გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.03.2019
საქმის ნომერი
010310117001945945
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310117001945945

№3-448/2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

 

მოსარჩელე - ა(ა)იპ აჭ---------–------------------–ია

წარმომადგენელი-გი---------–--ე

მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი

წარმომადგენელი-ნი----–------------–-–---–ი

დავის საგანი - ქმედების დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა(ა)იპ აჭ---------–------------------–იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხის მიერ მისი აღიარება და დაფინანსება.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა უარი უთხრა დაფინანსებაზე ა(ა)იპ აჭ---------–------------------–იას, მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის მიერ გამოგზავნილ წერილის გამო, რომლის თანახმად ადგილზე ორი ფედერაციის არსებობა დაუშვებელი იყო და რეკომენდირებული იქნა მათი გაერთიანება.

აღნიშნულის გამო, 2016 წლი 30 დეკემბერს ქ. ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აჭ---------–------------------–იის ინიციატივით ჩატარდა აჭარაში რეგისტრირებული ორგანიზაციების, აჭ---------–------------------–იის, აჭ---------–-------------------–---------------–იისა და აჭარის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაციების კონფერენცია.

კონფერენციამ აირჩია ახალი გამგეობა და აჭ---------–------------------–ია შეუდგა კონფერენციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას, რომელმაც წერილით (თანდართული დოკუმენტაციასთან ერთად) მიმართა აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა ფედერაციის დაფინანსება, რომელსაც ნდობის მანდატი მისცა 2016 წლის 30 დეკემბერს ჩატარებულმა კონფერენციამ.

აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წერილობითი პასუხით, საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის მიერ დეპარტამენტში შესული იყო წერილი, რომლითაც ეროვნული ფედერაცია არ ცნობს აჭ---------–------------------–იას და ცნობს, აჭარის მკლავჭიდის რეგიონალურ ფედერაციას, რომელიც დაფუძნდა 2014 წელს, მაშინ, როცა აჭ---------–------------------–ია დაფუძნებულია მანამდე, 2008 წელს.

აჭ---------–------------------–იამ კვლავ მიმართა ოფიციალური წერილით, საქართველოს ეროვნულ ფედერაციას, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავჯდომარემ მოსარჩელეს განუცხადა, რომ არცერთ ფედერაციას არ დააფინასებდა მანამ, სანამ თბილისში საკითხს არ გაარკვევდა, მაგრამ რატომღაც საკითხის გაურკვევლად ისევ დააფინანსა აჭარის მკლავჭიდის განახლებული (3 კაცისაგან შემდგარი), ე.წ. „რეგიონალური ფედერაცია“. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ახალ ფედერაციას არანაირი სამუშაოები არ უწარმოებია, რომელმაც მოინდომა აჭ---------–------------------–იის ძირითად ბაზაზე დაყრდნობით მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ აჭ---------–------------------–იას არ გადასცეს ინვენტარი და დოკუმენტაცია, ფედერაციამ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანა და მოაწესრიგა დოკუმენტაცია, ყველა მუნიციპალიტეტებში შექმნა საკოორდინაციო საბჭო, რომლებმაც მოახდინეს მოსახლეობის ინფორმირებულობა მკლავჭიდის პოპულარიზაციის მიზნით, საკორდინაციო საბჭოს წევრებმა მოახდინეს მოხალისეთა გაერთიანება და გაწევრიანება მუნიციპალიტეტების მიხედვით, თითოეულ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმებითა და კორდინირებული მუშაობით ჩამოყალიბდა კლუბები, გამოვლინდნენ პერსპექტიული მოზარდები და უფროსი ასაკის სპორტსმენები, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს ადგილებზე მოსამზადებელი ვარჯიშები. აჭ---------–------------------–იამ ჩაატარა ტურნირი, სადაც გამოვლინდა ახალი პერსპექტიული სახეები. ფედერაცია კალენდარული გრაფიკის მიხედვით ახორციელებს ახალი კადრების მოძიებას და ტურნირების ჩატარებას.

ამის მიუხედავად, აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტმა დააფინანსა თვითმარქვია აჭ---------–-------------------–---------------–ია, რომელიც არ ყოფილა ცნობილი და აღიარებული, უფრო მეტიც, მხოლოდ 3 ადამიანისაგან შედგებოდა, რომელთაც არანაირი მიღწევები არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ, ხოლო აჭარის მკლავჭიდის ფედრაციამ საქართველოს პირველობაზე საკუთარი ხარჯებით წაიყვანა ახალგაზრდა პერსპექტიული კადრები, რომლებმაც საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს და მიიღეს გამოცდილება. საქართველოს ნაკრებში ირიცხებოდა და ირიცხება აჭ---------–------------------–იის სპორტსმენი წევრები და არა რეგიონალური ფედერაციისა, რომელსაც არ გააჩნდა და დღეის მდგომარეობითაც არ გააჩნია, არანაირი ბაზა.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წერილობითი შესაგებლითა და წარმომადგენლის სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

 

მკლავჭიდის ფედერაცია, ისევე როგორც ნებისმიერი სპორტის სახეობის მიხედვით არსებული ფედერაციები, არის დამოუკიდებელი არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი და დეპარტამენტი ვერ ახდენს ზეგავლენას, მისი ხელმძღვანელი პირების ცვლილებასა და ვერც მიუთითებს ასეთი ცვლილების განხორციელებაზე.

რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, 2014 წლამდე პერიოდში დეპარტამენტს არ დაუფინანსებია აჭ---------–-------------------–---------------–ია, რადგანაც ის არ იყო დამტკიცებული ბიუჯეტში და მანამდე ფინანსდებოდა, აჭ---------–------------------–ია.

2014 წლის 24 დეკემბერს დეპარტამენტმა მიიღო საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის №1--- კორეპოდენცია, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია ცნობს და აღიარებს, მხოლოდ აჭარის მკლავჭიდის რეგიონალურ ფედერაციას (საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------), რაც გახდა საფუძველიიმისა, რომ 2015 წლიდან დეპარტამენტს დაფინანსება მიეცა, მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაციისათვის.

საქართველოს ცენტრალური ფედერაცია ადგენს წლიურ გეგმას შეჯიბრებების შესახებ, (სპორტული შეჯიბრებების კალენდარული გეგმა), რაც შემდეგ ეგზავნება დეპარტამენტსაც და ამ რეკომენდაციების მიხედვით ფინანსდება ადგილობრივი ფედერაციები. საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია დღემდე არ ცნობს და არ აღიარებს მოსარჩელეს, შესაბამისად, ის არც შეჯიბრებების გეგმებში შეჰყავს.

ასეთი მდგომარეობის პირობებში დეპარტამენტი კანონის შესაბამისად მოქმედებს და აჭარის ავტონომიური ბიუჯეტიდან დაფინანსების მისაღებად წარადგენს, ცენტრალური ფედერაციის მიერ აღიარებულ სუბიექტს, აჭარის მკლავჭიდის რეგიონალურ ფედერაციას (საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------), სხვანაირი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ამ ეტაპზე დეპარტამენტს არ გააჩნია.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2008 წლის 3 დეკემბრიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სარეგისტრაციო ნომრით: 4----- რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - აჭ---------–------------------–ია, იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი, ლო--------------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2014 წლის 28 ივლისიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სარეგისტრაციო ნომრით: 4-------- რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - აჭარის კლავჭიდის რეგიონალური ფედერაცია, იურიდიული მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ჭარნალი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია 2014 წლის ჩათვლით, აჭარაში აღიარებდა და აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან რეკომენდაციას უწევდა მოსარჩელეს, რის საფუძველზეც ბიუჯეტისათვის დასაფინანსებლად წარსადგენ ქვეპროგრამების განაცხადში დეპარტამენტს სწორედ მოსარჩელე შეჰყავდა და ის იღებდა დაფინანსებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.

ასევე, დადგენილია და უდავო, რომ 2014 წლის 29 დეკემბრის №0-- წერილით საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციამ აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს აცნობა, რომ ეროვნული ფედერაცია სცნობდა და აღიარებდა ა(ა)იპ აჭარის მკლავჭიდის რეგიონალურ ფედერაციას (საიდენტიფიკაციო №4--------).

2015 წლიდან მოსარჩელეს, აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ მიუღია, რამდენადაც აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ბიუჯეტისათვის დასაფინანსებლად წარსადგენ ქვეპროგრამების განაცხადში უკვე ეროვნული ფედერაციის მიერ აღიარებული და რეკომენდირებული სუბიექტი, ა(ა)იპ აჭ---------–-------------------–---------------–ია (საიდენტიფიკაციო №4--------) შეჰყავდა და არა, მოსარჩელე.

2018 წლის 7 ივნისის №9------- წერილით საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს კვლავ აცნობა, რომ ეროვნული ფედერაცია სცნობს, აღიარებს ა(ა)იპ აჭარის მკლავჭიდის რეგიონალურ ფედერაციასთან (საიდენტიფიკაციო №4--------) დამხოლოდ მასთან თანამშრომლობს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციის 2014 წლის 29 დეკემბრის №0-- წერილი;

- საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციის 2018 წლის 7 ივნისის №9------- წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ არის.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ა(ა)იპ აჭ---------–------------------–იის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი.

- „სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს დებულება“.

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის

დებულება.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სპორტული საქმიანობის ზოგადსამართლებრივ, სოციალურ, ეკონომიკურ და ორგანიზაცულ საფუძვლებს არეგულირებს საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“.

კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. სპორტის სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომლის კომპეტენცია მოცემულ სფეროში განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებ ლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და აღნიშნული სამინისტროს დებულებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები.

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, სპორტის სფეროს მართვა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური კონსტიტუციებით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაცია არის სპორტული ფედერაცია, ასოციაცია, კლუბი და სხვა გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის განვითარებას. სახელმწიფო ხელს უწყობს საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების აქტივობის განვითარებას და იზიდავს მათ სპორტის მართვის საქმეში.

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განისაზღვრება საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და საკუთარი წესდებების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანოა სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მისი განვითარებისთვის.

საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია წარმოადგენს სპორტის შესაბამის სახეობას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; იზიარებს ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებს.

საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის სტატუსი ენიჭება იმ გაერთიანებას, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს.

საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან.

 

6.2. სახელმწიფოს მიერ სპორტის დაფინანსების საკითხს განსაზღვრავს „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი:

1. სახელმწიფო ხელს უწყობს და ზრუნავს სპორტის განვითარებაზე და ამ მიზნით ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსებას.

2. სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე მუხლით აისახება სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში.

3. სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს სპორტული ორგანიზაციების წინადადებების საფუძველზე ანაწილებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები.

4. სპორტის დაფინანსებისათვის გამოიყენება აგრეთვე:

ა) სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ცალკეული პირების შენატანები;

ბ) საკუთარი სპორტული, სამეურნეო-კომერციული, სარეკლამო, საშუამავლო საქმიანობიდან მიღებული მოგება;

გ) სპონსორებისგან და სხვა დახმარებიდან მიღებული სახსრები.

5. არასაბიუჯეტო წყაროებიდან მიღებული სახსრები არავითარ გავლენას არ ახდენს სპორტის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ოდენობაზე.

6. სპორტის განვითარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს სამინისტროებსა და უწყებებზე ანაწილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით.

7. ეროვნული ნაკრები გუნდების მოსამზადებლად და საქართველოს სპორტული დელეგაციების ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, თასების გათამაშებაში, მსოფლიო უნივერსიადებში და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ამ ღონისძიებებში გამარჯვებულთა და პრიზიორთა დასაჯილდოებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფს მიზნობრივ სახსრებს.

8. დაუშვებელია სპორტისთვის გამიზნული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შენატანების გამოყენება არამიზნობრივად, ისინი უნდა მოხმარდეს მხოლოდ სპორტის განვითარებას.

9. სახელმწიფო ხელს უწყობს სპორტის განვითარებას სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებით, სათანადო დაფინანსებით, გრანტებით, სპორტსმენებისა და ამ დარგის სპეციალისტების მორალური და მატერიალური წახალისებით.

 

6.3. საქართველოს სახელმწიფოს მიერ სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების მიზნით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან იქმნება სათათბირო ორგანო - სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2015 წლის 04 ნოემბრის №01/1061 ბრძანებით დამტკიცებულია „სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს შექმნა და მისი დებულება“.

დებულების თანახმად, ამ სათათბირო ორგანოს კომიისის წევრები არიან სამინისტროსა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის, სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს, საქართველოს პარლამენტის, ა(ა)იპ საქართველოს ოლიმპირი კომიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც კულტურისა და სპორტის მინისტრს უგზავნიან რეკომენდაციას და სპორტის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრაძანებას, რის შემდეგაც ხდება ეროვნული ფედერაციების ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსება.

„სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს დებულების“ მე–3 მუხლის თანახმად, საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ სპორტული ორგანიზაციის აღიარების და დაფინანსების საკითხს, რომელიც დაფუძნებული და აღიარებულია, არანაკლებ 6 თვით ადრე.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სპორტული ფედერაციების (კავშირების) დაფინანსება ხდება, აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან და ამ საკითხის გადაწყვეტაც, ეროვნული ფედერაციების დაფინანსებისაგან განსხვავებულად ხდება.

აჭარის ა.რ. მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 დადგენილებით დამტკიცებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულების 1-ლი მუხლის, 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, დეპარტამენტი არის საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში და ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს კომპეტენციებს სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სფეროში. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. მე-6 პუნქტის მიხედვით, დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.

დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები:

ა) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ ერთიანი პოლიტიკის შემუშავების, დაგეგმვისა და მისი რეალიზების კოორდინაცია;

ბ) მთავრობის მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება;

გ) სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, სასპორტო დაწესებულებების, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

დ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდის ხელშეწყობა;

ე) სამინისტროსათვის წინადადებების წარდგენა სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის თაობაზე;

ვ) სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი სასპორტო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის (სპორტული სკოლები) მეთოდური დახმარების გაწევა, სპორტული სკოლების სასწავლო პროცესზე ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;

ი) დეპარტამენტის მიერ აჭარის სპორტული ფედერაციებისათვის (კავშირებისათვის) გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი;

კ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს დაფინანსებისათვის სათანადო პროექტების შემუშავება, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში მოქმედ საერთაშორისო საფინანსო და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა; თავისი მმათველობის სფეროში ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში ღონისძიებების დაფინანსების ნორმების პროექტის შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;

მ) სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე წინადადებების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;

ნ) სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტის სხვა მუშაკთა მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის ჯილდოების დაწესების თაობაზე წინადადებების სამინისტროსათვის წარდგენა;

ო) ასაკოვანი ვეტერანი სპორტსმენებისა და სპორტის სხვა მუშაკების ღვაწლის დაფასების მიზნით მათ მიმართ სხვადასხვა სახის მატერიალური წახალისების ფორმების გამოყენება;

პ) ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთა, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ჟ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების მომზადება და მონაწილეობა მათ განხორციელებაში;

რ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროსთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზება. სპორტისა და ახალზარდობის საქმეთა პროპაგანდა;

ს) ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობისა და სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით სხვადასხვა ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

ტ) ახალგაზრდობის შრომითი საქმიანობის ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნა;

უ) საბავშვო და ახალგაზრდული კულტურული, სამეცნიერო, სპორტული და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და სხვა პირების მიერ ამგვარ ღონისძიებათა მოწყობის მხარდაჭერა;

ფ) საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება;

ქ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;

ღ) კანონით დადგენილი წესით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განკარგვა;

ყ) სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში მთავრობისა და სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება;

შ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

ამდენად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი მონაწილეობას იღებს აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში ღონისძიებების დაფინანსების პროგრამის შედგენაში და განახორციელებს აჭარის სპორტული ფედერაციებისათვის (კავშირებისათვის) აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლს.

 

6.5. სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ მითითებულ სამართლებრივ მოწესრიგებასთან ერთად, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს მიერ აღიარებული სპორტის კონკრეტული სახეობის ეროვნული ფედერაცია, ამ შემთხვევაში საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია, წერილობით აცნობებს აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს, აჭარის იმ სპორტული ფედერაციის თაობაზე, რომელსაც ეროვნული ფედერაცია აღიარებს და რომელთანაც აქვს თანამშრომლობა.

აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში ღონისძიებების დაფინანსების პროგრამის შედგენისა და აჭარის სპორტული ფედერაციების (კავშირების) დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისას, ეროვნული ფედერაციების მიერ მოწოდებულ ამ ინფორმაციით სარგებლობს და მას ეყრდნობა.

სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეებიც ადასტურებენ, რომ 2014 წლის ჩათვლით, საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია აჭარაში აღიარებდა და აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან რეკომენდაციას უწევდა მოსარჩელეს, ა(ა)იპ აჭ---------–------------------–იას, რის საფუძველზეც ბიუჯეტისათვის დასაფინანსებლად წარსადგენ ქვეპროგრამების განაცხადში დეპარტამენტს სწორედ ეს სუბიექტი შეჰყავდა და მოსარჩელე ამის შედეგად იღებდა დაფინანსებას.

ასევე, დადგენილია და უდავო, რომ 2014 წლის 29 დეკემბრის №0-- წერილით საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციამ აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს აცნობა, რომ ეროვნული ფედერაცია სცნობდა და აღიარებდა ა(ა)იპ აჭარის მკლავჭიდის რეგიონალურ ფედერაციას (საიდენტიფიკაციო №4--------). ამის შემდეგ, 2015 წლიდან მოსარჩელეს, ა(ა)იპ აჭ---------–------------------–იას (საიდენტიფიკაციო №4-----) აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ მიუღია, რამდენადაც აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ბიუჯეტისათვის დასაფინანსებლად წარსადგენ ქვეპროგრამების განაცხადში უკვე ეროვნული ფედერაციის მიერ აღიარებული და რეკომენდირებული სუბიექტი, ა(ა)იპ აჭ---------–-------------------–---------------–ია (საიდენტიფიკაციო №4--------) შეჰყავდა და არა, მოსარჩელე.

ა(ა)იპ აჭ---------–-------------------–---------------–იამ ამის შემდეგ არაერთხელ მიმართა წერილობით საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას, რომლითაც აღუწერდა და აცნობებდა, ამ ორგანიზაციის მიერ გაწეული სამუშაოსა და სპორტული მიღწევების თაობაზე და ამასთან მოითხოვდა, რომ აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან სარეკომენდაციო წერილით მხოლოდ ის ეღიარებინა და არა, ა(ა)იპ აჭ---------–-------------------–---------------–ია (საიდენტიფიკაციო №4--------), რომლის აღიარების საფუძველი არ არსებობდა, თუმცა ეროვნული ფედერაციისაგან დადებითი პასუხი ვერ მიიღო. პირიქით, დადგენილია, რომ 2018 წლის 7 ივნისის №9------- წერილით საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს კვლავ აცნობა, რომ ეროვნული ფედერაცია სცნობს, აღიარებს ა(ა)იპ აჭარის მკლავჭიდის რეგიონალურ ფედერაციასთან (საიდენტიფიკაციო №4--------) დამხოლოდ მასთან თანამშრომლობს.

შესაბამისად, აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ ბიუჯეტისათვის დასაფინანსებლად წარსადგენ ქვეპროგრამების განაცხადში კვლავ ეროვნული ფედერაციის მიერ აღიარებული და რეკომენდირებული, ა(ა)იპ აჭ---------–-------------------–---------------–ია (საიდენტიფიკაციო №4--------) იქნა შეყვანილი.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულია, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

სასამართლო მიუთითებს, რომ აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის და მის უფლებამოსილებას განეკუთვნება, აჭარის სპორტული ფედერაციებისათვის (კავშირებისათვის) ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი, ასევე, დაფინანსებისათვის წარსადგენად სპორტული ფედერაციების (კავშირების) შერჩევა, რაც მის დისკრეციას განეკუთვნება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ერთი მხრივ დაცული უნდა იქნეს იმ ნორმის ფარგლები, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო, მეორე მხრივ, დაცული უნდა იქნეს ზოგადად, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება უნდა განხორციელდეს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოები ნორმათშეფარდებითი საქმიანობისას უნდა ითვალისწინებდნენ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი ადგენს სამართლიანი სასამართლოს ძირითად საპროცესო უფლებას და გულისხმობს სახელმწიფოს ყველა იმ გადაწყვეტილების შემოწმებას, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

მოთხოვნილი და უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის გადაწყვეტისას დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გულისხმობს შესაძლებლობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად აირჩიოს კანონმდებლობის მიერ განსაზღვრული რამდენიმე ღონისძიებიდან კონკრეტული ვითარებისათვის ყველაზე უფრო მისაღები სამართლებრივი შედეგი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის „უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება“.

ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება სახეზეა მაშინ, როცა სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისთვის მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული ერთი კონკრეტული სამართლებრივი შედეგი და ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, თავად განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი. დისკრეციული უფლებამოსილება ასევე მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობას, კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა, რაიმე მოქმედება.

სასამართლო მიუთითებს, თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს მოქმედებისა და გადაწყვეტის თავისუფალი სივრცე, იგი ვალდებულია, ის შესაბამისი მიზნის მისაღწევად გამოიყენოს და შეარჩიოს ერთ-ერთი იმ გადაწყვეტილებებიდან, რომელთა მიღების უფლებაც მას კანონით აქვს მინიჭებული.

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს მიღწეული მიზნისა და მის მისაღწევად გამოყენებული საშუალების თანაზომიერების შემოწმებას. ამ პრინციპის დაცვა მნიშვნელოვანია მმართველობითი საქმიანობის განხორციელებისას და ამასთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული მოქმედების არსებული შესაძლო ვარიანტები ზოგადად ყოველთვის შეესაბამება ლეგალურობის მოთხოვნებს, თუმცა, ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და განსხვავებული მოპყრობის გარეშე.

დისკრეციული უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობის, თანასწორობის, თანაზომიერების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება და მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც და საკითხის გადაწყვეტა უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. მიზანშეწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება.

მოცემული დავის ფარგლებში აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მოქმედების კანონიერების შეფასებისას, აღნიშნული სამართლებრივი რეგულაციის ჩარჩოებში, სასამართლო უპირველესად მიუთითებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობაზე, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით, როდესაც მას აღარ გაუწია რეკომენდაცია და ის აღარ შეარჩია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღებ სუბიექტად.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ამ ქმედების კანონსაწინააღმდეგო ნიშნით შეფასების საფუძველი არ მოიპოვება და კანონის რომელიმე კონკრეტული ნორმის დარღვევაზე, ვერც მოსარჩელე მხარე მიუთითებს.

რაც შეეხება თავისი დისკრეციის ფარგლებში და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით მიღებული ასეთი გადაწყვეტილების შეფასებას, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული ქმედება ემყარება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციას, ასევე, არის განხორციელებული თანაზომიერების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის და თანაფარდობის პრინციპების დაცვით. მოსარჩელის მიმართ საკითხის ასეთ გადაწყვეტას ამყარებს ის გარემოება, რომ ა(ა)იპ აჭ---------–------------------–ია (საიდენტიფიკაციო №4-----) აღარ იქნა მიჩნეული საქართველოს ეროვნული ფედერაციის მიერ ისეთ ისეთ აღიარებულ სუბიექტად, ვისაც რეკომენდაციას გაუწევდა იგი აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წინაშე. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ამის შედეგად გააჩნდა მოტივირებული საფუძველი, რომ დაფინანსების მისაღებად წარედგინა მკლავჭიდის საქართველოს ეროვნული ფედერაციის მიერ აღიარებულ და ცნობილი სპორტული ორგანიზაცია, ა(ა)იპ აჭ---------–-------------------–---------------–ია (საიდენტიფიკაციო №4--------), რისი გადაწყვეტილების მიღების უფლებაც მას კანონით აქვს მინიჭებული და მითითებულ გარემოებათა საფუძველზე, გაუმართლებლად და უკანონოდ ვერ ჩაითვლება, მიზანშეწონილობის თვალსაზრისითაც.

შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისატვის დაფინანსების შეწყვეტის უკანონოდ შეფასების, დეპარტამენტის მიერ მისი აღიარებისა და დეპარტამენტისათვის მოსარჩელის დაფინანსების დავალდებულების შესახებ, მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და დასაბუთებულობას.

 

6.7. საქართველოს ადმნიისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ამავე კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით ასეთ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ქმედება, როდესაც მან ა(ა)იპ აჭ---------–------------------–ია (საიდენტიფიკაციო №4-----) აღარ მიიჩნია აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღებ სუბიექტად და ასეთად ჩათვალა, მკლავჭიდის საქართველოს ეროვნული ფედერაციის მიერ რეკომენდირებული სპორტული ორგანიზაცია, ა(ა)იპ აჭ---------–-------------------–---------------–ია (საიდენტიფიკაციო №4--------), უკანონოდ ვერ ჩაითვლება, რაც გამორიცხავს მოსარჩელის კანონიერი უფლების, ან ინტერესისადმი ზიანის მიყენებას.

შესაბამისად, ა(ა)იპ აჭ---------–------------------–იის (საიდენტიფიკაციო №4-----) სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 24-ე და 331-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ა(ა)იპ აჭარის მკლავჭიდის ფედერაცის სარჩელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიმართ, ქმედების დავალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2.მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე