გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.11.2019
საქმის ნომერი
330310019002994745
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/3655-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ელენე არდაზიშვილი

მოსარჩელე - თ---------–-–---–ი

წარმომადგენელი - ს------------–--ე

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - მ----------------ა

მესამე პირი - დ----------–-–---–ი

მესამე პირი - კერძო აღმასრულებელი ნ---------------ე

წარმომადგენელი - ვ----–-------------ე

მესამე პირი - სს ს----------–--------ი

წარმომადგენელი - ლ------------ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 19 აპრილის №----------------- განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, მ----------------–------------------------------------ (ს.კ.0----------------------) საკუთრების უფლების შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 19 აპრილის №----------------- განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისში, ი-–---------------------- (ს.კ. 0---------------) საკუთრების უფლების შესახებ;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირი - დ----------–-–---–ი დაეთანხმა სარჩელს.

 

3.2. მესამე პირის - სს ს----------–--------ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.

 

3.3. მესამე პირის - კერძო აღმასრულებელი ნ---------------ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. კერძო აღმასრულებელს - ნ---------------ეს განცხადებით მიმართა სს ს----------–--------მა, მოვალეების - თ---------–-–---–ისა და დ----------–-–---–ის მიმართ. აღსასრულებელი თანხა შეადგენდა 2274 ლარსა და 41776.29 აშშ დოლარს. კერძო აღმასრულებელს აღსასრულებლად წარედგინა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე. სასამართლო გადაწყვეტილებით სს ს----------–--------ის სარჩელი მოპასუხეების - თ---------–-–---–ისა და დ----------–-–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს - თ---------–-–---–სა და დ----------–-–---–ს 2015 წლის 28 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრათ სესხის ძირი თანხა - 38407,24 აშშ დოლარი, პროცენტი - 2444,71 აშშ დოლარისა და ჯარიმა 926,34 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისი, ი-–---------------------- (ს.კ. 0---------------) და ქ. თბილისი, მ----------------–------------------------------------ (ს.კ.0----------------------) იძულებითი რეალიზაცია. თავდები პირის - დ----------–-–---–ის პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 150000 აშშ დოლარი. იმ შემთხვევაში თუ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარავად, აღსრულება მიექცეს თ---------–-–---–ისა და დ----------–-–---–ის სხვა ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ს.ფ. 80-82);

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 83-84);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 85-94);

 

4.2. კერძო აღმასრულებლის მიერ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გაეგზავნათ მოვალეებს - თ---------–-–---–სა და დ----------–-–---–ს, მისამართზე, თბილისი, ი-–---------------------- გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადებით მოვალეებს ეცნობათ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, ისიც, რომ დამატებით რაიმე შეტყობინება მოვალეებს აღარ გაეგზავნებოდათ და იძულებითი აღსრულების შესახებ ინფორმაცია შეეძლოთ ვებგვერდის საშუალებით მიეღოთ. მოვალეების შვილს - გ-----------–-–---–ს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე 2019 წლის 29 იანვარს ჩაბარდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ( ს.ფ. 100-103);

- საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 104-105);

 

4.3. კერძო აღმასრულებლის მიერ 2019 წლის 6 თებერვალს შედგა ქ. თბილისში, მ----------------–---------------------------------------ში მდებარე უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი.

 

კერძო აღმასრულებლის მიერ 2019 წლის 7 თებერვალს შედგა ქ. თბილისში, ი-–-----------------------ში მდებარე უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ქონების აღწერა-დაყადაღების აქტები (ს.ფ. 116-119);

 

4.4. შპს იუვისის 2019 წლის 9 თებერვლის №01.2316 დასკვნის თანახმად, თ---------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, მ----------------–----------------------------------- საკადასტრო კოდი 0----------------------, შეფასდა 58 000 ლარად.

 

შპს იუვისის 2019 წლის 9 თებერვლის №01.2315 დასკვნის თანახმად, თ---------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ი-–-------------------- საკადასტრო კოდი 0---------------, შეფასდა 66 000 ლარად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შპს იუვისის 2019 წლის 9 თებერვლის №01.2316 დასკვნა (ს.ფ. 122-133);

- შპს იუვისის 2019 წლის 9 თებერვლის №01.2315 დასკვნა (ს.ფ. 134-181);

 

4.5. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 19 აპრილის №----------------- განკარგულებით თ---------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ი-–-------------------- არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართი 93 კვ.მ.-ს და შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №1 - საერთო ფართით 84,92 კვ.მ., მათ შორის სარდაფი 7,42 კვ.მ., I სართული 63 კვ.მ., მანსარდა 14,50 კვ.მ.-ს, საკადასტრო კოდი 0---------------, - შემძენი 2019 წლის 10 აპრილს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს ს----------–--------ი. სს ს----------–--------მა უძრავი ქონება შეიძინა 47520,00 ლარად, სს ს----------–--------ის მიერ თანხა გადახდილია სრულად.

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 19 აპრილის №----------------- განკარგულებით თ---------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, მ----------------–------------------------------------ (ს.კ.0----------------------), - შემძენი 2019 წლის 10 აპრილს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს ს----------–--------ი. სს ს----------–--------მა უძრავი ქონება შეიძინა 38860,00 ლარად, სს ს----------–--------ის მიერ თანხა გადახდილია სრულად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 19 აპრილის №----------------- განკარგულება (ს.ფ. 202-203);

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 19 აპრილის №----------------- განკარგულება (ს.ფ. 200-201);

- თანხის გადახდის ქვითრები (ს.ფ. 198-199);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი (19.04.2019 წ. მოქმედი რედაქცია). საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანება (19.04.2019 წ. მოქმედი რედაქცია).

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლო ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლზე, რომლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები არიან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.

 

7.2 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, ??????????? ?????????? ????????? ???????? ?????????? ??????? ????????????? ????????? ????? . ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ, ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები, გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები, დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები, ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მათთვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი არ ყოფილა უძრავ ქონების იძულებითი აუქციონის წესით გაყიდვის თაობაზე, არ მომხდარა მათთვის გაფრთხილების თაობაზე შესაბამისი წინადადების ჩაბარება, რითაც დარღვეულ იქნა სააღსრულებო წარმოების წესები.

 

საქმის მასალებით დგინდება ის გარემოება, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გაეგზავნათ მოვალეებს - თ---------–-–---–სა და დ----------–-–---–ს, მისამართზე, თბილისი, ი-–---------------------- გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადებით მოვალეებს ეცნობათ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, ისიც, რომ დამატებით რაიმე შეტყობინება მოვალეებს აღარ გაეგზავნებოდათ და იძულებითი აღსრულების შესახებ ინფორმაცია შეეძლოთ ვებგვერდის საშუალებით მიეღოთ. მოვალეების შვილს - გ-----------–-–---–ს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე 2019 წლის 29 იანვარს ჩაბარდა.

 

ამდენად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოვალეს - თ---------–-–---–ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინა მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინა აღმასრულებელთან. ასევე, მოვალე გაფრთხილებულ იქნა, რომ მის მიმართ განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე წინადადების თანახმად, მოვალეს ეცნობა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეული ღონისძიებების შესახებ წინასწარ, პერსონალურად აღარ ეცნობებოდა. მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის და მდგომარეობის შესახებ მხარეს შეეძლო დეტალური ინფორმაციის მიღება აღსრულების ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების თანახმად: 1. პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში ქონების საწყისი ფასი შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრულ საწყის ფასს; 2. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს. 3. თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს. 4. თუ ქონების რეალიზაცია მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. აღნიშნულ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.

 

საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ თ---------–-–---–ს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე გასხვისების შესახებ ეცნობა გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით. მოგვიანებით, მოვალე - თ---------–-–---–მა უარი განაცხადა ქონების აღწერა-დაყადაღებაში მონაწილეობაზე. აღნიშნულ ფაქტზე კერძო აღმასრულებლის მიერ შედგენილია შესაბამისი ოქმი. აღსანიშნავია, ასევე ის ფაქტი, რომ აღსასრულებელი ქონება, უძრავი ნივთი მდებარე თბილისი, ი-–-------------------- აღწერილია როგორც გარედან დათვალიერებით, ისე შიგნიდან და დასურათებულია კერძო აღმასრულებლის მიერ. როგორც საქმის მასალებით დგინდება, მესამე პირმა - სს ს----------–--------მა იძულებით საჯარო აუქციონზე შეიძინა მოვალის ორივე ქონება და ქონების ღირებულება გადაიხადა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-8 თავით დადგენილია იძულებითი აუქციონის ჩატარების შესაძლებლობა. იძულებითი აუქციონი იმართება მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოვალისათვის დაკისრებული თანხის ამოღება. იძულებითი აუქციონის პროცედურები გაწერილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების წესით. იძულებითი აუქციონის პროცედურული გაწერა ემსახურება იმ მიზანს, რომ სააღსრულებო წარმოება მიზანმიმართულად არ გაჭიანურდეს. ამგვარი გაწერა იცავს, როგორც მოვალის ისე კრედიტორის ინტერესს, შესაბამისი პროცედურის წარმართვით დადგეს შედეგი: ქონების გასხვისება ვალდებულების დასაფარავად, ან იძულებითი აღსრულების დასრულება ქონების გასხვისების შეუძლებლობისას (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტი).

 

აღნიშნული გარემოებების შეფასება იძლევა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ აუქციონის მომზადებისა თუ ჩატარებისას აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონისა და შესასაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა, აუქციონი ჩატარდა ხსენებულ ნორმათა დაცვით და არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ბათილად გამოცხადების ობიექტს წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო სწორედ ადმინისტრაციული აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით შემოიფარგლება. საქმის მასალების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქმიანობის აღნიშნული სამართლებრივი ფორმა, დაცულია სადაო აქტის გამოცემისთვის საჭირო საგნობრივი კომპეტენცია, ასევე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა, ამასთან, ადმინისტრაციული აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და შეესაბამება სამართლის იმ ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სადავოდ გამხდარი სამართალურთიერთობის კანონშეუსაბამობას, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი თანხა უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-13, 22-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ---------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე