განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1-----------------
საქმე N 1-2---19
განაჩენი
საქართველოს სახელით
29.01.2020 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი ლაშა შავიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: ნ--–---------------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: თ--------–--–---–ი
ღი- სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------
ბრალდებული: რ-----------–-----ი
მამის სახელი: ქ------–---ი
დაბადებული: 2-.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ--–---ი, სოფელი ხ--–---ი
კვალიფიკაცი-: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.137-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცი-: გაუპატიურების მცდელობა ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასი-თის შეღწევის მცდელობა, სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2019 წლის 1 მაისს დაახლოებით, 22:00 საათზე, მთვრალი რ-----------–-----ი, შევიდა დ--–---ის რაიონის სოფელ ხ--–---აში მცხოვრებ ნ-----–-------–-----ის სახლში, რომელიც იყო მარტო, მისაღებ ოთახში და უყურებდა ტელევიზორს. რ-----------–-----მა ნ-----–-------–-----ს სთხოვა დაელევინებინა ერთი ჭიქა არაყი, რაზედაც უარი მიიღო. მოულოდნელად, რ-----------–-----ი სავარძელში მჯდომ ნ-----–-------–-----ს მიუჯდა გვერდით, მოხვი- ხელი მხარზე და დაუწყო მოფერება სახეზე, ამასთანავე კოცნიდა ლოყებზე და ტუჩებში. ნ-----–-------–-----ი ცდილობდა მოეშორებინა იგი, მაგრამ რ-----------–-----მა სახეზე ხელი მი-ფარა, რათა არ ეყვირა, თან დაემუქრა თუ ამის შესახებ ვინმესთვის გახდებოდა ცნობილი, იგი მას პირადად გაუსწორდებოდა. ამასთან ცდილობდა გაეყვანა გვერდით ოთახში, თუმცა ვერ შეძლო მისი წინააღმდეგობის გამო. რ-----------–-----მა ნ-----–-------–-----ს, ძალით ხელი შეუყო სვიტრის ქვეშ და ეფერებოდა შიშველ ტანზე, ჩაიხადა შარვალი და საცვლები, ამოიღო სასქესო ორგანო, ააწევინა ფეხები და ცდილობდა გაეხადა მისთვის საცვლები, რათა მის სხეულში შეეყვანა სასქესო ორგანო, ნ-----–-------–-----ი უწევდა წინააღმდეგობას: ამოიწი- საცვლები და სთხოვდა დაენებებინა მისთვის თავი, რა დროსაც გახდა ცუდად, გავიდა სახლიდან ეზოში და დაეცა მიწაზე. რ-----------–-----მა მი-სხა წყალი, მოასულიერა, რის შემდეგ ისევ დაუწყო მოფერება სხეულზე და სახეზე, თან ჩაიხადა შარვალი და ტრუსი და შეეცადა ნ-----–-------–-----ისთვისაც გაეხადა საცვლები და სასქესო ორგანოთი შეეღწი- მის სხეულში, რა დროსაც ნ-----–-------–-----ი უწევდა წინააღმდეგობას, ისევ ცუდად გახდა და რ-----------–-----ს უთხრა, რომ თავი დაენებებინა მისთვის, თორემ მოკვდებოდა. აღნიშნულის შემდეგ რ-----------–-----ი დაემუქრა ნ-----–-------–-----ს, რომ არავისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ, თორემ გაუსწორდებოდა მას, რის შემდეგ დატოვა საცხოვრებელი სახლი და წავიდა.
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ-----------–-----ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. ბრალდებულმა რ-----------–-----მა, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
დაზარალებულმა ნ-----–-------–-----მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 2019 წლის 1 მაისს საღამოს იმყოფებოდა სახლში და უყურებდა ტელევიზორს. გაიგონა ფეხის ხმა და დაინახა რ-----------–-----ი, რომელმაც გააღო კარი და შევიდა სახლში. რ------მ სთხოვა ერთი ჭიქა არაყი. უთხრა რ------ს, რომ ნასვამი იყო, არაყი აღარ ესაჭიროებოდა, დაჯდა სავარძელზე და გააგრძელა ტელევიზორის ყურება. რ-----------–-----ი, დაუჯდა გვერდით, გადახვი- ხელი და კითხა, რამე ხომ არ ქონდა მისთვის დაშავებული. მოულოდნელად, რ------მ დაუწყო ტუჩებში კოცნა, აუწი- სვიტრი და შიშველ სხეულზე შეახო ხელი. შემდეგ ჩაიხადა შავალი, ხელი დააფარა პირზე, რათა მეზობელს არ გაეგონა ხმაური და ცდილობდა საძინებელ ოთახში შეყვანას, რა დროსაც სავარძელი თავისით შეტრი-ლდა. რ-----------–-----მა ჩაუწი- კაბა, რეიტუზი, ფეხები ზევით ააწევინა და ხელით მოსინჯა სასქესო ორგანოზე. ოთახში, იმ ადგილას, სადაც რ------ იდგა, დარჩა ტალახის კვალი. მისივე ჩვენებით, ტალახის კვალი სახლში სხვა ადგილასაც იქნებოდა. რ------სთვის წინააღმდეგობა არ გაუწევი-, რადგან ეშინოდა მისი. დაეუფლა გულის რევის შეგრძნება, დაკარგა ფერი და ხელებში გამოეცალა ძალა. რ------მ შეამჩნი-, რომ ცუდად გახდა და აიწი- შარვალი. წამოდგა სავარძლიდან, ნელი სვლით გავიდა ეზოში და ბალახზე დაჯდა. რ-----------–-----ი ასევე გავიდა გარეთ და წყალი დაასხა.
ეზოში რ------მ კვლავ ჩაიხადა შარვალი, თუმცა ეზოში გაუპატიურების და მისთვის ტანსაცმლის გახდის მცდელობას, არ ქონდა ადგილი. ნ-----–-------–-----მა განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო, მისი გამოკითხვის ოქმებში რატომ იყო მითითებული, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოში რ-----------–-----ი კვლავ ცდილობდა მის გაუპატიურებას, რადგან მას ეს არ უთქვამს. რ------მ მხოლოდ კითხა თუ შეიძლებოდა თვეში ერთხელ რომ ჰქონოდათ სექსუალური კავშირი. რ-----------–-----ი დაემუქრა, რომ თუ იტყოდა მომხდარის შესახებ, კარგად არ იქნებოდა მისი საქმე და წავიდა. შეეშინდა სახლში დაბრუნება და გადავიდა მეზობლად მცხოვრებ ლ--–---------–---–თან. სახლში დახვდა ლ--–---------–---–ი, რომელმაც დაალევინა დამამშვიდებელი. მცირე ხნის შემდეგ, სთხოვა ლ--–-ს ტელეფონი, რადგან თავისი ტელეფონი სახლში დარჩა, რათა ქალიშვილთან, ი------–---–--ან დაერეკა. ტელეფონზე საუბრის დროს ი------–--ლს უამბო მომხდარის შესახებ. სამართალდამცავ ორგანოებს ი-მ შეტყობინა მომხდარის შესახებ და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ მათთან. პოლიციის თანამშრომლებთან ერთად დაბრუნდა სახლში, სადაც გამოიკითხა და შემდეგ მიუთითა მათ ის ადგილი სადაც მოხდა ძალადობა.
ნ-----–-------–-----მა ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, რომ ძალადობის მომენტში ტანთ ეცვა მაისური, ჯემპრი, კაპიუშონი-ნი მოსაცმელი, რეიტუზი და კაბა. პოლიციის თანამშრომლებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, გადასცა მხოლოდ კაბა და ჯემპრი.
დაცვის მხარის კითხვაზე ნ-----–-------–-----მა განმარტა, რომ არ ახსოვდა რ-----------–-----ი ატარებდა თუ არა წვერს შემთხვევის დღეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ--–---------–---–მა განმარტა, რომ არის ნ-----–-------–-----ის მეზობელი. იცნობს ბრალდებულ რ-----------–-----ს და აქვს ნორმალური ურთიერთობა. 2019 წლის 1 მაისს, საღამოს იმყოფებოდა სახლში და უყურებდა ტელევიზორს. დაახლოებით 10 საათზე, გაიგონა კარზე დაკაკუნების ხმა. მეუღლეს ეძინა და კარი თავად გააღო. დაინახა ნ-----–-------–-----ი, რომელიც შეიყვანა სახლში. მომხდარის შესახებ გაიგო ნ-----–-------–-----ისგან და თვითონ არ არის ფაქტის თვითმხილველი მოწმე. მისი ჩვენებით, ნ-----–-------–-----მა თავის ქალიშვილს, მათი ოჯახის წევრის კუთვნილი ტელეფონიდან დაურეკა და უამბო მომხდარის შესახებ. ლ--–---------–---–ის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ-----–-------–-----ი ადრე ყიდდა არაყს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს რ---–---------------–---–მა განმარტა, რომ არის ნ-----–-------–-----ის მეზობელი. იცნობს ბრალდებულ რ-----------–-----ს და აქვს ნორმალური ურთიერთობა. 2019 წლის 1 მაისს, საღამოს ეძინა, როდესაც გაიგონა ხმაურის ხმა. დაინახა მასთან სახლში მისული ნ-----–-------–-----ი. მომხდარის შესახებ შეიტყო ნ-----–-------–-----ისგან და თვითონ არ არის ფაქტის თვითმხილველი მოწმე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ი------–--ლმა განმარტა, რომ არის ნ-----–-------–-----ის შვილი. რ-----------–-----ს იცნობს ბავშვობიდან და არის მისი მეზობელი. 2019 წლის 1 მაისს, საღამოს დაურეკეს ტელეფონზე ბიძის ოჯახიდან. ტელეფონზე ესაუბრა ბიძის მეუღლეს, რომელმაც უთხრა, რომ დედას სურდა მასთან საუბარი. დაელაპარაკა დედას, ნ-----–-------–-----ს, რომელმაც აცნობა მომხდარის შესახებ და დედის თხოვნით დარეკა პოლიცი-ში. მეორე დღეს შეხვდა დედას, რომელმაც დეტალურად მოუთხრო რ-----------–-----ის ქმედების შესახებ. მისი ჩვენებით, ბრალდებულთან ადრე კონფლიქტი ქონდათ მამას და მეუღლეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა მთი-ნეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტმა ვ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ ექსპერტ თ-----------------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები. მისი ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყეს ნ-----–-------–-----ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან. ნ-----–-------–-----მა მიუთითა გათელილ ბალახზე, რასაც გადაუღეს ფოტო. სახლში, ფოტოსურათებზე აღბეჭდეს ის ადგილები, რომლებსაც ნ-----–-------–-----ი უთითებდა. ერთ-ერთ ოთახში ი-ტაკზე შეიმჩნეოდა ტალახის კვალი, რომელსაც კონკრეტული ფორმა არ გააჩნდა. სხვა ადგილას ტალახის კვალის აღმოჩენის შემთხვევაში გადაიღებდა ფოტოსურათს, თუმცა ტალახის კვალი, მხოლოდ ერთ ადგილას იყო. მისი განმარტებით, შემთხვევის ადგილზე დართულ ფოტოსურათზე აღბეჭდილ სავარძელში, შეუძლებელი იქნებოდა ადამი-ნის მოთავსება, რადგან სავარძელს და კედელს შორის ადამი-ნი ვერ ჩაეტეოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–---------------ის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტმა თ-----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ ექსპერტ ვ--------------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები. მისივე ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ნ-----–-------–-----მა ასევე მიუთითა ეზოში ძალადობის ადგილზე, სადაც ბალახი იყო გათელილი. თ-----------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ფოტოსურათები გადაუღეს იმ ადგილებს, რომლებსაც ნ-----–-------–-----ი უთითებდა.
სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა - ი--------–---–-----მა, ს-----------–---–მა, ვ-----–----------–---–მა და დ---------------–---–მა დაადასტურეს, რომ რ-----------–-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ოქმებში მითითებული გარემოებები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–---------------ის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტებმა მ-----------–---–---–მა და ნ-----–--------------–-–---–მა მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები.
N 1112--5 შეტყობინებით, 112-ის ოპერატორთან დაფიქსირდა შემდეგი სახის ინფორმაცი-, ინციდენტის თარიღი: 01/05/2019 22:37:47 ინციდენტის ტიპი: სექსუალური ძალადობა ზარის ტიპი: Call მისამართი: რეგიონი: მ–---------------ი, დასახლება: სოფელი ხ--–---ა, რაიონი: დ--–---ი, დამატებითი: ვ-–-----------–---–ის ოჯახში ინიცი-ტორი: ბაი-შვილი ი- ინიცი-ტორის ტელეფონის ნომერი: 5-------- დაზარალებული: უ---–-----ი ნ-----–ა, ასაკი: 65 წლის შენიშვნა: 05/01/2019 22:40:35 - (ლიპარტი- Op თ-----ი (T-2) უ---–-----ი ა----მ სექსუალური ძალადობა სცადა ქალბატონზე.
2019 წლის 2 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს დ--–---ის რაიონის სოფელ ხ--–---აში, სადაც მივიდნენ სოფლის შიდა გრუნტი-ნი გზით და აღნიშნული წარმოადგენს ნ-----–-------–-----ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს და ეზოს. ეზოში შევიდნენ ლითონის კარით და დაახლოებით 40 მეტრი ბილიკის გავლის შემდეგ, ეზოში ნახეს წყარო, რომლის წინ გათელილ ბალახებზე ხელით მიუთითა ნ-----–-------–-----მა და განმარტა, რომ ა----, „რ------“, უ---–-----მა სწორედ აღნიშნულ ადგილზე სცადა მისი გაუპატიურება. რამდენიმე მეტრში მდებარე ორსაფეხური-ნი ბეტონის კიბით, შევიდნენ ნ-----–-------–-----ის საცხოვრებელ სახლში. სამზარეულოში განლაგებული იყო მაგიდა, სკამები, მაცივარი და ხის კარადა. ორ ფრთი-ნი კარით გავიდნენ მისაღებ ოთახში, სადაც შესასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს იდგა ხის საწოლი, დივანი და ერთი სავარძელი, რომლებსაც ეტყობოდათ არეულობის კვალი. ზედაპირზე გადაფარებული გადასაფარებელი და ხალიჩა ასევე არეული იყო. ი-ტაკზე ნახეს ტელევიზორის გადამრთველი პულტი და მოძალადის ფეხისგან დატოვებული ტალახის კვალი. ნ-----–-------–-----მა მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე დაიწყო ძალადობა ა----მ, „რ------მ“, და ცდილობდა მის გაუპატიურებას. აღნიშნულ ოთახში ასევე განლაგებული იყო საწოლი, პატარა ზომის ხის კარადა რომელზეც დგას ტელევიზორი, შეშის ღუმელი და სარკე. მისაღებ ოთახში დივანზე იყო მოთეთრო ფერის მეორე პულტი და სადაც მოხდა აღნიშნული ფაქტი, ნ-----–-------–-----ის მითითებით. მისაღებ ოთახში შესასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს იყო ხის კარები, საიდანაც გადი-ნ საძინებელ ოთახში და ნ-----–-------–-----ის განმარტებით, სწორედ აღნიშნულ ოთახში ცდილობდა მის შეყვანას რ-----------–-----ი, რათა მათი ხმა არავის გაეგონა, რაც ვერ მოახერხა. აღნიშნულ ოთახში განლაგებული- რამდენიმე საწოლი, ხის კარადები და სხვა ნივთები, სადაც არეულობის კვალი არ დაფიქსირდა. დათვალიერების დასრულების შემდეგ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი, საგანი ან ნივთიერება არ ამოღებულა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა გადაიღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები. ოქმს ხელს აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები, ექსპერტები ვ--------------–---–ი და თ-----------------ე, ნ-----–-------–-----ი და ოქმის შემდგენი ვ-----–----------–---–ი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართულ ფოტოსურათებზე ჩანს ნ-----–-------–-----ი, რომელსაც სვიტერზე აცვი- შავი ფერის მოსაცვამი. ფოტოსურათებზე ასევე აღბეჭდილი- მისაღებ ოთახში ტალახით დასვრილი იტაკი, თუმცა აღნიშნული ადგილის გარდა ფოტოსურათებზე ტალახის სხვა კვალი არ არის აღბეჭდილი და არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში- მითითებული.
2019 წლის 2 მაისის ამოღების ოქმით, რ-----------–-----ის საცხოვრებელ სახლში, მეორე სართულზე მდებარე, საძინებელ ოთახიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის სპორტული შარვალი, ორივე გვერდზე ნაცრისფერი ზოლით ჩაყოლებაზე და წელზე შესაკრავით, ადგილ-ადგილ დასვრილი. ასევე, შავი ფერის მაისური კაპიუშონით, წინ წარწერით, კაპიუშონთან შესაკრავით. მაისურს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც რ-----------–-----ის განმარტებით არის ცხვრის სისხლი, რომელიც დაესვარა 1 მაისს მეზობლის ორმოცზე ყოფნის დროს. ოქმი ხელმოწერი- რ-----------–-----ის და ამოღების ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირის ი--------–---–-----ის მიერ.
2019 წლის 2 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ირკვევა, რომ ნ-----–-------–-----ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ნ-----–-------–-----ს ხმამაღლა წაეკითხა თავის მიერ მოწმის სახით გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაცი-, რომელიც დაადასტურა და დაეთანხმა მთლი-ნად. გადმოცემული ინფორმაციის შესამოწმებლად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით დ--–---ის რაიონული სამმართველოდან, სამსახურებრივი ავტომანქანით გაემართნენ დ--–---ის რაიონის სოფელ ხ--–---აში ნ-----–-------–-----ის სახლში, სადაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ სურვილი და თანხმობა გამოთქვა ნ-----–-------–-----მა. სოფელ ხ--–---აში მისვლისას ნ-----–-------–-----მა ხელით მიუთითა თავის საცხოვრებელ სახლზე სადაც ცხოვრობს. 2019 წლის 1 მაისს, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში მარტო. დაახლოებით 22:00 საათზე, შემოესმა ფეხის ხმა, რის გამოც გაემართა სახლში შესასვლელი კარისკენ, რა დროსაც სახლში შევარდა მეზობლად მცხოვრები რ-----------–-----ი და მოთხოვა არაყის დალევა. ნ-----–-------–-----მა მიუთითა სახლის კარებზე და შესასვლელ ოთახზე, სადაც შევიდა რ-----------–-----ი და ელაპარაკებოდა და სთხოვდა ერთი ჭიქა არაყის დალევას. ნ-----–-------–-----მა მიუთითა ოთახში მდგარ სავარძელზე, სადაც იჯდა საუბრის დროს და სადაც რ-----------–-----ი დაუჯდა გვერდით. აღნიშნულ სავარძელზე რ-----------–-----მა კითხა რამეზე ხომ არ იყო ნაწყენი, გადაიხარა მისკენ, ხელი მოხვი- მხარზე, დაუწყო ხელებით მოფერება სახეზე, კოცნიდა ლოყაზე და ტუჩებში, რაზეც ნ-----–-------–-----ი უწევდა წინააღმდეგობას და რ-----------–-----ი პირზე აფარებდა ხელს, რომ არ ეყვირა და ცდილობდა ნელ-ნელა წათრევას სახლის უკან ოთახში, საიდანაც ხმას ვერავინ გაიგებდა. წინააღმდეგობის გაწევის გამო მოახერხა სავარძელზე დაჯდომა, რა დროსაც რ------მ ჩაიხადა შარვალი და საცვალი, ამოიღო სასქესო ორგანო და ფეხები ააწევინა და ცდილობდა ტანსაცმლის გახდას და სქესობრივი კავშირის დამყარებას. ნ-----–-------–-----ი უწევდა წინააღმდეგობას და არ აძლებდა ტანსაცმლის გახდის შესაძლებლობას. აღნიშნულის შემდეგ ხელი შეუყო სვიტერის ქვეშ და შეეხო ტანზე. ნ-----–-------–-----მა თხოვა თავი დაენებებინა რადგან იყო ცუდად და მოკვდებოდა. რ-----------–-----მა დაანება თავი და დაემუქრა, რომ არავისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ. ნ-----–-------–-----ი გაიქცა ეზოში და დავარდა ბალახზე. რ------მ შეასხა წყალი და თხოვა თვეში ერთხელ ქონოდათ სქესობრივი კავშირი. რ-----------–-----მა კვლავ გააგრძელა მოფერება და ძალადობა, ასევე არ აძლევდა ნ-----–-------–-----ს, წამოდგომის საშუალებას, რა დროსაც რ-----------–-----მა კვლავ ჩაიხადა შარვალი და საცვალი და შეეცადა სქესობრივი კავშირის დამყარებას, იგი ასევე ცდილობდა ნ-----–-------–-----ისთვის ტანსაცმლის გახდას, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის გამო ვერ მოახერხა. ნ-----–-------–-----მა მიუთითა ეზოში იმ ადგილზე სადაც რ-----------–-----ი ცდილობდა სქესობრივი კავშირის დამყარებას. ნ-----–-------–-----მა ასევე მიუთითა ეზოს მხარეს, საიდანაც გავიდა რ-----------–-----ი ეზოს მესერზე გადასვლით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტოსურათები. ოქმი ხელმოწერილი- ექსპერტების მ-----------–---–---–ის, ნ-----–--------------–-–---–ის, მოწმე ნ-----–-------–-----ის და მისი ადვოკატის გ--–-------ის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირის გამომძიებელ დ---------------–---–ის მიერ.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, გენეტიკური, სეროლოგიური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა:
პაკეტში, წარწერით: „...მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნებიდან ანაწმენდები დოლბანდზე... რ. უ---–-----ი...“, მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებულ მოყვითალო ფერის ლაქებში (ობ. N1,2) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ.N2-ზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი და ობ.N1-ზე არსებული ბიოლოგიური მასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ერთსა და იმავე მამრობითი სქესის პირს. ობ. N1-ის პროფილში არ ვლინდება ნ-----–-------–-----ის (ობ.N5; პაკეტი, წარწერით:“...ნ-----–-------–-----ის სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა.
პაკეტში წარწერით:“...მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნის ანაწმენდები დოლბანდზე, აღებული ნ-----–-------–-----ისგან...“, მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებულ მოყვითალო-მონაცფრისფრო ლაქებში (ობ.N3,4) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ. N3,4-ზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ-----–-------–-----ს (ობ. N5).
სასამართლო სხდომაზე, N 0-------- დასკვნის გამცემმა ექსპერტმა ე-------------------–--ემ, დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, ნ-----–-------–-----ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად რაიმე მექანიკური დაზი-ნების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
სასამართლო სხდომაზე, N 0-------- დასკვნის გამცემმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა, დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 4 მაისს გაცემული ტრასოლოგიური N 5--/ტრ. დასკვნით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ნ-----–-------–-----ის სვიტერის ზედაპირზე არსებული დაზი-ნებები წარმოქმნილი- ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.
ნ-----–-------–-----ის კაბის ზედაპირზე არსებული დაზი-ნებები წარმოქმნილი- თერმული ზემოქმედების შედეგად.
რ-----------–-----ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზი-ნებები წარმოქმნილი- ფიზიკური ძალის ზემოქმედებით და რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.
რ-----------–-----ის შარვლის ზედაპირზე რაიმე სახის დაზი-ნების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვის დროს N 5--/ტრ. დასკვნის გამცემმა ექსპერტმა ლ-–------–------ემ, დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები. ლ-–------–------ის ჩვენებით ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად გადაგზავნილი ნივთმტკიცებები გახსნა ექსპერტ ნ----------ი-სთან ერთად. გამოკვლევის ჩატარების შემდეგ ნივთმტკიცებები გადასცა ექსპერტ-ქიმიკოსს. ლ-–------–------ემ, ნ-----–-------–-----ის სვიტერის ზედაპირზე არსებული დაზი-ნებებთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ ტანსაცმლის ძაფები იყო რა გაჭიმული, აღნიშნული გარემოება ამტკიცებდა, რომ დაზი-ნებები გამოწვეული იყო რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე გამოდებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 4 მაისს გაცემული N 1--/ქმ. დასკვნით, რ-----------–-----ის კაპიუშონი-ნი მაისურიდან ამოღებულ მოყავისფრო/მოწითალო აკრილიკის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ნ-----–-------–-----ის სვიტერის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მოყავისფრო/მოწითალო აკრილიკის ბოჭკოებს გააჩნი-თ საერთო გვარობრივი კუთვნილება.
2019 წლის 4 მაისს გაცემულ N 1--/ქმ. დასკვნაში მითითებული-, რომ საკვლევი ობიექტები ტანსაცმელი დაილუქა „02“ პაკეტით: FCD1238945; FCD1238946,რაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაზე დართული ფოტოსურათებით. სასამართლო სხდომაზე აღნიშნული ნივთმტკიცებების გამოკვლევის დროს დადასტურდა, რომ ნივთმტკიცებები, ექსპერტიზის დასრულების შემდგომ დალუქა ექსპერტმა ნ----------ი-მ და მათ დალუქვაში მონაწილეობა არ მიუღი- ექსპერტ ლ-–------–------ეს.
სასამართლო სხდომაზე, N 1--/ქმ. დასკვნის გამცემმა ექსპერტმა ნ----------ი-მ, დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები. ნ----------ი-ს ჩვენებით ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად გადაგზავნილი ნივთმტკიცებები გახსნა ექსპერტ ლ-–------–------ესთან ერთად. პირველად თვითონ ჩაატარა ექსპერტიზა, რადგან ბოჭკოს ნაწილაკების დაკარგვის აღმოსაფხვრელად ქიმიური ექსპერტიზა ყოველთვის პირველი ტარდებოდა. მას შემდეგ რაც დაამთავრა ექსპერტიზის ჩატარება ამის შემდეგ ჩაატარებდა ლ-–------–------ე ტრასოლოგიურ ექსპერტიზას. ნ----------ი-მ განმარტა, რომ ქიმიური ექსპერტიზის პირველად ჩაუტარებლობის შემთხვევაში არსებობდა არასწორი დასკვნის გაცემის რისკი.
2019 წლის 4 მაისის N 5--/ტრ დასკვნას ერთვის ელექტრონული დოკუმენტი ნომრით MIA 9 19 0-------, რომლითაც დადასტურებული-, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად საქმე გადაეცა ექსპერტ ლ-–------–------ეს, რომელმაც ექსპერტიზა დაასრულა 2019 წლის 4 მაისს 16:56 საათზე.
2019 წლის 4 მაისის N 1--/ქმ. დასკვნას ერთვის ელექტრონული დოკუმენტი ნომრით MIA 5 19 01141670, რომლითაც დადასტურებული-, რომ ქიმიური ექსპერტიზის ჩასატარებლად, რეზოლუცი- დაედო 2019 წლის 4 მაისს 19:11 საათზე, მას შემდეგ რაც ჩატარდა ტრასოლოგიური ექსპერტიზა.
3.2. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება რ-----------–-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიღებული დასკვნისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული რ-----------–-----მა ჩაიდინა.
დაზარალებულის ჩვენების გაანალიზების საფუძველზე, მტკიცებულებების გამოკვლევისას გამოვლენილი ცალკეული გარემოებები, ურთიერთშეუსაბამობები, დაზარალებულის არათანმიმდევრული განმარტებები გახდა საფუძველი სასამართლოს დასკვნისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა რ-----------–-----ის მიერ ნ-----–-------–-----ის გაუპატიურების მცდელობის ფაქტი.
3.2.1. გარდა დაზარალებულისა, რ-----------–-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას არ ადასტურებენ სასამართლო სხომაზე დაკითხული სხვა მოწმეები. კერძოდ, ლ--–---------–---–მა, რ---–---------------–---–მა და ი------–--ლმა განმარტეს, რომ გადმოცემით იცი-ნ ფაქტობრივი გარემოებები და რ-----------–-----ის მხრიდან ნ-----–-------–-----ის გაუპატიურების მცდელობის ფაქტს არ შესწრები-ნ.
სასამართლო, მტკიცებულებების შეფასებისას ითვალისწინებს იმ მტკიცებულებით სტანდარტს, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2015 წლის 22 ი-ნვრის № 1\1\548 გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ აღნიშნავს: ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით’’.
სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, ლ--–---------–---–ი, რ---–---------------–---–ი და ი------–--ლი, გამომძიებლები, ექსპერტები და პოლიციის თანამშრომლები არ არი-ნ ფაქტის თვითმხილველები, რის გამოც მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს. ისინი მხოლოდ გადმოცემენ იმ ფაქტებს, რომლებიც მათ სხვადასხვა საშუალებით მოიპოვეს, რის გამოც დასახელებული ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
3.2.2. სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ სქესობრივი დანაშაული, თავისი ბუნებიდან და ხასი-თიდან გამომდინარე, როგორც წესი არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი- დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა და შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან (საქმე N 253აპ-15). სასამართლო აფასებს რა დაზარალებულ ნ-----–-------–-----ის ჩვენებას, მი-ჩნი-, რომ იგი არ არის სანდო და დამაჯერებელი, არა მხოლოდ იმის გამო რომ ნ-----–-------–-----ის ჩვენება ეწინააღმდეგება ექსპერტიზის დასკვნებს, არამედ, აგრეთვე იმ საფუძვლით, რომ იგი წინააღმდეგობაში- გამოძიების დროს მიწოდებულ ინფორმაცი-სთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა შეფასების საგანი- სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, თუმცა ჩვენების სანდოობის მხრივ ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ისეთი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელთა არსებობის და დანახვის შემთხვევაში, მათზე შეცდომით მითითება იქნებოდა შესაძლებელი, რასაც ქონდა ადგილი გამოძიების ეტაპზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელი- შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაცი-ს; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენცი-ა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელი- მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელი-. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასი-თზე არაარგუმენტირებულად მი-ჩნი- და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.).
ადამი-ნის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანი-, რომ სასამართლომ სწორად და სამართლი-ნად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ: ადამი-ნის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ,,ხანი გაერთი-ნებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no 35394/97, 34; ,,ბუკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no.4378/02, 95).
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასი-თსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 ი-ნვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაცი-ზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლი- ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მი-წოდოს ინფორმაცი- იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცი- საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი- აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებული- შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 ი-ნვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).
სასამართლო აფასებს რა საქმეში წარმოდგენილ ჩვენებებს, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ ჩვენებების შეფასების შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავი- მტკიცების ამა თუ იმ საგანთან მიმართებით, აგრეთვე მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანში აღნიშნული- რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე, რომლის არსებობა მოცემულ შემთხვევასა და პირობებში ბუნებრივად იქნებოდა შეუძლებელი, ანდა რომელიც უარყოფილი- უტყუარი ალიბით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის №117აპ-18 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 12). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებით, მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასი-თის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორი- სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისი- მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის №626აპ-17 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 32).
ნ-----–-------–-----მა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას, განაცხადა, რომ რ-----------–-----მა საცხოვრებელი სახლის ეზოში სცადა მისი გაუპატიურება. სახელდობრ აღნიშნა, რომ რ-----------–-----მა, საცხოვრებელი სახლის ეზოში კვლავ გააგრძელა მოფერება და ძალადობა, არ აძლევდა ნ-----–-------–-----ს, წამოდგომის საშუალებას, ისევ ჩაიხადა შარვალი და საცვალი და შეეცადა სქესობრივი კავშირის დამყარებას, ცდილობდა ტანსაცმელი გაეხდა მისთვის, რაც ვერ მოახერხა წინააღმდეგობის გაწევის გამო. საქმის არსებითი განხილვის დროს კი ნ-----–-------–-----მა უარყო საცხოვრებელი სახლის ეზოში მისი გაუპატირების მცდელობის ფაქტი, მიუთითა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ რ-----------–-----მა ეზოში ჩაიხადა შარვალი და აღნიშნა, რომ ეზოში გაუპატიურების, ძალადობის ან მისთვის ტანსაცმლის გახდის მცდელობას არ ქონდა ადგილი. ნ-----–-------–-----მა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო რატომ იყო გამოკითხვის ოქმებში მითითებული რომ საცხოვრებელი სახლის ეზოში რ-----------–-----ი კვლავ ცდილობდა მის გაუპატიურებას, რადგან მას ეს არ უთქვამს. სასამართლო ითვალისწინებს რა გამომძიებლების, ექსპერტების და პოლიციელთა ჩვენებებს, აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ოქმებში მითითებული- ის, რაც დაზარალებულის მიერ იყო ნათქვამი.
რ-----------–-----ის ბრალდებას, საფუძვლად დაედო ნ-----–-------–-----ის, საერთო განზრახვით ჩადენილი გაუპატიურების მცდელობის ორი ეპიზოდი, რომელთაგან ერთ-ერთს ადგილი ქონდა ეზოში. დაზარალებულის ჩვენებით კი გამოირიცხა ეზოში მისი გაუპატიურების მცდელობის ფაქტი, რაც სასამართლოს აძლევს იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ ეზოში გაუპატიურების მცდელობის ვერსი- დაზარალებულმა გამოძიების ეტაპზე გამოიგონა ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. დაზარალებულის ჩვენება უნდა შეფასდეს სანდოობის და უტყუარობის მხრივ, იმ სტანდარტის დაცვის მიხედვით, რაც სასამართლომ წარმოადგინა. სასამართლოს მი-ჩნი-, რომ ნ-----–-------–-----ი არ არის გულწრფელი, რადგან სწორად არ გადმოცემს იმ ფაქტს რასაც ადგილი ჰქონდა მის საცხოვრებელ სახლში.
ნ-----–-------–-----ის მიერ აღწერილი, რ-----------–-----ის ქმედება, წარმოადგენს ფიზიკური ძალის გამოყენებით ადამი-ნის ნების დათრგუნვას, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, ნ-----–-------–-----ს რაიმე მექანიკური დაზი-ნების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნა. აქედან გამომდინარე საეჭვოა ნამდვილად ქონდა თუ არა ფიზიკური ძალის გამოყენებით ნ-----–-------–-----ის ნების დათრგუნვას ადგილი. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეებს არ მიუთითები-თ, ნ-----–-------–-----ის სხეულზე ან/და ტანსაცმელზე რაიმე დაზი-ნების კვალის არსებობის თაობაზე.
N 5--/ტრ. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე უტყუარად არ არის დადასტურებული ნ-----–-------–-----ის სვიტერის ზედაპირზე არსებული დაზი-ნებების გამომწვევი მიზეზი. ექსპერტმა ლ-–------–------ემ, სასამართლო სხდომაზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ტანსაცმლის ძაფები იყო რა გაჭიმული, აღნიშნული გარემოება ამტკიცებდა, რომ დაზი-ნებები გამოწვეული იყო რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე გამოდებით. ექსპერტს არ მიუთითები-, რომ დაზი-ნებები, შესაძლოა ადამი-ნის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენებით, ყოფილიყო წარმოქმნილი.
ამდენად, დასახელებული ექსპერტიზის დასკვნებით გამოირიცხა ნ-----–-------–-----ის მიმართ ფიზიკური ძალადობის არსებობის ფაქტი, რადგან დაზარალებულს არც სხეულზე და არც მის კუთვნილ ტანსაცმელზე არ აღენიშნება ფიზიკური ძალადობის კვალი.
3.2.3. ადამი-ნის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამი-ნი აღჭურვილი- საქმის სამართლი-ნი განხილვის უფლებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლი-ნი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები გამოიყენება არამარტო უშუალოდ სასამართლოში საქმის განხილვისას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიების წარმოების ეტაპზე და საქმის განხილვის დამთავრების შემდეგაც.
საქმეში „დელკურტი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა: „დემოკრატიულ სა----გადოებაში სამართლი-ნი სამართალწარმოების განხორციელებას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ მე-6 მუხლის შეზღუდულად განმარტება არ იქნებოდა შესაბამისობაში მის მდგომარეობასთან“.
„გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო შესაძლო ზომა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების, მათ შორის თვითმხილველთა ჩვენებების და ნივთმტკიცებათა მოსაპოვებლად“ (ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ [GC], No23763/94, §109, ECHR, 1999-IV და გიული თურქეთის წინაღმდეგ No 22676/93, §89, 2000 წლის 14 დეკემბერი).
„გამოძიების დასკვნები უნდა ეყრდნობოდეს ყველა შესაბამისი ფაქტის ამომწურავ, ობიექტურ და მიუკერძოებულ ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ვალდებულება მხოლოდ გამოსაყენებელ ხერხებს მიეკუთვნება და არ არსებობს ბრალდების ან მსჯავრდების აბსოლუტური უფლება, გამოძიების დროს დაშვებული ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს უშლის გამოძიების მიერ საქმის გარემოებების დადგენასა თუ პასუხისმგებელი პირის გამოვლენას, ვერ აკმაყოფილებს ეფექტურობის მოთხოვნას“ (ესატ ბაირამი თურქეთის წინააღმდეგ, No75535/01, §47, 26 მაისი 2009 და რამსაჰაი და სხვები ჰოლანდიის წინააღმდეგ [GC], No 52391/99, §321, ECHR,200--VI).
მოხმობილი პრეცედენტული გადაწყვეტილებების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამი-ნის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფართო განმარტება მისცა სამართლი-ნი სასამართლოს უფლებას, რამდენადაც მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული სა----გადოების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საქმეში. სამართლი-ნი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელ საფუძველს და მთავარ წინაპირობას წარმოადგენს სწორედ სრულყოფილი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება, რომლის წარმოების ვალდებულებაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეკისრება ბრალდების მხარეს. ანალოგიურ მოთხოვნას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გამომძიებელი ვალდებული- გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.
სასამართლოს მი-ჩნი-, რომ გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარეს შეეძლო მოეპოვებინა უტყუარი მტკიცებულებები. კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომლებზეც ჩანს ნ-----–-------–-----ი, რომელსაც სვიტერზე ზემოდან აცვი- შვი ფერის კაპიუშონი-ნი მაისური. ნ-----–-------–-----ი გამოკითხვის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მიუთითებდა, რომ რ-----------–-----მა გადახვი- ხელი, კოცნიდა, ეფერებოდა და ა.შ. სასამართლოსთვის უცნობი-, რატომ ჩათვალა გამომძიებელმა რომ საქმისათვის მნიშვნელობა არ ქონდა კაპიუშონიან მაისურს, რომელიც გარედან ფარავდა სხვა ტანსაცმელს და რომელსაც ძირითადად უნდა შეხებოდა რ-----------–-----ი და რატომ მი-ნიჭა შიდა სვიტერს უპირატესობა. ნ-----–-------–-----ს არ მიუთითები-, რომ სავარაუდო ძალადობის შემდეგ დაიბანა ხელ-პირი. ამდენად, გამოკითხვის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მისი ექსპერტიზაზე მყისიერად წარდგენის შემთხვევაში, არსებობდა შესაძლებლობა სავარაუდო მოძალადის გენეტიკური პროფილის მოპოვების, თუმცა უფლებამოსილი პირის მიერ ასეთი გადწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. აქედან გამომდინარე სასამართლოს მი-ჩნი-, რომ განსახილველ საქმეზე გამოძიება არ არის ჩატარებული ყოველმხრივ და სრულად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ირიბად დაადასტურებდა რ-----------–-----ის სავარაუდო ფიზიკურ კონტაქტს ნ-----–-------–-----თან არის ქიმიური ექსპერტიზის N 1--/ქმ დასკვნა. რომლითაც დადგინდა, რომ რ-----------–-----ის კაპიუშონი-ნი მაისურიდან ამოღებულ მოყავისფრო/მოწითალო აკრილიკის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ნ-----–-------–-----ის სვიტერის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მოყავისფრო/მოწითალო აკრილიკის ბოჭკოებს გააჩნი-თ საერთო გვარობრივი კუთვნილება. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების თანმიმდევრობაზე. ექსპერტებმა მოწმის სახით დაკითხვის დროს აღნიშნეს, რომ პირველად ყოველთვის ქიმიური ექსპერტიზა ტარდებოდა და შემდეგ ტრასოლოგიური, თუმცა ექსპერტიზის დასკვნებზე დართული, ელექტრონულ დოკუმენტებზე მოცემული დრო ადასტურებს, რომ პირველად ჩატარდა ტრასოლოგიური ექსპერტიზა და შემდეგ ქიმიური ექსპერტიზა. სასმართლოს მსჯელობა ემყარება სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცებულებების გამოკვლევის დროს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ნ-----–-------–-----ის და რ-----------–-----ის ტანსაცმელი დალუქული- ქიმიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტის ნ----------ი-ს მიერ. ასეთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას აგრეთვე იძლევა ტრასოლოგიური ექსპერტიზის N 5--/ტრ. დასკვნა, რომლის გამოკვლევით ნაწილში აღნიშნული-, რომ ნ-----–-------–-----ის და რ-----------–-----ის ტანსაცმელი გადაეცა ქიმიური განყოფილების მთავარ ექსპერტს ნ. მესხი-ს. აღნიშნული ჩანაწერი იძლევა მხოლოდ ერთი განმარტების შესაძლებლობას, რომ ჯერ ჩატარდა ტრასოლოგიური ექსპერტიზა და შემდეგ ნივთმტკიცებები გადაეცა ექსპერტს ქიმიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. სასამართლო ითვალისწინებს ქიმიური ექსპერტიზის გამცემი ექსპერტის ნ----------ი-ს ჩვენებას, რომ ბოჭკოს ნაწილაკების დაკარგვის აღმოსაფხვრელად ქიმიური ექსპერტიზა ყოველთვის პირველი ტარდებოდა და ქიმიური ექსპერტიზის პირველად ჩაუტარებლობის შემთხვევაში არსებობდა არასწორი დასკვნის გაცემის რისკი და მი-ჩნი-, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს უტყურად მტკიცებულებას, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ექსპერტიზა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ ჩატარდა, რაც საეჭვოს ხდის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით მიღებულ შედეგს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში განმტკიცებული ფუნდამენტური პრინციპის მიხედვით, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებული- არასრულყოფილად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლევის გარეშე.
3.2.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერი-, თუ იგი გამოტანილი- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლით, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 259.3 მუხლით, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებული-, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 ი-ნვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღი-რებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელი- პირის მსჯავრდება საეჭვო ხასი-თის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამი-ნის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტი-ს ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტი-ს, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაცი-მ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტი- გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელი-, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამი-ნს, სა----გადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებული- შესაძლებლობას თავისი ინიცი-ტივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლოს მი-ჩნი-, რომ ზემოთ მიმოხილული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩამოყალიბებული დასკვნისათვის, რომ ინკრიმინირებული დანაშაული სწორედ რ-----------–-----მა ჩაიდინა. მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოთქმული თუნდაც გონივრული ეჭვი, სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, შეუძლებელი- საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევში, სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღი-რებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელი- პირის მსჯავრდება საეჭვო ხასი-თის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ-----------–-----ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. სამართლებრივი შეფასება
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მი-ჩნი-, რომ რ-----------–-----ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზი-ნი.
5. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის ი-რაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცი-; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
რ-----------–-----ის ტანსაცმელი სპორტული შარვალი, სპორტული მაისური კაპიუშონით, რომელიც ინახება დ--–---ის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს რ-----------–-----ს. ნ-----–-------–-----ის ტანსაცმელი (ქვედაკაბა, გრძელსახელოი-ნი სვიტერი), რომელიც ინახება დ--–---ის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს ნ-----–-------–-----ს. ნ-----–-------–-----ის სისხლის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნის ანაწმენდები და რ-----------–-----ის მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნის ანაწმენდები, რომელიც ინახება დ--–---ის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 2-0-2-2-ე, 2-5-2-7-ე, 2-9-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ-----------–-----ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გაუქმდეს რ-----------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და რ-----------–-----ი დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
3. რ-----------–-----ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზი-ნი.
4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
4.1. რ-----------–-----ის ტანსაცმელი (სპორტული შარვალი, სპორტული მაისური კაპიუშონით, რომელიც ინახება დ--–---ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს რ-----------–-----ს.
4.2. ნ-----–-------–-----ის ტანსაცმელი (ქვედაკაბა, გრძელსახელოი-ნი სვიტერი), რომელიც ინახება დ--–---ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ნ-----–-------–-----ს.
4.3. ნ-----–-------–-----ის სისხლის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნის ანაწმენდები და რ-----------–-----ის მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნის ანაწმენდები, რომელიც ინახება დ--–---ის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა