განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2020
საქმის ნომერი
340100119003240762
დავის ტიპი
126 (1) 1 , 381
თარიღი
22.01.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

N1/2---19

განაჩენი

საქართველოს სახელით

22.01.2020 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - გი------ ნა----ძის

ადვოკატ - მი----- მუ------–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული :გი------ ნა----ძე ;

მამის სახელი:კლ-------;

დაბადებული: 20.03.1----–--–-;

პირადი ნომერი: 1----------;

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე.

რეგისტრირებული: ქ. გურჯაანი, არსენ იყალთოელის ქ. N-;

ფაქტობრივად მცხოვრები: : ქ. გურჯაანი, არსენ იყალთოელის ქ. N-;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი და 1261 მუხლის პირველი ნაწილი.

გი------ ნა----ძეს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ქ. გურჯაანი არსენ იყალთოელის ქუჩა N--ში მცხოვრები გი------ ნა----ძე, 2019 წლის მარტის თვიდან, 2019 წლის 11 სექტემბრამდე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ძმას, გო-- ნა----ძეს, კერძოდ აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ლახავდა მის პატივს და ღირსებაც, რის შედეგადაც გო-- ნა----ძემ განიცადა ტანჯვა.

 

2. ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 25 აგვისტოს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - მი----– აფ–----რის მიერ, გი------ ნა----ძის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0------ რომლის თანახმადაც გი------ ნა----ძეს აეკრძალა ქ. გურჯაანი არსენ იყალთოელის ქუჩა N--ში მცხოვრებ ძმასთან - გო-- ნა----ძესთან მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე მას ამავე ორდერით აეკრძალა გო-- ნა----ძესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გი------ ნა----ძემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 11 სექტემბერს, საღამოს საათებში იგი მივიდა გო-- ნა----ძის საცხოვრებელ სახლში, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

გი------ ნა----ძე 2019 წლის 12 სექტემბერს 01:35 საათზე დააკავეს და 2019 წლის 13 სექტემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ქ. გურჯაანი არსენ იყალთოელის ქუჩა N--ში მცხოვრები გი------ ნა----ძე, 2019 წლის მარტის თვიდან, 2019 წლის 11 სექტემბრამდე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ძმას, გო-- ნა----ძეს, კერძოდ აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ლახავდა მის პატივს და ღირსებაც, რის შედეგადაც გო-- ნა----ძემ განიცადა ტანჯვა.

 

1.2. 2019 წლის 25 აგვისტოს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - მი----– აფ–----რის მიერ, გი------ ნა----ძის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0------ რომლის თანახმადაც გი------ ნა----ძეს აეკრძალა ქ. გურჯაანი არსენ იყალთოელის ქუჩა N--ში მცხოვრებ ძმასთან - გო-- ნა----ძესთან მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე მას ამავე ორდერით აეკრძალა გო-- ნა----ძესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გი------ ნა----ძემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 11 სექტემბერს, საღამოს საათებში იგი მივიდა გო-- ნა----ძის საცხოვრებელ სახლში, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მი----– აფ–----რის, გუ---- ნა–--–-–--ლის და ივ--- მი------–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ გო-- ნა----ძის გამოკითხვის ოქმი, შემაკავებელი ორდერი №0----- და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ ნა----ძემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა ძმის გო-- ნა----ძის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ბრალდებულ გი------ ნა----ძის მიმართ 2019 წლის 25 აგვისტოს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - მი----– აფ–----რის მიერ, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0------ რომლის თანახმადაც გი------ ნა----ძეს აეკრძალა ქ. გურჯაანი არსენ იყალთოელის ქუჩა N--ში მცხოვრებ ძმასთან - გო-- ნა----ძესთან მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე მას ამავე ორდერით აეკრძალა გო-- ნა----ძესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გი------ ნა----ძემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 11 სექტემბერს, საღამოს საათებში იგი მივიდა გო-- ნა----ძის საცხოვრებელ სახლში, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

შემაკავებელი ორდერი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ადგენს პოლიციის თამანშრომელი და რომლის მიხედვით იკრძალება გარკვეული სახის ქმედებების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. შემაკავებელი ორდერის დარღვევა კი იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დამრღვევის მიმართ.

 

საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ გო-- ნა----ძე არის ბრალდებულის ოჯახის წევრი და მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია არის შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მოქმედებაში.

 

2.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია სულიერი ტანჯვა.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მი----– აფ–----რის, გუ---- ნა–--–-–--ლის და ივ--- მი------–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ გო-- ნა----ძის გამოკითხვის ოქმი, შემაკავებელი ორდერი №0----- და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ ნა----ძემ ჩაიდინა ოჯახის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია სულიერი ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა უცენზურო სიტყვების წოდება, შეგინება, შეურაცხყოფა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის სულიერ ტანჯვას.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ ნა----ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის სულიერი ტანჯვა გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ ნა----ძემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა და ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია სულიერი ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ი------ ნა----ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული ისჯება - ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

1261 მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული ისჯება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი------ ნა----ძის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი. ამასთანევე არსებობს ყველა პირობა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნას ისეთი ღონისძიება როგორიცაა პირობითი მსჯავრი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი------ ნა----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

2. გი------ ნა----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ გი------ ნა----ძეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

4. გი------ ნა----ძის მიმართ აღკვეთის რონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი განთავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

5. მსჯავრდებულ გი------ ნა----ძეს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 5.1. 2019 წლის 12 სექტემბრის 01:35 საათიდან 2019 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.

5.2. 2020 წლის 5 იანვრის 18:10 საათიდან 2020 წლის 22 იანვრის ჩათვლით.

 

6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილ;ის მიხედვით, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

7. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

8. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე