განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2020
საქმის ნომერი
160100119003047831
დავის ტიპი
141
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119003047831

#1/236-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

24 იანვარი 2020 წელი ქ. ბოლნისი

 

მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი - ვერიკო ნინიაშვილი, ცაცა ებრალიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი სახიაშვილი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: დავით ჯღარკავა

დაბადებული: 1966 წლის 8 ივნისი

პირადი ნომერი: 28001089194

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული მარნეულის რაიონი, სოფელი შაუმიანი

ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი ხიხანი

 

ადვოკატი: ეკატერინე ბერინაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.

 

დისპოზიცია: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლი გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ

 

სხდომის სახე - დახურული

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 04 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ხიხანში, გაბაიძეების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, დავით ჯღარკავა წინასწარი შეცნობით თექვსმეტ წელს მიუღწეველ ანა ბოლოქვაძეს სამჯერ შეეხო მკერდზე, სცადა შარვალში და მაისურში ჩაეყო მისთვის ხელი და უთხრა ,,შენი მკერდი მომაჭეჭყიეო"

 

1.2. 2018 წლის 04 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ხიხანში, გაბაიძეების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, დავით ჯღარკავამ მარჯვენა ხელის მუცელში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით თექვსმეტ წელს მიუღწეველ ანა ბოლოქვაძის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავით ჯღარკავას მხრიდან ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედების დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და არასრულწლოვანის მიმართ სხვაგრავი ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულის ანა ბოლოქვაძის, მოწმეების: ზურაბ ბოლქვაძის, ლინდა გაბაიძის, ჯუმბერ იაკობიძის, თორნიკე სურმანიძის, გაბილ ფარაჯოვის, დავით ხუჭუას, მზევინარ ბოლქვაძის გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ამოღების ოქმები, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები, დათვალიერების ოქმები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულება ხათუნა ბარბაქაძის, დავით ხუჭუას, ქეთევან გვარამაძის, თინათინ კახაძის, გულნაზი ტატანაშვილის, თათული გიგიტაშვილის, დავით მაღრაძის, დაკითხვა მხარეებს საქმის არსებითად განხილვის დროს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, ანა ბოლქვაძის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ხიხანში მშობლებთან და სამ ძმასთან ერთად და სწავლობს საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში. 2018 წლის 4 სექტემბერს იმყოფებოდა მარნეულის რაიონის სოფელ ხიხანში მეგობართან ლინდა გაბაიძესთან, რომელიც მისი დეიდის მეზობელია. ლინდა ბოსტანში ჭარხლის ფოთოლს კრეფდა და ეხმარებოდა. ბაღიდან დაინახა ყანის ბოლოს ,,დათო ბაბუა" (დავით ჯღარკავა) მოდიოდა, მას იცნობდა რადგან მათი მეზობელი იყო, ადრე მის ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ჯღარკავას დანახვისთანავე იგი ლინდას ამოეფარა, იმის გამო რომ დავით ჯღარკავა ნასვამი იყო და მას ცუდად შეხედა. როცა დავით ჯღარკავა მიაუხლოვდა მათ, მას უთხრა ,,მკერდი მომაჟეჟღინეო" და მისკენ წაიწია, რა დროსაც დავით ჯღარკავამ მას მკერდზე მოკიდა ხელი. ანამ უკან დაიხია და ხეს მიეყრდნო რა დროსაც მობილური ტელეფონი, რომელიც ჯიბეში ედო ამოუვარდა, ტელეფონის ასაღებად დაიხარა, რა დროსაც მკერდზე ხელი აიფარა, დავითმა უთხრა მკერდს დაფარვა არ უნდა, ეგ ყველამ უნდა დაინახოსო. ლინდამ ჭარხლის ფოთლის კრეფა დაასრულა და სახლისკენ წავიდნენ. ლინდა სახლში შევიდა მან, როცა დაინახა ,,დათო ბაბუა" ( გულისხმობს დავით ჯღარკავას) მიდიოდა მათკენ გაჩერდა, დავით ჯღარკავამ მას ხელი მოკიდა და ერთი საფეხურით ზემოთ აიყვანა, მან დავითს გაასწრო ორი საფეხურით რა დროსაც დავით ჯღარკავამ მას ისევ უთხრა ,,მკერდი მომაჟეჟღინეო", რაზედაც უთხრა მას, რომ თავი დაენებებია მისთის, რა დროსაც დავით ჯღარკავამ მას უკამა მხრიდან მოკიდა მკერდზე ხელები ორჯერ, დავით ჯღარკავა იდაყვის დარტყმით მოიშორა და კიბე სწრაფად აირბინა, ისე სწრაფად, რომ ლინდასაც კი გაასწრო. აივანზე დასხდნენ მაგიდასთან, დავით ჯღარკავამ ლინდას სთხოვა ყავა დაელევნებია მისთვის. ლინდამ ყავა მოადუღა, რომელიც დავით ჯღარკავას არ დაულევია. ლინდა ეზოში წყლის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც დავით ჯღარკავა მას მიუახლოვდა და მხარზე მოხვია ხელი, ისე ძლიერად, რომ მან, მისი ხელის მოშორება ვერ შეძლო. ლინდა, როცა მივიდა უთხრა მათ მეგობარ დიანასთან წასულიყვნენ. კიბეზე ჩავიდნენ, ჯერ ის მიდიოდა მერე ,,დათო ბაბუა", რომელმაც სცადა მის მაისურში ხელის ჩაყოფა, ხელი გააწევინა, დავით ჯღარკავამ უკვე მის შარვალში სცადა ხელის ჩაყოფა, ხელი ისევ გააწევინა რა დროსაც დავით ჯღარკავამ მუცელში ჩაარტყა ხელი, რა დროსაც მან ძლიერი ტკივილი განიცადა. დავით ჯღარკავას ქმედებებს ხედავდნენ ნათელა ბებო და ლინდა გაბაიძე. სანამ მეგობრის სახლთან მივიდოდნენ რამდენჯერმე სთხოვა ტელეფონის ნომერი დავით ჯრარკავამ რაზედაც უპასუხა, რომ ტელეფონის ნომერი ზეპირად არ იცოდა, დავით ჯღარკავამ თავისი ტელეფონის ნომერი ჩააწერინა, რომელიც წაშალა, იმ დღის შემდეგ დავით ჯღარკავა აღარ უნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლინდა გაბაიძის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ხიხანში და არის მეცხრე კლასის მოსწავლე, ანას იცნობს ორი სამი წელია, 2018 წლის 4 სექტემბერს იმყოფებოდა სახლში რა დროსაც მასთან სახლში მივიდა დათო ჯღარკავა, რომელმაც იკითხა მამამისი სად იყო, უპასუხა, რომ მამაისი სახლში არ იყო, ჯღარკავამ მას ყავა სთხოვა რაზედაც უთხრა, რომ ყავა არ ჰქონდა. დავით ჯღარკავა მათთან სახლში შევიდა, ყავა მოუდუღა. სადილი უნდა მოემზადებია მამისთვის, ეზოში წყლის ამოსატანად ჩავიდა, როცა სახლში ავიდა ანას უთხრა, რომ მათ მეგობარ დიანასთან წასულიყვნენ. კიბეებზე ჩასვლისას უკან შებრუნდა და დაინახა, რომ დათო ანას მკერდში ხელის ჩაყოფას ცდილობდა, მერე კი შარვალში. ჯღარკავა ანას ტელეფონის ნომერს სთხოვდა. კიბეზე ჩამოსვლისას დაინახა რომ დათომ ანას მუცელში დაარტყა ხელი. დავით ჯღარკავას ქმედება მის გარდა ნათელა ბებიამაც დაინახა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზურაბ ბოლქვაძის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ხიხანში და არის ანა ბოლქვაძის მამა. 2018 წლის 4 სექტემბერს იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში, 20 სექტემბერს ქ.ბათუმში ჩამოსვლისას მეზობლისგან ნუგზარ შაინიძისგან შეიტყო, რომ დავით ჯღარკავა მის შვლს ანას შეეხო მკერდზე და მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში. იმავე დღესვე საკუთარი ა/მანქანით გამოემართა სახლში, ჩამოსვლისთანავე შეხვდა დავით ჯღარკავას, რომელიც მიიყვანა თავის სახლში, დააპირისპირა ანას. დაპირისპირებისას ანამ დაადასტურა, რომ დავითი მას შეეხო მკერდზე და ჩაარტყა მუშტი მუცლის არეში. დავითმა ყველაფერი უარყო და განუცხადა, რომ იმ დღეს ნასვამი იყო არაფერი არ ახსოვს და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დავით ჯღარკავას შესთავაზა დაეტოვებინა სოფელი რისთვისაც განუსაზღვრა დრო. დავით ჯღარკავა არ წავიდა სოფლიდან, პირიქით იგი მივიდა პოლიციაში და მას უჩივლა. დავით ჯღარკავასთან ადრე ოჯახებით ახლობლობენ. დავით ჯღარკავასგან ადრე მსგავსი ქმედების შესახებ არაფერი გაუგია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯუმბერ იაკობიძის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში, 2018 წლის სექტემბრის თვეში წალკიდან ჩამოვიდა მარნეულის რაიონის სოფელ ხიხანში სადაც ხალხი იყო შეკრებილი, გაიგო, რომ დავით ჯღარკავა შეეხო არასრულწლოვან ანა ბოლქვაძესო. დავითს უთხრეს, რომ თუ ეს სიმართლე იყო დაეტოვებინა სოფელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თორნიკე სურმანიძის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ხიხანში, დავით ჯღარკავა არის მისი მეზობელი. სოფელში ხმა გავრცელდა, რომ დავით ჯღარკავას ბავშთან გარკვეული ურთიერთობა ჰქონია, კონკრეტულად რა არ იცის. დავით ჯღარკავა ხელით შეეხო თუ არა გოგოს მისთვის უცნობია. სოფლელები შეიკრიბნენ რა დროსაც დავით ჯღარკავას უთხრეს, რომ თუ მან მართლაც ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება დაეტოვებინა სოფელი და წასულიყო. აღნიშნულის შემდეგ დავით ჯღარკავამ მიმართა შულავრის პოლიციას და საჩივარი შეიტანა მისი და რამდენიმე პირის წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მზევინარ ბოლქვაძის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ხიხანში, არის ანა ბოლქვაძის დედა, ანას გამოკითხვისას იგი იყო მისი კანონიერი წარმომადგენელი. 2018 წლის 4 სექტემბერს იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში. ანა თავის დასთან ყავდა დატოვებული, ჩამოსვლის შემდეგ მისმა შვილმა ანამ უთხრა, რომ იმყოფებოდა მისი მეგობრის სახლში რა დროსაც მივიდა დავით ჯღარკავა, რომელმაც სთხოვა მათ მისთვის ყავა მოედუღებინათ, ყავა მოუდუღეს, მაგრამ დათომ არ დალია, ყავა მაგიდაზე დადო. რის შემდეგაც იგი ხელით შეხებია ანას. შემდეგ უთქვამს, რომ მკერდზე ხელი მომასმევინეო და მაისურში ხელის ჩაყოფა უცდია, ხელი მუცელში ჩაურტყამს, რის შემდეგაც ანა სახლიდან გაქცეულა. მისივე განმარტებით დავით ჯღარკავა მეგობრობდა მის მეუღლესთან და ხშირად დადიოდა მათ ოჯახში.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა ბაბეკ ალლახვერდიევმა, გაბილ ფარაჯოვმა და ოსმან ბაბანლიმ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს, ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.

 

ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის ყველა მოწმე, რომლებიც დავით ჯღარკავას წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებას. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, ჯვარედინი დაკითხვის შედეგად დაზარალებულის ანა ბოლოქვაძის, მოწმეების: ზურაბ ბოლქვაძის, ლინდა გაბაიძის, ჯუმბერ იაკობიძის, თორნიკე სურმანიძის, გაბილ ფარაჯოვის, ბაბეკი ალლახვერდიევის, ოსმან ბაბანლის, მზევინარ ბოლქვაძის ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ეჭვი მათ სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განსასჯელის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

 

ამდენად, სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს (მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს) აფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიაჩნია განაჩენის 1.1. 1.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს დაკითხული ბრალდების მხარის დაზარალებულის ანა ბოლოქვაძის, მოწმეების: ზურაბ ბოლქვაძის, ლინდა გაბაიძის, ჯუმბერ იაკობიძის, თორნიკე სურმანიძის, გაბილ ფარაჯოვის, ბაბეკი ალლახვერდიევის, ოსმან ბაბანლის, მზევინარ ბოლქვაძის, ქეთევან ბედენაშვილის, ეკა ჩავლეიშვილის, ნანა დელიბაშვილის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან და ფაქტებთან მიმართებით თანმიმდევრულია და რაიმე სახის წინააღმდეგობები, რაც მათ ჩვენებებს სანდოობას დაუკარგავს არ არსებობს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 ოქტომბრის N007380818 დასკვნით დადგენილია, რომ ანა ბოლოქვაძის საქალწულო აპკის მთლიანობა არ არის დარღვეული, მთელია. ანა ბოლოქვაძის სხეულზე გარეგნულად და უკანა ტანის არეში მექანიკური დაზიანებების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღინიშნება.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეკა ჩავლეიშვილმა და ქეთევან ბედენაშვილმა

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 აპრილის N002483219 დასკვნით დადგენილია, რომ ანა ბოლოქვაძე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება. გამოსაკვლევი პირის, ანა ბოლოქვაძის მიერ გადმოცემული შინაარსის და სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით დავით ჯღარკავას ქმედებით ანა ბოლოქვაძემ არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნანა დელიბაშვილმა.

 

2019 წლის 31 მაისის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებით დადგენილია, რომ ანა ბოლოქვაძის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ ვლინდება რაიმე სახის ქცევითი თუ ემოციური სფეროს სირთულეები. ანას გონებრივი განვითარება და ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება ნორმას. ანას ასაკის შესაბამისად შეუძლია სააზროვნო ოპერაციების შესრულება (ანალიზი, განზოგადება, ლოგიკური კავშირის დამყარება) მეხსიერება შეესაბამება ნორმას. მას შეუძლია ნანახის დახსომებულის შენახვა მეხსიერებაში და შემდეგ მისი აღდგენა-გადმოცემა.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად 2019 წლის 13 ივნისს 13:30 საათზე დაკავებული იქნა დავით ჯღარკავა.

 

2019 წლის 14 ივნისის დაზარალებულად ცნობის დადგენილებით დაზარალებულად იქნა ცნობილი ანა ბოლოქვაძე, რომელსაც მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე (6) მუხლის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v. Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი (გამოკვლეული და უდავო) მტკიცებულებებით შეასრულა მისი მოვალეობა და უტყუარად დაადასტურა, დავით ჯღარკავას მიერ ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლი გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმე ერვანდ შახსუვარიანმა განმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში, დავით ჯღარკავას იცნობს, იგი მას ქირაობდა როგორც მუშას. დავით ჯღარკავა 2019 წლის სექტემბრის თვეში 15-20 დღე თავის მეურნეობაში ასრულებდა სასოფლო სამერნეო სამუშაოებს. დავით ჯღარკავას იგი ნორმალურ, პატიოსან ადამიანად ახასიათებს.

ბრალდებულმა დავით ჯღარკავამ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დავით ჯღარკავამ დასკვნით და საბოლოო სიტყვაში თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

სასამართლო აფასებს რა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ დავით ჯღარკავა არც გამოძიებისას და არც სასამართლოში საქმის განხილვისას არ არის გულწრფელი და ცდილობს დამალოს რეალობა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დავით ჯღარკავას ჩვენება უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის თავის არიდებისაკენ და მას სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დავით ჯღარკავას უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე. ვინაიდან მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ უტყუარ, ობიექტურ და ერთმანეთის თანმხვედრ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის: ანა ბოლოქვაძის, მოწმეების: ზურაბ ბოლქვაძის, ლინდა გაბაიძის, ჯუმბერ იაკობიძის, თორნიკე სურამანიძის, გაბილ ფარაჯოვის, ბაბეკი ალლახვერდიევის, ოსმან ბაბანლის, ეკა ჩავლეიშვილის, ნანა დელიბაშვილის, თინათინ კახაძის, მზევინარ ბოლქვაძის ჩვენებების და ექსპერტიზის დასკვნების ერთობლივად შეფასების შედეგად, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ 2018 წლის 04 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ხიხანში, გაბაიძეების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, დავით ჯღარკავა წინასწარი შეცნობით თექვსმეტ წელს მიუღწეველ ანა ბოლოქვაძეს სამჯერ შეეხო მკერდზე, სცადა შარვალში და მაისურში ჩაეყო მისთვის ხელი და უთხრა ,,შენი მკერდი მომაჭეჭყიეო"

 

2018 წლის 04 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ხიხანში, გაბაიძეების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, დავით ჯღარკავამ მარჯვენა ხელის მუცელში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით თექვსმეტ წელს მიუღწეველ ანა ბოლოქვაძის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იქნა, ბრალდებისა და დაცვის მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ დავით ჯღარკავას მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტებს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სხვაგვარი ძალადობა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა იგი არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. სხვაგვარმა ძალადობამ დაზარალებულის სხეულზე თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით კრიმინალიზირებულია ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ დავით ჯღარკავას მიმართ წარდგენილი ბრალდება მიეკუთვნება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას, რომელიც ხელყოფს მოზარდთა ნორმალურ ზნეობრივ და ფიზიკურ განვითარებას. ამ დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია 16 წელს მიუღწეველი პირი. აღნიშნული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს მოზარდის სქესობრივი ხელშეუხებლობა და ზნეობრივი განვითარება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ხელყოფილი იქნა, დავით ჯღარკავას ქმედება აშკარად ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და უარყოფითად აისახება მოზარდის განვითარებაზე. დავით ჯღარკავას ქმედების სოციალური მავნეობა და საშიშროების მაღალი ხარისხი გამოიხატება ფიზიკური სახით, ანა ბოლოქვაძის მკერდზე სამჯერ ხელის შეხებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ბრალდებულს შეგნებული ჰქონდა, რომ ჩადიოდა გარყვნილ ქმედებას იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია 16 წელი.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიიჩნია, რომ ბრალდებულმა დავით ჯღარკავამ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებით ჩაიდინა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა' ქვეპუნქტით სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლი გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რომელისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დავით ჯღარკავას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც დავით ჯღარკავას მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც დავით ჯრარკავას მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს -ჯარიმას ან აზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ

 

სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს დავით ჯღარკავას პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს: დავით ჯღარკავას მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, დავით ჯღარკავას ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებთან დაკავშირებით საქმეში მოპოვებულ ინფორმაციას (სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელი) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დავით ჯღარკავას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დავით ჯღარკავას საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა 5 (ხუთი) წლის და 6 თვის ვადით მთლიანად შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დავით ჯღარკავას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 თვის ვადით.

 

6. აღკვეთი ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

 

დავით ჯღარკავას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-13, 53-ე 258-260-ე, 269-ე, 271- 272-ე, 273-ე, 274-ე, 276-ე, 277-279-ე მუხლებით, სსკ-ის 59-ე, მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დავით ჯღარკავა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა 5 (ხუთი) წლის და 6 თვის ვადით მთლიანად შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დავით ჯღარკავას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 თვის ვადით.

 

დავით ჯღარკავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

დავით ჯღარკავას სასჯელის მოხდა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 13 ივნისიდან.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ჯემალ კოპალიანი