განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1037-19 (№041130919005)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 იანვარი 2020 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ---- ჭ---–------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს--–---------- შ------ ძე მ-------–--- - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქუთაისი, ხ----------------------;
ადვოკატი - ნ------ ბ-------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით; გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით.
სხდომის სახე - დახურული
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2013 წლის 14 ივნისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ს--–---------- მ-------–--- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით. 2019 წლის 13 სექტემბერს, დღის საათებში, ქუთაისში, ხ----------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევის გზით, ძარცვისათვის ნასამართლევი ს--–---------- მ-------–--- არაერთგზის შეეცადა აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მთლიანობაში 320 (სამას ოცი) ლარის ღირებულების მ------ ც---–----- კუთვნილ ოქროს ბეჭედს, ვერცხლის ბეჭედს, ვერცხლის ძეწკვს ვერცხლის კულონით.
2019 წლის 13 სექტემბერს, დღის საათებში, ქუთაისში, ხ----------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ს--–---------- მ-------–--- შეეცადა ძალადობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის შეღწევას მ------ ც---–----- სხეულში, რა დროსაც ს--–---------- მ-------–---ა მ------ ც---–----- ხელებით უბიძგა ბეჭებზე და წააქცია ტახტზე, აუწია კაბა წელზე, ხელი მოუსვა თეძოს მიდამოში, პირზე ააფარა ხელი, რათა მ------ ც---–----- ყვირილი ჩაეხშო, ჩაიწია თავად შარვალი და შეეცადა მ------ ც---–-----ათვის ტრუსის გახდას და მ------ ც---–----- სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას, თუმცა ვერ მოახდინა მ------ ც---–----- მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო. მითითებულ დროს ს--–---------- მ-------–---ა მ------ ც---–----- მიაყენა დაზიანება მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე, რამაც გამოიწვია მ------ ც---–----- სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ს--–---------- მ-------–---ს აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულ მ------ ც---–----- გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: შ--–-- ფ-----------, ი----- ხ--------ს, ო---- გ-------, ნ---- ც---–-----, ლ--–- წ----------, ლ-–- მ------–-------, რ----- ქ----–------ გამოკითხვის ოქმები, პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ს--–---------- მ-------–---ს მონაწილეობით, ჩხრეკის ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N4----- დასკვნა, ბიოლოგიური (მორფოლოგიური, სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა ს--–---------- მ-------–---ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს--–---------- მ-------–---ა ჩაიდინა: ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას.
მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ს--–---------- მ-------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად ს--–---------- მ-------–--- დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით ს--–---------- მ-------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 5 (ხუთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. ს--–---------- მ-------–--- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 13 აპრილს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ს--–---------- მ-------–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს--–---------- მ-------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს--–---------- მ-------–--- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ს--–---------- მ-------–---ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ს--–---------- მ-------–--- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ს--–---------- მ-------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ს--–---------- მ-------–--- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 14 სექტემბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალი, სიგარეტის ნამწვი, ანაწმენდები, ხელის კვლები, მ------ ც---–----- ნერწყვის ნიმუში, ს--–---------- მ-------–---საგან აღებული სუნის ნიმუში, ს--–---------- მ-------–---საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ს--–---------- მ-------–---საგან აღებული ხელის ნიმუში დაქტილობარათზე, მ------ ც---–----- ხელის ნიმუში დაქტილობარათზე - განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მ------ ც---–----- ტანსაცმელი, კაბა, ტრუსი, პლედი, სამკაულები, ოქროს ბეჭედი, ვერცხლის ბეჭედი, ვერცხლის ძეწკვი კულონით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული მაისური და ჯინსის შარვალი, მაჯის საათი და ბეჭედი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური