გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.01.2020
საქმის ნომერი
010210017002040421
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210017002040421

№2-2979/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე - სს „ენ----------------------ა“

წარმომადგენელი -ჯუ-–----ა მგ--–----–-–---–ი

მოპასუხე - სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ი

წარმომადგენელი - რა-----------–---–ი

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე- შპს „არ--------ი“

დავის საგანი - დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ს სს „ენ----------------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს 8 345 ლარის გადახდა.

 

1. მხარეთა პოზიცია:

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ საფუძვლებს:

2016 წლის 30 სექტემბერს, ქ. ბათუმში, ფი----------------- სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 16:00 საათზე, სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ის მიერ, კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებისას, დაზიანდა სს ,,ენ----------------------ას'' კუთვნილი 35 კვ-იანი, N9 საკაბელო ხაზი. დაზიანდა კაბელის სამივე ფაზა, რამაც გამოიწვია ქ/ს „ბათუმი-6“-ში N9 საკაბელო ხაზის სამივე ფაზის დამაბოლოვებელი ქუროს მწყობრიდან გამოსვლა. შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ენერგოკომპანიის აბონენტებს. სს „ენ----------------------ამ“ კაბელი აღადგინა 1 ოქტომბერს, ხოლო ქ/ს „ბათუმი-6“-ში საკაბელო ხაზის დამაბოლოვებელი ქუროები შეიცვალა 2 ოქტომბერს. მოპასუხის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოების შედეგად, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის აღდგენითმა ღირებულებამ შეადგინა 8 345 ლარი. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ წერილობით აცნობა სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ის ადმინისტრაციას, წარუდგინა ხარჯთაღრიცხვა და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.

 

სამუშაოების წარმოების პროცესი მოპასუხემ არ შეუთანხმა მოსარჩელეს, ელექტრული ქსელის დაცვისა და სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, არ გამოითხოვა ინფორმაცია სამუშაო არეალში არსებული ელექტრო კაბელების მდებარეობის შესახებ. არ მოითხოვა წერილობითი თანხმობა, ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში სამუშაოების წარმოებაზე. რასაცა შედეგად მოჰყვა ელექტრო სისტემის მწტობრიდან გამოსვლა, რამაც გამოიწვია ზიანი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ წარმოებული სამუშაოები იყო არამართლზომიერი, შესაბამისად, ქმედება - ბრალეული.

 

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი. მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ დაზიანდა იქნა სს ,,ენ----------------------ას'' კუთვნილი 35 კვ-იანი, N9 საკაბელო ხაზი. შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ენერგოკომპანიის აბონენტებს. თუმცა, არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ, სწორედ, სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ის მიერ, კეთილმოწყობის სამუშაოების წარმოების დროს, დაზიანდა სს ,,ენ----------------------ას'' კუთვნილი საკაბელო ხაზი. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ ზემოთაღნიშნულმა სამუშაობმა გამოიწვია დაზიანება. ამდენად, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის. მოპასუხემ, ასევე, სადავოდ გახადა მიყენებული ზიანის ოდენობას.

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე: შპს „არ--------მა“ შესაგებელი არ წარმოადგინა. მესამე პირის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 7 სექტემბერს, სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ს და შპს „არ--------“ შორის გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N203 ხელშეკრულება. 2016 წლის 1 ნოემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებელმა (შპს „არ--------ი“) დაასრულა სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ის მეორე კორპუსის I-II-III სართულების გათბობის ქსელის, მეოთხე კორპუსის პანდუსის, დარბაზში რკ/ბეტონის სადგურის მოწყობის და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ სამუშაოები წარმოებდა ქ. ბათუმში, ფი----------------- სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N203 ხელშეკრულება (ს.ფ. 79-88)

-01.11.2016წ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 89)

 

3.1.2. ქ. ბათუმში, ფი----------------- სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე (მიწის ნაკვეთში) გადის სს „ენ-----------------------ს“ საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი საკაბელო ხაზი (ობიექტის სიგრძე: 110.08მ, დაფარვის ზონა: ქ. ბათუმი, პუ–-------------ან (ქვესადგური „ბათუმი-5“-დან) ტბერ აბუსერიძის, ფიროსმანისა და შ. ხი-–--–---–-----------------–-----–--–---–--------ს მიმდებარედ მდებარე ქვესადგურზე; ს/კ 0--0--4--)).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 95-96)

 

3.1.3. მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს, ქ. ბათუმში, ფი----------------- სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანებული იქნა სს ,,ენ----------------------ას'' კუთვნილი 35 კვ-იანი, N9 საკაბელო ხაზი. დაზიანდა კაბელის სამივე ფაზა, რამაც გამოიწვია ქ/ს „ბათუმი-6“-ში N9 საკაბელო ხაზის სამივე ფაზის დამაბოლოვებელი ქუროს მწყობრიდან გამოსვლა, რის შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ენერგოკომპანიის აბონენტებს. სს „ენ----------------------ას“ მიერ კაბელის აღდგენა მოხდა 1 ოქტომბერს, ხოლო ქ/ს „ბათუმი-6“-ში საკაბელო ხაზის დამაბოლოვებელი ქუროები შეიცვალა 2 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია დადგინდეს მტკიცების ტვირთის განაწილების სხვა პრინციპიც.

 

მოცემული დავა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან - დელიქტური სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე მოპასუხეს სთხოვს, საკუთრებაში არსებული საკაბელო ხაზების მწყობრიდან გამოსვლის გამო, ფულად ანაზღაურებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგნაირად: მოთხოვნის წინაპირობების მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებული თავს გაართმევს კანონით დაკისრებულ მტკიცების სტანდარტს, ზიანის მიმყენებელს ევალება მოთხოვნის გამომრიცხველი წინაპირობების დადასტურება (სუსგ. 522-499-16 05/04/2019წ). მტკიცების ტვირთის განაწილების მოცემული პრინციპის გათვალისწინებით, დელიქტიდან გამომდინარე დავებში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთია ზიანის არსებობის, ზიანის მოცულობის, ასევე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა, ხოლო მოპასუხის პროცესუალური ვალდებულებაა მის ქმედებაში ბრალის არარსებობის დადასტურება.

 

3.2.2. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს, ბათუმში, ფი----------------- სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 16:00 საათზე, დაზიანებული იქნა სს ,,ენ----------------------ას'' კუთვნილი 35 კვ-იანი, N9 საკაბელო ხაზი. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და ადგენს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების (მიწისქვეშა საკაბელო ხაზის) დაზიანება გამოიწვია მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ და მათ შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

3.2.3. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს, ბათუმში, ფი----------------- სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „არ--------ის“ მიერ სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშაოების წარმოების დროს დაზიანებული იქნა სს ,,ენ----------------------ას'' კუთვნილი 35 კვ, N9 საკაბელო ხაზი. დაზიანდა კაბელის სამივე ფაზა, რამაც გამოიწვია ქ/ს „ბათუმი-6“-ში N9 საკაბელო ხაზის სამივე ფაზის დამაბოლოვებელი ქუროს მწყობრიდან გამოსვლა და აღნიშნული გარემოების დასამტკიცებლად წარმოადგინა ოპერატიული ჟურნალის ჩანაწერები და დაზიანების აქტი, რომელთა შესწავლის შედეგად ცალსახად ვერ დადგინდა, თუ რამ გამოიწვია საკაბელო ხაზის დაზიანება და დაზიანება გამოწვეულია თუ არა შპს „არ--------ის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად.

 

მართალია, მითითებული მტკიცებულებები შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა, აღნიშნული არცაა სადავო. დავის ფარგლებში, კვლევის საგანია, მხოლოდ, მიზეზობრივი კავშირის არსებობა დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ დელიქტის მიზეზი შპს „არ--------ის“ მიერ წარმოებული სამუშაოები გახდა.

 

წარმოდგენილი ჟურნალის ამონაწერით, შემთხვევა რეგისტრირებულია 16.55 სთ-ზე, დაზიანების შესახებ რეგისტრაციის ჩანაწერი ეყრდნობა ე.წ. დაზიანების აქტს, რომელსაც ხელს აწერენ მხოლოდ მოსარჩელის წარმომადგენლები. მასში აღნიშნულია, რომ დაზიანება გამოწვეულია უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ საკანალიზაციო არხის მოწყობის დროს. აქტი არ შეიცავს ინფორმაციას ზიანის გამომწვევი კონკრეტული მიზეზის შესახებ, ანუ უშუალოდ რა ზემოქმედებამ გამოიწვია დაზიანება და რა ტიპის დაზიანება მიიღო კაბელმა: გადაიჭრა მექანიკური ზემოქმედების შედეგად, გაწყდა, გაიქექა თუ სხვა, რაც დააკავშირებდა კონკრეტულ დაზიანებას სავარაუდო საფრთხის წყაროსთან-წარმოებულ სამუშაოებთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ აქტით დაფიქსირდა მხოლოდ დაზიანების შედეგი (რასაც არ უარყოფს მოპასუხე), ხოლო მიზეზობრივი კავშირის კვლევისათვის აქტი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ პირობებში შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს რა გახდა დაზიანების მიზეზი, შესაძლოა ეს ყოფილიყო გარე ფაქტორებით გამოწვეული ან ექსპლოატაციის ნორმების დარღვევის ან ხანგრძლივი ექსპლოატაციის შედეგი. ასეთ პირობებში, მინიმუმ უნდა მომხდარიყო დაზიანებული ობიექტის ერთობლივი დათვალიერება, დაფიქსირებულიყო დაზიანებული კაბელის ვიზუალური მდგომარეობა და დაზიანების სავარაუდო წყარო.

 

საკასაციო პალატა თავის გადაწყვეტილებაში (სუსგ. №ას-930-2019წ, 03 ოქტომბერი, 2019 წელი) აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტის დასკვნაც, სსსკ-ის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებას განეკუთვნება, რომელიც წარმოადგენს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ მიზეზ-შედეგობრივი კვლევა შეუძლებელი იყო სპეციალური ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტის დასკვნის გარეშე და თავისი ინიციატივით დანიშნა საქმეზე საინჟინრო ექსპერტიზა, რაც მოტივირებული იყო იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მოიცავდა პასუხს მთავარ კითხვაზე, რამ გამოიწვია დაზიანება.

 

საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება დაევალოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის სამსახურს და ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვას შემდეგი კითხვა:

ა) კონკრეტულად რამ გამოიწვია ქ. ბათუმში, ფი---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სს ,,ენ----------------------ას" კუთვნილი 35 კვ. 9 საკაბელო ხაზის დაზიანება.

ბ) ქ. ბათუმში, ფი------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სს ,,ენ-----------------------ს" კუთვნილი 35 კვ. N9 საკაბელო ხაზის იმ სახის დაზიანებას, რაც რეალურად სახეზე იყო ერთმნიშვნელოვნად შეეძლო თუ არა გამოეწვია სამივე ფაზის დაზიანება და ქ/ს ,,ბათუმ-6"-შ N9 საკაბელო ხაზის სამივე ფაზის დამაბოლოებელი 6 (ექვსი) ქუროს მწყობრიდან გამოსვლა.

გ) სსიპ ,,ბა--------–-----------------–--------–-–---------------------სა" და შპს ,,არ--------ს" შორის 2016 წლის 7 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N203 ხელშეკრულების დანართი ,,ცხრილი 2"-ით განსაზღვრული დამატებითი სამუშაოებიდან (ლოკალურ-რესურსული ხარჟთაღრიცხვა N1 და N2) რომლები გულისხმობს მიწისქვეშა (გადათხრითი) სამუშაოების წარმოებას.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--0--2---–------------ დასკვნიდან ირკვევა, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმულ ა) და ბ) კითხვებზე მსჯელობა ვერ განხორციელდა, ვინაიდან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ქ. ბათუმში, ფი---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სს „ენ----------------------ას“ კუთვნილი 35 კვ ძაბვის საკაბელო ხაზის დაზიანების კონკრეტული მიზეზი, ხოლო დღეის მდგომარეობით უკვე აღდგენილ კაბელზე დაკვირვებით ექსპერტიზა ვერ განსაზღვრავს დაზიანებ(ებ) ის კონკრეტულ მიზეზს.

 

ამავე დასკვნის თანახმად, სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------სა და შპს ,,არ--------ს" შორის, 2016 წლის 7 სექტემბერს, გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N203 ხელშეკრულების დანართი ,,ცხრილი 2"-ით განსაზღვრული დამატებითი სამუშაოებიდან (ლოკალურ-რესურსული ხარჟთაღრიცხვა N2) N1 სამუშაო „მესამე კატეგორიის გრუნტის დამუშავება ხელით“ (რაოდენობა 28.50 კბ.მ.) და N5 სამუშაო რკ/ბეტონის კანალიზაციის ჭის მოწყობა“ (რაოდენობა 2 ცალი) ითვალისწინებდა მიწისქვეშა (გადათხრითი) სამუშაოების წარმოებას.

 

ექსპერტიზა ვერ იძლევა პასუხს ქ. ბათუმში, ფი---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სს ,,ენ----------------------ას" კუთვნილი 35 კვ. 9 საკაბელო ხაზის დაზიანების კონკრეტული მიზეზის შესახებ. დასკვნაში არ არის მითითებული, ასევე, დაზიანების შესაძლო მიზეზების შესახებ. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დასკვნაში მხოლოდ იმის მითითება, რომ წარმოებული სამუშაოები ითვალისწინებდა მიწისქვეშა (გადათხრითი) სამუშაოებს, არ არის მტკიცებულება იმისა, რომ დაზიანება, სწორედ, ამ სამუშაოებითაა გამოწვეული.

 

სასამართლო, იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ დგინდება ქ. ბათუმში, ფი------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სს ,,ენ-----------------------ს" კუთვნილი 35 კვ. N9 საკაბელო ხაზის დაზიანების კონკრეტული მიზეზი, თუ კი ვერ დგინდება დაზიანების კონკრეტული მიზეზი, სასამართლო ვერ იმსჯელებს მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტებისა და გარემოებების უტყუარად და ცალსახად დადასტურება. შესაბამისად, არ დგინდება მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ანდა ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--0--2---–------------ (ს.ფ. 170-185)

-ელექტრონული ჟურნალის ასლი (ს.ფ. 17)

-დაზიანების აქტი (ს.ფ.18)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.4. მოსარჩელის პოზიციით, მოპასუხის ქმედების მართლწინააღმდეგობა გამოიხატა შემდეგში: სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ი ვალდებული იყო, გაერკვია აღნიშნულ ტერიტორიაზე საკაბელო ხაზის არსებობის და მისი ადგილმდებარეობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის მიღება შეეძლო საჯარო რეესტრიდან, სადაც მოსარჩელის კაბელი ხაზობრივი ნაგებობის სახით არის რეგისტრირებული. ასევე, მიუთითებდა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს არ აცნობა ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში, სამუშაოების წარმოების დაწყების თაობაზე. ამასთან, მისგან არ მიუღია წერილობითი დოკუმენტი დაცვის ზონაში განთავსებული კაბელების განლაგების შესახებ. სამუშაოების წარმოების პროცესი მიმდინარეობდა სს „ენ----------------------ას“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა იმის მტკიცება, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში, რაც დადგენილია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების მესამე მუხლით. ის გარემოება, რომ სამუშაოები წარმოებდა ქ. ბათუმში, ფი----------------- სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, თუმცა, დაზიანების ადგილიდან რა მანძილზე მიმდინარეობდა სამუშაო და შედიოდა თუ არა ეს ადგილი დაცვის ზონაში, რომელზედაც ვრცელდება სამუშაოთა წარმოების აკრძალვა, მოსარჩელის მიერ, სათანადო მტკიცებულებებით არ დადასტურებულა. შესაბამისად, ვერც ის დასტურდება იყო თუ არა ეს სამუშაოების აფრთხის შემცველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

-სამოქალაქო კოდექსი;

-საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილება;

-საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N347 დადგენილება;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს, ბათუმში, ფი----------------- სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 16:00 საათზე, დაზიანებული იქნა სს ,,ენ----------------------ას'' კუთვნილი 35 კვ-იანი, N9 საკაბელო ხაზი. დაზიანდა კაბელის სამივე ფაზა, რამაც გამოიწვია ქ/ს „ბათუმი-6“-ში N9 საკაბელო ხაზის სამივე ფაზის დამაბოლოვებელი ქუროს მწყობრიდან გამოსვლა, რის შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ენერგოკომპანიის აბონენტებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის არსებობის მიუხედავად, სახეზე არაა დელიქტის კიდევ ორი ელემენტი - მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და არსებულ დაზიანებებს შორის და მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

 

მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნული გარემოებების დასამტკიცებლად წარმოადგინა ოპერატიული ჟურნალის ჩანაწერები და დაზიანების აქტი, რომელთა შესწავლის შედეგად, ცალსახად, ვერ დადგინდა, თუ რამ გამოიწვია საკაბელო ხაზის დაზიანება და დაზიანება გამოწვეულია თუ არა შპს „არ--------ის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიზეზობრივი კავშირის დასადგენად აუცილებელია იმ სახის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს პირდაპირ კავშირს წარმოებულ სამუშაოებსა და საკაბელო ხაზის დაზიანებას შორის. თავად ფაქტი, რომ მოხდა დაზიანება და იგი დროში დაემთხვა მოპასუხის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოებს მყარ და უდავო მიზეზობრივ კავშირს შემთხვევასთან ვერ უზრუნველყოფს. სასამართლოს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მოსარჩელე მხარემ მხოლოდ დროის ფაქტორზე ააგო თავისი მტკიცება და რეალურად სასამართლოს ვერ წარმოუდგინა იმ სახის მტკიცებულებები, რომლებიც ამ კავშირს ცალსახად დაადასტურებდა. მსგავს შემთხვევებში, როცა დაზიანებული საგანი იმყოფება მოდავე მხარის გამგებლობაში და მას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა მოახდინოს დაზიანების ადგილის და წყაროს გამოკვლევა, სათანადო სპეციალისტების მონაწილეობით, მტკიცების სტანდარტი უფრო მაღალია. რეალურად კი კაბელი ისე გამოიცვალა, რომ მისი დაზიანების ზუსტი მიზეზი არც შესწავლილა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ თვალსაზრისით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილება ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ, ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასველელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. ეს წესი გამოიყენება ელექტრული ქსელების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების მახლობლად სამუშაოთა წარმოებისას.

 

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტით დადგენილია, საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონები. დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: (ა) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად.

 

დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია: ა) ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება; ვ) მიწის სამუშაოთა წარმოება მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში 0.3 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ხოლო სახნავში - 0.45 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ასევე მანქანა-მექანიზმების მეშვეობით გრუნტის მოშანდაკება.

 

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში აწარმოებს ნებისმიერი სახის აფეთქების, სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარეკონსტრუქციო, აგრეთვე სხვა სამუშაოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება, ვალდებულია აღნიშნული ქსელის მფლობელ პირს ელექტრული ქსელის დაცვის მიზნით შეუთანხმოს სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები, აგრეთვე სამუშაოთა დაწყების თარიღი.

 

მოსარჩელე მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების დასადასტურებლად მიუთითებდა შემდეგ გარემოებაზე: - სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ი ქ. ბათუმში, ფი----------------- სახლის მიმდებარედ სამუშაოების წარმოების დაწყებამდე, ვალდებული იყო, გაერკვია აღნიშნულ ტერიტორიაზე საკაბელო ხაზის არსებობის და ადგილმდებარეობის შესახებ, აღნიშნული ინფორმაციის მიღება კი შეეძლო საჯარო რეესტრიდან, სადაც მოსარჩელის მიერ კაბელი ხაზობრივი ნაგებობის სახით არის რეგისტრირებული. ასევე, მოპასუხე ვალდებული იყო სს „ენ----------------------ასათვის“ ეცნობებინა ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში, სამუშაოების წარმოების დაწყების თაობაზე. სამუშაოების წარმოების პროცესი მიმდინარეობდა სს „ენ----------------------ას“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

 

სასამართლოს აზრით, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ შპს „არტეფიქისის“ მიერ კეთილმოწყობის სამუშაოები წარმოებდა ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში. თუმცა, როგორც სარჩელში, ისე ახსნა-განმარტების ეტაპზე, მოსარჩელე მიუთითებდა მხოლოდ იმაზე, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა ელექტროგადამცემი ხაზების განთავსების ზონის სიახლოვეს, თუ რა მანძილზე მიმდინარეობდა სამუშაოები და წარმოადგენდა თუ არა ეს ზონა დადგენილებით განსაზღვრულ დაცვის ქვეშ მყოფ ზონას, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ პოზიციას სამუშაოთა წარმოების მართლზომიერების შესახებ.

 

ამავე დროს, მოცემულ დავასთან მიმართებით ვერ იქნება გამოყენებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N347 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესები, რომლის დარღვევასაც მოსარჩელე ედავებოდა მოპასუხეს. დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, წინამდებარე წესები განსაზღვრავს საშიში და მავნე ზემოქმედების საწარმოო ფაქტორების თავიდან აცილების (ან ზემოქმედების ხარისხის შემცირების) და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციულ, ტექნიკურ ღონისძიებებს, ასევე, მოთხოვნებს ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის, გადაიარაღების და ელექტროდანადგარების სამშენებლო-სამონტაჟო და გაწყობის სამუშაოებზე დასაქმებული საწარმოების (მიუხედავად სამართლებრივი ფორმისა) პერსონალისადმი. შესაბამისად, აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული წესი სავალდებულოა შესასრულებლად, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე აწარმოებდა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფოუნივერსიტეტის მეორე კორპუსის I-II-III სართულების გათბობის ქსელის; მეოთხე კორპუსის პანდუსის, დარბაზში რკ/ბეტონის სადგურის მოწყობის და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც არ მოიცავდა ამ წესების რეგულირების სფეროში შემავალ სამუშაოებს.

 

აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მითითება, მოპასუხის მიერ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით, სამუშაოების წარმოებაზე, უსაფუძვლოა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ელემენტის ერთობლიობა. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო, სასამართლოსათვის წარმოედგინა ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი პოზიციის მართებულობას. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

6.3. მოპასუხემ სადავო გახადა ზიანის ოდენობა. სასამართლო უთითებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). მოცემულ შემთხვევაში, არ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა, ზიანის მოცულობის და ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის შესახებ, გადაწყვეტილების დასაბუთებულობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამდენად, მითითებულ არგუმენტზე პასუხის გაცემას სასამართლო სავალდებულოდ არ მიიჩნევს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „ენ----------------------ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე