განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2019
საქმის ნომერი
330100118002446927
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2164-18

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----------–-----–---–-,დაცვის მხარე:

ბრალდებული - შ--------------------------- - დაბადებული-------–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–----------------------------–--

ადვოკატი - მ-----–--------–-–---–--

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2018 წლის 14 დეკემბრამდე რედაქცია) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 13 აპრილს, თ---–--–-----–----------------------------–-, დაახლოებით 21:00 საათზე, თ---------–----ის მიმართ მეუღლემ, შ-------------მა, განახორციელა ძალადობრივი ქმედება, რამაც თ---------–----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა შ--------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

ბრალდებულ შ--------------ს ჩვენებით, 2018 წლის 13 აპრილს, ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს, თ---------–----ეს, კერძოდ, მოქაჩა თმა და მიაჯახა მაგიდას. ამჟამად მეუღლესთან შერიგებულია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

შ--------------ს მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, გარდა ბრალდებულ შ--------------ს აღიარებითი ჩვენებისა, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: ნ-------------ის, თ---------–----ის გამოკითხვის ოქმებით, შ--------------ს დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ-------------მა ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით, შ-------------ს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 3000 ლარის ოდენობით, რაც გადახდილი იქნა განჩინების მიღების დღესვე.

შ-------------- გაფრთხილებული იქნა გირაოს პირობების დარღვევის გამო საქართველოს სსსკ-ის 200-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მათ შორის გაფრთხილებული იქნა იმ შემთხვევაზეც, რომ თუ მის მიერ ჩადენილი იქნებოდა ახალი დანაშაული, გირაოს სახით გადახდილი თანხა გადაირიცხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენით, შ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ 2019 წლის 13 მაისს ჩადენილი დანაშაულისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 3 თვის ვადით.

ვინაიდან შ--------------ს მიერ მოცემულ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შემდეგ, ამავე საქმეზე საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ჩადენილია ახალი დანაშაულის, რისთვისაც მის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, სახეზეა გირაოს პირობების დარღვევა.

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განაჩენით, შ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე და 64-ე მუხლებოს საფუძველზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენით, შ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 3 თვის ვადით.

შ--------------ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. სასამართლო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის აღიარებას.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შ--------------ს მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრამდე რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 1 წლის და 3 თვის ვადით, შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და საბოლოოდ, შ-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 3 თვის ვადით.

მსჯავრდებულ შ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 21 მაისიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო 2----–-–------------–-----------–-–------------–-- ჩათვლით.

მსჯავრდებულ შ--------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 3000 ლარის ოდენობით გაუქმდეს და შ--------------ს სასარგებლოდ გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა 3000 ლარის ოდენობით, გირაოს პირობების დარღვევის გამო გადარიცხული იქნას სახელმწიფო ბიუჯეტში.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი