განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5435-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ----------------------------- - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–-–----–-----------------–--
ადვოკატი - მ-------–-------–---–--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი) - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - იძულება, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ---–--–-----–-------------------------------–----------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ--------------ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ----------------ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი ძლიერად მოუჭირა მკლავში, რა დროსაც ნ----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ნ--------------ის ქმედებით ნ----------------ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
2019 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ---–--–-----–-------------------------------–----------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ--------------ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ----------------ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მუშტით სახეზე და სხეულზე მიაყენა მრავლობითი დაზიანება, რა დროსაც ნ----------------მ განიცადა ფიზიკური ტკვილი.
ნ--------------ის ქმედებით ნ----------------ს მიადგა ფიზიკური ტკივილი.
გ--------------- უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო მეუღლეს, ნ----------------ს, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც ნ----------------მ გადაწყვიტა მასთან დაშორება. 2019 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ---–--–-----–-------------------------------–----------------------–----------- საცხოვრებელ სახლში, ნ--------------ემ ნ----------------ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნ----------------მ მას უთხრა, რომ ცხოვრება გახდა გაუსაძლისი და დაშორდებოდა მას. აღნიშნულზე გაბრაზებულმა გ---------------მ ნ----------------ს განუცხადა, რომ ვერ დაშორდებოდა მას, არ აცხოვრებდა ცალკე და დაემუქრა, რომ მისი ნათქვამის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მოკლავდა. ნ----------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ნ--------------ე ნ----------------ს ფსიქიკურად აიძულებდა არ შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლება იყო, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდა, რომ არ დაცილებოდა და ეცხოვრა მასთან.
2019 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს შს----------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–----------------–-ს მიერ ნ--------------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N------, რომლითაც ნ--------------ეს აეკრძალა მეუღლის, ნ----------------- საცხოვრებელ მისამართთან, მდებარე: თ---–-------–-----------------------------------------------–-- სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ---------------- შესაძლოა იმყოფებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ--------------ემ 2019 წლის 7 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე პერიოდში დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, ამ პერიოდის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად, მიდიოდა ნ----------------- საცხოვრებელ სახლთან, ზემოაღნიშნულ მისამართზე, ასევე 22 ოქტომბერს მივიდა მასთან, უბრახუნებდა კარზე, უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც იქნა დაკავებული.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ყველა ეპიზოდთან მიმართებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადაოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ნ--------------ის მიერ ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); იძულება, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: ნ-----------------, პ---------------–-–---–-----------------–---–-------------------------–-----------------------------–------–-- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, N------ შემაკავებელი ორდერით, ორდერის ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებულიც.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ----------------- ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ორი ეპიზოდი);
იძულება, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით, ნ--------------ეს სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), და ამავე კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით.
ნ--------------ე გაფრთხილებული იქნა გირაოს პირობების დარღვევის გამო საქართველოს სსსკ-ის 200-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მათ შორის გაფრთხილებული იქნა იმ შემთხვევაზეც, რომ თუ მის მიერ ჩადენილი იქნებოდა ახალი დანაშაული, გირაოს სახით გადახდილი თანხა გადაირიცხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
2----–-–------------------ს ნ--------------ეს წარედგინა ახალი ბრალდება (სისხლის სამართლის N------------ საქმე) დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განჩინებით, აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. აღნიშნული აღკვეთი ღონისძიება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით შეიცვალა გირაო 7000 ლარით.
2----–-–--------------- დადგენილებით, სისხლის სამართლის N------------ საქმე გაუერთიანდა სისხლის სამართლის N------------ საქმეს და საქმეს მიენიჭა N------------.
ვინაიდან ნ-------- გამოვლინდა ახალი დანაშაულის ჩადენაში, რასაც სასამართლო სხვა ეპიზოდებთან ერთად მიიჩნევს დადასტურებულად, სახეზეა გირაოს პირობების დარღვევა.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
ნ--------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. კერძოდ, სასაჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ნ----------------- აღიარებას, თუმცა სასამართლომ მოისმინა დაზარალებულის პოზიცია, რომ მას არ სურს ნ--------- მიმართ მაინცდამაინც მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, მაგრამ მისივე განმარტებით, იმ პირობებში, როცა ნ--------ს არ შეუძლია მასთან მიახლოება, არის მშვიდად, ამასთან ეშინია მისი და კატეგორიულად არ სურს მასთან არანაირი სახის კომუნიკაცია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ნ--------------ის მიმართ ვერ იქნება არასაპატიმრო სასჯელი გამოყენებული მისი პიროვნების და მის მიერ განხორციელებული ქმედებების გათვალისწინებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის აღიარება ემსახურება მხოლოდ მსუბუქი სასჯელის მიღებას და მისი დამოკიდებულება ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების მიმართ არ არის სინანულის შემცველი.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნ--------------ის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 30 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმით, ნ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ნ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულებისთვის მისი დაკავების მომენტიდან - 2----–-–--------------------. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–--------------------------------------------–-------------–-–--------------------ან 2----–-–---------------- ჩათვლით.
სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, ნ--------------ის სასარგებლოდ გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით, გირაოს პირობების დარღვევის გამო გადარიცხული იქნას სახელმწიფო ბიუჯეტში.
მსჯავრდებულ ნ--------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, 7000 ლარის ოდენობით, გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ ნ----------------- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოცხრილი დატანილი ელექტრონულ დისკზე, დაულუქავ მდგომარეობაში, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდგომ, მსჯავრდებულ ნ--------------ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი