განაჩენი

სისხლის სამართლის 05.12.2019
საქმის ნომერი
330100119003216162
თარიღი
05.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4610-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ------ ქ-----–--

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- დ------- ძე მ-------–--ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1-------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---- ბ---------------–--ა #--- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------–---–-ს ქუჩა #---

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი (კრედიტორისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - 2 ეპიზოდი).

 

ბრალდებული - თ------ რ--------- ძე ქ------ - საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------- დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------- 2------- ქუჩა #---

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი (კრედიტორისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

ბრალდებული - გ------- ვ-----–-- ძე კ------ - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 2------------–-, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------- 9-------–---------ი, კორპუსი #-- ბინა #---

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი (კრედიტორისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 13 თებერვალს, გ------- ჯ-------მ და გ------- მ-------–--ემ კრედიტის მიღების მიზნით მიმართეს შპს „მ---------------------ს“ (ს/კ 4--------), რა დროსაც გ------- მ-------–--ემ, როგორც თავდებმა წარადგინა 2018 წლის 10 თებერვლით დათარიღებული სს „თ-------“ ბანკის ყალბი საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მას ერიცხებოდა შემოსავალი. აღნიშნული ყალბი ამონაწერის საფუძველზე, 2018 წლის 13 თებერვალს გაცემული იქნა სესხი 11 914 ლარის ოდენობით, რითაც შპს „მ---------------------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2. 2018 წლის 2------------–-, გ------- თ---–--ემ და გ------- მ-------–--ემ კრედიტის მიღების მიზნით მიმართეს შპს „მ---------------------ს“ (ს/კ 4--------), რა დროსაც გ------- მ-------–--ემ, როგორც თავდებმა წარადგინა 2018 წლის 10 თებერვლით დათარიღებული სს „თ-------“ ბანკის ყალბი საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მას ერიცხებოდა შემოსავალი. აღნიშნული ყალბი ამონაწერის საფუძველზე, 2018 წლის 2------------–- გაცემული იქნა სესხი 8 892 ლარის ოდენობით, რითაც შპს „მ---------------------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.3. 2018 წლის 10 თებერვალს, ზ------ უ-----–---–მა და თ------ ქ------მ კრედიტის მიღების მიზნით მიმართეს შპს „მ---------------------ს“ (ს/კ 4--------), რა დროსაც თ------ ქ------მ, როგორც თავდებმა, წარადგინა 2018 წლის 9 თებერვლით დათარიღებული სს „თ-------“ ბანკის ყალბი საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა ერიცხებოდა შემოსავალი. აღნიშნული ყალბი ამონაწერის საფუძველზე, 2018 წლის 10 თებერვალს გაცემული იქნა სესხი 14 335 ლარის ოდენობით, რითაც შპს „მ---------------------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.4. 2018 წლის 20 იანვარს, გ------- კ------მ და რ----– ა-----------მა კრედიტის მიღების მიზნით მიმართეს შპს „მ---------------------ს“ (ს/კ 4--------), რა დროსაც გ------- კ------მ, როგორც მსესხებელმა, წარადგინა 2018 წლის 23 იანვრით დათარიღებული სს „თ-------“ ბანკის ყალბი საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა ერიცხებოდა შემოსავალი, ხოლო რ----– ა-----------მა, როგორც თავდებმა, წარადგინა 2018 წლის 29 იანვრით დათარიღებული სს „თ-------“ ბანკის ყალბი საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა ერიცხებოდა შემოსავალი, აღნიშნული ყალბი ამონაწერის საფუძველზე, 2018 წლის 29 იანვარს გაცემული იქნა სესხი 14 835 ლარის ოდენობით, რითაც შპს „მ---------------------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.

 

2.2. სასამართლოს დასკვნა გ------- მ-------–--ის, თ------ ქ------სა და გ------- კ------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულების მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის წარმომადგენლის - ბ------- ფ-----ს და მოწმეების - გ------- ჯ-------ს, ზ------ უ-----–---–ის, რ----– ა-----------ის გამოკითხვის ოქმებს; სს „მ---------------------ის“ მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებულით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლისათვის მიწოდებულ ინფორმაციას 2018 წლის იანვარი-თებერვლის თვეებში, შპს „მ---------------------ის“ დიღმის ფილიალის მიერ გაცემული სესხების შესახებ; გენერალურ ხელშეკრულებებს საკრედიტო ხაზის და გირავნობის შესახებ; საკრედიტო შეთანხმებებს; ხელშეკრულებებს სოლიდარული თავდებობის შესახებ; სალაროს გასავლის ორდერებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------- მ-------–--ის, თ------ ქ------სა და გ------- კ------ს მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლში კრიმინალიზებულია ბანკის ან სხვა კრედიტორისათვის ყალბი ცნობის მიწოდება სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ კრედიტის მიღების მიზნით. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს ბანკებსა და საკრედიტო ორგანიზაციების საკრედიტო საქმიანობას. კრედიტი ფულადი საშუალებაა, რომელსაც ბანკი ან სხვა საკრედიტო ორგანიზაცია აძლევს მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით. სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ცნობა შეიცავს მონაცემებს, რომელიც მოქმედი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებითა და დამკვიდრებული პრაქტიკით გამოიყენება დაკრედიტების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და გავლენას ახდენს კრედიტორის ნებაზე. ამ მონაცემების სიყალბე მდგომარეობს იმაში, რომ ბანკში ან სხვა საკრედიტო ორგანიზაციაში წარმოდგენილ ოფიციალურ დოკუმენტში შეგნებულად არ არის შეტანილი სწორი ინფორმაცია. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხია ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რომელიც ყალბ მონაცემებს შეიცავს. დანაშაული დამთავრებულია კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდების მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულებმა - გ------- მ-------–--ემ, თ------ ქ------მ და გ------- კ------მ შპს „მ---------------------ში“ წარადგინეს სს „თ-------“ ბანკის ყალბი საბანკო ამონაწერები, რომლის თანახმად, თითქოსდა ერიცხებოდათ შემოსავალი. შესაბამისად, მათ მიერ კრედიტორისათვის მიწოდებული ინფორმაცია შეგნებულად არის დამახინჯებული და არ ასახავს მსესხებლის და თავდების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ობიექტურ სურათს. აღნიშნული ყალბი ამონაწერების საფუძველზე, გაცემული იქნა სესხი, რითაც შპს „მ---------------------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.4. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ------- მ-------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (კრედიტორისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - 2 ეპიზოდი).

 

ბრალდებულმა თ------ ქ------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (კრედიტორისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

ბრალდებულმა გ------- კ------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (კრედიტორისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- მ-------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულთა სიმრავლე - ჩადენილია დანაშაულის 2 ეპიზოდი. გ------- მ-------–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4.2. თ------ ქ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4.3. გ------- კ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.4. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.5. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. დამნაშავისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.

5.6. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გ------- მ-------–--ის, თ------ ქ------სა და გ------- კ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლეს გამოძიებასთან.

 

5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს: ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

5.8. დამნაშავე პირების რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის გ------- მ-------–--ეს, თ------ ქ------სა და გ------- კ------ს უნდა განესაზღვროთ სამართლიანი და თანაზომიერი სასჯელი.

 

5.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- მ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (I ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

2. გ------- მ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (II ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- მ-------–--ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

4. გაუქმდეს გ------- მ-------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

5. თ------ ქ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

6. გაუქმდეს თ------ ქ------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

7. გ------- კ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

8. გაუქმდეს გ------- კ------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

9. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულებს დაევალოთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი.

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

11. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ. ხარჩილავა