განაჩენი

სისხლის სამართლის 20.01.2020
საქმის ნომერი
080100119003347893
დავის ტიპი
276 1
თარიღი
20.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1118-19 (N 076020819001)

20 იანვარი, 2020 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

სხდომის სახე ღია

ბრალდების მხარე:

პროკურორი: თა---- მე----

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ--- ქ-------–ია

ბრალდებული: ირ---–- ცი-–---

მამის სახელი: ბ------

დაბადების თარიღი: 1-.1-.1--- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: საშუალო

ნასა----თლობა: არმქონე

მცხოვრები (რეგისტრირებული): სა---------ა, გა------------ს ქუჩა N3/27

მცხოვრები(ფაქტობრივად): სა---------ა, სოფელი ო-----ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასა----თლომ დაადგინა:

 

2019 წლის 01 ა--------ს, დაახლოებით 22:40 საათზე სა---------აში, დ---------ს ქუჩაძე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებმა ვ-–-------- დ---–-–---–მა და რ---–---- კ--------მ შეაჩერეს „ბ--“-ს მოდელის სახელმწიფო ნომრით X--1-6-V- ავტომობილი, რომელსაც მართავდა ირ---–- ცი-–---. საექსპერტო დაწესებულებაში ჩატარებული გამოკვლევით მძღოლ ირ---–- ცი-–---ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების (ტეტრაჰიდროკანაბინოლის) მოხმარება, რომლის ზემოქმედების ქვეშ იგი მართავდა ავტომობილს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სა----თლებრივი შეფასება:

 

სასა----თლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნარკოტიკული შემოწმების ექსპერტიზის დასკვნა, საქმეში არსებული სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები) ერთობლიობა ირ---–- ც--–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასა----თლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასა----თლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ირ---–- ცი-–---მ ჩაიდინა: ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. ირ---–- ც--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა.

 

3.2. ირ---–- ცი-–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასა----თლოს განაჩენი უნდა იყოს სა----თლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასა----თლოს განაჩენი სა----თლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სა----თლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასა----თლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სა----თლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ სასჯელის სა----თლიანობა სასა----თლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა, ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ (ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) - გასათვალისწინებელია კონკრეტულ სისხლის სა----თლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სა----თლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასა----თლო ითვალისწინებს ბრალდებულ ირ---–- ც--–--ის პასუხისმგელობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბრალდებული სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასა----თლოს მიაჩნია, რომ ირ---–- ცი-–---ს უნდა განესაზღვროს - ჯარიმა. ჯარიმის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით სასა----თლო ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ბრალდებულის პიროვნებას, მის ეკონომიურ მდგომარეობას და გამომდინარე აქედან, ირ---–- ც--–--ის მიმართ ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით არის, როგორც ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რაც, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი იქნება მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვითა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მეორე მხრივ, სასა----თლოს მიერ ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის ზემოაღნიშნული ოდენობით განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სა----თლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სა----თლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ირ---–- ცი-–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2.ირ---–- ც--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3.განაჩენი რეაგირებისათვის გაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ირ---–- ცი-–---ს 03 (სამი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

5. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ნარკოტესტი, რომელიც დალუქული 1 პაკეტად ერთვის სს საქმეს, გადაეცეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურების მიზნით.

 

6.განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი