განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100120003423995
საქმე #1-63/2020
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ რ------–----ის
ბრალდებულების _ ლ-------- ბ---–----ის, ნ----- ღ-----ის
ადვოკატის - დ----------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173061119004 საქმე:
1. ბრალდებულ ლ-------- ჯ------ ასული ბ---–----ის მიმართ
დაბადებული: 2--------- წელს
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
ნასამართლობა: არმქონე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ-----------------------–--–--------–--------------–----
კვალიფიკაცია :
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ქონების განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რითაც დაირღვა ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა, ჩადენილი ჯგუფურად;
2. ბრალდებულ ნ----- რ----–---ს ასული ღ-----ის მიმართ
დაბადებული: 0--------- წელს
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
ნასამართლობა: არმქონე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული მისამართზე: ხ--–----------------–----–----------------–-------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ-----------------------–--–--------–--------------–------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ქონების განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რითაც დაირღვა ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა, ჩადენილი ჯგუფურად;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2019 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ნ----- ღ-----ე და ლ-------- ბ---–----ე, ჯგუფურად, კანონიერი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდნენ შ------- რ--------ს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე, ქ. ბათუმი, ფ------------–--–------------------–-------------–-----ში, რითაც დაარღვიეს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა და განზრახ დააზიანეს შ------- რ--------ს კუთვნილი სხვადასხვა დასახელების ნივთები, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს წინაშე ბრალდებულებმა ნ----- ღ-----ემ და ლ-------- ბ---–----ემ თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმნენ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-------- ბ---–----ისა და ნ----- ღ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მათ ბრალეულობას, კერძოდ:
5. დაზარალებულ შ------- რ--------ს ჩვენება, მოწმეების - გ-----------------------–---------------------------------------------------–---------------–----------ის ჩვენებები; 2019 წლის 6 ნოემბერს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ლ-------- ბ---–----ის და ნ----- ღ-----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 25 ნოემბრის სასაქონლო ექსპერტიზის N1150/ს დასკვნა.
6. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
7. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
8. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
9. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედასტურებინა ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა.
10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
13. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
14. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
15. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
16. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება :
18. აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ-------- ბ---–----ე და ნ----- ღ-----ე ჯგუფურად, კანონიერი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდნენ შ------- რ--------ს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე, ქ. ბათუმი, ფ------------–--–------------------–-------------–-----ში, რითაც დაარღვიეს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა და განზრახ დააზიანეს შ------- რ--------ს კუთვნილი სხვადასხვა დასახელების ნივთები, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
19. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-------- ბ---–----ემ და ნ----- ღ-----ემ მათ მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინეს დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
20. ნ----- ღ-----ესა და ლ-------- ბ---–----ეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებება არ გააჩნიათ.
21. ნ----- ღ-----ისა და ლ-------- ბ---–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
23. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
24. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
25. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
26. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
27. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
28. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, ხოლო სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
29. ბრალდებულების განმარტებით, არიან უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებიდან და სასჯელად ჯარიმის გადახდა უდიდეს ტვირთად დააწვებათ, ამიტომ ითხოვეს პირობითი სასჯელის განსაზღვრა.
30. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავეების რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავეების პიროვნებების, წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულებს - ნ----- ღ-----ესა და ლ-------- ბ---–----ეს, სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით. სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური - 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ არ არიან ნასამართლევები, ჰყავთ ოჯახები, აღიარებენ დანაშაულს, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოთ პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. საბოლოო სასჯელის განსაზღვა უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.
31. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ნ----- ღ-----ისა და ლ-------- ბ---–----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული ლ-------- ჯ------ ასული ბ---–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრი ზომის სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, ლ-------- ბ---–----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ლ-------- ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
2. ბრალდებული ნ----- რ----–---ს ასული ღ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრი ზომის სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, ნ----- ღ-----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ნ----- ღ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
კონტროლი მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულებს გამოცხადდნენ პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
ნივთმტკიცება - დამტვრეული ჭურჭელი, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი