განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2019
საქმის ნომერი
330100119002847969
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/595-19

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

19 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მარიამ გოგორელიანი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------------------------------–--ლი (დაბადებული - 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თბილისი, გ-–-------------------------------------------------------–-). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი (ძებნის გამოცხადების შესახებ დადგენილების თანახმად, იმყოფება ძებნაში).

 

ადვოკატი - ნ-----------–-–--ლი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. გ-----------------–---–მა, რომელიც წარსულში მსახურობდა ს----------–----–-------------– ძ--–--–-, ხოლო 2016 წლიდან ირიცხებოდა უკრაინის „ქ--------–---–------ის“ მებრძოლთა რიგებში, 2018 წლის 09 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ს--–---- ზ-------–---–ის შვილს თ---------- გ------------ს გაუგზავნა მუქარის შემცველი შეტყობინებები, როგორც მოკლე ტექსტური, ასევე ხმოვანი შეტყობის სახით, სადაც ის თ---------- გ------------ს და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუ ისინი საქართველოდან არ წავიდოდნენ. იმავე დღეს მსგავსი შინაარსის, ს--–---- ზ-------–---–ის სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება გ-----------------–---–მა ასევე გაუგზავნა თ---------- გ------------ის დას ქ------- გ------------ს. გ-----------------–---–ის საქმიანობიდან გამომდინარე, თ---------- გ------------მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო ქ------- გ------------ს არ განუცდია ეს შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა თ---------- გ------------ის და ქ------- გ------------ის და მოწმეების: ე------------–-–---–ის, ლ------------ის, ვ--–-----------ის, გ------------------ის და ლ---------------–--ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, ასევე გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ-----------------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია გ-----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. დაზარალებულმა თ---------- გ------------მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ სარგებლობს სოციალური ქსელი „ფ-------ი“-თ, სადაც შექმნილი აქვს პროფილი „T----------“-ს სახელით. 2018 წლის 09 ნოემბერს, როდესაც იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, ქალაქ ლონდონში, „ფ-------ი“-ს მეშვეობით მიიღო შეტყობინება „G----- R-----------“-ს სახელით რეგისტრირებული მომხმარებლისგან. თავდაპირველად აღნიშნული მომხმარებელი უბრალოდ მიესალმა და მოიკითხა. შემდეგ, რამდენიმე წამში ის დაუკავშირდა „მ----------“-ს აუდიო ზარით, თუმცა, არც აღნიშნულ ზარს უპასუხა. მეორე ზარზე უკვე უპასუხა აღნიშნულ მომხმარებელს და გაიგონა ახალგაზრდა მამაკაცის ხმა, რომელმაც ქ--------– ენაზე ჰკითხა „თ------ შენ ხარ?“ და როდესაც დაუდასტურა, მკაცრი ტონით უთხრა „მე გ-----------------–---–ი ვარ და ეხლა კარგად მომისმინე ბიჭო“. რაზეც უპასუხა, რომ მას არ იცნობდა და გაუთიშა. აღნიშნულის შემდეგ ზემოთ ხსენებულმა „ფ-------ი“-ს მომხმარებელმა დაუწყო შეურაცხმყოფელი და მუქარის შინაარსის შეტყობინებების გამოგზავნა, კერძოდ, „სოცოცხლე არ გინდათ, შუბლებს დაგიხვრეტთ თქვენ...“. აღნიშნულ შეტყობინებებს, ზემოთ ხსენებული „ფ-------ი“-ს მომხმარებელი აგზავნიდა ლათინური ასოებით, ქ--------– ენაზე. გარდა აღნიშნულისა, ზემოთ ხსენებული „ფ-------ი“-ს მომხმარებელი პერიოდულად ცდილობდა მასთან აუდიო ზარით დაკავშირებას, თუმცა, აღარ პასუხობდა. საბოლოოდ ზემოთ ხსენებულმა „ფ-------ი“-ს მომხმარებელმა „მ----------“-ს მეშვეობით გაუგზავნა აუდიო შეტყობინება, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მას და დედამისს იმ პერიოდისთვის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ ს--–---- ზ-------–---–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და კვლავ ემუქრებოდა შუბლის გახვრეტით, თუ საქართველოდან არ წავიდოდნენ. თ---------- გ------------ი ამის შემდეგ, გადავიდა „G----- R-----------“-ს სახელით რეგისტრირებული „ფ-------ი“-ს მომხმარებლის პროფილზე და მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციით შეიტყო, რომ ის იყო ს----------–----–-------------–ი ძალების ყოფილი მოსამსახურე და იმჟამად უკრაინაში მოქმედი ქ--------–---–------ის მებრძოლი, რასაც მოწმობდა მის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოები და პოსტები. ასევე აღმოაჩინა, რომ ზემოთ ხსენებულ „ფ-------ი“-ს მომხმარებელს შეურაცყოფის და მუქარის შემცველი კომენტარები ჰქონდა დადებული მის მიერ გაზიარებულ პოსტებზე, რომელიც შეეხებოდა, ს--–---- ზ-------–---–ის საარჩევნო კამპანიას. მუქარის შემცველი კომენტარები იყო შემდეგი შინაარსის „ჯერ დაიცა, ცოტაც და შუბლს გაგიხვრეტ“. აღნიშნული კომენტარებიც შედგენილი იყო ლათინური ასოებით და ქ--------– ენაზე. 2018 წლის 11 ნოემბერს, „G----- R-----------“-ს სახელით რეგისტრირებულმა „ფ-------ი“-ს მომხმარებელმა კვლავ სცადა დაზარალებულთან „მ----------“-ს მეშვეობით დარეკვა, თუმცა, მას აღარ უპასუხა. თ---------- გ------------ის განმარტებით, მან მუქარა რეალურად აღვიქვა და იფიქრა, რომ დედამისის და მის სიცოცხლეს შესაძლოა რეალური საფრთხე დამუქრებოდა, რადგან გ-----------------–---–ი, მის პროფილზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად იყო პროფესიონალი სამხედრო და შესწევდა უნარი, სისრულეში მოეყვანა მისი მუქარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან დაუყონებლივ გაუგზავნა დედამისს ზემოთ ხსენებული „ფ-------ი“-ს მომხმარებლის მიერ გამოგზავნილი სიტყვიერი შეურაცყოფის და მუქარის ამსახველი შეტყობინებების „სქრინშოთები“ და მის მიერ გაგზავნილი აუდიო შეტყობინება, რათა მას მიეღო ზომები პირადი უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი, უსაფრთხოების მიზნით, იგი გადაადგილდებოდა დაცვის თანხლებით. თ---------- გ------------ის განმარტებით, მისი დის, ქ------- გ------------ის მიმართაც ჰქონდა ადგილი მუქარას.

3.2. დაზარალებულად ცნობილმა ქ------- გ------------მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის ნოემბერში, საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც დედამისი ს--–---- ზ-------–---–ი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, მისი და მისი ძმის, თ---------- გ------------ის მიმართ, სოციალური ქსელი „ფ-------ი“-ს მეშვეობით განხორციელდა მუქარა, კერძოდ, 2018 წლის 11 ნოემბერს, იმყოფებოდა საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მის „ფ-------ი“-ს პროფილზე, სახელით „K-------- G---------“ 2018 წლის 09 ნოემბერს, ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლის „G----- R-----------“-ს მიერ გამოგზავნილი იყო შეტყობინება. აღნიშნული შეტყობინება შედგენილი იყო ქ--------– ენაზე, ლათინური ასოებით და შინაარსიდან გამომდინარე იყო როგორც შეურაცხმყოფელი, ასევე მუქარის შემცველი, კერძოდ, მისი ავტორი იმუქრებოდა, რომ თუ დედამისი ს--–---- ზ-------–---–ი არ დატოვებდა საქართველოს, „შუბლს გაუხვრეტდა“ მას. ამის შემდეგ დედამისთან და მის ძმასთან კომუნიკაციის შემდეგ გაარკვია, რომ იგივე „ფ-------ი“-ს მომხმარებელმა გააგზავნა თ----------თან მუქარის შემცველი წერილობითი და აუდიო შეტყობინებები. გარდა აღნიშნულისა, სწორედ ამ „ფ-------ი“-ს მომხმარებელმა დატოვა შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები თ----------ის მიერ დადებულ პოსტებზე, რომელიც შეეხებოდა ს--–---- ზ-------–---–ი წინასაარჩევნო კამპანიას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ „ფ-------ი“-ს მომხმარებელი „G----- R-----------“, მის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, წარსულში იყო ს----------–----–-------------–ი ძალების მოსამსახურე და მუქარის განხორციელების მომენტში იბრძოდა უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ „ქ--------– ლ------–ი“, მისი მუქარა რეალური და ანგარიშგასაწევი იყო. ვინაიდან მიიჩნია, რომ მასთან გაგზავნილი, დედამისისთვის განკუთვნილი მუქარის შემცველი შეტყობინება იყო რეალური. თუმცა, თავად მას ამ მუქარისგან საფუძვლიანი შიში არ განუცდია.

3.3. დათვალიერების ოქმით დასტურდება რომ, „T----------“-ს სახელით შექმნილი გვერდის მომხმარებელმა გააზიარა პოსტი ფოტო სურათის სახით, რომელზეც გამოსახულნი არიან საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ს--–---- ზ-------–---–ი და უცნობი ქალბატონი. აღნიშნულ პოსტზე გამოქვეყნებულია ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების 75 კომენტარი, სადაც ფიქსირდება „G----- R-----------“-ს სახელით დარეგისტრირებული მომხმარებლის კომენტარი „s------------“. გარდა აღნიშნულისა, „T----------“-ს სახელით შექმნილი გვერდის დათვალიერებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნულმა მომხმარებელმა, 08 ნოემბერს, 20 საათზე და 48 წუთზე გააზიარა ბმული, რომელიც შეეხება საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ს--–---- ზ-------–---–ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩასვლას. აღნიშნულ პოსტზე გამოქვეყნებულია ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების 93 კომენტარი, სადაც ფიქსირდება „G----- R-----------“-ს სახელით დარეგისტრირებული მომხმარებლის კომენტარები: „...qveni.jishi ..... .z-----------“, „j----------------------------------“, „am--------------------------------------....“.

3.4. დათვალიერების ოქმით დასტურდება რომ, დეტექტივ-გამომძიებელ - გ------------------ის მიერ დათვალიერდა, „G----- R-----------“-ს სახელით შექმნილი სოციალურ ქსელ „ფ-------ის“ გვერდი (ბმული h-----------------------------------------------------8.) ძებნის შედეგად მოძიებული იქნა „G----- R----------- “-ს სახელით შექმნილი პროფილი. აღნიშნული მომხმარებლის გვერდი და მასზე არსებული მონაცემები, მფლობელის სურვილის თანახმად წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი სხვა მომხმარებლებისთვისაც. „G----- R-----------“-ს სახელით შექმნილი გვერდის დათვალიერებით დგინდება, რომ მას განთავსებული აქვს რამდენიმე ათეული ფოტო, ხოლო საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს „B------“, სამუშაო ადგილად „Ge-------------“, ყოფილ სამუშაო ადგილად „ყოფილი S------- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო/ Mi----------------------------“. დათვალიერდა აგრეთვე „T----------“-ს სახელით შექმნილი თ---------- გ------------ის მომხმარებლის გვერდი (ბმული h----------------------------------------------68). აღნიშნული მომხმარებლის გვერდი და მასზე არსებული მონაცემები, მფლობელის სურვილის თანახმად, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი სხვა მომხმარებლებისთვისაც.

3.5. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა თ---------- და ქ------- გ------------ების სოციალური ქსელებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელთა თანახმად, დასტურდება ზემოაღნიშნულ პირთა ჩვენებების ნამდვილობა, კერძოდ, გ-----------------–---–ი თ---------- გ------------ს წერს, რომ დროზე წავიდეს საქართველოდან, თორემ რომ ჩამოვა „მათ სისხლს დალევს“. „სიცოცხლე არ გინდათ.. შუბლებს დაგიხვრეტთ.“ „თქვენი საქმე წასულია“ და ა.შ. იგივე შინაარსის მიმოწერებია ქ------- გ------------თან. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეულ იქნა თავად მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინება.

3.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა - ლ------------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 13 ნოემბერს მისთვის საიდუმლო წყაროსგან ცნობილი გახდა, რომ სოციალური ქსელის „ფ-------ის“ მომხმარებლის „G----- R-----------“-ის, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ს--–---- ზ-------–---–ის შვილს - თ---------- გ------------ს გაუგზავნა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინებები, სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო 1----–-–----------- დაბადებული გ------------------------------–--ლი.

3.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა - ლ---------------–--ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული ინფორმაციის გამოთხოვაში და ნივთიერი მტკიცებულების გახსნასა და დათვალიერებაში. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა გამომძიებელმა გ------------------ემ, მისი, ადვოკატის, თ---------- გ------------ის და ქ------- გ------------ის მონაწილეობით, რა დროსაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩამოტვირთულ იქნა „ფ-------ის“ არქივები, რაც ჩაწერილ იქნა დისკზე, ხოლო შემდეგ მოხდა აღნიშნული ძირითადი ინფორმაციისაგან საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოცალკევება. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

3.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა - გ------------------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 10 ნოემბერს, ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის ს--–---- ზ-------–---–ის და მისი შვილის თ---------- გ------------ის მიმართ განხორციელებული მუქარის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

3.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 20---–-–---------------ს ფონოსკოპიური ექსპერტიზის #------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი “CD” დისკზე ჩაწერილი ჩანაწერი ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. ექსპერტიზაზე წარდგენილ აუდიოგრამას მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. 2. ექსპერტიზაზე წარდგენილ “DVD” დისკზე ჩაწერილ ვიდეო ფაილში, სიუჟეტის მიმდინარეობისას, 01 წუთიდან და 43 წამიდან, 02 წუთამდე და 09 წამამდე გაჟღერებული მამაკაცის ხმა, ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით. 3. ექსპერტიზაზე წარდგენილი “CD” დისკზე ჩაწერილი აუდიო შეტყობინებაში გაჟღერებული მამაკაცის ხმა, იდენტურია ექსპერტიზაზე წარდგენილ „DVD“ დისკზე ჩაწერილ ვიდეო ფაილში, სიუჟეტის მიმდინარეობის პროცესში, 01 წუთიდან და 43 წამიდან, 02 წუთამდე და 09 წამამდე გაჟღერებული მამაკაცის ხმისა.

 

3.10. ფონოსკოპიური ექსპერტიზის #------ დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ე------------–-–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო. მოწმემ დაადასტურა დასკვნის კატეგორიულობა.

3.11. დათვალიერების ოქმით დასტურდება რომ, დათვალიერდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვებ-გვერდი „rustavi2.ge“, კერძოდ, 2----–-–-----------------, 17 საათზე და 55 წუთზე გამოქვეყნებული სიუჟეტი, სათაურით „დედაშენს გადაეცი, აფხაზეთი საქართველოს განგრენა არასოდეს გახდება“-სამხედრო, რომელსაც ზ-------–---–ის შვილთან მიმოწერის შემდეგ, პატიმრობა შეუფარდეს“ (ht-------------------------------). აღნიშნული სიუჟეტზე დართული ვიდეო სიუჟეტის დათვალიერებით ირკვევა, რომ ვიდეო ჩანაწერის მიმდინარეობის პროცესში, 01 წუთიდან და 34 წამიდან, 02 წუთამდე და 47 წამამდე, საუბრობს გ-----------------–---–ი. აღნიშნული ვიდეო პროგრამა „Ner-------------“-ის მეშვეობით ჩაწერილი იქნა „DVD“ დისკზე.

3.12. 2018 წლის 15 ნოემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა გ-----------------–---–ის (პ/ნ 2----------) ორი ფოტოსურათი, განთავსებული ლაზერულ დისკზე.

3.13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–--------------ის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის #----- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის #0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილ #1 დისკზე არსებულ ფოტოსურათზე სახელწოდებით, „3-------------------------------------------_o“ დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. 2. გამოკვლევაზე წარდგენილN#2 დისკზე არსებულ ფოტოსურათებზე სახელწოდებით: „picture_1“ და „picture_2“ დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. 3. გამოკვლევაზე წარდგენილ #3 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით:„[-------- 4 წელი უკრაინის ტერიტორიის დასაცავად - ქართველი სამხედროების მონაცემები რუსეთის სპეც სამსახურების ხელშია Rustavi“ ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. 4. გამოკვლევაზე წარდგენილ #1 დისკზე არსებულ ფოტოსურათზე სახელწოდებით: „3-------------------------------------------_o“ და წარმოდგენილ #2 დისკზე, არსებულ ფოტოსურათებზე სახელწოდებით: „picture_1“ და „picture_2“ დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. 5. გამოკვლევაზე წარდგენილ #1 დისკზე არსებულ ფოტოსურათზე სახელწოდებით: „3-------------------------------------------_o“, წარმოდგენილ #2 დისკზე არსებულ ფოტოსურათებზე სახელწოდებით: „picture_1“, „picture_2“ და #3 დისკზე არსებული სახელწოდებით, „3-------------------------------------------_o“ ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

3.14. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის #----- დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ვ--–-----------მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო.

 

3.15. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 10 იანვრის წერილის თანხამად, რეზერვის კაპრალი გ------------------------------–--ლი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში მსახურობდა 2009 წლიდან 27 აპრილიდან 2016 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

3.16. საქართველოს საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, გ-----------------–---–მა (პ/ნ 2----------) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა თბილისის აეროპორტის გავლით 2018 წლის 21 მარტს, კიევის (უკრაინა) მიმართულებით.

3.17. სასამართლო სხდომა ჩატარდა ბრალდებულ გ-----------------–---–ის დაუსწრებლად, მისი ადვოკატის მონაწილეობით, რადგანაც ბრალდებულმა თავი აარიდა როგორც გამოძიებას, ისე საქმის სასამართლო განხილვას.

3.18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

3.20. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.21. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.22. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

3.23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

4.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია, ასევე, ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ, ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება #251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება #276აპ-17 საქმეზე).

 

4.6. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში, კერძოდ:

4.7. სასამართლო ბრალდებულ გ-----------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ:

 

4.8. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დაადსტურდა, რომ გ-----------------–---–მა, რომელიც წარსულში მსახურობდა ს----------–----–-------------– ძ--–--–-, ხოლო 2016 წლიდან ირიცხებოდა უკრაინის „ქ--------–---–------ის“ მებრძოლთა რიგებში, 2018 წლის 09 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ს--–---- ზ-------–---–ის შვილს თ---------- გ------------ს გაუგზავნა მუქარის შემცველი შეტყობინებები, როგორც მოკლე ტექსტური, ასევე ხმოვანი შეტყობის სახით, სადაც ის თ---------- გ------------ს და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუ ისინი საქართველოდან არ წავიდოდნენ. იმავე დღეს მსგავსი შინაარსის, ს--–---- ზ-------–---–ის სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება გ-----------------–---–მა ასევე გაუგზავნა თ---------- გ------------ის დას ქ------- გ------------ს. გ-----------------–---–ის საქმიანობიდან გამომდინარე თ---------- გ------------მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო ქ------- გ------------ს აღნიშნული მუქარის საფუძვლიანი შიში არ გასჩენია.

 

4.8.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ---------- გ------------მა განმარტა, რომ 2018 წლის 09 ნოემბერს, „ფ-------ი“-ს მეშვეობით „G----- R-----------“-ს სახელით რეგისტრირებული მომხმარებლისგან მიიღო სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი წერილობითი და ხმოვანი შეტყობინებები, კერძოდ, „სოცოცხლე არ გინდათ, შუბლებს დაგიხვრეტთ თქვენ...“. საბოლოოდ ზემოთ ხსენებულმა „ფ-------ი“-ს მომხმარებელმა „მ----------“-ს მეშვეობით გაუგზავნა აუდიო შეტყობინება, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მას და დედამისს იმ პერიოდისთვის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ ს--–---- ზ-------–---–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და კვლავ ემუქრებოდა შუბლის გახვრეტით, თუ საქართველოდან არ წავიდოდნენ. ასევე აღმოაჩინა, რომ ზემოთ ხსენებულ „ფ-------ი“-ს მომხმარებელს შეურაცყოფის და მუქარის შემცველი კომენტარები ჰქონდა დადებული მის მიერ გაზიარებულ პოსტებზე, რომელიც შეეხებოდა, ს--–---- ზ-------–---–ის საარჩევნო კამპანიას. მუქარის შემცველი კომენტარები იყო შემდეგი შინაარსის „ჯერ დაიცა, ცოტაც და შუბლს გაგიხვრეტ“. აღნიშნული კომენტარებიც შედგენილი იყო ლათინური ასოებით და ქ--------– ენაზე. თ---------- გ------------ის თქმით, მან მუქარა რეალურად აღვიქვა და იფიქრა, რომ დედამისის და მის სიცოცხლეს შესაძლოა რეალური საფრთხე დამუქრებოდა, რადგან გ-----------------–---–ი, მის პროფილზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად იყო პროფესიონალი სამხედრო და შესწევდა უნარი, სისრულეში მოეყვანა მისი მუქარა.

 

4.8.2. დაზარალებულად ცნობილმა ქ------- გ------------ს, მართალია, აღნიშნული მუქარის მიმართ არ გასჩენია საფუძვლიანი შიში, თუმცა, დაადასტურა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლის „G----- R-----------“-ს მიერ გამოგზავნილი იყო შეტყობინება. აღნიშნული შეტყობინება შედგენილი იყო ქ--------– ენაზე, ლათინური ასოებით და შინაარსიდან გამომდინარე იყო როგორც შეურაცხმყოფელი, ასევე მუქარის შემცველი, კერძოდ მისი ავტორი იმუქრებოდა, რომ თუ დედამისი ს--–---- ზ-------–---–ი არ დატოვებდა საქართველოს, „შუბლს გაუხვრეტდა“ მას. გარდა აღნიშნულისა, სწორედ ამ „ფ-------ი“-ს მომხმარებელმა დატოვა შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მისი ძმის - თ----------ის მიერ დადებულ პოსტებზე, რომელიც შეეხებოდა ს--–---- ზ-------–---–ი წინასაარჩევნო კამპანიას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ „ფ-------ი“-ს მომხმარებელი „G----- R-----------“, მის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, წარსულში იყო ს----------–----–-------------–ი ძალების მოსამსახურე და მუქარის განხორციელების მომენტში იბრძოდა უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ „ქ--------– ლ------–ი“, მისი მუქარა რეალური და ანგარიშგასაწევი იყო.

 

4.9. ზემოაღნიშნულ პირთა ჩვენების ნამდვილობა დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული თ---------- და ქ------- გ------------ების სოციალური ქსელებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც გ-----------------–---–ი თ---------- გ------------ს სწერს, რომ დროზე წავიდეს საქართველოდან, თორემ რომ ჩამოვა „მათ სისხლს დალევს“. „სიცოცხლე არ გინდათ.. შუბლებს დაგიხვრეტთ.“ „თქვენი საქმე წასულია“ და ა.შ. იგივე შინაარსის მიმოწერებია ქ------- გ------------თან. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეულ იქნა თავად მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებაც. აღნიშნულ შეტყობინებაში არსებული ხმა ექსპერტ ე------------–-–---–ის მიერ შედარდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტში მოსაუბრე გ-----------------–---–ის ხმას და დადგინდა, რომ ჩანაწერი ვარგისი იყო გამოსაკვლევად, არ იყო მონტაჟის კვალი, ასევე დადგინდა მოსაუბრე მამაკაცების ხმების ერთმანეთთან იდენტურობა. გაიშიფრა აგრეთვე ხმოვანი შეტყობინება, სადაც აშკარად ჩანს გ-----------------–---–ის მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა „დავაი ---- საიდანაც ჩამოხვედი...ამ დღეებში ჩამოვალ....დაგხვრიტავთ სუყველას“. აღნიშნული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნების ირგვლივ დაკითხული იქნა ექსპერტი ე------------–-–---–ი, რომელმაც დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე.

 

4.10. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა აგრეთვე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, დადგინდა, რომ „რუსთავი 2“-ის სიუჟეტში მოსაუბრე მამაკაცი (რომლის ხმაც იდენტურია, მუქარის შემცველი შეტყობინების გამომგზავნი პირის), გ-----------------–---–ის სახელით რეგისტრირებული ფ-------ის გვერდიდან (საიდანაც გაიგზავნა მუქარის შემცველი შეტყობინებები) გადმოწერილ სურათებზე აღბეჭდილი მამაკაცი და სამოქალაქო რეესტრიდან გამოთხოვილ ფოტოსურათებზე (გ-----------------–---–ის სურათები) აღბეჭდილი მამაკაცი ერთი და იგივე პიროვნებაა. აღნიშნული დასკვნის ირგვლივ ასევე დაკითხულ იქნა ექსპერტი ვ--–-----------ი, რომელმაც დაადასტურა დასკვნის სისწორე.

4.11. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოზე დაკითხულ პირების ჩვენების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ გ-----------------–---–ის მხრიდან აგრესიული ფორმით, გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაზარალებულის თ---------- გ------------ის მხრიდან აღქმულ იქნა რეალურ მუქარად, რადგან გამოხატული იყო აგრესიული ფორმით და ყოფილი სამხედრო პირის მიერ. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა (აგრესიული და სასტიკი) და ბრალდებულის პიროვნება - არის პროფესიონალი სამხედრო პირი, ყოველივე აღნიშნულმა კი, ერთობლიობაში დაზარალებულში სუბიექტურად წარმოშვა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4.12. ამდენად, სასამართლოზე დაკითხულ პირთა ჩვენების და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ თ---------- და ქ------- გ------------ების მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენება სრულ თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია ბრალდებულის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.

 

4.13. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას გ-----------------–---–ის უდანაშაულობის შესახებ, რამდენადაც იგი არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

 

4.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ-----------------–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. გ-----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას ან უამისოდ.

6.5. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მართალია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ-----------------–---–ი ნასამართლევი არ არის, თუმცა ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც უზრუნველყოფილი იქნეს ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო ნაკლებად მკაცრი სასჯელის სხვა სახე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.6. სწორედ ამიტომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გ-----------------–---–ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: - 13 (ცამეტი) ცალი დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს

 

თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

2. მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ გ-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- 13 (ცამეტი) ცალი დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

6. განაჩენი მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - მისი დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან ამ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მის დაუსწრებლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე