შესახებ შედგა ოქმი. მაისურზე კამერას ღილის ფორმა ჰქონდა. ბოლო ორი შესყიდვა განხორციელდა ასევე ქ. ქუთაისში არსებულ ე.წ. გ----------- ხიდთან და ავტოსადგურთან. მოწმის განმარტებით, ყველა შესყიდვა ძირითადად ქ. ქუთაისში, ჭ-------ის გამზირის ტერიტორიაზე ხდებოდა. გ---- ბ----–--ემ გამოძიებას ორჯერ წარუდგინა მ------- წ--–----ისაგან შეძენილი, ტაბლეტის ფორმის ნარკოტიკული საშუალება და ორჯერ ფხვნილის ფორმის ნარკოტიკული საშუალება. ამის მიზეზი კი წამოღების ადგილის ცვლილება იყო. ეს ინფორმაცია მას მ------- წ--–----ემ თავად მიაწოდა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის გ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის დეკემბრის თვეში, მას განცხადებით მიმართა გ---- ბ----–--ემ, რომელმაც განცხადებაში მიუთითა, რომ ფლობდა ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლების თაობაზე და შეეძლო აღნიშნულ პირებზე ინფორმაციის მოწოდება. ამავდროულად განაცხადა, თანხმობა თანამშრომლობაზე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე, ასევე ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე, რაც დაეხმარებოდა გამოძიებას. პირველ ეტაპზე, გ---- ბ----–--ემ ინფორმაცია მიაწოდა სხვა პირის შესახებ, მაგრამ იმ საქმის რეალიზაცია ვერ განხორციელდა. ამის შემდეგ 2019 წლის თებერვალში მას მიაწოდა ინფორმაცია სხვა გამსაღებელთან დაკავშირებით, კერძოდ მოქალაქე მ------- წ--–----ის თაობაზე. 13 თებერვალს განცხადებით მიუთითა რეალიზატორის შესახებ, იმავდროულად წარმოადგინა მ------- წ--–----ისაგან იმ დღეს შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. ამ პირმა თანხმობა განაცხადა თანამშრომლობაზე და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე. ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა მოსამართლის განჩინების მოსაპოვებლად. 22 თებერვალს გ---- ბ----–--ემ ისევ განახორციელა ნარკოტიკული საშუალების შეძენა. პირველად 18 თებერვალს იქნა მოპოვებული განჩინება ფარულ მოსმენასთან დაკავშირებით. 2 მარტს მოპოვებული იქნა განჩინება ფარულ ვიდეო - აუდიო ჩაწერასთან დაკავშირებით. 2 მარტსვე მოხდა აღნიშნული საქმიდან საქმის გამოყოფა ცალკე წარმოებად მ------- წ--–----ის მიმართ, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით და დაიწყო გამოძიება. 5 მარტს ისევ განცხადებით მიმართა გ---- ბ----–--ემ, რომ შეხვედრა ჰქონდა დათქმული 6 მარტისათვის, კერძოდ, საუბარი ეხებოდა 6 მარტს ნარკოტიკული საშუალების შეძენას მ------- წ--–----ისაგან. იმავე დღეს მოხდა სპეცსახსრებიდან თანხის გამოთხოვა 60 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხა გადაეცა გ---- ბ----–--ეს. 6 მარტს მოხდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა ქ. ქუთაისში, ე.წ. პ---------ა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოძიებაში ჩართული პირი - გ---- ბ----–--ე აღჭურვილი იყო შესაბამისი მოწყობილობით და განხორციელდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. იმავე დღეს ამ შემთხვევის დროს თანხმდებიან, რომ მეორე დღესაც მოახდენდა შეძენას. შესაბამისად გაგრძელდა გამოძიება და მეორე დღეს ასევე გადეცა გამოყოფილი თანხის ნაწილი 55 ლარის ოდენობით და უკვე 7 მარტს მოხდა განმეორებით ნარკოტიკული საშუალების შეძენა. ნარკოტიკული საშუალების გადაცემა უკვე მოხდა ქ. ქუთაისში, ჭ-------ის გამზირზე მდებარე ,,მ---------–----ს“ უკანა ტერიტორიაზე და ფაქტიურად ამით დასრულდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. შემდეგ შესაბამისი დოკუმენტაცია იქნა მოპოვებული მ------- წ--–----ესთან დაკავშირებით, გამოკითხული იქნა ამოღებაში მონაწილე პირები და მიმართეს სასამართლოს განჩინების გამოცემის შესახებ პირის დაკავებასთან დაკავშირებით. 16 მარტს განხორციელდა დაკავება. დაკავება განხორციელდა ე.წ. სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ არსებულ ერთ-ერთ პროფილაქტიკაში. მოხდა დაკავება და პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. შემდეგ წარედგინა ბრალდება, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. გ---- ბ----–--ე გამოკითხული იქნა მის მიერ რამდენჯერმე და ყველა შემთხვევაში თანხმობას აცხადებდა თანამშრომლობასა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე.

მოწმის განმარტებით, როდესაც მოსამართლის განჩინება არის მოპოვებული, ამის შემდეგ ოპერატიულ ტექნიკური განყოფილების თანამშრომლები გამოძიების დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ახდენენ პიროვნების აღჭურვას, ხდება თვალის დამაგრება, შემდეგ მიჰყავთ მიახლოებით ტერიტორიაზე ღონისძიებაში ჩართული პირი და ამის შემდეგ მიდის შესახვედრად. ხდება შეძენა და თვალზეც ფიქსირდება ყველა პროცესი. შემდეგ ღონისძიებაში ჩართული პირი ბრუნდება იმ ადგილზე, საიდანაც მიიყვანეს და ხდება მოწყობილობის გამორთვა. მოწმის განმარტებით, როდესაც გ---- ბ----–--ის მიერ განხორციელდა პ---------ა პარკთან მ------- წ--–----ისაგან ნარკოტიკული საშულების შესყიდვა, ისიც იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ღონისძიებისა და ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოების მიზნით. საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დროს შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ამოღება განხორციელდა მაშინ, როდესაც გ---- ბ----–--ემ მიიტანა ისინი გამოძიებაში და აღნიშნულზე შედგა ოქმი. ინიშნებოდა ექსპერტიზები ნარკოტიკული საშუალების შესამოწმებლად. ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ისინი უსმენდნენ გ---- ბ----–--ის სატელეფონო ნომერს, რომელზეც თავად განაცხადა თანხმობა და გარდა ამისა უსმენდნენ მ------- წ--–----ის სატელეფონო ნომერს. მოწმის განმარტებით, როდესაც ასეთი სპეციალური გამოძიება ტარდება, შესაბამისად ტარდება ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ექსპერტიზა, რათა გამოირიცხოს მონტაჟის ალბათობა და დაზუსტდეს ნამდვილად არის თუ არა ის პიროვნება, ვისაც ბრალდება წარედგინა. მიღებული იქნა დასკვნა, რომ ეს მონტაჟი არ არის, რომ იყო ორიგინალი ფირი და გარდა ამისა, პიროვნება, რომელიც ფოტოსურათებზე არის გამოსახული, ნამდვილია და არის ის პიროვნება, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში იყო ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის დროს. მოწმის განმარტებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა კუპიურა, რომელიც იდენტურია მათ მიერ გაცემული კუპიურისა. აღნიშნულ კუპიურასთან დაკავშირებით რაიმე სახის ექსპერტიზა ჩატარებული არ ყოფილა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ-------- ნ------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე და განმარტა, რომ 2019 წლის მარტის თვეში ის მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მას მიღებული აქვს მონაწილეობა ბრალდებულ მ------- წ--–----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. მოწმის განმარტებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2019 წლის 16 მარტს გამოცხადდა მ------- წ--–----ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქუთაისში, ჟ. შ--------ს ქუჩაზე, რა დროსაც იქ დახვდათ მ------- წ--–----ის არასრულწლოვანი შვილი. რომლის განმარტებითაც საცხოვრებელ სახლში არავინ არ იმყოფებოდა. სახლის გასაღები კი თავად ჰქონდა. ამის გამო მათ მოიწვიეს მერიის სამსახურის წარმომადგენელი. მერიის წარმომადგენლის მოსვლის შემდეგ, მისი თანდასწრებით შევიდნენ სახლში და ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მცირე ზომის ბოთლები და 20 მილიგრამიანი შპრიცი. ეს ნივთები ამოღებული იქნა სამზარეულოდან და ზალის ოთახიდან, ასევე ამოღებული იქნა „სერვანდიდან“ პლასტმასის ჭიქაში მოთავსებული 5 ლარიანი კუპიურა. ჩხრეკას ესწრებოდა თავად მოწმე, ვ------- შ---------ე და გამომძიებელი გ-------– ა----–---–ი, აგრეთვე მერიის წარმომადგენლი. ამოღებული ნივთები დაილუქა და ხელი მოეწერა მათ მიერ. ჩხრეკის ჩატარებაში მონაწილეობა მას დაავალა ხელმძღვანელობამ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს დაუკავშირდა გამომძიებელი გ-------– ა----–---–ი. არასრულწლოვანი შვილი ჩხრეკას არ დასწრებია. სახლის კარი გააღო მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ კარი ვინ დაკეტა ან შვილს გასაღები ვინ დაუბრუნა არ ახსოვს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ------- შ---------ემ განმარტა, რომ 2019 წლის მარტის თვეში მუშაობდა ქ. ქუთაისის პოლიციის მესამე განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლად, რა დროსაც ხელმძღვანელობის დავალებით მონაწილეობა მიიღო მ-------ი წ--–----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რომელიც უნდა ჩატარებულიყო მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ის იმყოფებოდა ჟ. შ--------ს ქუჩაზე N2 ბინაში, სადაც დახვდათ ბრალდებულ მ-------ი წ--–----ის შვილი, რომელმაც განმარტა, რომ ბინაში არავინ არ იმყოფებოდა და გასაღები თავად მას ჰქონდა. რადგანაც ბავშვი არასრულწლოვანი იყო, მათი მხრიდან მოწვეული იქნა მერიის წარმომადგენელი, რომელიც უნდა დასწრებოდა ბინის ჩხრეკას. მერიის წარმომადგენლს გაეცნო მისი უფლება-მოვალეობანი გამომძიებლის მიერ და მოხდა მ-------ი წ--–----ის ბინის კარის გაღება, შევიდნენ ჩხრეკაზე. ბინის ჩხრეკის დროს მათ მიერ ამოღებული იყო 5-6 ცალი ერთჯერადი შპრიცი, რამდენიმე მცირე ზომის რაღაც ხსნარი, ზუსტად არ ახსოვს. ამოღებულ იქნა თანხა - 5 ლარიანი კუპიურით. ამის შემდეგ ეს ყველაფერი დაილუქა, რაზეც ხელი მოაწერეს ჩხრეკაში მონაწილე პირებმა. სამედიცინო ნივთების ამოღება განხორციელდა სამზარეულოდან. ხოლო კუპიურის ამოღება ე.წ. „სერვანდიდან“. მოწმის განმარტებით, ჩხრეკაში მასთან ერთად მონაწილეობდა მისი თანამშრომელი გ-------– ა----–---–ი და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელი ბ-------- ნ------ე. ჩხრეკის ოქმი შეავსო გამომძიებელმა გ-------– ა----–---–მა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის გ-------– ა----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მის მიერ ჩატარებული იქნა მ------- წ--–----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, მდებარე: ქალაქი ქუთაისი ჟ. შ--------ს ქუჩა N2-36/2-ში. მასთან ერთად იყვნენ უბნის ინსპექტორ გამომძიებლები. პირი, ვისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაც უნდა ჩატარებულიყო - მ------- წ--–----ე, შინ არ დახვდათ. ამის გამო მათ დაიცადეს საცხოვრებელი სახლის კართან, რა დროსაც მოვიდა მისი არასრულწლოვანი შვილი. მას ჰქონდა გასაღები, მაგრამ არც ისინი შესულან სახლში და არც ბავშვი შეუშვეს. გამოძახებული იქნა მუნიციპალიტეტის შესაბამისი წარმომადგენელი და უშუალოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის გ--- კ-------–--ნის მონაწილეობით ჩატარდა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ჩხრეკის მიმდინარეობისას სასტუმრო ოთახში სერვანდში არსებულ ჭიქაში ნაპოვნი და ამოღებული იქნა ხუთ ლარიანი კუპიურა. სამზარეულო ოთახში ნაპოვნი და ამოღებული იქნა ეთანოლის სპირტის ბოთლი და სხვადასხვა სახის პატარა შუშები. ამის შემდეგ პროცედურა გაგრძელდა. დაცული იქნა პროტოკოლის ყველა წესი, შევსებული და შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი და ხელმოწერილი იქნა შესაბამისი პირების მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. პროკურორის კითხვაზე თუ რატომ იქნა მის მიერ თანხა ამოღებული, მოწმე განმარტავს, რომ, როგორც მისთვის ცნობილი იყო, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე. გასაღება თავის თავად მოიცავს ფულადი თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების მიცემას და მან მიიჩნია საჭიროდ, როგორც გამომძიებელმა, რომ ამოეღო მითითებული ხუთ ლარიანი კუპიურა. ამოღებული ნივთები მის მიერ დაილუქა ორ პაკეტად. მოწმის განმარტებით, აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა განახორციელა ხელმძღვანელის დავალებით. მასთან ერთად იმყოფებოდა ვ------- შ---------ე, გ-------– კ-------–--ნი - მერიის წარმომადგენელი და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებლები. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო, რომ იმ მომენტისათვის, როცა ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა, მ------- წ--–----ე დაკავებული იყო.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–- კ-------ძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის მარტის თვეში მუშაობდა ქუთაისი საქალაქო სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მისი მუშაობის პერიოდში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით, მ------- წ--–----ის მიმართ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა მომხდარიყო მ------- წ--–----ის დაკავება. 2019 წლის 16 მარტს აღნიშნული პიროვნება იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, ზვიად გ------------ას ქუჩაზე. მოწმის განმარტებით, მასთან ერთად იმყოფებოდა დეტექტივ-გამომძიებელი გ-----------–---–ი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი კ------------- ს-----ე. მათ მიერ დაკავებული იქნა მ------- წ--–----ე. ბრალდებულს განემარტა მისი უფლება-მოვალეობები. გამომძიებლის მიერ ბრალდებულს დაესვა შეკითხვა: თუ ჰქონდა კანონსაწინაღმდეგო ნარკოტიკული საშუალებები წარმოედგინა პოლიციისთვის. მას ნებაყოფლობით ჩაუტარდა პირადი და მის მფლობელობაში არსებული მოტოციკლის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. დალუქული იქნა ნივთები, რომელიც ამოღებული იქნა მისი ქურთუკის ჯიბიდან: ტელეფონი, ფულადი თანხა, სიგარეტი. მ------- წ--–----ე გადაყვანილ იქნა პოლიციის საქალაქო სამმართველოში. ასევე მოტოციკლეტიც გადატანილი იქნა ქუთაისის საქალაქო სამმართველოში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მოწმეს მონაწილეობა არ მიუღია. მისი განმარტებით, ჩხრეკის მომენტში მ------- წ--–----ე მათ რაიმე სახის წინააღმდეგობას არ უწევდათ, თუმცა საბოლოდ მან ოქმს ხელი არ მოაწერა.

ბრალდებულმა მ------- წ--–----ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ასევე უარი განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. დადგენილია, რომ საქმის არსებით განხილვაზე მხარეები საქმეში არსებულ მტკიცებულებათა დანარჩენ ნაწილზე შეთანხმდნენ.

მ------- წ--–----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება ასევე საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის 2019 წლის 18 ივლისის N---------- დასკვნით, 15.02.2019 წლის ქიმიური ექსპერტიზის N----- დასკვნით, 23.02.2019 წლის ქიმიური ექსპერტიზის N----- დასკვნით, 11.03.2019 წლის ქიმიური ექსპერტიზის N127/სქ დასკვნით, მოწმეების გ--- კ-------–--ნის, კ------------- ს-----ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, მ------- წ--–----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 5 ლარიანი კუპიურით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N---------- დასკვნით უდავოდ დადგენილია, რომ ,,გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები; სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამებიდან ამოღებული პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და გამომძიებლის მიერ გამოკვლევაზე წარდგენილ დისკზე არსებულ მ------- წ--–----ის ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.“

15.02.2019 წლის ქიმიური ექსპერტიზის N----- დასკვნით უდავოდ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, თეთრი ფერის, კუთხოვანი ფორმის, 2 (ორი) ცალი ტაბლეტის ნატეხი, ერთის ერთ მხარეს ამოტვიფრული ლოგო: ,,N”-ის ფრაგმენტით, მეორის ერთ მხარეს ლოგო ,,8“-ის ფრაგმენტით, საერთო წონით - 0,338 გრამი (0,175 გრამი და 0,163 გრამი), შეიცავს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს, საერთო რაოდენობით - 0,00676 გრამს. იგი აგრეთვე შეიცავს ნალოქსინს. ნალოქსინი არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას.

23.02.2019 წლის ქიმიური ექსპერტიზის N----- დასკვნით უდავოდ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, თეთრი ფერის, ტაბლეტის ორი ნატეხი, საერთო წონით - 0,1806 გრამი (0,1027 გრამი; 0,0779 გრამი) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, საერთო წონით - 0,0036 გრამს. (0,002 გრამს; 0,0016 გრამს);

11.03.2019 წლის ქიმიური ექსპერტიზის N127/სქ დასკვნით უდავოდ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, თეთრი ფერის ფხვნილი წონით - 0,1617 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს წონით - 0,0015 გრამს.

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმის არსებით განხილვაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი ცალკეული გარემოებები და მტკიცებულებები, სასამართლო მათ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ მ------- წ--–----ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის 13-ე მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ბრალდებულ მ------- წ--–----ის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირებულია დანაშაულთა ერთობლიობით, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (03 ეპიზოდი).

იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან, სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ მ------- წ--–----ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხარეთა მიერ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. საქმეში წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ ამოღებული და ექსპერტიზის შედეგად დარჩენილი ნივთიერება წარმოადგენს 0,01186 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველობის ნარკოტიკულ საშუალებას, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის დაწესებულ საწყის ოდენობას (0,0012 გრამი) მნიშვნელოვნად აღემატება.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას სხვადასხვა გზით: კერძოდ, ყიდვა, მიღება გასესხებული ნივთის სანაცვლოდ, მიღება გაწეული სამსახურის ან სამუშაოს სანაცვლოდ, გაცვლა სხვა ნივთში, ნაპოვნი ნარკოტიკული საშუალების მითვისება და სხვა.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად. ანუ ესაა ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში მ-------ი წ--–----ეს ნარკოტიკული საშუალება შეძენილი და შენახული ჰქონდა ვიდრე ის გ---- ბ----–--ეზე გაასაღებდა აღნიშნულ საშუალებას და მისი კანონიერი წარმომავლობის შესახებ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ასევე კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე... (მაგ: გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში, გასესხება და სხვ.).

უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე, გადასცემს მას სხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება დანაშაულის მცდელობას.

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა დამთავრებულია თვით ქმედების დამთავრების მომენტიდან და არაა სავალდებულო რაიმე მძიმე შედეგის დადგომა; გასაღება დამთავრებულია მაშინ, როცა ამგვარი ნივთიერება გადაეცემა თუნდაც ერთ პირს.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ბრალის ფორმის მიხედვით არის პირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაული. ე.ი. პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას და თანაც ისე, რომ არა აქვს ამგვარი ქმედების ჩადენის კანონიერი უფლებამოსილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ-------ი წ--–----ის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (03 ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა; ასევე ნარკოტიკული საშუალების გასაღება (03 ეპიზოდი);

დაცვის მხარე დასკვნით სიტყვაში განმარტავს, რომ მ-------ი წ--–----ემ ნამდვილად გაასაღა თუ არა ნარკოტიკი გ---- ბ----–--ეზე, არ არის უტყუარად დადგენილი. მართალია ვიდეოფირებზე აღბეჭდილია, რომ ქაღალდში გახვეული ,,რაღაც“ ნივთიერება გადაეცა გ---- ბ----–--ეს, რომელიც ხსნის ამ ქაღალდს, თუმცა არის თუ არა აღნიშნული ნივთიერება ნარკოტიკული საშუალების შემცველი, ამის დადგენა შეუძლებელია; აგრეთვე თანხაზე საუბარი, რომელიც ბრალდებულსა და მოწმეს შორის მიმდინარეობს, ეხება პირად ვალს და არაფერ შუაშია ნარკოტიკის შესაძენად გამიზნული თანხა. დაცვის მხარის არგუმენტაციითა და პოზიციით მ-------ი წ--–----ე ყველა წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან არ არსებობს მისი დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა. დაცვის მხარის მითითებულ არგუმენტებს სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამაბათილებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები, ფარული მოსმენა-მიყურადების კრებსები, გამოკვლეული ვიდეოფირები, რომელთა ავთენტურობა უდავოდ მიჩნეული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითაა დადასტურებული, აგრეთვე უდავოდ მიჩნეული ექსპერტიზის დასკვნები და ნარკოტიკული საშუალებები, ასევე ამოღებული 5 ლარიანი კუპიურა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ------- წ--–----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და მის მიერ დანაშაულის ჩადენას.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის გ---- ბ----–--ის ჩვენებით ცალსახად დადგენილია, რომ მ------- წ--–----ე, რეგულარულად ასაღებდა მასზე ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველ აბებს და ფხვნილს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ (55-60 ლარის ფარგლებში). ვინაიდან გ---- ბ----–--ე და მ------- წ--–----ე იყვნენ ნაცნობები (წარსულში გ. ბ----–--ე იყო ნარკომომხმარებელი), იოლად შევიდა მ------- წ--–----ე მასთან ნდობაში და არ გასჩენია მცირეოდენი ეჭვიც კი, რომ ეს უკანასკნელი ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვას ახორციელებდა მისგან. როგორც მოწმე თავის ჩვენებაში მიუთითებს და საქმეში არსებული კრებსების ანალიზი ცხადყოფს, მ------- წ--–----ე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახდენდა ,,კლიენტის“, კონკრეტულ შემთხვევაში კი გ---- ბ----–--ის ნარკოტიკული საშუალებით უზრუნველყოფას, რაშიც იღებდა შესაბამის თანხას. ის ფაქტი, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას ეწეოდა, აგრეთვე დადასტურებულია ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით, რომლითაც შესაძლებელია, როგორც პიროვნების იდენტიფიცირება, ისე საუბრის შინაარსის დადგენა. შესაბამისად დგინდება მ------- წ--–----ის მხრიდან, კანონით აკრძალული ნივთიერების შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტები გ---- ბ----–--ეზე. აღნიშნული მტკიცებულებები სრულად ავთენტურია და მასში ეჭვის შეტანის საფუძველს არ იძლევა. გარდა აღნიშნულისა, გ---- ბ----–--ის მიერ მ------- წ--–----ისაგან შეძენილი ნარკოტიკულ საშუალებები, ორ შემთხვევაში ტაბლეტისა და ორ შემთხვევაში ფხვნილის სახით, უდავოდ მიჩნეული ექსპერტიზის დასკვნებით ნამდვილად წარმოადგენენ ნარკოტიკული საშუალების ,,ბუპრენორფინის“ შემცველ ნივთიერებებს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული საქმის ძირითადი გამომძიებლის გ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ სწორედ გ---- ბ----–--ის განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული გამოძიება და იგი სრულ მზადყოფნას გამოხატავდა გამოძიების დასახმარებლად, ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი პირების გამოაშკარავების მიზნით.

ვ------- შ---------ის, გ-------– ა----–---–ის, ბ-------- ნ------ის და ლ-–- კ-------ძის ჩვენებებით დადგენილია, რომ ჩატარდა როგორც ბრალდებულის პირადი, ასევე მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა.

სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელის ჩვენებას არ აქვს წინასწარ დადგენილი უტყუარობის პრეზუმფცია, თუმცა შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ შეიძლება მისი იმთავითვე დაინტერესებული პირის არასანდო ინფორმაციად მიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სიფრთხილით აფასებს მათ, როგორც საქმის შედეგით გარკვეულწილად დაინტერესებულ პირთა ჩვენებებს და საქმის სხვა გარემოებებთან ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან მათ მიერ მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ უდავო და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა, რომ მ-------ი წ--–----ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების სამი ეპიზოდი.

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ-------ი წ--–----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (03 ეპიზოდი).

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ------- წ--–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პასუხობენ მტკიცებულების უტყუარობის ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ბრალდებულ მ------- წ--–----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს (მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე ქვეყანაში და სახეზეა მის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღების საჭიროება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (მის მიმართ სახელმწიფომ გამოიყენა ჰუმანური აქტი ამნისტიის სახით).

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრებისა და ოჯახური მდგომარეობის, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხარისხისა და ხასიათის, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხისა და მისი რესოციალიზაციის ობიექტური შესაძლებლობის გათვალისწინებით, ბრალდებულ მ------- წ--–----ეს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით თითოეული დანაშაულისათვის.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ხოლო თანაბარმა სასჯელმა - თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მ------- წ--–----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მ------- წ--–----ის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ------- წ--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2019 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2019 წლის 07 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ხოლო თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მ------- წ--–----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მ------- წ--–----ეს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

მ------- წ--–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ------- წ--–----ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 მარტიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

- გ---- ბ----–--ისაგან ამოღებული 2 ცალი თეთრი ფერის ნახევარ-ნახევარი აბი, გ---- ბ----–--ისაგან ამოღებული 2 ცალი ნატეხი აბი, გ---- ბ----–--ისაგან ამოღებული მოთეთრო ფერის ფხვნილი, გ---- ბ----–--ისაგან ამოღებული მოთეთრო ფერის ფხვნილი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, გადაეგზავნოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ფარული ვიდეო ჩანაწერის 04 ცალი DVD დისკი და დისკი, მასზე ჩაწერილი მ------- წ--–----ის ფოტოსურათით, რაც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- მ------- წ--–----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,Iphone 5’’, გასაღების აცმა, სიგარეტის კოლოფი, ფულადი თანხა 3 ლარის ოდენობით, სანთებელა, მოტოროლერი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

- მ------- წ--–----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 5 ლარიანი კუპიურა - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- მ------- წ--–----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 2 ცალი ეთანოლის სამედიცინო შუშა, ერთი ცალი ბოთლი, 1 ცალი გამჭვირვალე შუშა, 5 ცალი 20 მგ. შპრიცი, 1 ცალი 0,5 მგ. შპრიცი - განადგურდეს;

- 2 ცალი დისკი, მასზე ჩაწერილი ელექტრონული წარმოების სისტემიდან გადმოწერილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, CD-R დისკი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო ჩანაწერებით, რაც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. ხოლო მეხსიერების ბარათი ე.წ. ,,ჩიპი’’, მასზე ჩაწერილი 2019 წლის 6 და 7 მარტის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო ჩანაწერები, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, შენახულ იქნეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე