განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2630-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი ებანოიძე
სხდომის მდივანი თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-–---------–-–---–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული რ--------------–---–----------------------------------–-------–-–-------------------------–----------–----------------–---------------, მცხოვრები: ქ-------–-----------------------------------------------------------------–-- ამჟამად პატიმარი,ადვოკატი - ნ--------–--–----
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტები - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.
სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 03 აპრილს, დღის საათებში, ქ. თბილისში,--------–---------–----------------–-----–-- ქუჩა №58-ში მდებარე, მ-------------–---–-- კუთვნილ, N13 ბინაში უკანონოდ შეაღწია რ--------------–---–--- იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რითაც დაზარალებულს 3 300 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა მ-------------–---–--- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს სოფელ---------–--------–-----–----- №58-ში, მეუღლესთან და შვილებთან ერთად. შემთხვევის დღეს, 2019 წლის 03 აპრილს, სახლიდან დილით გავიდა სამსახურში, მისი მეუღლე, შვილი და შვილიშვილები კი დაახლოებით 15:00 საათისთვის გასულან ერთად. შინ დაბრუნდა დაახლოებით 18:00 საათზე, რა დროსაც ბინის კარი ღია, მოხურული დახვდა. საძინებლებში არეულობა იყო და მიხვდა, რომ გაქურდეს. მაშინვე გამოვიდა ბინიდან, დარეკა „112“-ში და განაცხადა ამ ფაქტის შესახებ. პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები რომ მოვიდნენ დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მოყვანილი ჰყავდათ ძაღლიც. როგორც აღმოჩნდა, ძირითადად წაღებული იყო სამკაულები, მათ შორის - ოქროს და ვერცხლის ნივთები. ორი დღის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში დაიკითხა, რა დროსაც დააფიქსირა ის ნივთები, რაც მისი სახლიდან იქნა მოპარული. თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს ჩამონათვალი არ იყო სრული, ვინაიდან დროდადრო იხსენებდა და ვერ პოულობდა სხვადასხვა ნივთებს, რომლებიც შემთხვევამდე სახლში ჰქონდა. აღნიშნულის გამო დამატებით დაიკითხა და გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია მისი სახლიდან მოპარული სხვა ნივთების შესახებ. მოგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას მან ამოიცნო ერთ-ერთი სამკაული, რომელიც მისი ბინიდან იყო მოპარული. დაზარალებულმა მ-------------–---–-- აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ მის მიერ ამოცნობილი, ეშვის მსგავსი ფორმის საკიდის მქონე ყელსაბამი მისი ოჯახის კუთვნილი ნივთია, რადგან იგი ე-------–- ნაყიდი ფერადი რგოლებით ააწყვეს და იქვე, სამახსოვროდ, როგორც თილისმა, აჩუქეს მის შვილს, რაც მის უნიკალურობას მოწმობს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 03-04 აპრილს, 20:30-00:15 სთ. პერიოდში, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის-----------------–--- სამმართველოს გამომძიებელ კ----–------------- მიერ, ექსპერტების და დაზარალებული მ-------------–---–-- მონაწილეობით, დათვალიერდა ქ. თბილისში,--------–---------–----------------–-----–-- ქუჩა N58-ში მდებარე ბინა N13, რა დროსაც საძინებელი ოთახები იყო არეული. ექსპერტების მიერ საძინებელი ოთახებიდან ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები; ამავე ოთახებიდან და ბინაში შესასვლელი კარის გარე და შიდა ზედაპირებიდან კი - ხელის კვლები. ასევე ამოღებული იქნა ბინაში შესასვლელი კარის საკეტის გულა, თავის გასაღებთან ერთად. საგამოძიების მოქმედებისას შემთხვევის ადგილიდან სუნის კვალზე გაშვებული ძაღლი ბინიდან გასვლის შემდეგ კიბით ჩავიდა ეზოში, შევიდა ა----–-----–-- ქ. N60 კორპუსის სადარბაზოს სადარბაზოს პირველ სართულზე, კვლავ გამოვიდა და დაახლოებით 50 მეტრი მანძილის გავლის შემდეგ გაჩერდა ა----–-----–-- ქ. N58-თან მდებარე მარკეტთან.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით (ექსპერტი: ბ------------------ დგინდება, რომ ქ. თბილისი, ს------–----------------------–-----–-- ქუჩა N58, ბინა N13–ში მდებარე, მ-------------–---–-- საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია რ----------------------–---–------ აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
მოწმე ბ------------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაკითხვისას განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე შემოწმდა რა წარმოდგენილი მტკიცებულებების - სუნის კვალის და სუნის ნიმუშის ლუქები, დადგინდა, რომ მათი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზისას სუნის კვალისა და ნიმუშის იდენტურობა დგინდება სათანადოდ გაწვრთნილი სამი ძაღლის მიერ, არაერთჯერადად, რაც, სრული დამთხვევის შემთხვევაში, კატეგორიული დასკვნის გაცემის შესაძლებლობას იძლევა.
მოწმე ნ-------------–---–--, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის-----------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უფროსი დეტექტივის გამოკითხვის ოქმით, რომელიც, დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ, დგინდება, რომ 2019 წლის 12 აპრილს, პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ 2019 წლის 03 აპრილს,--------–---------–----------------–-----–-- ქუჩა N58, ბინა N13-ში მდებარე, მ-------------–---–-- საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა დასახელების ფასეული ნივთების ქურდობის ფაქტი ჩადენილი ჰქონდა ქ. თბილისი, დ------------------------------------------------ ბინა N40-ში მცხოვრებ რ--------------–---–-, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ნივთებს ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში. მიღებული ინფორმაცია, შესაბამისი პატაკით, შემდგომი რეაგირების მიზნით, ხემძღვანელობას მოახსენა.
მოწმე ა-----–----------- შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის-----------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უფროსი დეტექტივის გამოკითხვის ოქმით, რომელიც დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ, დგინდება, რომ 2019 წლის 12 აპრილს განყოფილებაში მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ 2019 წლის 03 აპრილს ს------–---------–----------------–-----–-- ქუჩა N58, ბინა N13-ში მდებარე, მ-------------–---–-- საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა დასახელების ფასეული ნივთების ქურდობის ფაქტი ჩადენილი ჰქონდა ქ. თბილისი, დ------------------------------------------------ ბინა N40-ში მცხოვრებ რ----------------------–---–-, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ნივთებს ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, შეიქმნა ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი,-----------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების თანამშრომლების - გ-------–----------------------------------------–----------–------–---–-------------------–----- შემადგენლობით. გამოძახებული იქნენ შსს ს----------------------–----------- დეპარტამენტების ექსპერტები. ზემოაღნიშნულ მისამართზე რომ მივიდნენ, სახლში ბრალდებულის მეუღლე ნ------------–--- დახვდათ, თავად რ--------------–---–- კი შინ არ იმყოფებოდა. ნ------------–---- წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები და შეატყობინეს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, მისი მეუღლე, რ--------------–---–- სახლში ინახავდა ს------–---------–----------------–-----–-- ქუჩა N58, ბინა N13-ში მდებარე, მ-------------–---–-- საცხოვრებელი ბინიდან მოპარულ სხვადასხვა დასახელების ფასეულ ნივთებს. ნ------------–---- წარედგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო მის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის წარმოების შესახებ, რომელსაც იგი გაეცნო და ხელი მოაწერა. აღნიშნულის შემდეგ მას შესთავაზეს ნებაყოფლობით წარმოედგინა გამოძიებისათვის საინტერესო ნივთები, კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, თუკი ასეთი მის ბინაში ინახებოდა, რაზედაც ნ------------–---- ბინაში ჩხრეკის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთის ან ნივთიერების წარმოდგენაზე კი განაცხადა უარი. ჩხრეკას ესწრებოდა ადგილზე მყოფი, რ--------------–---–-- მამა - გ-----------–---–- და ბიძა - ი------------–---–-- ჩხრეკის მიმდინარეობისას, საცხოვრებელ ბინაში, შესასვლელიდან მარცხენა მხარეს არსებულ საძინებელ ოთახში, საწოლის გვერდით განთავსებული ხის კომოდის ზედა მარცხენა უჯრაში, ასევე ამავე კომოდის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული იქნა სხვადასხვა დასახელების სამკაულები, რომლებიც გამომძიებლის მიერ დეტალურად იქნა აღწერილი ოქმში. ამოღებული ნივთები ადგილზევე დაილუქა. სრულყოფილად ჩატარებული ბინის ჩხრეკისას სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ნანახი და ამოღებული ვერ იქნა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ადგილზე იქნა შედგენილი შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო ნ------------–--- და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე სხვა პირები, რომლებმაც მისი სისწორე ხელმოწერით დაადატურეს.
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 12 აპრილს, 16:35-20:35 სთ. პერიოდში, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის-----------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელ გ-------–-------------- მიერ, ექსპერტების, გამომძიებელ ზ------------------ დეტექტივების - მ--–----------–------–---–--, ა-----–----------- ვ-----------–-----, მონაწილე პირების - გ-----------–---–-სა და ი------------–---–-- მონაწილეობით, გაჩხრეკილი იქნა ქ. თბილისი, დ----------------------------------------------–- მდებარე №26 ბინა, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა სამკაული, მათ შორის - ყელსაბამი, შავი ფერის ძაფზე ასხმული სხვადასხვა ფერის რგოლებით, რომელსაც ჩამოკიდებული აქვს მცირე ზომის ღია ფერის ეშვის (ბრჭყალის) ფორმის ძვლისმაგვარი ნივთი.
ნივთის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 23 აპრილს, 18:40-19:10 სთ. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის-----------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელ ზ--------------------- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, მ-------------–---–-- მისთვის წარდგენილ სამკაულებს შორის ამოიცნო ყელსაბამი - ეშვის (ბრჭყალის) მსგავსი კულონით, რომელიც, მისი განმარტებით, 2019 წლის 03 აპრილს მოპარული იქნა მისი ბინიდან.
ბრალდებულმა რ--------------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაკიხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 03 აპრილს, დაახლოებით 12:00-12:30 საათამდე იმყოფებოდა სახლში, საიდანაც მეგობარ გ------------–--------- ერთად, ამ უკანასკნელის ავტომანქანით პირდაპირ წავიდა გ----–-, სადაც მისი ახლობლები მამამისის ბიძის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს აღნიშნავდნენ. როცა 2019 წლის 12 აპრილს დააკავეს, შეიტყო, რომ ბინის გაქურდვას აბრალებდნენ. დაკავებულს სამართალდამცველები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, საპატიმრო სასჯელით ემუქრებოდნენ და არასაპატიმრო სასჯელს იმ დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ, რომელიც არ ჩაუდენია. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ ნივთები, რომლებიც მისი სახლიდან ამოიღეს, მას არ ეკუთვნის. მანვე აღნიშნა, რომ დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში არასდროს ყოფილა.
მოწმე გ------------–-------, ბრალდებულის მეგობარმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა რ--------------–---–-- ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ ბრალდებული მასთან და მამასთან ერთად, რომელიც 03 აპრილს, საღამოს ჩავიდა გ----–-, იქ იმყოფებოდა 2019 წლის 04 აპრილის საღამომდე.
მოწმე გ----------------–---–--, ბრალდებულის მამამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ რ-------------- რაიონის სოფელ ა---–-------––- მეგობართან ერთად გააგზავნა 2019 წლის 03 აპრილს, 12:00-13:00 სთ. პერიოდში, თავად კი იმ დროს მუშაობდა, ამიტომ მეორე დღეს, დილით ჩავიდა სოფელში, საიდანაც იმავე დღეს, საღამოს წამოვიდნენ თბილისში ერთად. მოწმე გ----------------–---–-- ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლის 03 აპრილს სახლიდან გასული რ------ დაახლოებით ერთ საათში-საათნახევარში უკვე გ----–- იმყოფებოდა, რაც, სატელეფონო საუბრისას, ამ უკანასკნელის გარდა, სოფელში მყოფმა ბიძაშვილმაც დაუდასტურა.
მოწმე ნ------------–----, ბრალდებულის მეუღლემ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ რ--------------–---–- გ----–- წავიდა 2019 წლის 12:00 საათზე და შინ მეორე დღეს, საღამოს დაბრუნდა. რაც შეეხება მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ სამკაულებს, ისინი მას ეკუთვნის, მათ შორის - ეშვის ფორმის საკიდის მქონე ყელსაბამი, რომელიც ჩხრეკამდე რამდენიმე დღით ადრე „-–----–--------- 40-50 ლარად იყიდა, 25-30 წლის შავთმიანი და წვერიანი მამაკაცისგან.
სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში რ--------------–---–-- უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან თვლის, რომ მისი ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადგენილი სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობა საკმარისია ნებისმიერი ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ ბრალადშერაცხული ქმედება სწორედ რ--------------–---–-- მიერაა ჩადენილი.
სასამართლოს შეფასებით, პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ ამხელს რ--------------–---–----------------–---–-- ბინის გაქურდვაში, კერძოდ, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება შემთხვევის ადგილზე, დაზარალებული მ-------------–---–-- ბინაში, რ--------------–---–-- ყოფნის ფაქტი, რაც, იმ ვითარებაში, როცა თავად რ--------------–---–-– კი გამორიცხავს ამ საცხოვრებელში კანონიერი გზით მისი მოხვედრის ყველანაირ შესაძლებლობას, - ცალსახა დასტურია იმისა, რომ ბრალადშერაცხული დანაშაული სწორედ მის მიერ იქნა ჩადენილი. ამავე გარემოებას ადასტურებს რ--------------–---–-- ბინაში დაზარალებულის ბინიდან მოპარული და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი ნივთის აღმოჩენის ფაქტიც.
სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს ბრალდების ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასებაშიც, ვინაიდან მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ რაიმე გარემოება, რომელიც დაადასტურებდა ექსპერტისა და დაზარალებულის დაინტერესებას რ--------------–---–- დანაშაულის ჩადენა დააბრალონ, საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა (პირადი მოტივის არსებობას არც დაცვის მხარე აღნიშნავს).
გარდა ზემოაღნიშნულისა, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დაადასტურა მისმა ავტორმა, ბ------------------- რომელმაც დაკითხვისას განმარტა, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზა, წესისამებრ, სამი ძაღლის მეშვეობით ჩატარდა, რა დროსაც თითოეულმა მათგანმა რამდენჯერმე დაადასტურა სუნის იდენტურობა და მათ მიერ ნაჩვენები შედეგები ერთმანეთს დაემთხვა, რამაც მას კატეგორიული დასკვნის გაცემის შესაძლებლობა მისცა. სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტიზის შედეგის რეალობასთან ცდომილება მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც, ცხადია, ობიექტურ და სანდო მტკიცებულებად მისი მიჩნევის სრულ შესაძლებლობას იძლევა.
რაც შეეხება დაზარალებულის მიერ ამოცნობილი ნივთის კუთვნილებას, - სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის დაკითხვამ ცხადჰყო, რომ ბრალდებულის ბინაში აღმოჩენილი და მ-------------–---–-- მიერ ამოცნობილი ყელსაბამი სწორედ მისი ბინიდან დაკარგული სამკაულია, ის გარემოება კი, რომ ყელსაბამი თვითნაკეთი და, შესაბამისად, უნიკალური წყობის მქონე ნივთია, დაზარალებულის მხრიდან რაიმე შეცდომის დაშვების ალბათობას გამორიცხავს.
სასამართლო არადამაჯერებლად მიიჩნევს ბრალდებული რ--------------–---–-- მეუღლის ჩვენებას, იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცველების მიერ მათი ბინიდან ამოღებული სამკაული ჩხრეკამდე რამდენიმე დღით ადრე შეიძინა, რადგან გარდა მ-------------–---–-- ბინიდან მოპარული სამკაულის ბრალდებულის საცხოვრებელ ადგილას აღმოჩენის ფაქტისა, დაზარალებულის ბინის გაქურდვაში ამ უკანასკნელის ბრალეულობას, როგორც უკვე აღინიშნა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც ცალსახად ადასტურებს. ამავე საფუძვლით, სასამართლო ვერც დაცვის სხვა მოწმეთა ჩვენებებს გაიზიარებს, რომლებითაც, შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის არყოფნა და მისი უდანაშაულობა დგინდება, მითუფრო, რომ ბრალდების მოწმეთაგან განსხვავებით, დაცვის მოწმეთა შესაძლო მიკერძოება სახეზეა, რ--------------–---–---- მათი ახლო ურთიერთობისა და მისი ბედით ბუნებრივი დაინტერესების გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ-------------–---–-- ბინაში უკანონო შეღწევის გზით, რ--------------–---–-, მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რითაც დაზარალებულს 3 300 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს არა მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ, - წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა (და არა მათი განყენებულად შეფასების) და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
ქმდების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად, სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობას ბინაში უკანონო შეღწევით (მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით) და დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი). საქართველოს სსკ 177-ე მუხლზე დართული შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, 150 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი წარმოადგენს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგინდა, რომ რ--------------–---–-, რომელმაც ფარულად შეაღწია მ-------------–---–-- ბინაში, მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 150 ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთებს. შესაბამისად, რ--------------–---–-- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ--------------–---–- დამნაშავე უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც მას უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი (1-ლი ნაწილი); სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (მე-4 ნაწილი).
საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რ--------------–---–-- მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას (სასჯელის სახით საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას), სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას და მის წარსულ ცხოვრებას, გარდა ამისა, - იმ გარემოებას, რომ რ--------------–---–-- მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები, პირობითი მსჯავრის დადგენის, შეწყალებისა და ამნისტიის გამოყენების გზით, რამაც სათანადო გავლენა ვერ იქონია მასზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რომელიც ხელს ვერ შეუწყობს რ--------------–---–-- გამოსწორებას და დანაშაულის პრევენციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ--------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ--------------–---–- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 30 აპრილიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ლაზერული დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. ხელის კვლები, სუნის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს 3. ერთი ცალი გასაღები, კარების საკეტის გულა, ზარდახშა და სამკაულები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე