განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/177-19
№ 021170719003
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23.10. 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ნანა ლომიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ--------ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-----------------–----------კო დაბადებული 24.12.1954 წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 3---------- განათლების გარეძშე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის ადგილი გ--------ის რაიონის სოფელი ა------–ია. ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–ის რაიონის დ----------ში. (ყოფილი „ატეკის“ შენობა).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.
ბრალდებული - გ------------–--------------კო, დაბადებული 22.11.1986 წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 3----------, განათლების გარეძშე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირაციის ადგილი: გ--------ის რაიონის სოფელი ა------–ია. ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–ის რაიონის დ----------ში. (ყოფილი „ატეკის“ შენობა).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.(ოერი ეპიზოდი)
ადვოკატი : ნ------------ძე
თარჯიმანი : გ--------------ვი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1) ლ----------------მ ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის წლის 17 ივლისს დილის საათებში, ქ-----–ის რაიონის სოფელ ქ---------–-ში ლ----------------მ ჩაიდინა ძალადობა რძლის, ო-–--------–--------ვას მიმართ . კერძოდ, ყელში ხელის მოჭერით , სახის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით დ ფრჩხილებით დაკაწვრით მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რძალს, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ლ----------------მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2) ლ----------------მ ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. არასრულწლოვანის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის წლის 17 ივლისს დაახლოებით 19 საათზე, ქ-----–ის რაიონის სოფელ დ----------ში, აღმაშენებლის ქ.N12-ის მიმდებარედ ყოფილი ავტოტექნიკური ქარხნის შენობაში მისივე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი და-ძმის ლ-----------–---------------ის თანდასწრებით ლ----------------მ ჩაიდინა ძალადობა შვილიშვილის, არასრულწლოვან ს------------------ოს მიმართ. კერძოდ, სახის არეში ხელის გარტყმით , სახის დაკაწვრისა და ხის ჯოხის ხსეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილიშვილს , რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ლ----------------მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ლ----------------ს მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: თ------------–---------ას, ს------------------ოს, მ-–-----------ოს, ნ---------–-–------ის, ზ---------------–--ვის, თ---------–-–--ლის, დ-----------–აძის, ნ-----–---------–-ძის, ნ-----–-----------–-–--ლის, შოთა სალარიძის გამოკითხვის ოქმებს, დაზარალებულების: ო-–--------–--------ვას და ს------------------ოს გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 24 ივლისის 0-------- დასკვნას და 2019 წლის 27 აგვისტოს N 0-------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. გ-------------------მ ჩაიდინა ძალოდობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 09 ივლისს დაახლოებით 07 საათზე,ქ-----–ის რაიონის სოფელ დ----------ში აღმაშენებლის ქ.N12-ის მიმდებარედ ყოფილი ავტოტექნიკური ქარხნის შენობაში მისივე საცხოვრებელ სახლში, გ-------------------მ ჩაიდინა ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ო-–--------–--------ვას მიმართ. კერძოდ, თმებში ჩაავლო ხელი და ამ მდგომარეობაში გაიყვანა საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც ხის ჯოხის სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2019 წლის 16 ივლისს დაახლოებით 17 საათზე,ქ-----–ის რაიონის სოფელ დ----------ში აღმაშენებლის ქ.N12-ის მიმდებარედ ყოფილი ავტოტექნიკური ქარხნის შენობაში მისივე საცხოვრებელ სახლში, გ-------------------მ ჩაიდინა ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ო-–--------–--------ვას მიმართ. კერძოდ, თმებში ხელის ჩავლებით და რკინის საგნის სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
4.1. გ-------------------ს მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: თ------------–---------ას, ს------------------ოს, მ-–-----------ოს, ნ---------–-–------ის, ზ---------------–--ვის, თ---------–-–--ლის, დ-----------–აძის, ნ-----–---------–-ძის, ნ-----–-----------–-–--ლის, შოთა სალარიძის გამოკითხვის ოქმებს, დაზარალებულ ო-–--------–--------ვას გამოკითხვის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 27 აგვისტოს N 0-------- დასკვნას და ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
5. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ლ----------------ს და გ-------------------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ლ----------------მ ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. არასრულწლოვანის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. შესაბამისად სს პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ლ----------------ს.
გ-------------------მ ჩაიდინა ძალოდობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი). შესაბამისად სს პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ გ-------------------ს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
5.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ლ----------------მ ჩაიდინა- დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტებით და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.
გ-------------------მ ჩაიდინა- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი იგი დამნაშავედ.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1 ლ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას, ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს შერყეული, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.
გ-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. კმაყოფაზე ჰყავს მრავალრიცხოვანი ოჯახი, რვა შვილი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
7.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულთა პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობენ და განიცდიან ჩანადენის გამო და დაზარალებულთა პოზიციას.
7.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ----------------ს და გ-------------------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მათ უნდა შეეფარდოთ პირობითი მსჯავრი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტებით.
სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტებით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
სსკ-ის 59-ე მუხლ;ის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ლ----------------ს საბოლოოდ შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ლ----------------ს მიმართ მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. ლ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2019 წლის 26 ივლისიდან, ამავე წლის 30 ივლისის ჩათვლით.
4. გაუქმდეს ლ----------------ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
5. გ------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დნაშაულის ორ ეპიზოდში) და სასჯელის სახით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
6. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ გიორგი დონჩენკოს მიმართ მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. გ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2019 წლის 27 ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.
8. გაუქმდეს გ-------------------ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
10. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი