განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2019
საქმის ნომერი
130100119003281957
დავის ტიპი
177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-214-2019

(038111119001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ნოემბერი, 2019 წელი ხ-–----ი

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლ--–----------–---–ი

 

სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ----- ს----–--

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - გი----------------–---–ი

 

ბრალდებული - ზ----- ტ-------ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაბადებული 1973 წლის 16 ივლისს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები შემდეგ მისამართზე: ხ-–-------------------------------–---–------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით)

 

სხდომის სახე - საჯარო

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ზ----- ტ-------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.საპროცესო შეთანხმების არსი:

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ზ----- ტ-------ეს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 11 ნოემბერს, ღამის საათებში, ზ----- ტ-------ემ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ხ-–----ის რაიონის სოფელ კ----–------ში განთავსებული შპს ,,კო--------–--------------ო“-ს სამშენებლო ბაზის ტერიტორიიდან ლითონის კონსტრუქციის ხრახნილებს. იგი იმავე 11 ნოემბრის ღამის საათებში, თავისი კუთვნილი უაზი-ს მარკის ავტომანქანით, რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანია AEO-868, მივიდა ხსენებული კომპანიის ბაზასთან, უკანონოდ შეაღწია ბაზის ტერიტორიაზე და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს ,,კო--------–--------------ო“-ს საქართველოში არსებული ფილიალის კუთვნილ 82 (ოთხმოცდაორი) ცალ ლითონის ხრახნილს - თითოეული 12მმ დიამეტრისა და 12 (თორმეტი) მეტრი სიგრძის -, რომლებიც გადაიტანა და დაასაწყობა ხ-–----ის რაიონის სოფელ იტრიის ტყის მასივში. მომხდარის შედეგად დაზარალებულ კომპანიას მიადგა 1450 (ათასოთხასორმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

1.2. ზ----- ტ-------ეს ჩადენილი ქმედებისათვის 2019 წლის 12 ნოემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის აღიარებით, ნივთიერი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ზ----- ტ-------ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. 2019 წლის 13 ნოემბერს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ზ----- ტ-------ესა და ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ----- ს----–--ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

3.2. 2019 წლის 13 ნოემბერს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ----- ს----–--მ ბრალდებულ ზ----- ტ-------ესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც ზ----- ტ-------ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვლება პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

 

3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.

 

ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. 82 ცალი (თითოეული 12 მეტრი სიგრძისა და 12მმ დიამეტრის) ლითონის ხრახნილი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ მხარეს.

 

5.2. ზ----- ტ-------ეს უნდა დაუბრუნდეს მისი კუთვნილი ,,ვილისი“-ს მარკის ავტომანქანა.

 

5.3. ავტომანქანა და ლითონის 82 ცალი ხრახნილი ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს სურამის პოლიციის განყოფილებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ----- ს----–--სა და ბრალდებულ ზ----- ტ-------ეს შორის 2019 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობებით.

 

3. ზ----- ტ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2019 წლის 11 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის ვადა;

 

4. დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; ზ----- ტ-------ე გათავისუფლდეს დაკავებიდან;

 

5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;

 

6. 82 ცალი (თითოეული 12 მეტრი სიგრძისა და 12მმ დიამეტრის) ლითონის ხრახნილი დაუბრუნდეს დაზარალებულ მხარეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

7. ზ----- ტ-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მისი კუთვნილი ,,ვილისი“-ს მარკის ავტომანქანა;

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ლ--–----------–---–ი