განაჩენი

სისხლის სამართლის 16.12.2019
საქმის ნომერი
330100119002839590
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/521-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----------–-,დაცვის მხარე :

 

ბრალდებული - ვ------------------, დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–-----------------------------------------------------

 

ადვოკატი - ა-----–-----------;

 

თარჯიმანი - მ----------–-----;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 29 დეკემბერს, დილის საათებში, თბილისში, ნ-------–--------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ ვ------------------- და მის შვილს ო------------------ შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რის გამოც, ვ------------------ შენიშვნა მისცა თავისმა მეუღლემ ი------------------. აღნიშნულით გაბრაზებულმა ვ-------------------, ი------------------ განზრახ ესროლა და სახის არეში მოახვედრა მინის ბოთლი, რამაც გამოიწვია ი------------------ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით. ბოთლის მოხვედრის შედეგად, თავის არეში მიღებული დაზიანების გამო, ი----------------- გადაყვანილი იქნა ა-–----–---–-- სახელობის კლინიკაში, ხოლო ვ------------------, საპატრულო პოლიციის მუშაკების მიერ დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა ვ------------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ვ------------------ს აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - შეტყობინებას და პატაკს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, მოწმეების: ვ-–----------------, რ-------------, ი------------------, ა---------------ს, ნ-------------, მ----------–---–-- გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ნივთიერ მტკიცებულებებს, სამედიცინო დოკუმენტაციას და საქმეში არსებულ სხვა ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ვ------------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ასევე კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

დაცვის მხარის პოზიციით: მართალია ვ------------------- მეუღლეს - ესროლა და მოახვედრა მინის ბოთლი, მაგრამ მას არანაირი სურვილი არ ჰქონია ამ შედეგის დადგომის, თუმცა ითვალისწინებდა და გულგრილად ეკიდებოდა ამ შედეგის დადგომას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით) შეიძლება ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი, ასევე არა პირდაპირი განზრახვით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ან და ითვალისწინებდა ასეთი ქმდების შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

 

გარდა განზრახვის ორ ფორმად პირდაპირ და არაპირდაპირ (ევენტუალურ) განზრახვად დაყოფისა, არსებობს მისი სხვაგვარი დაყოფაც, კერძოდ, პირდაპირი განზრახვა შეიძლება იყოს ორი სახის პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა და მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვა. მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვაა როცა პირს გამიზნულად არ სურს, მაგრამ გარდაუვლად მიიჩნევს შედეგის დადგომას. როცა შედეგი სხვა მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალებაა. იგი ხასიათდება კოგნიტიური ელემენტის განსაკუთრებული ინტენსიობით, აქედან გამომდინარეობს ვოლუნტატიური ელემენტიც, ვინაიდან, ვინც დარწმუნდებულია შედეგის დადგომის გარდაუვალობაში, მას აქვს ქმედების შემადგენლობის განხორციელების ნებელობაც, მაშინაც კი როცა ეს მისთვის არასასურველია.

 

მოცემულ შემთხვევაში ვ------------------ მოქმედებდა მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვით. კერძოდ, ქმედების ჩადენის (მინის ბოთლის სროლის) მომენტში მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მის ქმედებას შეიძლება მოჰყოლოდა ი-----------------ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (თავის არეში ესროლა მინის ბოთლი), რაც ვ------------------ გამიზნულად არ სურდა, მაგრამ აღნიშნულს გარდაუვლად მიიჩნევდა (მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვა). ვ------------------ს განზრახვაზე მეტყველებს დანაშაულის ჩადენამდე განხორციელებული მისი ქმედებები, კერძოდ მას შელაპარაკება მოუვიდა შვილთან და როცა მისი მეუღლე ი----------------- შეეცადა კონფლიქტის მონაწილე მხარეების დაწყნარებას, ვ------------------- აგრესია მიმართა მეუღლისკენ, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც მაგიდიდან აიღო მინის ბოთლი და პირდაპირ განზრახ ესროლა ი-----------------ს და მოახვედრა სახის არეში. რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ვერსიას, რომ ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონოდა ქმედების ჩადენას არაპირიდაპირი განზრახვით, რადგან ბრალდებულს არ სურდა ი-----------------ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, თუმცა შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა აღნიშნულს, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულზე არ მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები (რომლებიც მხარეების მიერ უდავოდ იქნა გამხდარი). მოცემულ კომფლიქტს სულ სამი მონაწილე ჰყავს: ვ------------------, ი----------------- და მათი შვილი - ო------------------. ო------------------- გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და და არ მისცა ჩვენება საკუთარი მამის ვ------------------ს წინააღმდეგ. ი-----------------მ მის მიერ მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მისმა მეუღლემ ვ------------------- განზრახ, თავის არეში დაუმიზნა და ესროლა მინის ბოთლი, თან აგინებდა მას. რაც შეეხება თავად ბრალდებულს, სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრლადებაში, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. გარდა ამისა, 2019 წლის 3 მაისის ექსპერტიზის დასკვნის N--------- თანახმად ი-----------------ს აღენიშნებოდა დაჟეჟილკიდეებიანი ჭრილობა შუბლის არეში მარჯვნივ - განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა მიუთითებს ვ------------------ განზრახვაზე, რომ მას სურდა მიეყენებინა დაზიანება ი-----------------სთვის სახის არეში და ამ განზრახვაზე მიუთითებს ბრალდებულის ქმედებები: - იგი გამიზნულად (დამიზნებით) მინის ბოთლს ესვრის დაზარალებულს, ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს თუ რა საგანს იყენებს (მინის ბოთლს, რომელიც არის მსხვრევადი და მას შეუძლია ყველა შემთხვევაში, თუ კი იგი იქნა დამიზნებით ნასროლი გამოიწვიოს სხეულის დაზიანება, ბრალდებულის ქმედება მიმართულია დაზარალებულის მიმართ იმისათვის, რომ მან კონფლიქტში შვილს დაუჭირა მხარი და ბრალდებულს სურს ამით ჩამოიშოროს იგი) რაც მიუთითებს ბრალდებულის მხრიდან პირდაპირი განზრახვის ფორმაზე (მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვა).

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ვ------------------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2018 წლის 29 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისში, ნ-------–--------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ ვ------------------- და მის შვილს ო------------------ შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რის გამოც, ვ------------------ შენიშვნა მისცა თავისმა მეუღლემ ი------------------. აღნიშნულით გაბრაზებულმა ვ-------------------, ი------------------ განზრახ ესროლა და სახის არეში მოახვედრა მინის ბოთლი, რამაც გამოიწვია ი------------------ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით. ბოთლის მოხვედრის შედეგად, თავის არეში მიღებული დაზიანების გამო, ი----------------- გადაყვანილი იქნა ა-–----–---–-- სახელობის კლინიკაში, ხოლო ვ------------------, საპატრულო პოლიციის მუშაკების მიერ დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას,საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ვ------------------ს დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელთან ერთადაც ბრალდებული ეწევა მუდმივ საოჯახო მეურნეობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ვ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ვ------------------ უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

ბრალდებულ ვ------------------ს მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მისი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები.

 

სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ვ------------------ს სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დაადასტურა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, ბრალდებული ინანიებს და განიცდის მომხდარ ფაქტს, თავად გამოიძახა სასწრაფო და ჩაბარდა პოლიციას, შეურიგდა დაზარალებულს, კონფლიქტი ამოწურულია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ვ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, დაზარაელბულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, კონლიფქტი ამოწურულია, თუმცა ასევე ითვალისწინებს ვ------------------ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების სპეციფიკასა და დამამძიმებელ გარემოებას (დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ), შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ვ------------------ს მიმართ განსაზღვროს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვლება პირობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე.

 

ვ------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ვ------------------ სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 29 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ვ------------------ საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები და 1(ერთი) ცალი მინის ბოთლი, ი------------------ სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამო ცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე