გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3296655-2/766-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 იანვარი 2020 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’
წარმომადგენელი - დ---------------ე
მოპასუხე - კ---------------ე, ო-–-- ზ--------ე, ზ----- გ-------–---–ი დასწრების გარეშე, ზ-----------------ე;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. კ---------------ე, ო-–-- ზ--------ე, ზ-----------------ეს და ზ----- გ-------–---–ს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს - 12117.32 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6500 ლარი, პროცენტი – 3216.25 ლარი და პირგასამტეხლო - 2401.07 ლარი.
1.2. კ---------------ე სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს - 14188.68 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6000 ლარი, პროცენტი – 3807.29 ლარი და პირგასამტეხლო - 4381.39 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 25 ივლისს სს,,ს----------–--------ს’’ და კ---------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კ---------------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 10 000 ლარის ოდენობით, წლიური 23% სარგებლის დარიცხვით, 17 თვის ვადით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით.
2016 წლის 25 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს,,ს----------–--------ს’’ და ო-–-- ზ--------ეს, ზ-----------------ეს და ზ----- გ-------–---–ს შორის 2016 წლის 25 ივლისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულები. აღნიშნული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად სოლიდარული თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 20 000 ლარით. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით სოლიდარულმა თავდებმა პირებმა ივალდებულეს ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.
2017 წლის 31 იანვარს კ---------------ეზე გაიცა ,,სმს სესხი’’, 6 000 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 24 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად გაცემულ თანხას დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 23 პროცენტი, ასევე სესხის პირობების თანახმად ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ პირგასამტეხლო დაერიცხებოდა ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად 0.5%-ის ოდენობით. ამასთან მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა საკომისიო მუხლის 3.13.1 თანახმად.
სს,,ს----------–--------ის’’ მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულ იქნა სრულად, კერძოდ ბანკმა მსესხებელზე სრულად გასცა კრედიტის თანხები. სესხის პირობების თანახმად მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა სარჩელზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა ანუ მსესხებელი სხვადასხვა დროს არღვევდა გრაფიკს, რაც გამოიხატებოდა თანხის გადაუხდელობაში. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა. 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მსესხებელს არ უწარმოებია გადახდები. დღეის მდგომარეობით მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა. მითითებული საკრედიტო დავალიანების შესახებ მოპასუხეებს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნათ და მიეცათ ერთი კვირის ვადა არსებული დავალიანებისნ დასაფარად. მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ზ------ ზ--------ემ სარჩელი სცნო ნაწილობრივ.
2.2. მოპასუხე ზ----- გ-------–---–ი ო-–-- ზ--------ე და კ---------------ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცახდებულან.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ივლისს სს ,,ს----------–--------სა’’ და კ---------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 10000 ლარი, 17 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი წლიური - 23%, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 25 ივლისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ო-–-- ზ--------ემ იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 20000 ლარით.
3.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 25 ივლისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ზ-----------------ემ იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 20000 ლარით.
3.1.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 25 ივლისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ზ----- გ-------–---–მა იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 20000 ლარით.
3.1.5. 2017 წლის 31 იანვარს კ---------------ეზე გაიცა ე.წ. სმსმ სესხი 6000 ლარის ოდნეობით, 24 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 23%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.6. მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებების სესხის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.07.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულება; 25.07.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი პირობები, კრედიტის დაფრავის გარფიკი; ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები; ამონაწერი ანგარიშიდან; ო-–-- ზ--------ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ; 25.07.2016წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება; ზ-----------------ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ; 25.07.2016წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება; ზ----- გ-------–---–ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ; 25.07.2016წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება; საბანკო მომსახურების პირობები; სესხის პროგრამული გრაფიკი, ანგარიშის ამონაწერი; ცნობა დავალიანების შესახებ; გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე; საფოსტო გზავნილები; თავდებების განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ; 25.07.2016წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხე კ---------------ეს 2017 წლის 31 იანვრის სესხიდან გამომდინარე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 14188.68 ლარი, საიდანაც ძირის თანხაა - 6000 ლარი, პროცენტი - 3807.29 ლარი და პირგასამტეხლო 4381.39 ლარი.
3.2.2. მოპასუხეების კ---------------ის, ო-–-- ზ--------ის, ზ-----------------ის და ზ----- გ-------–---–ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის’’ მიმართ 25.07.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 12177.32 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6500 ლარი, პროცენტი - 3216.25 ლარი და პირგასამტეხლო 4381.39 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-25.07.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულება;
-25.07.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი პირობები
-კრედიტის დაფრავის გარფიკი;
-ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- ამონაწერი ანგარიშიდან;
- ო-–-- ზ--------ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 25.07.2016წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;
- ზ-----------------ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 25.07.2016წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;
- ზ----- გ-------–---–ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 25.07.2016წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–--------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ალექსი სარალიძის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--------სა’’ და კ---------------ეს შორის გაფორმებული 2016 წლის 25 და 2017 წლის 31 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა კ---------------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 25.07.2016წ. საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 6500 ლარის, ხოლო 31.01.2017წ. ხელშეკურლებიდან - 6000 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. კერძოდ 25.07.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3216.25 ლარი, 31.01.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3807.29 ლარი. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, სს ''ს----------–--------სა'' და კ---------------ეს შორის 2016 წლის 25 ივლისს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ს----------–--------სა'' და მეორეს ო-–-- ზ--------ე, ზ-----------------ეს, ზ----- გ-------–---–ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - ო-–-- ზ--------ემ, ზ------ გ-------–---–მა და ზ-----------------ემ იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 20000 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2016 წლის 25 ივლისის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების გადახდის ვალდებულება.
6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდა არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა უნდა შემცირდეს და 25.07.2016წ. ხელშეკრულეჰიდან გამომდინარე განისაზღვროს 500 ლარისთ, ხოლო 31.01.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 300 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე კ---------------ემ და ზ----- ზ--------ემ სარჩელი ცნეს სესხის ძირი თანხის ნაწილში, ხოლო ო-–-- ზ--------ემ და ზ----- გ-------–---–მა სარჩელი არ ცნეს. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეებს ო-–-- ზ--------ეს და ზ----- გ-------–---–ს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 195 ლარის გადახდა, ასევე დაკმაყოფილებული მოთხოვნის პრორპორციულად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 111.48 ლარის გადახდა. ასევე კ---------------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 123.21 ლარის გადახდა. სს ,,ს----------–--------ს’’ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟდან 180 ლარი.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. კ---------------ეს, ო-–-- ზ--------ეს, ზ-----------------ეს და ზ----- გ-------–---–ს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 10216.25 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6500 ლარი, პროცენტი – 3216.25 ლარი და პირგასამტეხლო - 500 ლარი.
1.2. კ---------------ე სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს - 10107.29 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6000 ლარი, პროცენტი – 3807.29 ლარი და პირგასამტეხლო - 300 ლარი.
2. მოპასუხე კ---------------ეს, ო-–-- ზ--------ეს, ზ-----------------ეს და ზ----- გ-------–---–ს სს ,,ს----------–--------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული სახელმწიფო ბაჟის - 111.48 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ო-–-- ზ--------ეს და ზ----- გ-------–---–ს სს ,,ს----------–--------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული სახელმწიფო ბაჟის - 195 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე კ---------------ეს სს ,,ს----------–--------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული სახელმწიფო ბაჟის - 123.21 ლარის გადახდა.
5. სს ,,ს----------–--------ს’’ დაუბრუნდეს 2019 წლის 5 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 789.18 ლარიდან 180 ლარი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი