გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.01.2020
საქმის ნომერი
170310019003312325
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #------------------

საქმე #3/74-19

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2020 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

მოსარჩელე - კ----------------------–---–-

მოპასუხე - თ------–-------------–----–---------------

წარმომადგენელი - ს------------------

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ბათილად იქნეს ცნობილი თ------–-------------–----–--------------- 2----–-–-----------------------–- ბრძანება.

 

სარჩელის საფუძველი:

 

მოსარჩელის განმარტებით, მას 2019 წლის 6 ნოემბერს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის პირად გვერდზე დაეწერა თ------–-------------–----–--------------- 2----–-–-----------------------–- ბრძანება, რომლის თანახმადაც, მას როგორც თ------–-------------–----–---------------------------------------------------–------------------–--------------------------------------------------–------------------------------------------------- სპეციალისტს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური. აღნიშნული ბრძანება მოიცავს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს და ემყარება თ------–-------------–----–---------------ში დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი დამოუკიდებელი კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის #3232 დასკვნას, რომელიც არის დაუსაბუთებელი და ისეთ გარემოებებზე დამყარებული, რომელთანაც არანაირი შემხებლობა მოსარჩელეს არ ჰქონია. აღნიშნულმა კომისიამ არ გამოიკვლია საქმის მასალები და გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ ზეპირ განცხადებებს. მოსარჩელის განმარტებით, დისციპლინური წარმოების ფარგლებში მისთვის არ ყოფილა განმარტებული მისი უფლებები, ამიტომ მიაჩნია პროცესი მთლიანად წარიმართა უკანონოდ, უსამართლოდ და მიკერძოებულად. მას შემდეგ, რაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე, მან მოამზადა წერილობითი ახსნა-განმარტება, თუმცა მისთვის არავის არ განუმარტავს მისი უფლებები, არც ვადა მიუციათ მოსაზრების წარსადგენად, საქმისწარმოების მასალები არ გადაეცა სრულად და სათანადო წესით დამოწმებული, არც 2019 წლის 23 სექტემბრის სხდომის ოქმის გაცნობისა და მასზე შენიშვნების გაკეთების შესაძლებლობა ჰქონია და არც წარმოების პროცესში მისცემია შესაძლებლობა ზეპირი განმარტება მაინც მიეცა დისციპლინური წარმოების კომისიისათვის. მოსარჩელის განმარტებით, დღემდე უცნობია მისთვის რა მიზეზით გამოუცხადეს საყვედური და რა ზიანი მიადგა მერიის რეპუტაციას. ასევე, მისი განმარტებით აღნიშნული დისციპლინური სახდელის გაბათილებას მისთვის აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ვინაიდან სასამართლოსათვის მომართვა არის მისი ღირსების, საქმიანი რეპუტაციისა და მომავალში კარიერული წინსვლის შესაძლებლობის უკანასკნელი და ერთადერთი საშუალება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი თ------–-------------–----–--------------- 2----–-–-----------------------–- ბრძანება მისთვის დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის დაკისრების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის - თ------–-------------–----–---------------ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში მითითებულ გარემოებებს და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტაციას, ამიტომ წარდგენილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 2----–-–-----------------------–- ბრძანება მიღებულია კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო წესების დაცვით და არ არსებობს მისი ბათილობის არანაირი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 26 ივლისიდან დღემდე კ----------------------–---–- მუშაობს თ------–-------------–----–---------------ში და ის ამჟამად იკავებს მ-----------------------------------------–------------------–--------------------------------------------------–-------------------------------------------------- სპეციალისტის თანამდებობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2019 წლის 16 ივლისს თ------–-------------–----–---------------ში შესული იქნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის (შემდგომში სააგენტო) წერილები, სადაც განმარტებული იყო, რომ მათი სამსახური აწარმოებდა თ------–--------------------------–---------–--–- რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე (----------------------------------- ელექტრონული აუქციონის წესით იჯარით გაცემის პროცესს, რა დროსაც გაირკვა, რომ 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით აღნიშნული მიწის ნაკვეთები გადაეცათ ხ---- და დ------------–---–--ს, მაგრამ ისინი დღემდე საჯარო რეესტრში მათ სახელზე რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, სააგენტო თ------–-------------–----–---------------საგან ითხოვდა, გაერკვიათ იყო თუ არა განკარგულებით გათვალისწინებული პირობები ხ---- და დ------------–---–--ის მიერ შესრულებული. აღნიშნული წერილის საპასუხოდ მოსარჩელე კ----------------------–---–- თავისი უშუალო უფროსის დავალებით თ------–------------–----–---------------–- შეხვდა ხ---- და დ------------–---–--ს, რომლებთან გასაუბრების შემდეგ, მათგან მიიღო შემდეგი განცხადება, რომ მათ ვერ გადაიხადეს მიწის საფასური, მაგრამ დღეის მდგომარეობით მზად იყვნენ გადაეხადათ მიწის საფასური და პირგასამტეხლო. აღნიშნული განცხადებები 2019 წლის 24 ივლისს გაგზავნილი იქნა სააგენტოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 16 ივლისის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის წერილი, ს.ფ 104;

- 2019 წლის 24 ივლისის თ------–-------------–----–--------------- პასუხი N4657-13 და 2019 წლის 18 ივლისის ხ-----------–---–-- განცხადება, ს.ფ. 105, 106;

- 2019 წლის 16 ივლისის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის წერილი, ს.ფ. 108;

- 2019 წლის 24 ივლისის თ------–-------------–----–--------------- პასუხი N4658-13 და 2019 წლის 18 ივლისის დ------------–---–-- განცხადება, ს.ფ. 109,110.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2019 წლის 23 სექტემბრის სხდომის ოქმის თანახმად, თ------–-------------–----–---------------ში მერის მოადგილის თავმჯდომარეობით შედგა სხდომა, სადაც კონკრეტულმა მოქალაქეებმა დაადანაშაულეს კ----------------------–---–-, რომ ისინი შეიყვანა შეცდომაში, მან არ გაამხილა მათი მიწების აუქციონზე გატანასთან დაკავშირებული საკითხი. ასევე კ----------------------–---–- შეპირდათ მათ, რომ მიწებს გაუფორმებდა 700 ლარად. რაზედაც კ----------------------–---–-- განაცხადა, რომ ეს ყველაფერი არ შეესაბემობდა სიმართლეს. აღნიშნულ სხდომის ოქმს ხელს არ აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა პირი, მათ შორის არც კ----------------------–---–-. აღნიშნული სხდომის დასრულების შემდეგ თ------–-------------–----–---------------ს კანცელარიაში შევიდა და დარეგისტრირდა ს------–---–-–------- მცხოვრებლების განცხადება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 23 სექტემბრის სხდომის ოქმი #1, ს.ფ 41-43;

- ს------–---–-–------- მცხოვრებლების განცხადება, ს.ფ 44-49;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. დადგენილია, რომ თ------–-------------–----–---------------ს ქ---------------------------------–------------------–----------------------------–----------------------–-----------–-- ხელმძღვანელმა 2019 წლის 26 სექტემბერს წერილობით მიმართა ამავე მუნიციპალიტეტის მერს იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის 23 სექტემბერს მუნიციპალიტეტის მერიაში შევიდა განცხადება ს------–---–-–-----–- მცხოვრები მოქალაქის და ამავე სოფლის მოსახლეობის კოლექტიური განცხადება. განცხადებების შინაარსიდან გამომდინარე, მათ სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია საკითხი განეხილა მერიის იურიდიულ განყოფილებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ------–-------------–----–---------------ს ქ---------------------------------–------------------–----------------------------–----------------------–-----------–-- ხელმძღვანელი მ-----------–---–-- 2019 წლის 26 სექტემბრის მიმართვა, ს.ფ. 113.

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2019 წლის 2 ოქტომბრის თ------–-------------–----–--------------- #238 პ.შ. ბრძანების საფუძველზე, თ------–-------------–----–---------------ს ქ---------------------------------–------------------–--------------------------------------------------–----------------------------------------------------- სპეციალისტის კ----------------------–---–-ს მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება. აღნიშნული ბრძანება შეიცავს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს და არ არის დასაბუთებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 2 ოქტომბრის თ------–-------------–----–--------------- #238 პ.შ. ბრძანება, ს.ფ. 14-15.

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2019 წლის 21 აგვისტოს თ------–-------------–----–--------------- #1287 ბრძანების საფუძველზე, თ------–-------------–----–---------------ში შექმნილია დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია 3 წევრის შემადგენლობით. აღნიშნული კომისია აწარმოებს თ------–-------------–----–---------------ს თანამშრომლების მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 21 აგვისტოს თ------–-------------–----–--------------- #1287 ბრძანება, ს.ფ. 68-69.

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2019 წლის 2 ოქტომბერს თ------–-------------–----–---------------ს ქ---------------------------------–------------------–--------------------------------------------------–----------------------------------------------------- სპეციალისტის კ----------------------–---–-ს მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებას საფუძვლად დაედო ამავე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეული უფროსის 2019 წლის 1 ოქტომბრის #2923 მოხსენებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა შემდეგი:

ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ განყოფილებას 2019 წლის 26 სექტემბერს გადაეცა ქონების მართვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 26 სექტემბრის #2897 წერილი, მისი შემდგომი რეაგირებისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში შედგა შეხვედრა განმცხადებელ მხარეებთან, მოსმენილ იქნა მათი პოზიციები, რის შემდეგაც მათი შინაარსიდან გამომდინარე და მხარეთა ზეპირი და წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, მიზანშეწონილად მიაჩნიათ, კ----------------------–---–-ს მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ------–-------------–----–---------------ს ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეული უფროსის 2019 წლის 1 ოქტომბრის #2923 მოხსენებითი ბარათი, ს.ფ. 114.

 

3.1.8. დადგენილია, რომ 2019 წლის 18 ოქტომბერს შედგა თ------–-------------–----–---------------ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი. აღნიშნული სხდომის დღის წესრიგი იყო ამავე კომისიის მესამე წევრის--–-–-------------- დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიიდან დროებით ჩამოშორების საკითხი, ვინაიდან, ლ-–------------- იყო კ----------------------–---–-ს უშუალო ხელმძღვანელი და ის იცნობს კ----------------------–---–-ს მიმართ წარმოებული დისციპლინური წარმოების საკითხს, მისი დავალებით შეხვდა კ. ბ-------–---–- მოქალაქეებს და ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხის შესწავლის დროს შესაძლოა ლ-–------------- ყოფილიყო სუბიექტური. აღნიშნული საკითხი კომისიამ გადაწყვიტა დადებითად და ლ-–------------- ჩამოშორებული იქნა კომისიის საქმიანობიდან, კ----------------------–---–-ს მიმართ დისციპლინური წარმოების საქმის დასრულებამდე. რის შემდგომაც, თ------–-------------–----–---------------ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიაში დარჩა მხოლოდ ორი წევრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 18 ოქტომბრის თ------–-------------–----–---------------ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის სხდომის ოქმი #1, ს.ფ 77-78.

 

3.1.9. დადგენილია, რომ 2019 წლის 30 ოქტომბერს შედგა თ------–-------------–----–---------------ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა კომისიის ორი წევრი. აღნიშნული სხდომაზე განხილული იქნა კ----------------------–---–-ს მიმართ წარმოებული დისციპლინური საქმის დეტალები, რის შემდეგაც კომისიის ორივე წევრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კ----------------------–---–ს დისციპლინური სახდელის სახით უნდა განსაზღვროდა საყვედური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 30 ოქტომბრის თ------–-------------–----–---------------ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის სხდომის ოქმი #2, ს.ფ. 79-80.

 

3.1.10. დადგენილია, რომ თ------–-------------–----–---------------ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიამ თ------–-------------–----–---------------ს ქ---------------------------------–------------------–--------------------------------------------------–----------------------------------------------------- სპეციალისტის კ----------------------–---–-ს მიმართ ჩატარებული დისციპლინური წარმოების შედეგად შეადგინა დასკვნა დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად საყვედურის შეფარდების თაობაზე. დასკვნა დათარიღებული არ არის და მისი კ----------------------–---–-სათვის ჩაბარებაც არ დასტურდება. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა კომისიამ გადაცდომასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლის შედეგად დაადასტურა კ----------------------–---–-ს მხრიდან დისციპლინური გადაცდომის არსებობა. კომისიამ მიიჩნია, რომ კ----------------------–---–-ს შეუფერებელმა ქმედებამ ს-----–---–------ მიმართებით ზიანი მიაყენა როგორც საჯარო ინტერესს, ასევე თ------–-------------–----–---------------ს რეპუტაციას, საფრთხე შეუქმნა სამუშაოს შესრულების ეფექტიანობას, ამიტომ დამდგარი ფაქტი აუცილებლად მოითხოვდა სამართლებრივ რეაგირებას.

საბოლოოდ, კ----------------------–---–-ს მიმართ რეკომენდირებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად - საყვედურის შეფარდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ------–-------------–----–---------------ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა (გადაწყვეტილება), ს.ფ. 50-51.

 

3.1.11. დადგენილია, რომ 2019 წლის 6 ნოემბრის თ------–-------------–----–--------------- #265 პ.შ. ბრძანების საფუძველზე, თ------–-------------–----–---------------ს ქ---------------------------------–------------------–--------------------------------------------------–----------------------------------------------------- სპეციალისტის კ----------------------–---–-ს მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებული იქნა საყვედური. აღნიშნული ბრძანება საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუვნის პროგრამის მეშვეობით 2019 წლის 6 ნოემბერს ჩაბარდა კ----------------------–---–ს, რის შემდგომაც, იმავე დღესვე კ----------------------–---–-- მერს მიმართა განცხადებით და მოითხოვა მის მიმართ წარმოებული დისციპლინური საქმის მასალების ჩაბარება, რომლებიც მას არ ჩაბარებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 6 ნოემბრის თ------–-------------–----–--------------- #265 პ.შ. ბრძანება, ს.ფ. 13;

- 2019 წლის 6 ნოემბრის კ----------------------–---–-ს განცხადება #3281, ს.ფ. 16;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დისციპლინური გადაცდომის სავარაუდოდ ჩამდენი პირის, კ----------------------–---–-სათვის, მის მიმართ წარმოებული დისციპლინური წარმოების ფარგლებში არ განუმარტავთ: მისი უფლებები და მოვალეობები, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის უფლებები და მოვალეობები, წარმოების წესი, პასუხისმგებლობის გამომრიცხავი, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. ასევე, მას არ ეცნობა დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებისას გასათვალისწინებელი გარემოებების შესახებ. ამასთან, მას დისციპლინური წარმოების საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების წარმოსადგენად არ მიცემია ვადა და შესაძლებლობა. მისი მოთხოვნის მიუხედავად, მისთვის არ ჩაუბარებიათ დისციპლინური საქმისწარმოების სრული მასალა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას. კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე. ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კანონი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებული არგუმენტაცია, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა კანონის მოთხოვნის დაცვით.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - თ------–-------------–----–--------------- 2----–-–-----------------------–- ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.3. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური წარმოება ემყარება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს. არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დისციპლინური წარმოება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით უნდა მიმდინარეობდეს.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია: ა) მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე; ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა; გ) საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის განმარტებით, კ----------------------–---–-ს მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო დასაბუთებული ეჭვის არსებობის საფუძველზე და უთითებს თ------–-------------–----–---------------ში მერის მოადგილის მონაწილეობით 2019 წლის 23 სექტემბერს ჩატარებულ სხდომას და მასზე გამოთქმულ მოსარჩელის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მითითებული სხდომის ოქმზე. კერძოდ, სხდომის დღის წესრიგის პირველი საკითხად მითითებული არის მოქალაქე დ----------------------–---–---- განცხადების განხილვა, მაშინ როცა, მითითებული განცხადებას, მათ გარდა ხელს აწერს ს------–---–-–------ სხვა მაცხოვრებლებიც. სასამართლო განხილვის დროს დადგინდა, რომ აღნიშნული განცხადება თ------–-------------–----–------------–--–-----–- შევიდა და დარეგისტრირდა ზემოაღნიშნული სხდომის დამთავრების შემდგომ. ასევე, სხდომას, სხდომის ოქმისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, ესწრებოდა გაცილებით მეტი პიროვნება ვიდრე სხდომის ოქმს ხელს აწერს. მეტიც, სხდომის ოქმის გაცნობისა და მასზე ხელმოწერის ანდა შენიშვნის გამოთქმის უფლება არ მიცემია მოსარჩელეს, რომელსაც უშუალოდ ეხებოდა მოქალაქეების მიერ გამოთქმული პრეტენზიები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოს კითხვაზე მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტაცია თუ რა პრინციპით და ვის მიერ იქნა გადაწყვეტილი სხდომის ოქმის გაცნობის და ხელისმოწერის საკითხები. ასევე, როგორც მოსარჩელემ განმარტა და მოპასუხე მხარეც დაეთანხმა, სხდომის ოქმში სრულად არ არის ასახული სხდომაზე მიმდინარე მოვლენები. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული და ასევე სხვა გარემოებების გათვალისწინებით, სხდომის ოქმი არ არის შედგენილი კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

ამასთან, მიუხედავად ზემოაღნიშნული სასამართლოს მსჯელობისა აღნიშნულ სხდომის ოქმთან დაკავშირებით, სასამართლოსათვის გაურკვეველია და მოპასუხე მხარემაც ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტაცია, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით (შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება) ჩატარდა სხდომა 2019 წლის 23 სექტემბერს და რა სახის წარმოების შედეგია შედგენილი სხდომის ოქმი #1.

 

ასევე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თ------–-------------–----–---------------ს ქონების მართვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მ-----------–---–-- 2019 წლის 26 სექტემბრის #2897 მიმართვას, სადაც ის მუნიციპალიტეტის მერს თხოვს, რომ მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წლის 23 სექტემბერს შესულ ს------–---–-–------ მოსახლეობის განცხადებაზე რეაგირება და განხილვა დაევალებინა მერიის იურიდიული განყოფილებისათვის. შესაბამისად, სასამართლოსათვის გაურკვეველია, თუ რა საფუძვლით მიმართავს მ-----------–---–- მერს აღნიშნული განცხადების რეაგირებისათვის, მაშინ როცა, ის თავადაც ესწრებოდა 2019 წლის 23 სექტემბერს მითითებული განცხადებების განხილვისთვის ჩატარებულ სხდომას. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო სხდომაზე განვითარებული მოვლენების თაობაზე.

 

ასევე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თ------–-------------–----–---------------ს იურიდიული განყოფილების უფროსის ს------------------- 2019 წლის 1 ოქტომბრის #2923 მიმართვას მერის სახელზე, სადაც ის უთითებს რომ ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ განყოფილებას 2019 წლის 26 სექტემბერს გადაეცა ქონების მართვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 26 სექტემბრის #2897 წერილი, მისი შემდგომი რეაგირებისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში შედგა შეხვედრა განმცხადებელ მხარეებთან, მოსმენილ იქნა მათი პოზიციები, რის შემდეგაც მათი შინაარსიდან გამომდინარე და მხარეთა ზეპირი და წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, მიზანშეწონილად მიაჩნიათ, კ----------------------–---–-ს მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება. სასამართლოსათვის გაუგებარია, სხდომაზე სადაც მოპასუხე მხარის განმარტებით, მოქალაქეებმა მერიის თანამშრომლის მიმართ განაცხადეს შესაძლო კორუფციული შემთხვევა (700 ლართან დაკავშირებით) და სხდომას თავმჯდომარეობდა მერიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი და ესწრებოდა მერიის საჯარო მოხელეები, რატომ არ იქნა დაუყონებლივ მიღებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები ან/და რატომ მიემართა მუნიციპალიტეტის მერს 2019 წლის 1 ოქტომბერს. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსათვის სრულიად გაუგებარია მოპასუხე მხარის განმარტება აღნიშნული საკითხის შიდა (კულუარული) გარკვევებთან დაკავშირებით.

 

ამდენად, საქმეში არსებული მასალების უზუსტობებისა და მოპასუხე მხარის გაურკვეველი ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის გაურკვეველია თუ რა იყო კონკრეტული და რეალური საფუძველი მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და კონკრეტულად რომელი კანონისმიერი ვალდებულება იქნა მისი მხრიდან დარღვეული.

 

6.4. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული უფლებამოსილია: ა) შეაგროვოს და შეისწავლოს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებაში აღნიშნული გარემოებებისა და მასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია; ბ) მიიღოს და გააანალიზოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები; გ) მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს დისციპლინური გადაცდომის არსებობა ან არარსებობა; დ) განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა; ე) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან ან პირის იდენტიფიცირებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დისციპლინური წარმოების განხორციელების ინტერესებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუსაზღვრავს წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს მას დისციპლინური წარმოების წესი და საქმის მასალები. ხოლო, მე-5 ნაწილის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია დისციპლინურ წარმოებაში ჩართოს ის პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესახებ და შეუძლია წერილობით ან ზეპირად წარადგინოს ახსნა-განმარტება (მოწმე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახსნა-განმარტების წარდგენა ეწინააღმდეგება ამ პირის (მოწმის) ან მისი ოჯახის წევრის ინტერესებს.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 92-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით; ბ) მოითხოვოს დისციპლინური წარმოების საქმის მასალების გაცნობა; გ) წარადგინოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება; დ) წარადგინოს მტკიცებულება; ე) წარადგინოს წერილობითი მოსაზრება დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნასთან დაკავშირებით; ვ) გაასაჩივროს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო 2019 წლის 2 ოქტომბერს. დადგენილია, რომ მოსარჩელეს, როგორც დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ არ განუმარტა მისი უფლებები და მოვალეობები, არ გააცნო მას დისციპლინური წარმოების წესი და საქმის მასალები. მისთვის არ განუსაზღვრავთ წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენის ვადა. დისციპლინური წარმოების პროცესში დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას არ შეუსწავლია და მოუპოვებია რაიმე სახის მტკიცებულება წარმოების საკითხთან დაკავშირებით. კომისია დაეყრდნო მხოლოდ ს------–---–-–------- მოსახლეობის განცხადებას და 2019 წლის 23 სექტემბერს მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული შეხვედრაზე გამოთქმულ ზეპირ მოსაზრებებს. მეტიც, კომისიას წარმოების პროცესში არ ჩაურთავს არცერთი პირი, რომელიც ესწრებოდა ზემოაღნიშნულ სხდომას და რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ ინფორმაცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის არ ჩაურთავს უშუალოდ დაინტერესებული პირები (------–---–----- რომელთა ბრალდებებსაც მოჰყვა დისციპლინური წარმოების დაწყება. აღნიშნულის ვალდებულებას კომისიას პირდაპირ აკისრებდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-5 ნაწილი. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია, მოსარჩელის მოთხოვნა დისციპლინური საქმის მასალების მისთვის ჩაბარების შესახებ, რაც არ იქნა შესრულებული კომისიის მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოსათვის მიუღებელია მოპასუხე მხარის სასამართლოში წარმომადგენლისა და ამავდროულად კომისიის წევრის განცხადება, რომ თითქოსდა ნებართვას ელოდა, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. ხოლო, კანონმდებლობის თანახმად, კომისია ვალდებული იყო დაეცვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური წარმოების პროცედურები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ------–-------------–----–---------------ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ მოსარჩელის მიმართ დისციპლინური წარმოების პერიოდში უხეშად დაარღვია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6.5. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ; ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში უნდა აღინიშნოს: ა) დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა; ბ) სამსახურებრივი ფუნქციები და მოვალეობები, რომლებიც არ შეასრულა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენმა პირმა; გ) დისციპლინური გადაცდომის აღწერა, ჩადენის დრო და ადგილი; დ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით მოპოვებული სხვა ინფორმაცია; ე) პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესაბამისი დასაბუთება.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნა ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში) და საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე; გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ჯეროვანი ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა არ შეესაბამება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, დასკვნაში კომისია აპელირებას აკეთებს მხოლოდ ს------–---–-–------- მოსახლეობის 2019 წლის 23 სექტემბრის განცხადებაზე და ამავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებზე. ხოლო, უშუალოდ დისციპლინური წარმოების დაწყების დღიდან - 2019 წლის 2 ოქტომბრიდან დასკვნის შედგენამდე, საქმის მასალებში არ მოიპოვება არანაირი სახის მტკიცებულება ან/და ახსნა-განმარტებები, რომლებიც კომისიამ წარმოების პერიოდში გამოიკვლია და შეისწავლა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლოსათვის გაურკვეველია, რომელი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დაადგინა მოსარჩელის დისციპლინური ქმედების ჩადენა კომისიამ. ამასთან დასკვნაში არ არის მითითებული, ის სამსახურებრივი ფუნქციები და მოვალეობები, რომლებიც არ შეასრულა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენმა პირმა და არც დისციპლინური გადაცდომის აღწერა, ჩადენის დრო და ადგილი.

 

ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული ბრძანება არ არის შედგენილი კანონმდებლობის შესაბამისად. ის არ შეიცავს არანაირი სახის დასაბუთებას და მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლებისა და შეფასების გარეშე. მასში არ ირკვევა, თუ რატომ იქნა მოსარჩელე ცნობილი დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად და რატომ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახდელის გამოყენება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები. კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი - თ------–-------------–----–--------------- 2----–-–-----------------------–- ბრძანება.

 

ასევე, სასამართლო მხარეს მიუთითებს, რომ საჯარო სამსახურში საქმიანობა უნდა ემყარებოდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და საქმიანობის დროს საჯარო მოხელეთა მიმართ წარმოშობილი ნებისმიერი დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში, შესაბამისი მოხელეების ქმედებები უნდა შეესაბამებოდეს კანონს და თავისუფალი უნდა იყოს პირადი ნების, პერსონალური და სუბიექტური დამოკიდებულებებისაგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. კ----------------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი თ------–-------------–----–--------------- 2----–-–-----------------------–- ბრძანება.

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა