განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2019
საქმის ნომერი
330100119003060722
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2829-19

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორ - მ-----–---------

ბრალდებულ - მ-------------------

ადვოკატ - გ-------------–---–-- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--------------------------------------------------–-------–-–-------------------------–----------–---------------–----–----–----------–------------------------–---------------- რეგისტრირებული და ფაქტოფრივად მცხოვრები: მ–------------------------–-------; - მიმართ.

 

კვალიფიკაცია:

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით - ადევნება, ე.ი. პირადად პირის, მისი ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა საშუალებით და ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანკვას და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარ შეცნობით არასრუწლოვნის, ორი პირის მიმართ.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ პუნქტით - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარ შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით - პირის სხეულში სექსუალური ხასიათის იძულება, სახელის გამტეხი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1 2018 წლის 10-დან 15 აგვისტომდე პერიოდში, ქ.თბილისში,-----------–---------------- რ---------–-- ქუჩა №17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ------------------ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა მ------------–---–--- და მისი არასრულწოვანი შვილის ე-–-------------- მიმართ, კერძოდ, მ------------–---–- მარჯვენა ხელი დაარტყა სახეში, ხოლო ე-–-------------- ხელი დაარტყა სახეში, რის შემდეგადაც მ------------–---–-- და ე-–-------------- თითოეულ შემთხვევაში განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

1.2 2018 წლის თებერვლის თვის დასაწყისში,--------–--–--–--–-- თ----------ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში მ------------------ სხვაგვარი ძალადობა განახორციელა არასრულწლოვან ე-–-------------- მიმართ, კერძოდ, მარჯვენა ხელი გადაუგრიხა უკანა მხარეს ძლიერად, რის შემდეგადაც ე-–-------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3 2018 წლის 10-დან 15 აგვისტომდე პერიოდში, ქ.თბილისში,-----------–---------------- რ---------–-- ქუჩა №17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ----------------- შეხვდა მ------------–---–-, რომელსაც მოსთხოვა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მის ყოფილ ქმარს გააგებინებდა მისი მეგობარი მამაკაცის შესახებ - სახელს გაუტეხდა და შეარცხვენდა, რაც არსებითად დააზიანებდა მ------------–---–-- უფლებას.

1.4 2017 წლის აპრილის თვიდან 2019 წლის 17 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, მ-----------------, პირადი ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, სისტემატურად უთვალთვალებდა მ------------––--–- და არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა მასთან, კერძოდ, ქ.თბილისში,-----------–--------------------------- ქუჩა №8ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში,--------–--–--–--–-- თ----------ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლსა და ქ.თბილისში,-----------–---------------- რ---------–-- ქუჩა №17-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მ----------------- სისტემატურად უთვალთვალებდა მ------------–---–-, მუდმივად აკითხავდა ავტომანქანით, უსიგნალებდა და ხმამაღლა ეძახდა, რის შემდგომაც მ------------–---–---- ამყარებდა მისთვის არასასურველ კომუნიკაციას, მოითხოვდა მისგან პირადი ხასიათის ურთიერთობის ჩამოყალიბებას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სისტემატურად ახორციელებდა სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს მ------------–---–--- და მისი მეუღლის კუთვნილ საკონტაქტო ნომრებზე, მ------------–---–-- მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, აშანტაჟებდა პირადი ხასიათის ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე, შეურაცხყოფას აყენებდა ამ უკანასკნელის არასრულწოვან შვილს. 2019 წლის 17 მაისს, დაახლოვებით 10:20 საათზე, მ----------------- კვლავ აედევნა მ------------–---–-, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ავტომანქანით სდია ქ.თბილისი, ხ------------ ქუჩა №161-ის მიმდებარე ტერიტორიამდე. მ------------------ ქმედებები იწვევდა მ------------–---–-- ფსიქიკურ ტანჯვას, იგი მუდმივად იმყოფებოდა შიშისა და სტერესის ქვეშ, მუდმივად ჰქონდა მოლოდინი, რომ ოჯახი დაენგრეოდა და მ----------------- მისი ოჯახის წევრებს ზიანს მიაყენებდა, ეშინოდა სახლიდან გასვლის, იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, მ---------------------ტ მომდინარე საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ნომერი.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და მ------------------ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია მ------------------ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ პუნქტით და სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. მ------------------ მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: მ------------–---–------–---------------------------------------------–--------------–----------------–----------–---- გამოკითხვის ოქმებს, დათვალიერების ოქმებს, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს და და სხვა.

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ლ------–-–------ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

3.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

3.5. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.7. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

 

4.3. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

4.4 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლლობისათვის აუცილებელია ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.

 

4.5 კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია სექსუალური ხასიათი სხვაგვარი ქმედების იძულება, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ასეთი ცნობის გახმაურების მუქარით. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის სქესობრივი თავისუფლება ან ხელშეუხებლობა, ადამიანის პატივი და ღირსება. დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულია იძულების რომელიმე ხერხის გამოყენების მომენტიდან, ანუ მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავემ მიაღწია თუ არა დაზარალებულთან სექსუალური კონტაქტის დამყარებას.

 

4.6 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. მ------------------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა დანაშაულებრივი ქმედება, არ არის წარსულში ნასამართლევი, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

6.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

6.4. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ამასთან, ბრალდებული მ----------------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, საქმის მასალებში არ მოიპოვება პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, დანაშაულის მოტივის, ხერხის მხედველობაში მიღებით და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის სასამართლოს მ------------------ მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება საკმარისად მიაჩნია, რითაც მიღწეული იქნება კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ პუნქტით და სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

1. საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

2. საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

3. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

4. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ პუნქტით - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და საბოლოოდ, მ----------------- განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

6. გაუქმდეს მ------------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

7. საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 17 მაისიდან - 2019 წლის 01 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მ----------------- დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 7 000 (შვიდი ათასი) ლარამდე.

8. განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულ მ------------------ მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

9. ნივთიერი მტკიცებულება: 1. ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ორი ცალი სიმბარათით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე