განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/178-19
№ 027140819001
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29.11.2019 წელი ქ. ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ნანა ლომიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–--ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული -გ--------------–-------------–--ლი. დაბადებული 13.--.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ქ-----–ის რაიონის სოფელ ტ---------ში,ადვოკატი- მ--------------–--ლი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ , „გ“ ქვეპუნქტებით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
გ-----------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა. ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 18 ნოემბერს ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მიერ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გასამართლებულმა გ-----------------–---–მა 2019 წლის 12 აგვისტოს, ღამის საათებში უკანონოდ შეაღწია ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში მდებარე გ---------------–--ლის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ „სამსუნგ გალაქსი-ჯ2“ ფირმის მობილურ ტელეფონს ღირებულს 400 ლარად, ფულად თანხას 1500 ლარის ოდენობით და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ე.ი. გ-----------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ , „გ“ ქვეპუნქტებით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა გ---------------–--ლის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების: ი-----–----–----ძის, გ---------------–--ლის, რ---------------–--ლის, თ-------------–--–ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ნივთის ამოცნობის ოქმით, ამონაწერით სააბონენტო ნომრიდან გამავალ ზარებზე, გ-----------------–---–ის მიმართ ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის განაჩენით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია გ-----------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ-----------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა. ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ გ-----------------–---–ს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ-----------------–---–მა ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით
და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 გ-----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ განიცდის და ნანობს ჩანადენს.
5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ-----------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს საპატიმრო სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ , „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
2.სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ-----------------–---–ს დაეწყოს დაკავების დღიდან, 2019 წლის 15 აგვისტოდან.
3. გაუქმდეს გ-----------------–---–ის მიმართ ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
4. ნივთიერი მტკიცებულება:- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საფულე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
გ---------------–--ლის მიერ წარმოდგენილი ამონაბეჭდი სააბონენტო ნომერზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვალი,, შპს „მობიტელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია დატანილი „CD” დისკზე,-დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
გ-----------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი ასლარიანი კუპიურა, 1 ცალი ათლარიანი კუპიურა, „SAMSUNG“-ს ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით:3----------------- და3-----------------, რომლებიც, ინახება შსს ხ-–----ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი