გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210019003252349
№2/332-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09.01.2020 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: .შ.პ.ს.,,ნ----------ი“
წარმომადგენელი: დ----- ფ----------ე
მოპასუხე: ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი (მერია)
წარმომადგენელი: ნ---- ჩ----–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოსარჩელე- .შ.პ.ს.,,ნ----------“-მა(ს/ნ 4--------) მომართა სასამართლოს და მოპასუხედ განსაზღვრა ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი (მერია). მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2019 წლის 12 მარტს ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ ნ----------“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 62 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ ნ----------“-მა იკისრა ვალდებულება ჭიათურის მუნიციპალიტეტში კერძოდ: სოფლების, მანდაეთი -ტყემლოვანას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებაზე, ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 641999.97 ( ექვსას ორმოცდაერთი ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით. მხარეთა შორის 2019 წლის 20 ივნისს და ამავე წლის 07 ივლისს მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 639 468 60 ( ექვსას ოცდაცხრამეტი ათას ოთხას სამოცდარვა ლარით და 90 თეთრით) ლარით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 122 დღე 2019 წლის 12 ივლისის ჩათვლით.
მოსარჩელე განმარტავს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიმღები კომისიის მიერ ჩაბარებული იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების მანდაეთი, ტყემლოვანას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის 2019 წლის 30 ივლისიდან 06 აგვისტომდე შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება ფორმა 2-ის მიხედვით შეადგენდა 435160,88 ლარს. ამავე აქტში აღნიშნულია რომ ობიექტზე მთლიანად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, პირველი, მეორე და მესამე საბოლოო მიღება-ჩაბარებით შეადგენს 620127,66 ლარს დარიცხვების გათვალისწინებით. ამავე აქტში აღნიშნულია რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად და მიმღებ კომისიას შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნია.
მოსარჩელე მიუთითებს , რომ 2019 წლის 12 მარტს თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ ნ----------“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N63 ხელშეკრულება , რომლის საფუძველზეც შპს „ ნ----------“-მა იკისრა ვალდებულება ჭიათურის მუნიციპალიტეტში კერძოდ: სოფლების, ღვითორი -მელუშაეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებაზე , ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 114099.93 ( ერთი მილიონ ას ორმოცი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით. მხარეთა შორის 2019 ლლის 27 მაისს შედგენილი იქნა სულ სამი შეთანხმება ცვლილებების გათვალისწინებით ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული თანხა დაკორექტირდა და განისაზღვრა 1130 451,86 ლარით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიმღები კომისიის მიერ ჩაბარებული იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვითორი-მელუშაეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წლის 11 ივლისიდან 06 აგვისტომდე შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება ფორმა 2-ის მიხედვით შეადგენდა 810 363,08 ლარს. ამავე აქტში აღნიშნულია რომ ობიექტზე მთლიანად შესრულებული სამუშაოების ღირებულება პირველი და მესამე საბოლოო მიღება-ჩაბარებით შეადგენს 1130231, 08 ლარს დარიცხვების გათვალისწინებით. ამავე აქტში აღნიშნულია რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად და მიმღებ კომისიას შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნია.
2019 წლის 12 მარტს თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ ნ----------“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N64 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ ნ----------“-მა იკისრა ვალდებულება ჭიათურის მუნიციპალიტეტში კერძოდ: სოფლების, საბაჟო-ბერეთისას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებაზე, ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 699000 ( ექვსას ოთხმოცდაცხრამეტი ათასი) ლარით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით. მოცემულ ხელშეკრულებაში განხორციელდა სამი ცვლილება. 2019 წლის 10 ივლისს მიღწეულ იქნა მესამე შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ცვლილება შევიდა ხარჯთაღრიცხვაში და სამუშაოების გეგმა-გრაფიკში, ცვლილებების გათვალისწინებით ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული თანხა დაკორექტირდა და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა პირველ უბანზე 553 807,09 ლარით, ხოლო მეორე უბანზე 142 382, 08 ლარით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შპს „ნ----------ი“ შეუდგა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას . 2019 წლის 12 აგვისტოს ს.პ.ს. „ ნ----------მა „ წარადგინა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. შემსყიდველის ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანოს შ.პ.ს. საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის 2019 წლის 20 სექტემბრის N 003295 ინსპექტირების ანგარიშის დამაკმაყოფილებელი დასკვნის საფუძველზე. შემსყიდველი ორგანიზაციის მიმღები კომისიის მიერ ჩაბარებული იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ საბაჟო-ბერეთისას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წლის 30 ივლისიდან 11 აგვისტომდე შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება ფორმა N2 მიხედვით ორივე უბანზე შეადგენდა 467720, 98 ლარს. ამავე აქტში აღნიშნულია რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად და მიმღებ კომისიას შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნია.
სამივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მიმწოდებლის შპს „ ნ----------ი“-ს მიერ შესრულებულია ჯეროვნად ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად თუმცა მიუხედავად ამისა შემსყიდველის მხრიდან არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და მან შესრულებული სამუშაოების ღირებულება სრულად არ ჩაურიცხა მიმწოდებელს იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა და სახით თვითნებურად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე პირგასამტეხლოს სახით გაუქვითა და არ ჩაურიცხა მიმწოდებელს საკმაოდ სოლიდური თანხები კერძოდ: მხარეთა შორის 2019 წლის 12 მარტს გაფორმებული N62 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 60 110,07 ლარი, 2019 წლის 12 მარტს გაფორმებული N 63 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 94 957,29 ლარი და 2019 წლის 12 მარტს გაფორმებული N64 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 194 932,92 ლარი. მოსარჩელე მიუთითებს , რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული მოქმედებები როგორც ფაქტობრივად ასევე სამართლებრივად არის გაუმართლებელი , მისი მოქმედებით დარღვეული იქნა მოსარჩელის უფლებები, კერძოდ: უფლება რომ მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის შესაბამისი ანაზღაურება, რასაც ვერ იღებს სწორედ ეს გარემოებები გახდა საფუძველი სასამართლოში სარჩელის აღძვრისა. მოსარჩელე ითხოვს:
ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს.,,ნ----------ი“-ს (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 60 110,07 ლარის, (N62 ხელშეკრულება).
ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს.,,ნ----------ი“-ს (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 94 957,29 ლარის (N63 ხელშეკრულება).
ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს.,,ნ----------ი“-ს (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 194 932,92 ლარის გადახდა (N64 ხელშეკრულება).
1.2.მოსარჩელე ითხოვს ასევე წარმომადგენლისთვის გაწეულ ხარჯს 3600 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე შესაგებლით არ ცნობს და არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნებს.
მოპასუხე მიუთითებს , რომ შპს „ნ----------ი“ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებების თანდართული კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის ყოველდღიური ვადა გადაცილებისათვის დაჯარიმებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შპს „ნ----------მა“ გამოცხადებულ ტენდერში თავისი ხელმოწერით დაადასტურა შეთავაზებული პირობები - თანხმობა და გამარჯვებული სუბიექტი შესაბამის გვერდზე ტვირთავს კალენდარულ და თანხობრივ გეგმა-გრაფიკს. დასაზუსტებლად მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის - ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხდება კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის შემოწმება, როგორც თანხობრივ ისე კალენდარულ ნაწილში, რაც გულისხმობს იმას, რომ მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება სრულ თანხვედრაში უნდა იყოს ატვირთული კალენდარულ და თანხობრივ გეგმა-გრაფიკთან. ამავდროულად მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მომწოდებელმა თვითონ წარმოადგინა აღნიშნული თანხობრივი და კალენდარული გეგმა-გრაფიკი და თვითონვე განსაზღვრა თითოეულ სამუშაოზე შესრულების ვადები.
მხარეები ადასტურებენ რომ მხარეები გაცნობილი არიან და შეთანხმდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებზე. მოსარჩელე მხარის ხელშეკრულების ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ, ჩადებულ პირობებთან დაკავშირებით შეეძლო ნებისმიერ დროს მიემართა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ნებისმიერი საკითხის განმარტებისთვის, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნული ადასტურებს, რომ ხელშეკრულების პირობები და მათში გაწერილი პრინციპები გასაგები და მისაღები იყო. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N62,63,64 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი გულისხმობს - „მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით“. მოპასუხე მხარემ უნდა განმარტოს და გააბათილოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული „დაჯარიმებაზე“ პრეტენზია და მოპასუხე განმარტავს, რომ მომწოდებლის სამუშაოს ჩატარების პროცესები დასტურდება და ასახულია კონკრეტული ფარული სამუშაოს ასახვის დოკუმენტში და მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული საექსპერტო კომპანიის „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“-ს მიერ წარმოდგენილ დასკვნაში. აღნიშნულ დოკუმენტში, სამუშაოებზე დანიშნული ზედამხედველის/მონიტორინგის ჯგუფის მიერ დასტურდება კონკრეტული სამუშაოების დაწყების და დასრულების/ჩატარების თარიღები, კონკრეტული დღის განმავლობაში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ჩაშლილ რამდენიმე პოზიციაზე. წარმოდგენილ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილში კალენდარულ და თანხობრივი გეგმა- გრაფიკში მეწარმეს თავადვე გაწერილი ჰქონდა ერთი და იმავე პერიოდში რამდენიმე განსახორციელებელი სამუშაო პროცესი და შესაბამისად ამისა ყოველი ვადა გადაცილება აისახა თითოეულ პოზიციაზე ცალკე, ვინაიდან მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი კალენდარული და თანხობრივი გეგმა გრაფიკი შედგება კონკრეტული სამუშაოებისაგან, რომლებზეც გაწერილია შესრულების ვადები და შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებები.
კერძოდ: ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ნ----------ი“-ს შორის 2019 წლის 12/03 გაფორმებულ N62 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 2019 წლის 26 სექტემბერს შპს ნ----------ის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 94 დღით თანხით 60 110-07 ლარით. მათ შორის ხელოვნური ნაგებობები 14 დღე; ეზოში შესასვლელის მოწყობა 23 დღე; გზის მიერთების მოწყობა 25 დღე და საგზაო სამოსის მოწყობა 32 დღე.
N63 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 2019 წლის აგვისტოს შპს ნ----------ის მიერ წარმოდგენილი მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 71 დღით თანხით 80262-08 ლარით. მათ შორის ხელოვნური ნაგებობები 59 დღე; საგზაო სამოსის მოწყობა 12 დღე. N63 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულია 1130230-56 ლარის სამუშაო. ვაკისის მოწყობის სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 13 დღით თანხით 14695-87 ლარით.
N64 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 2019 წლის 26 სექტემბერს შპს ნ----------ის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 279 დღით, თანხით 194236-79 ლარით. მათ შორის სოფ საბაჟო-ბერეთისის დაკავშირებელი საავტომობილო გზის პირველი უბანი: ხელოვნური ნაგებობები 57 დღე; ეზოში შესასვლელის მოწყობა 15 დღე; გზის მიერთების მოწყობა 15 დღე და საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის 52 დღე. სულ თქვენ პირველ უბანზე დაჯარიმდით 139 დღით თანხით 96770-30 ლარით. ხოლო მეორე უბანი: ხელოვნური ნაგებობები 58 დღე; ეზოში შესასვლელის მოწყობა 14 დღე; გზის მიერთების მოწყობა 15 დღე და საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის 53 დღე. სულ 140 დღით თანხით 97466-49 ლარით. ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ნ----------ს“ შორის 2019 წლის 12 მარტს გაფორმებული N64 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე მოსამზადებელი სამუშაოების გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 1 დღით თანხით 696-19 ლარით.
ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა მომწოდებლის დაჯარიმება გეგმა-გრაფიკით გაწერილ თითოეულ სამუშაოზე გადაცილებული დღეების მიხედვით. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ ფარული სამუშაოების დამოწმების დოკუმენტის წარმოდგენაც ხდება მომწოდებლის მიერ შუალედური ან საბოლოო ანგარიშ სწორებისათვის.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2019 წლის 12 მარტს თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ ნ----------“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 62 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ ნ----------“-მა იკისრა ვალდებულება ჭიათურის მუნიციპალიტეტში კერძოდ: სოფლების, მანდაეთი -ტყემლოვანას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებაზე, ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 641999.97 ( ექვსას ორმოცდაერთი ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღე 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით. მხარეთა შორის 2019 წლის 20 ივნისს და ამავე წლის 10 ივლისს მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 639 468 ,90 ( ექვსას ოცდაცხრამეტი ათას ოთხას სამოცდარვა ლარით და 90 თეთრით) ლარით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 122 დღე 2019 წლის 12 ივლისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.19-34)
- შეთანხმებები (ს.ფ.46-52)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ შ.პ.ს.,,ნ----------“-მა 2019 წლის 11 ივლისს შემსყიდველი ორგანიზაციის მიმღებ კომისიას წარუდგინა პირველი შუალედური მიღება -ჩაბარების აქტი 2019 წლის 13 მარტიდან ამავე წლის 11 ივლისამდე შესრულებულ სამუშაოებზე, რომლის ღირებულება შეადგენდა 117 161,43 ლარს, შემსყიდველი მიერ შექმნილი ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანოს სპს „ საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“-ს დამაკმაყოფილებელი დასკვნის საფუძველზე 2019 წლის 15 ივლისს მიღებულ იქნა მომწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები.
2019 წლის 30 ივლისს შპს „ ნ----------მა“ წარადგინა მეორე შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი 2020 წლის 10 ივლისიდან 30 ივლისამდე შესრულებული სამუსაოების, შემსყიდველის ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანოს შპს საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის 2019 წლის 21 აგვისტოს N003085 ინსპექტირების ანგარიშის დამაკმაყოფილებელი დასკვნის საფუძველზე. შემსყიდველი ორგანიზაციის მიმღები კომისიის მიერ ჩაბარებული იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების მანდაეთი, ტყემლოვანას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის 2019 წლის 10 ივლისიდან 30 ივლისამდე შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება ფორმა 2 მიხედვით შეადგენდა 67807,35 ლარს, დარიცხვების გათვალისწინებით.
2019 წლის 07 აგვისტოს შპს „ ნ----------მა“ წარადგინა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. შემსყიდველის ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანოს შპს საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის 2019 წლის 19 სექტემბრის N 003289 ინსპექტირების ანგარიშის დამაკმაყოფილებელი დასკვნის საფუძველზე. შემსყიდველი ორგანიზაციის მიმღები კომისიის მიერ ჩაბარებული იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების მანდაეთი, ტყემლოვანას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის 2019 წლის 30 ივლისიდან 06 აგვისტომდე შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება ფორმა მიხედვით შეადგენდა 435160,88 ლარს. ამავე აქტში აღნიშნულია რომ ობიექტზე მთლიანად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, პირველი, მეორე და მესამე საბოლოო მიღება-ჩაბარებით შეადგენს 620127,66 ლარს დარიცხვების გათვალისწინებით. ამავე აქტში აღნიშნულია რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად და მიმღებ კომისიას შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნია. დადგენილია, რომ სამუშაოების დასრულება მოხდა 26 დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პირველი შუალედური აქტი და ფორმა N2 (ს.ფ.63-72)
- მეორე შუალედური აქტი და ფორმაN2(ს.ფ.73-80)
- მესამე შუალედური აქტი და ფორმაN2(ს.ფ.81-90)
- ინსპექტირების ანგარიში N003289
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.3. დადგენილია, რომ 2019 წლის 03 ოქტომბერს N138 წერილით მოსარჩელემ მიმართა შემსყიდველს და მოითხოვა მისი მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება , ასევე წერილში მიუთითა, რომ თუ ის ვალდებულებას არ შეასრულებდა ამის შესახებ ეცნობებინა წერილით და განემარტა იმ მიზეზის შესახებ რომლის გამოც იგი არ ასრულებდა ვალდებულებას.
2019 წლის 09 ოქტომბერს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გაგზავნილი იქნა N 51/6783 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ N62 ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ შესრულებული იქნა 620 127,65 ლარის სამუშაოები, რომლიდანაც შ.პ.ს. „ ნუიპოვერი“-ს ანგარიშზე გადარიცხულია 545 859, 46 ლარი , ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადარიცხულია 60 110,078 ლარი, მიმწოდებელზე ასანაზღაურებელი 14 148, 12 ლარი, ანუ მიმწოდებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადები, რის გამოც პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხიდან გაუქვითა მომწოდებელს 60 110, 07 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილები (ს.ფ.91-92)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.4. 2019 წლის 12 მარტს თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ ნიპოვერ“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N63 ხელშეკრულება , რომლის საფუძველზეც შპს „ ნ----------“-მა იკისრა ვალდებულება ჭიათურის მუნიციპალიტეტში კერძოდ: სოფლების, ღვითორი -მელუშეეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებაზე , ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 114099.93 ( ერთი მილიონ ას ორმოცი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით.
მხარეთა შორის 2019 ლლის 27 მაისს შედგენილი იქნა შეთანხმება N1 რომლის მიხედვითაც ცვლილება შევიდა ხარჯთაღრიცხვაში და სამუშაოების გეგმა-გრაფიკში, ცვლილებების გათვალისწინებით ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული თანხა დაკორექტირდა და განისაზღვრა 1140461,78 ლარით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
მხარეთა შორის 2019 წლის 02 ივლისს შედგენილ იქნა შეთანხმება N2 რომლის მიხედვითაც ცვლილება იქნა შეტანილი ხელშეკრულების მე-3 მუხლში და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 142 კალენდარული დღე 2019 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით. ასევე ცვლილებები იქნა შეტანილი ხელშეკრულების მე-19 მუხლში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი სამუშაოების გეგმა-გრაფიკში.
2019 წლის 10 ივლისს მიღწეული იქნა კიდევ ერთი N3 შეთანხმება , რომლის მიხედვითაც ცვლილება შევიდა ხარჯთაღრიცხვაში და სამუშაოების გეგმა-გრაფიკში, ცვლილებების გათვალისწინებით ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული თანხა დაკორექტირდა და განისაზღვრა 1130 451,86 ლარით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 93-98 )
- შეთანხმება 1(ს.ფ. 107-114)
- შეთანხმება 2 (ს.ფ.115-116)
- შეთანხმება 3 (ს.ფ.117-118)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- წერილი(ს.ფ.135)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.5. დადგენილია, რომ 2019 წლის 11 ივლისს შემსყიდველი ორგანიზაციის მიმღებ კომისიას წარუდგინა პირველი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი 2019 წლის 13 მარტიდან ამავე წლის 11 ივლისამდე შესრულებულ სამუშაოებზე, რომლის ღირებულება შეადგენდა 319868,14 ლარს, შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანოს შპს „ საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“-ს დამაკმაყოფილებელი დასკვნის საფუძველზე 2019 წლის 15 ივლისს მიღებულ იქნა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები. 2019 წლის 06 აგვისტოს შპს „ ნ----------მა“ წარადგინა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი . შემსყიდველის ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანოს შპს საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის 2019 წლის 30 აგვისტოს N 003121 ინსპექტირების ანგარიშის დამაკმაყოფილებელი დასკვნის საფუძველზე. შემსყიდველი ორგანიზაციის მიმღები კომისიის მიერ ჩაბარებული იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვითორი-მელუშაეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წლის 11 ივლისიდან 06 აგვისტომდე შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება ფორმა 2-ის მიხედვით შეადგენდა 810 363,08 ლარს. ამავე აქტში აღნიშნულია რომ ობიექტზე მთლიანად შესრულებული სამუშაოების ღირებულება პირველი და მესამე საბოლოო მიღება-ჩაბარებით შეადგენს 1130231, 08 ლარს დარიცხვების გათვალისწინებით. ამავე აქტში აღნიშნულია რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად და მიმღებ კომისიას შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნია. დადგენილია, რომ სამუშაოების დასრულება მოხდა 05 დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პირველი შუალედური აქტი და ფორმა N2 (ს.ფ.135-142)
- მეორე შუალედური აქტი და ფორმაN2(ს.ფ.127-134)
- ინსპექტირების ანგარიში N003121
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.6. 2019 წლის 03 ოქტომბერს N138 მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მისი მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება , ასევე წერილში მიუთითეს, რომ თუ ის ვალდებულებას არ შეასრულებდა ამის შესახებ ეცნობებინა წერილით და განემარტა იმ მიზეზის შესახებ რომლის გამოც იგი არ ასრულებდა ვალდებულებას. 2019 წლის 09 ოქტომბერს მოპასუხის მიერ გაგზავნილი იქნა N 51/6783 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ N63 ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ შესრულებული იქნა 1 130 230,56 ლარის სამუშაოები, რომლიდანაც შპს „ ნუიპოვერი“-ს ანგარიშზე გადარიცხულია 1 035 273,27 ლარი , ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადარიცხულია 94 957,29 ანუ მიმწოდებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადები, რის გამოც პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხიდან გაუქვითა მომწოდებელს 94 957, 29 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ.143)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.7. 2019 წლის 12 მარტს თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ ნ----------“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N64 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ ნ----------“-მა იკისრა ვალდებულება ჭიათურის მუნიციპალიტეტში კერძოდ: სოფლების, საბაჟო-ბერეთისას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებაზე, ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 699000 ( ექვსას ოთხმოცდაცხრამეტი ათასი) ლარით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით.
მხარეთა შორის 2019 წლის 29 მაისს შედგენილი იქნა შეთანხმება N 1 რომლის მიხედვითაც ცვლილება შევიდა ხარჯთაღრიცხვაში და სამუშაოების გემა-გრაფიკში , ცვლილებების გათვალისწინებით ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული თანხა დაკორექტირდა და განისაზღვრა 696315,38 ლარით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, მხარეთა შორის
2019 წლის 02 ივლისს შედგენილ იქნა შეთანხმება N2 რომლის მიხედვითაც ცვლილება იქნა შეტანილი ხელშეკრულების მე-3 მუხლში და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 142 კალენდარული დღე 2019 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით. ასევე ცვლილებები იქნა შეტანილი ხელშეკრულების მე-19 მუხლში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით , შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი სამუშაოს გეგმა-გრაფიკში.
2019 წლის 10 ივლისს მიღწეულ იქნა კიდევ ერთი N3 შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ცვლილება შევიდა ხარჯთაღრიცხვაში და სამუშაოების გეგმა-გრაფიკში, ცვლილებების გათვალისწინებით ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული თანხა დაკორექტირდა და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა პირველ უბანზე 553 807,09 ლარით, ხოლო მეორე უბანზე 142 382, 08 ლარით, სულ 696 189,17 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 144-149 )
- შეთანხმება 1(ს.ფ. 109-187)
- შეთანხმება 2 (ს.ფ.188-190)
- შეთანხმება 3 (ს.ფ.191-210)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.8. 2019 წლის 11 ივლისს მოსარჩელემ მოპასუხის მიმღებ კომისიას წარუდგინა პირველი შუალედური მიღება ჩაბარების აქტი 2019 წლის 13 მარტიდან ამავე წლის 11 ივლისამდე შესრულებულ სამუშაოებზე, რომლის ღირებულება წარდგენილი ფორმა N2-ის მიხედვით ორივე უბანზე შეადგენს 152735,69 ლარს, აქედან სოფლების, საბაჟო-ბერეთისას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პირველ უბანზე 15542,17 ლარს. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შექმნილი ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანოს შპს „ საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“-ს 2019 წლის 15 ივლისს N003893 დამაკმაყოფილებელი დასკვნის საფუძველზე მიღებულ იქნა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები.
2019 წლის 30 ივლისს მოსარჩელემ შემსყიდველი ორგანიზაციის მიმღებ კომისიას წარუდგინა მეორე შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი 2019 წლის 10 ივლისიდან ამავე წლის 30 ივლისამდე შესრულებულ სამუშაოებზე, რომლის ღირებულება წარდგენილი ფორმა N2-ის მიხედვით ორივე უბანზე შეადგენდა 71 684,53 ლარს, აქედან სოფლების , საბაჟო-ბერეთისას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პირველ უბანზე 55 297,57 ლარს, ხოლო სოფლების, საბაჟო-ბერეთისას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მეორე უბანზე 16 386,96 ლარს. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შექმნილი ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანოს შპს „ საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“-ს 2019 წლის 15 აგვისტოს N 003084 დამაკმაყოფილებელი დასკვნის საფუძველზე მიღებული იქნა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები.
2019 წლის 12 აგვისტოს შპს „ ნ----------მა „ წარადგინა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. შემსყიდველის ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანოს შპს საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის 2019 წლის 20 სექტემბრის N 003295 ინსპექტირების ანგარიშის დამაკმაყოფილებელი დასკვნის საფუძველზე. შემსყიდველი ორგანიზაციის მიმღები კომისიის მიერ ჩაბარებული იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ საბაჟო-ბერეთისას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წლის 30 ივლისიდან 11 აგვისტომდე შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება ფორმა N2 მიხედვით ორივე უბანზე შეადგენდა 467720, 98 ლარს. აქედან სოფლების , საბაჟო-ბერეთისას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პირველ უბანზე 357 584.70 ლარს, ხოლო სოფლების, საბაჟო-ბერეთისას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მეორე უბანზე 110 136,28 ლარს. ამავე აქტში აღნიშნულია რომ ობიექტებზე მთლიანად შესრულებული სამუშაოების ღირებულება პირველი და მესამე საბოლოო მიღება-ჩაბარებით შეადგენს 692 141,21 ლარს დარიცხვების გათვალისწინებით. ამავე აქტში აღნიშნულია რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად და მიმღებ კომისიას შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნია. დადგენილია, რომ სამუშაოების დასრულება მოხდა 11 დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პირველი შუალედური აქტი და ფორმა N2 (ს.ფ.211-229)
- მეორე შუალედური აქტი და ფორმაN2(ს.ფ.230-248)
- მესამე შუალედური აქტი და ფორმაN2(ს.ფ.249-268)
- ინსპექტირების ანგარიში N003295
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.9. 2019 წლის 03 ოქტომბერს N138 მიმართეს შემსყიდველს და მოითხოვეს მისი მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება , ასევე წერილში მიუთითეს, რომ თუ ის ვალდებულებას არ შეასრულებდა ამის შესახებ ეცნობებინა წერილით და განემარტა იმ მიზეზის შესახებ რომლის გამოც იგი არ ასრულებდა ვალდებულებას. 2019 წლის 09 ოქტომბერს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოგზავნილი იქნა N 51/6786 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ N64 ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ შესრულებული იქნა 692 141,21 ლარის სამუშაოები, რომლიდანაც შპს „ ნუიპოვერი“-ს ანგარიშზე გადარიცხულია 462 915,75 ლარი , ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადარიცხულია 194 932,92 ლარი მიმწოდებელზე ასანაზღაურებელი ანუ მიმწოდებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადები, რის გამოც პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხიდან გაუქვითა მომწოდებელს 194 932,92 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ.268)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.10. დადგენილია, რომ ჯარიმის დარიცხვა თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ განახორციელა შემდეგნაირად:
ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ნ----------ი“-ს შორის 2019 წლის 12/03 გაფორმებულ N62 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 2019 წლის 26 სექტემბერს შპს ნ----------ის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 94 დღით თანხით 60 110-07 ლარით. მათ შორის ხელოვნური ნაგებობები 14 დღე; ეზოში შესასვლელის მოწყობა 23 დღე; გზის მიერთების მოწყობა 25 დღე და საგზაო სამოსის მოწყობა 32 დღე.
N63 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 2019 წლის აგვისტოს შპს ნ----------ის მიერ წარმოდგენილი მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 71 დღით თანხით 80262-08 ლარით. მათ შორის ხელოვნური ნაგებობები 59 დღე; საგზაო სამოსის მოწყობა 12 დღე. N63 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულია 1130230-56 ლარის სამუშაო. ვაკისის მოწყობის სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 13 დღით თანხით 14695-87 ლარით.
N64 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 2019 წლის 26 სექტემბერს შპს ,,ნ----------ის“ მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 279 დღით, თანხით 194236-79 ლარით. მათ შორის სოფ. საბაჟო-ბერეთისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პირველი უბანი: ხელოვნური ნაგებობები 57 დღე; ეზოში შესასვლელის მოწყობა 15 დღე; გზის მიერთების მოწყობა 15 დღე და საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის 52 დღე. სულ თქვენ პირველ უბანზე დაჯარიმდით 139 დღით თანხით 96770-30 ლარით. ხოლო მეორე უბანი: ხელოვნური ნაგებობები 58 დღე; ეზოში შესასვლელის მოწყობა 14 დღე; გზის მიერთების მოწყობა 15 დღე და საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის 53 დღე. სულ 140 დღით თანხით 97466-49 ლარით. ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ნ----------ს“ შორის 2019 წლის 12 მარტს გაფორმებული N64 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე მოსამზადებელი სამუშაოების გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 1 დღით თანხით 696-19 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ შ.პ.ს. ,, ნ----------ი“-ს (ს.ნ.4--------) სარჩელი ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის (ს/ნ 215609544) მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ მოთხოვნილ თანხას უნდა გამოაკლდეს შემცირებული პირგასამტეხლო. ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს.,,ნ----------ი“-ს (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 55122 (ორმოცდათხუთმეტიათასასოცდაორი) ლარი და 21(ოცდაერთი) თეთრი გადახდა (N62 ხელშეკრულება).
ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს.,,ნ----------ი“-ს (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 93261,59 (ოთხმოცდაცამეტიათასსამოცდაერთი) ლარი და 59(ორმოცდაცხრამეტი) თეთრი გადახდა (N63 ხელშეკრულება).
ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს.,,ნ----------ი“-ს (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 192635 (ასოთხმოცდათორმეტი ათასექვსასოცდათხუთმეტი) ლარი და 46(ორმოცდაექვსი) თეთრი გადახდა (N64 ხელშეკრულება).
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე,629-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.2.სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3.სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს.,,ნ----------ს“-ს შორის დადებული N62, N63, და N64 ხელშეკრულებები წარმოადგენენ ნარდობის ხელშეკრულებებს(სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი)
6.5.სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.6.დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ნ----------ის“ მიერ შესრულებულია, სამუშაო , რომლის შესრულებას და ღირებულებას სადაოდ არ ხდის მოპასუხე -დამკვეთი, თუმცა მოპასუხემ არ აანაზღაურა სრულად სამუშაოს ღირებულება, რადგან პირგასამტეხლოს სახით დაიტოვა თანხა N62 ხელშეკრულების შემთხვევაში 60 110,078 ლარი, N63 ხელშეკრულების შემთხვევაში 94 957,29ლარი, N64 ხელშეკრულების შემთხვევაში 194 932,92 ლარი.
6.7.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
6.8.სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
6.10. ხელშეკრულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით. სწორედ მოცემული მუხლით ისარგებლა მოპასუხემ პირგასამტეხლოს გაანგარიშებისას
კერძოდ ჯარიმის დარიცხვა თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ განახორციელა შემდეგნაირად:
ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ნ----------ი“-ს შორის 2019 წლის 12/03 გაფორმებულ N62 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 2019 წლის 26 სექტემბერს შპს ნ----------ის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 94 დღით თანხით 60 110-07 ლარით. მათ შორის ხელოვნური ნაგებობები 14 დღე; ეზოში შესასვლელის მოწყობა 23 დღე; გზის მიერთების მოწყობა 25 დღე და საგზაო სამოსის მოწყობა 32 დღე.
N63 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 2019 წლის აგვისტოს შპს ნ----------ის მიერ წარმოდგენილი მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 71 დღით თანხით 80262-08 ლარით. მათ შორის ხელოვნური ნაგებობები 59 დღე; საგზაო სამოსის მოწყობა 12 დღე. N63 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულია 1130230-56 ლარის სამუშაო. ვაკისის მოწყობის სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 13 დღით თანხით 14695-87 ლარით.
N64 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 2019 წლის 26 სექტემბერს შპს ,,ნ----------ის“ მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 279 დღით, თანხით 194236-79 ლარით. მათ შორის სოფ. საბაჟო-ბერეთისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პირველი უბანი: ხელოვნური ნაგებობები 57 დღე; ეზოში შესასვლელის მოწყობა 15 დღე; გზის მიერთების მოწყობა 15 დღე და საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის 52 დღე. სულ თქვენ პირველ უბანზე დაჯარიმდით 139 დღით თანხით 96770-30 ლარით. ხოლო მეორე უბანი: ხელოვნური ნაგებობები 58 დღე; ეზოში შესასვლელის მოწყობა 14 დღე; გზის მიერთების მოწყობა 15 დღე და საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის 53 დღე. სულ 140 დღით თანხით 97466-49 ლარით. ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ნ----------ს“ შორის 2019 წლის 12 მარტს გაფორმებული N64 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე მოსამზადებელი სამუშაოების გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 1 დღით თანხით 696-19 ლარით.
6.11. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
6.12.სასამართლო თვლის, რომ ერთმნიშვნელოვანია ხელშეკრულების მე-13 მუხლში ნების გამოვლენა პირგასამტეხლოსთან მიმართებაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების წესს, რადგან სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების შინაარსი სრულიად ნათლად წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ პირგასამტეხლო გამოიანგარიშება მთლიანი შესასრულებელი სამუშაოს ვადა გადაცილებიდან და არა ინდივიდუალური სამუშაოების მიხედვით. დავა არ არის იმ გარემოებაზე რომ N62 ხელშეკრულების შემთხვევაში გადაცილებულია 26 დღე, N63 ხელშეკრულების შემთხვევაში გადაცილებულია 5 დღე და N64 ხელშეკრულების შემთხვევაში გადაცილებულია 11 დღე.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა მხარეთა შორის შესაძლებელია ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
6.13.სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივი მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის მასალებით, უტყუარად დადგინდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი სამუშაოს შესრულებაზე სახეზეა. სამუშაოები მთლიანად შესრულებულია.
6.14. სასამართლო თვლის, რომ უნდა შემცირდეს მოპასუხის მიერ გაანგარიშებული პირგასამტეხლო, კერძოდ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი სამუშაოების გეგმა-გრაფიკის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,03 პროცენტის ოდენობით. N62 ხელშეკრულების შემთხვევაში 639 468 ,90X0,03:100=191,84 ლარი X26=4987,86 ლარი. ე.ი. 60 110,07-4987,86=55122,21 ლარი უნდა დაეკისროს გადასახდელად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. N63-ე ხელშეკრულების შემთხვევაში 1130 451,86X0,03:100=339,14X5=1695,7 ლარს. ე.ი. 94 957,29-1695,7=93261,59 ლარი უნდა დაეკისროს გადასახდელად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. N64-ე ხელშეკრულების შემთხვევაში 696 189,17 X0,03:100=208,86X11=2297,46 ლარს. ე.ი. 194 932,92 -2297,46 =192635,46 ლარი უნდა დაეკისროს გადასახდელად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.15.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს.,,ნ----------ი“-ს (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლობის ხარჯები 3400 ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით.
7.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ , ხოლო ბაჟის სახით გადახდილია 5000 ლარი. ამიტომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული თანხის შესაბამისი ბაჟი გადახდა.
ს.ს.ი.პ. ,,თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს” შ.პ.ს.,,ნ----------ი“-ს (ს/ნ 4--------) -ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 4871 ლარის და 50 თეთრის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ.პ.ს.,,ნ----------ი“-ს(ს/ნ 4--------) სარჩელი და ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის (ს/ნ 215609544) მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს.,,ნ----------ი“-ს (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 55122 (ორმოცდათხუთმეტიათას ასოცდაორი) ლარი და 21(ოცდაერთი) თეთრი გადახდა (N62 ხელშეკრულება).
1.2. ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს.,,ნ----------ი“-ს (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 93261,59 (ოთხმოცდაცამეტიათას ორასსამოცდაერთი) ლარი და 59(ორმოცდაცხრამეტი) თეთრი გადახდა (N63 ხელშეკრულება).
1.3. ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს.,,ნ----------ი“-ს (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 192635 (ასოთხმოცდათორმეტი ათას ექვსასოცდათხუთმეტი) ლარი და 46(ორმოცდაექვსი) თეთრი გადახდა (N64 ხელშეკრულება).
2. ს.ს.ი.პ. ,,თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს” შ.პ.ს.,,ნ----------ი“-ს (ს/ნ 4--------) -ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 4871 ლარის და 50 თეთრის გადახდა.
3.ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს.,,ნ----------ი“-ს (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლობის ხარჯები 3400 (სამიათას ოთხასი) ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი