განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100119003196363
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - აკაკი მოქერია
ბრალდებული - ნი----–--ზ ჩი------ი
ადვოკატი - ნო---------აძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ნი----–--ზ ჩი------ი
მამის სახელი: გ--ი
დაბადებული: 0-.01.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 49--------9
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ც-----ის მუნიციპალიტეტი. სოფ. ც-----ი
ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, 2------ის ქ. N78, ბინა N31
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2018 წლის ივლისის ბოლოს, ც-----ის რაიონის სოფელ გ---ოში, ნი----–--ზ ჩი------მა არასრულწლოვანი შვილების - მ-----მ და გ-----გი ჩი------ების თანდასწრებით, მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ--------ე ბ-------–-ილს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც ქ--------ე ბ-------–-ილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
2. 2018 წლის ივლისში, ც-----ის რაიონის სოფელ გ---ოში, ნი----–--ზ ჩი------ს ოჯახის წევრის - ქ--------ე ბ-------–-ილის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით
3. 2019 წლის 20 მაისს, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში დაზარალებულ ქ--------ე ბ-------–-ილის შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება ოჯახში მუქარის ფაქტზე.
4. შეტყობინების (რეგისტრაციის N1285991) თანახმად, ქ--------ე ბ-------–-ილი აცხადებდა, რომ მის მეუღლეს ნი----–--ზ ჩი------ს აქვს შემაკავეებელი ოქმი, თუმცა მიუხედავად ამისა აგრძელებს ძალადობას მის მიმართ. მიდის მასთან არაფხიზელ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ითხოვს ბავშვებთან ერთად სეირნობას. ესემესების და ზარების საშუალებით ემუქრება მოკვლით, ემუქრება რო ხორხს გამოჭრის.
5. დაზარალებულ ქ--------ე ბ-------–-ილის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის ივლისის შუა რიცხვები იყო, დაახლოებით 20 რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, ოჯახთან ერთად წასული იყო ც-----ის რაიონში, სოფ. გ---ოში დასასვენებლად. სწორედ მაშინ მოხდა აღნიშნული ინცინდენტი. შუადღე იყო, დაახლოებით პირველი ან ორი საათი, ბავშვების დაძინებას აპირებდა შუადღეს. მისი მეუღლე - ნი----–--ზ ჩი------ი მივიდა სახლში აგრესიული როგორც ყოველთვის. მან შენიშვნა მისცა სიგარეტს ნუ ეწევი საძინებელშიო. მას მიზეზი ჩხუბისთვის დიდად არ სჭირდებოდა, დაიწყეს შეკამათება. მათთან ერთად ამ დროს ბავშვებიც იყვნენ, ხელი დაარტყა ბავშვების თანდასწრებით სახეში, უბიძგა და წაიქცა. სახე ეტკინა, წელი მიარტყა ლოგინს. თვითონ მის მეუღლესაც შეეშინდა და გაჩერდა. გოგოს შეეშინდა ატირდა. თვითონ ნი----–--ზ ჩი------ი გავიდა და კიბეზე ჩამოჯდა. აღნიშნულ ფაქტს დაზარალებულის განმარტებით არავინ შესწრებია.
6. ხ----ა გ------აძის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად, ქ--------ე ბ-------–-ილს და ნი----–--ზ ჩი------ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ის მათთან ერთად ისვენებდა ც-----ში, მისთვის მეუღლეს არანაირი შეურაცხყოფა არასდროს არ მიუყენებია, ხმამაღალი საუბარიც არ ყოფილა მათ შორის. ხ----ა გ------აძის ჩვენების თანახმად 2018 წლის ივლისში ც-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---ოში თითქმის ერთი თვე ერთად გაატარეს და ქ--------ე ბ-------–-ილს არასოდეს უთქვამს ნი----–--ზ ჩი------ზე, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უფრო მეტიც სულ აღნიშნავდა რომ კარგი ქმარი იყო.
7. ზ-----------–-ძემ სასამართლო სხდომაზე დადასტურა ხ----ა გ------აძის ჩვენებაში აღნიშნული გარემოებები, აღნიშნა, რომ როდესაც ც-----ში ჩავიდა, ქ--------ე ბ-------–-ილი თავისი ოჯახით იქ დახვდა და მათ შორის არანაირი ჩხუბი, ძალადობა და დაძაბულობა არ ყოფილა.
8. განსახილველ ფაქტზე ბრალდების მხარეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენია.
სამართლებრივი შეფასება:
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ამავე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
10. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
11. პირის მსჯავრდებისას იმ პრინციპის დაცვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით (მე–40 მუხლის მე–3 ნაწილი) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (82–ე მუხლის პირველი ნაწილი). თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე №397აპ–14) შემდეგი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და, საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის.
12. სასამართლო მიუთითებს, რომ ნი----–--ზ ჩი------ის მხრიდან ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობის შესაძლო ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენდა მხოლოდ დაზარალებულის - ქ--------ე ბ-------–-ილის ჩვენება, რომლებიც დამოუკიდებლად, სხვა მოწმეების ჩვენების და მტკიცებულებების გარეშე ვერ ქმნის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს.
13. სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.
14. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1]
15. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
16. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტიურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლოსთვის, როგორც ობიექტური დამკვირვებლისთვის, არ არის სარწმუნო ზემოაღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე ნი----–--ზ ჩი------ის მსჯავრდება, რადგან ეს მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.
17. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის და მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
18. ნი----–--ზ ჩი------ის ქმედებების სამართლებრივი შეფასებისას, მტკიცებულებების არასაკმარისობამ საფუძველი გამოაცალა 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებას, რადგან "ძალადობის" დასადასტურებლად ბრალდებულის საწინააღმდეგოდ ჩვენება მოწმეებს არ მიუციათ.
19. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნი----–--ზ ჩი------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და იგი უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ნი----–--ზ ჩი------ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
განემარტოს გამართლებულს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შესაძლებელია გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი