განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2019
საქმის ნომერი
330100119003230887
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4776-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ------------------–--,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ--–----------–---, დაბადებული 1----–-–-----------, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–---------–----------------------------------------

 

ადვოკატი - რ---------–-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (გამართლდა);

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით გ--–----------–---მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, თბილისი, გ-–---------–------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ--–----------–---მ, პაპას ი----------------- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში, მუხლისა და ნეკნების არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი რა დროსაც ი------------------ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--–----------–---მ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ გ--–----------–--- წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი------------------ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (შვილიშვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

3.2. მოწმე ი-----–-------------- სასამართლოს მოახსენა, რომ მუშაობს თბილისის გლდანი - ნაძალადევის სამმართველოს მეორე განყოფილებაში გამომძიებლად. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით 2019 წლის 4 სექტემბერს მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ბინის დათვალიერება მოხდა ბინის მესაკუთრის - ი------------------ თანხმობით. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღო ასევე ექსპერტმა გ-------------მ. მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდა დაზარალებული ი-----------------, რომელმაც მიუთითა რომ 2019 წლის 2 სექტემბერს შვილიშვილმა იძალადა ფიზიკურად მასზე, ასევე კარადაზე დაკიდებული პიჯაკის ჯიბიდან ამოაცალა ფული და მაცივრიდან გადმოუყარა საჭმელი. ბინაში არ იყო ნამსხვრევების ან რაიმე სისხლის კვალი, როდესაც ი----------------- საუბრობდა კონფლიქტზე აღელვებული იყო და ტიროდა.

 

3.3. მოწმე გ-------–---–-- სასამართლოს მოახსენა, რომ მუშაობს თბილისის გლდანი - ნაძალადევის სამმართველოს მეორე განყოფილებაში გამომძიებლად. მორიგე იყო, როდესაც მასთან მივიდა ასაკოვანი მამაკაცი, ი-----------------, რომელიც იყო ანერვიულებული და კანკალებდა. მისი განცხადებით 2 დღის წინ შვილიშვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამოაცალა ფული და არ უშვებდა სახლიდან. როცა შეძლო სახლიდან გამოსვლა მივიდა განყოფილებაში, ი----------------- დამატებით განმარტავდა, რომ შვილიშვილი არ აჭმევდა საჭმელს და ექცეოდა ცუდად. დანიშნული იქნა სასამართლო-სამედიცინო, ფსიქოლოგი----- ექსპერტიზა. მათ ასევე დააკვეს გ--–----------–---.

 

3.4. მოწმე რ----------------- განმარტებით, ი----------------- არის მისი ძმა. 2019 წლის 3 სექტემბერს მასთან მივიდა ი----- და მოუყვა, რომ მის შვილიშვილთან გ--–----------–---სთან მოუვიდა შეხლა-შემოხლა ფულთან დაკავშირებით. როგორც მისი ძმისგან იცის, გ--–- მას აწვებოდა გულ-მკერდზე და დაარტყა. ვიზუალურად ისე არაფერი ეტყობოდა ი-----ს, მაგრამ იტკიებდა ნეკნის ქვევით წინა მხარეს. აღნიშნული საუბრის დროს, მისი მეუღლეც სახლში იყო. ი-----ს უთქვამს ადრეც მისთვის რომ გ--–----------–--- არ აჭმევდა ხოლმე საჭმელს. დაურეკეს გ--–-ს დედას საბერძნეთში, რომელმაც ურჩია ი-----ს მიემართა პოლიციისთვის. ზოგადად მის ძმას ი----------------- აქვს რთული ხასიათი, კონფლიქტური პიროვნებაა, მასთანაც მოსვლია პირადად ჩხუბი და დაურტყამს კიდეც მისთვის ბრალდებულს. მეზობლებთანაც ხშირად მოსდის კონფლიქტი მის ძმას.

 

3.5 მოწმე გ-------------- ჩვენების თანახმად, მუშაობს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დაწესებულებაში ექსპერტად. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოახდინა შემთხვევის ადგილის დასურათება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სტაჟიორთან ერთად, ასევე ადგილზე იმყოფება გამომძიებელი. საგამოძიებო მოქმედების დროს დაზარალებული იმყოფებოდა სახლში. ფოტოგადაღებისას გამოიყენა მიმოხილვითი, ასევე პარალელური, საკვანძო და პანორამული მეთოდი. დათვალიერების ოქმს გაეცნო და დაადასტურა მისი სისწორე.

 

3.6. მოწმე ა-–------------- განმარტებით, მუშაობს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დეტექტივის თანამდებობაზე. განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო რომ, გ--–----------–---მ ბაბუას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. მისმის თანამშრომელმა მიიღო ინფორმაცია რომ გ--–----------–--- აპირებდა მიმალვას და ამჟამად იმყოფებოდა თავის სახლში. შედგა ოპერატიული ჯგუფი და მან მიიღო მონაწილეობა ბრალდებულის დაკავებაში. ბრალდებულს დაკავებისას განემარტა უფლებები, დაკავებისას გ--–----------–---ს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

3.7.მოწმე ი-----–--------–----- განმარტებით მუშაობს გლდანი-ნაძალადევის მეორე განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 4 სექტემბერს მასთან კავშირზე მყოფმა პირმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ 1--- წელს დაბადებულმა გ--–----------–---მ 2 სექტემბერს ბაბუამისს ი----------------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გ-–---------------------------------------------ში და აპირებს მიმალვას, ვინაიდან გაიგო, რომ ბაბუამისმა მიმართა პოლიციას. ეს ინფორმაცია პატაკის სახით მიაწოდა ხელმძღვანელობას.

 

3.8. მოწმე დ---------------–-–---–-- ჩვენების თანახმად გ--–----------–---- ოჯახი არის მისი მეზობელი, ისინი მეხუთე სართულზე ცხოვრობენ, ხოლო თავად მეოთხეზე ცხოვრობს. მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს, სულ სახლშია, აღარ მუშაობს, აივანზე ტრიალებს. 2019 წლის 2 სექტემბერს რაიმე კონფლიქტის ხმა არ გაუგია. ზოგადად არასდროს გაუგია ს-------–------- ოჯახიდან კონფლიქტის ხმა. გ--–- ან მუშაობდა, ან ეძინა, არ იყო კონფლიქტური პიროვნება. ი----------------- ძალიან ცუდი ხასიათი აქვს, ეზოშიც უგინებია, ყველასთან კონფლიქტი ჰქონდა, წინა მეზობელთანაც მოუვიდა კონფლიქტი.

 

3.9. 2019 წლის 9 ოქტომბრის N--------- სასამართლო-ფსიქოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გ--–----------–---- ქმედებების შედეგად ი------------------ განიცადა ფსიქოლოგი----- ტანჯვა. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა თ---------------. (ს.ფ. 38-43)

 

3.10. 2019 წლის 4 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად დაზარალებულმა ი------------------ მიუთითა პიჯაკზე, საიდანაც მისმა შვილიშვილმა მოიპარა თანხა. ასევე მიუთითა საწოლზე და აღნიშნა, რომ მწოლიარე მდგომარეობაში სცემა მისმა შვილიშვილმა. საწოლზე არსებულ თეთრეულზე სისხლის ლაქები არ აღინიშნებოდა, საცხოვრებელი ბინა არ იყო არეული, არც ნივთები იყო გადაადგილებული და დამსხვრეული. (ს.ფ. 20-30)

 

3.11. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ:

 

3.12. მოწმე ზ--------------- ჩვენების თანახმად გ--–----------–--- არის მისი მეზობელი. გ--–- არის ძალიან კარგი ბიჭი, ზრდილობიანი, არასდროს გაუგია მისი ხმამაღალი ან გინების ხმა. ი------------------ კონფლიქტური პიროვნებაა, მასთანაც და მის ოჯახთანაც ჰქონდა კონფლიქტი, დღემდე არ ელაპარაკება მას. ი----------------- გადაადგილების პრობლემა არასდროს ჰქონია, თავისუფლად შედიოდა ხოლმე სახლში და გამოდიოდა.

 

3.13. ბრალდებულმა გ--–----------–---მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება, თუმცა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და საბოლოო სიტყვისას განაცხადა, რომ მას პაპისთვის - ი----------------------- ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მასთან ჰქონდა სიტყვიერი კონფლიქტი მხოლოდ ჰიგიენასთან დაკავშირებით.

 

3.14. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, გ--–----------–---- ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

3.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ გ--–----------–---- მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში გ--–----------–---- მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება.

 

3.16. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულის ძმამ რ----------------- განმარტა, რომ იგი კონფლიქტებს არასოდეს შესწრებია, თუმცა მან მისი ძმისგან გადმოცემით იცის, რომ შვილიშვილთან გ--–----------–---სთან მოუვიდა შეხლა-შემოხლა ფულთან დაკავშირებით. მოწმე ი-----–-------------- თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოცეულ საქმეზე ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ბინის დათვალიერება მოხდა ბინის მესაკუთრის - ი------------------ თანხმობით. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღო ასევე ექსპერტმა გ-------------მ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდა დაზარალებული ი-----------------, სადაც მიუთითებდა, რომ 2019 წლის 2 სექტემბერს შვილიშვილმა იძალადა ფიზიკურად მასზე. მოწმე გ-------–---–-- კი დაადასტურა, რომ მუშაობს რა, თბილისის გლდანი - ნაძალადევის სამმართველოს მეორე განყოფილებაში გამომძიებლად. მისი მორიგეობისას მასთან მივიდა ასაკოვანი მამაკაცი, ი-----------------, რომელიც იყო ანერვიულებული და კანკალებდა. მისი განცხადებით 2 დღის წინ შვილიშვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმეებმა ა-–------------- მოახდინა გ--–----------–---- დაკავება ბრალდებულის სახით, ხოლო ი-----–--------–----- მიიღო ოპერატიული ინფორმაცია გ--–----------–---- მიერ სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და ის, რომ იგი ცდილობდა მიმალვას. მოწმეები დ---------------–-–---–- და ზ----------------- მიუხედავად, რომ ისინი არიან ბრალდებულისა და დაზარალებულის მეზობლები არასოდეს გაუგიათ გ--–----------–---- ყვირილის ხმა, ისინი ბრალდებულს ახასიათებენ დადებითად. შესაბამისად მოწმეებმა, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე მიაწოდეს ინფორმაცია მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ დანაშაულის შემსწრე პირი, ასევე ისინი არ არიან ის პირები რომლებიც მყისიერად უშუალოდ შეესწრნენ ფაქტს ან შეესწრნენ ცხელ კვალზე ბრალდებულ გ--–----------–---- მხრიდან დაზარალებულის მიმართ რაიმე აგრესიას, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ირიბი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს და საფუძვლად არ დაუდებს გ--–----------–---- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას - საქმეში არსებულ დაზარალებულ ი------------------ 2019 წლის 03 სექტემბრის განცხადებას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და სასამართლო-ფსიქოლოგი----- ექსპერტიზის №--------- დასკვნას. მართალია დაზარალებულმა ხსენებულ განცხადებაში მიუთითა გ--–----------–---- მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, მაგრამ რადგან არ არსებობს პირველწყაროს - დაზარალებულ ი------------------ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში მიცემული ჩვენება საქმის გარემოებათა შესახებ ზემოხსენებული განცხადების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

რაც შეეხება სასამართლო-ფსიქოლოგი----- ექსპერტიზის №--------- დასკვნას, რომლის თანახმადაც გ--–----------–---- ქმედებების შედეგად ი------------------ განიცადა ფსიქოლოგი----- ტანჯვა, აღნიშნული დასკვნა მიღებულ იქნა სისხლის სამართლის საქმის მასალებით, გამოკვლევაზე მყოფი ი------------------ მიერ გადმოცემული შინაარსის და კვლევის შედეგის თანახმად. სასამართლო მიუთითებს, რომ ძირითადი კვლევა დაფუძნებულია გამოსაკვლევი პირის გადმოცემაზე ასევე სისხლის სამართლის საქმის მასალებზე, მათ შორის ძირითადად დაზარალებულის 2019 წლის 3 სექტემბრის გამოკითხვის ოქმზე, ამავდროულად სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული კვლევის თანახმად დადგენილია, რომ დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა გ--–----------–---- ქმედების შედეგად, ხოლო გ--–----------–---ს წარდგენილი ბრალდების თანახმად მას ბრალი ედება ი-------------------- მიმართ ძალადობის განხორციელებაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შესაბამისად მოცემულ დასკვნაში დადგენილი ფსიქოლოგი----- ტანჯვის განცდის არსებობა საფუძვლად ვერ დაედება ბრალდებულ გ--–----------–---- მსჯავრდებას ი------------------ მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებასა და მის მიმართ განცდილ ფიზიკურ ტკივილთან მიმართებაში.

 

რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ასევე ვერ დაეყრდნობა ი------------------ ბინაში ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი გარდა იმისა, რომ მასში აღწერილია ქმედების ჩადენის ადგილმდებარეობა, მასში ასევე აღწერილია დანაშაულის ჩადენის ფაქტები თავად დაზარალებულის მითითებით, შესაბამისად ოქმში დანაშაულებრივი ფაქტები გადმოცემულია და აღწერილია დაზარალებულის მითითებით და იმ ვითარებაში, როდესაც ი------------------ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად სასამართლო მიუთითებს, რომ დაუშვებელია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად მაშინ, როდესაც მოწმეს ინფორმაცია არ მოუწოდებია სასამართლოსათვის და ამგვარი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზანი არ წარმოადგენს გამოკითხვის ოქმის მიღებას და შემდგომ მის ჩანაცვლებას. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მხოლოდ შეიცავს იმ ადგილის აღწერას სადაც სავარაუდოდ მოხდა დანაშაული და იგი ვერ იქნება რაიმე ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როცა არ ყოფილა ნანახი ან ამოღებულა რაიმე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი შემთხვევის ადგილიდან რაც შესაძლოა კავშირში ყოფილიყო მომხდარ ფაქტთან.

 

3.17. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ კ---------------------- მიმართ არ არსებობს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

3.18. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული კ--------------------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ გ--–----------–---- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

 

4.2. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც უნდა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი და რასაც არ უნდა მოჰყვეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ამასთან დანაშაულებრი ქმედება მიზეზობრივ კავშირში უნდა იმყოფებოდეს დამდგარ შედეგთან. განსახილველი დანაშაულის შედეგი კი არის, ის, რომ მსხვერპლმა უნდა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, შესაბამისად ოჯახური ძალადობის მსხვერპლი - დაზარალებული წარმოადგენს პირს რომელსაც შეუძლია უშუალოდ მიუთითოს მოძალადის მხრიდან განცდილ ტკივილზე, რაც აუცილებელ პირობას წარმოადენს ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის, ან/და ამგვარი ინფორმაცია უნდა არსებობდეს შემთხვევის ადგილას ნანახი მოწმეების მხრიდან, მაგალითად მათ უშუალოდ არ დაუნახავთ ძალადობის ფაქტი (რაც ამგვარი კატეგორიის დანაშაულებებს ახასიათებს, რადგან ეს დანაშაული ხშირ შემთხვევაში ხდება კარჩაკეტილ სივრცეში) თუმცა შეესწრნენ და ნახეს ნაცემი და ატირებული დაზარალებული, ნახეს მასზე დაზიანებები, ასევე ნახეს მოძალადე, რომელიც კვლავ აგრესიას გამოხატავდა დაზარალებულის მიმართ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არათუ არ გვაქვს დაზარალებულის ჩვენება, ასევე სასამართლოში დაკითხული არცერთი მოწმე არ ყოფილა ფაქტის უშუალო შემსწრე და არც ცხელ კვალზე ბრალდებულის მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ რაიმე აგრესიის გამოვლინებას შესწრებიან, მათ მოცემული ფაქტები იციან დაზარალებულის გადმოცემით, რომლის ჩვენებაც თავის მხრივ სასამართლოში არ გამოკვლეულა.

 

4.3. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ გ--–----------–---მ ჩაიდინა ძალადობა.

 

4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გ--–----------–---- მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

4.9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

4.10. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

 

4.11. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

4.12. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ--–----------–---- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--–----------–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ--–----------–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გ--–----------–---ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე