განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4036-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ--------–-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ-------------------------------- - დაბადებული------–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------------------–--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თ------------------ე და თ----------------ი 2----–-–------------ იმყოფებოდნენ რა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ცხოვრობდნენ ერთად თ---–--–----------------------------------–- და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2----–-–---------–---, იმყოფებოდნენ რა საცხოვრებელ ბინაში ზემოაღნიშნულ მისამართზე, თ------------------ემ ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, რომელსაც აგინა უცენზურო სიტყვებით და ამავდროულად, განზრახ ჩაარტყა ფეხი მარჯვენა ფეხის არეში, სადაც თ----------------ს, წინა დღეს წაქცევის გამო, მიღებული ჰქონდა დაზიანება. თ------------------ემ გამიზნულად ჩაარტყა ფეხი თ----------------ს დაზიანებულ ადგილზე, რათა დარტყმა ყოფილიყო მტკივნეული. აღნიშნულმა ძალადობამ გამოიწვია კიდეც თ----------------ის ფიზიკური ტკივილი, რის გამოც დაიწყო ტირილი და მობილური ტელეფონით დაურეკა მეგობარს, რომელსაც სთხოვა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ამის შემდეგ თ------------------ემ გამოართვა მობილური ტელეფონი თ----------------ს, რომელმაც დაიწყო ნივთების ჩალაგება სახლიდან წასასვლელად და მეუღლეს უთხრა, რომ აღარ უნდოდა მასთან ურთიერთობა. აღნიშნულზე თ------------------ემ ამოუყარა ჩანთებიდან ნივთები და დაუწყო მუქარა თ----------------ს, რომ ეს უკანასკნელი ვერსად წავიდოდა, მაინც მოძებნიდა ყველგან, აწამებდა, დასერავდა და ნელი სიკვდილით მოკლავდა. აღნიშნული მუქარის განხორციელების დროს, თ------------------ეს ხელში ეჭირა სამზარეულოს დანა, რომელიც სიტყვიერ მუქარასთან ერთად ყელზე მიადო თ----------------ს, რომელსაც შეეშინდა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამავდროულად, თ------------------ემ თმაში მოჰკიდა ხელი და ამ გზით, ძალის გამოყენებით, გაიყვანა მეორე ოთახში თ----------------ი, რომელმაც აღნიშნული ძალადობის შედეგად ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, თ------------------ემ ჩაკეტა ბინაში შესასვლელი კარი, თუმცა გამოძახების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორების მიერ დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
მოწმე გ--------------–---–-- ჩვენებით, 2----–-–---------–---, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება თ------------------ის მიერ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე და ჯერ მოწმის სახით, ხოლო შემდეგ დაზარალებულის სტატუსით გამოკითხა თ----------------ი, ბრალდებულის სახით გამოკითხა თ------------------ე, ასევე გამოკითხა პატრულ ინსპექტორები - ვ------------------------–--–----------–-–---–-, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო დანა, დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მოწმე შ--–----------–-–---–-- ჩვენებით, 2----–-–---------–---, ღამის საათებში, მეწყვილესთან, ვ---------------------- ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც რადიოსადგურ „ცენტრის“ საშუალებით მიიღეს შეტყობინება, რომ ჯ------------------ ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. გამოცხადნენ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, ჯ------------------, სადაც იმყოფებოდნენ თ------------------ე და თ----------------ი. ქალბატონი იყო აღელვებული და ნამტირალევი. მისი გამოკითხვისას გაირკვა, რომ მისმა მეუღლემ, თ------------------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ნატკენ ფეხში ჩაარტყა და დაემუქრა, რომ მოკლავდა და დანით დასერავდა. აღნიშნულის გამო თ-------------- დააკავეს და მის მიერ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი. მათ ასევე გამოიძახეს საგამოძიებო სამსახური.
მოწმე ვ-------------------- ჩვენებით, 2----–-–------------–--- სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მეწყვილე შ--–----------–-–---–---- ერთად, რა დროსაც რადიოსადგურ „ცენტრის“ საშუალებით მიიღო შეტყობინება ჯ------------------ მომხდარი ოჯახურ ძალადობის შესახებ. მისამართზე მათ დახვდა თ----------------ი, რომელმაც მიუთითა მეუღლეზე, თ------------------ეზე, რომ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა დანის გამოყენებით. ქალბატონი იყო აღელვებული და ნამტირალევი. აღნიშნულის შემდეგ მის მიერ დაკავებული იქნა თ------------------ე, ხოლო მისმა მეწყვილემ გამოწერა შემაკავებელი ორდერი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებისა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
თ------------------ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, უტყუარად დასტურდება როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: თ----------------ის გამოკითხვის ოქმებით, თ------------------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, N------ შემაკავებელი ორდერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებული.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ------------------ემ ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულზე ზემოქმედებით, რათა ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
თ------------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ასევე ითვალისწინებს იმას, რომ თ------------------ე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თ------------------ის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმით, თ------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, თ------------------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (-----–-–---------–-------------–-–---------–-----------–---- შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 105 საათის ვადით.
მსჯავრდებულ თ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო და დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ დანა, რაც ინახება შ--------------–-------–-–---------------------------–--------------------------–------------------------------–-----------------–----–-–------–------------------–---–-------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
_ ერთი ცალი CD დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი